27 მაისი 2017 შაბათი |
ოფიციალური გაზეთი |
№: 30078 |
რეგულირება |
||
შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტროდან: თავისუფალ ტერიტორიებზე უცხოელთა სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული რეგულაციები პირველი ნაწილი მიზანი, სფერო, საფუძვლები და განმარტებები მიზანი მუხლი 1 – (1) ამ დებულების მიზანია დაარეგულიროს პროცედურები და პრინციპები იმ უცხოელთა სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებით, რომლებიც მუშაობენ თავისუფალ ზონებში. სფერო მუხლი 2 – (1) ეს დებულება მოიცავს იმ უცხოელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიღონ სამუშაო ნებართვა თავისუფალ ზონებში, და რეალურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ან მიმართავენ უცხოელთა დასაქმებას. საფუძველი მუხლი 3 – (1) ეს დებულება მომზადებულია 28/7/2016 წლის № 6735 საერთაშორისო შრომითი კანონის 25-ე მუხლის მეორე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის საფუძველზე. განმარტებები მუხლი 4 – (1) ამ დებულებაში განმარტებები: a) სამინისტრო: შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, b) სამუშაო ნებართვა: სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი ნებართვის მოქმედების ვადით, რომელიც იძლევა თურქეთში უცხოელების მუშაობისა და ცხოვრების უფლებას. c) კანონი: 28/7/2016 წლის № 6735 საერთაშორისო შრომის სამართალი ç) KEP ანგარიში : 25/8/2011 თარიღის ნომერი 28036 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული რეგისტრირებულ ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებული წესების შესახებ რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მიმწოდებლისგან მიღებული რეგიტრირებული ელ.ფოსტის მისამართი d) მომხმარებელი: ნამდვილი ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს თავისუფალ ზონაში საქმიანობის ლიცენზია და აქვს გარკვეული სამუშაო ადგილი თავისუფალ ზონაში, e) თავისუფალი ზონა: თავისუფალი ზონა, რომლის ადგილმდებარეობა და საზღვრები განისაზღვრება მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, თავისუფალი ზონების შესახებ, 6/6/1985 თარიღის No3218 კანონის შესაბამისად. f) სისტემა: სამინისტროს საგარეო განაცხადების, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემა, g) თურქეთის საგარეო წარმომადგენლობები: თურქეთის რესპუბლიკის საელჩოები ან საკონსულოები, ğ) უცხოელი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არმქონე პირები, h) უცხოელის საიდენტიფიკაციო ნომერი: უცხოელზე გაცემული საიდენტიფიკაციო ნომერი მოსახლეობის მომსახურების № 54/56 25/4/2006 წლის კანონის შესაბამისად, მეორე ნაწილი სამუშაო ნებართვის გაცემის პროცედურები და პრინციპები სამუშაო ნებართვის მიღების ვალდებულება მუხლი 5– (1) სავალდებულოა სამუშაო ნებართვის მიღება უცხოელებისთვის, რომლებიც იმუშავებენ თავისუფალ ზონებში. სამუშაო ნებართვის განაცხადი ქვეყნის შიგნიდან მუხლი 6 – (1) თურქეთში კანონიერად მყოფი უცხოელის თავისუფალ ზონაში სამუშაო ნებართვისთვის განცხადება და გახანგრძლივების განცხადება მომხმარებლის მხრიდან შესაბამის თავისუფალი ტერიროტიის დირექტორატში კეთდება. (2) თავისუფალი ზონის დირექტორატის საშუალებით გაკეთებული განცხადებები, უცხოელის თურქეთში კანონიერად არსებული თავისუფალი ზონის დირექციისთვის კეთდება. (3) განაცხადთან დაკავშირებით ინფორმაციასა და დოკუმენტებს სისტემაში თავისუფალი ზონის დირექციას შეაქვს. განაცხადში სავალდებულოა უცხოელის პირადობის ნომერი, KEP ანგარიში და მომხმარებლის KEP ანგარიშის ქონა. (4) თავისუფალი ზონის დირექცია განსახილველად უგზავნის განაცხადს ეკონომიკის სამინისტროს. სამუშაო ნებართვის განცხადებები, რომლებიც შედის თურქეთის საგარეო წარმომადგენლებთან მუხლი 7 – (1) უცხოელს, რომელიც იმუშავებს თავისუფალ ზონაში, ასევე შეუძლია სამუშაო ნებართვის მისაღებად მიმართოს თურქეთის საზღვარგარეთის წარმომადგენლობას იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობაც აქვს ან იმყოფება ოფიციალურად. (2) თურქეთის საგარეო წარმომადგენლობის საშუალებით შეტანილი განცხადებები და საბუთები, სამინისტროში ელექტრონულად იგზავნება. (3) ინფორმაციასა და დოკუმენტების ასლს, რომელიც წარდგენილია თურქეთის საგარეო წარმომადგენლობაში, წერილთან ერთად, რომელშიც თურქეთის საგარეო წარმომადგენლობა, უგზავნის შესაბამის ზონის დირექციას. წერილში სავალდებულოა უცხოელს თურქეთის საგარეო წარმომადგენლობისგან გადაეცეს სარეკომენდაციო ნომერი. (4) განაცხადთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები სისტემაში შედის თავისუფალი ზონის დირექტორატის მიერ. (5) თავისუფალი ზონის დირექცია განსახილველად უგზავნის განაცხადს ეკონომიკის სამინისტროს. (6) ამ მუხლის ფარგლებში შეტანილ განაცხადებში სამინისტრო მიიღებს უცხო საიდენტიფიკაციო ნომერს, იმ პირობით, რომ მომხმარებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას დაამტკიცებს ეკონომიკის სამინისტრო. უცხოელის KEP ანგარიშს მომხმარებელი აცნობებს შესაბამის ზონის შესაბამის დირექციას 15 დღის განმავლობაში, უცხოელის მიერ თავისუფალ ზონაში მუშაობის დაწყების დღიდან და თავისუფალი ზონის დირექცია მონაცემებს სისტემაში შეიყვანს. აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტები მუხლი 8 – (1) სისტემაში შესასვლელი ინფორმაცია და ასატვირთი დოკუმენტები განთავსებულია სამინისტროს და ეკონომიკის სამინისტროს ვებ – გვერდზე. (2) სააპლიკაციო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს პასპორტს ან პასპორტის შემცვლელ დოკუმენტს, რომელიც მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს სამოც დღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დასტურის არ არსებობის შემთხვევაში, პასპორტს ან მის შემცვლელ დოკუმენტს, რომელსაც მოქმედების ვადა სამოც დღეზე ნაკლები აქვს განაცხადთან ერთად თავისუფალი ტერიტორიის დირექტორატი მომხმარებელს უკან უბრუნებს, (3) განაცხადის მისაღებად სამინისტრო ინფორმაციას ან საბუთებს დოკუმენტის სახით არ ითხოვს. თურმცა, სამინისტროს შეუძლია მოითხოვოს, თითოეული დოკუმენტის ორიგინალი წარედგინოს ქაღალდის ფორმით, ან მისი შესაბამისობიდან გამომდინარე წარედგინოს თურქეთის საგარეო წარმომადგენლობას, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი ეროვნული ან უცხოური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ან ნოტარიუსის დამოწმებული ასლით, ოფიციალურად ნათარგმნი და დამოწმებული. ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის და დოკუმენტებიას წარდგენის შემთხვევაში, სიტუაცია ეცნობება სასამართლო ორგანოებს. სამუშაო ნებართვის განაცხადის შეფასება მუხლი 9 – (1) ეკონომიკის სამინისტრო აფასებს განაცხადს, რომელიც განისაზღვრება შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე, იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება მოცემულ დებულებებს, მომხმარებლისა და უცხოელის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, და სისტემის მეშვეობით გადასცემს სამინისტროს შეფასების შედეგებს. (2) სავალდებულოა, რომ მომხმარებელი დასაქმებული იყოს მენეჯერის პოზიციაზე ან იყოს კვალიფიციური პერსონალი. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო დებულებები გამოიყენება საერთაშორისო დაცვის განმცხადებლების, პირობითი ლტოლვილებისა და დროებით დაცვის ქვეშ მყოფი უცხოელების სამუშაო ნებართვის განცხადებისა და ამ განცხადების შეფასებისას. (3) თურქეთის საგარეო წარმომადგენლობის საშუალებით გაკეთებულ განცხადებებს სისტემის მეშვეობით გადაცემული ინფორმაციის მისაღებად აფასებს ეკონომიკის სამინისტრო. (4) სამინისტრო, № 6458 კანონის მე-7, 15-ე და 54-ე მუხლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს უცხოელებთან დაკავშრებულ განცხადებასთან, საზოგადოებრივი წესრიგის, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრიზით თურქეთში მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემების არსებობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც საგარეო სამიისტროს რეკომენდაცია არსებობს, თურქეთის რესპუბლიკის მხირდან არ აღიარებული ან დიპლომატიური ურთიერთობების არ მქონე ქვეყნის მოქალაქეებისათვის განცხადებაზე უარი მიიღება და მდგომარეობა ეცნობება ეკონომიკის სამინისტროს. (5) ეკონომიკის სამინისტროს მიერ დადებითად შეფასებულ განაცხადებები, თუ არ შედის მეოთხე პუნქტის ფარგლებში, სამინისტროს მიერ გაიცემა სამუშაო ნებართვა. სამუშაო ნებართვის ხანგრძლივობა მუხლი 10 – (1) თავისუფალ ზონაში დასაქმების უცხოელთა სამუშაო ნებართვები პირველი განაცხადის საფუძველზე მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში გაიცემა. (2) სამუშაოზე ნებართვის გაგრძელების შესახებ განცხადება კეთდება სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვამდე სამოცი დღით ადრე. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ გაკეთებული განცხადებები უარყოფილი იქნება. (3) სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების განცხადებაზე დადებითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში იმავე დამსამქმებელთან მუშაობის პირობით პირველი გახანგრძლივება მაქსიმუმ ორ წლით, შემდეგი გახანგრძლივება კი მაქსიმუმ სამი წლით ხდება. (4) სამუშაო ნებართვის პერიოდების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება მომხმარებლის მოქმედების ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. (5) თუ უცხოელის პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტების მოქმედების ვადა ერთ წელზე ნაკლებია, სამუშაო ნებართვა გაიცემა ამ პერიოდზე ნაკლები სამოცი დღის ვადით. გადასახადი მუხლი 11 – (1 )უცხოელი რომელიც მომსახურეობის გადასახადს გადაიხდის სამინისტროს სახელზე ხორციელდება 2/7/1964 წლის 492-ე გადასახადების კანონისა და 21/2/1963 წლის 210-ე ფასიანი ქაღალდების კანონის მიხედვით და მოხდება ფასიანი ქაღალდის საფასურის გადახდა, ასევე. №3218 გადასახადების კანონის მიხედვით, რომლის ნებართვასაც ეკონომიკის სამინისტრო გასცემს, სამუშაო ნებართვის დოკუმენტის ჩაბარება მუხლი 12 – (1)სამინისტროს მიერ დამზადებული სამუშაო ნებართვის დოკუმენტი იგზავნება თავისუფალი ზონის შესაბამის დირექტორატს. (2) სამუშაო ნებართვის დოკუმენტს მომხმარებელს ან უცხოელს თავისუფალი ზონის დირექცია გადასცემს საჭირო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ. სამუშაო ნებართვის მოქმედების ვადა და გაუქმება მუხლი 13 – (1) სამუშაო ნებართვა ვადის ამოწურვისთანავე კარგავს მოქმედების ძალას. (2) სამუშაო ნებართვა ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში უქმდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე: a) უცხოელის ან უცხოელის სურვილის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ თავისუფალი ზონის დირექტორატის მეშვეობით შედგენილი მოთხოვნის საფუძველზე, b) ეკონომიკის სამინისტროს მიერ ოფიციალური გაუქმება თავისუფალი ზონების შესახებ კანონმდებლობის ფარგლებში, c) უცხოელი არ მოდის თავისუფალ ზონაში სამუშაო ნებართვის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, გარდა ხელმძღვანელი უცხოელებისა, რომლებსაც არ აქვთ ადმინისტრატორის სტატუსი. (3) სამუშაოზე ნებართვა უშუალოდ უქმდება სამინისტროს მიერ შემდეგ შემთხვევებში: a) უცხოელის პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის მოქმედების ვადის გასვლა რაიმე მიზეზით, გარდა შინაგან საქმეთა ან საგარეო საქმეთა სამინისტროების რეკომენდაციისა b) თუ დადგინდა, რომ ირღვევა კანონში მითითებული დებულებები, c) სამუშაოს შეწყვეტა რაიმე მიზეზით, ç) თუ სამუშაოზე დაშვების განცხადება გაკეთებულია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, d) უცხლოელი რომელიც 6458 კანონის მე-7 მუხლის მიხედვით არ აქვს თურქეთში შესვლის უფლება, მე-15 მუხლის მიხედვით არ გაიცემა მასზე ვიზა და 54-ე მუხლის მიხედვით მიღებულია ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. e) საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების ცნობით უცხოელს აქვს თურქეთში საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან და საზოგადოებრივ საქმიანობასთან პრობლემები, f) უცხოელი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების ან სხვა მნიშვნელოვანი პრობლემის გარდა თურქეთის გარეთ იმყოფება ექვს თვეზე მეტი ხნით. სოციალური დაცვის ვალდებულება მუხლი 14 – (1) თურქეთის სოციალური უსაფრთხოების ხელშეკრულების დებულებების შესრულების პირობით, თავისუფალ ზონაში სამუშაო უფლების მქონე უცხოელები და მომხმარებლები, იურიდიულ პერიოდში საოციალური დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებს 31/5/2006 წლის № 5510 სოციალური დაზღვევისა და საერთო ჯანმრთელობის დაზღვევის კანონის მიხედვით განახორციელებს. მდგომარეობები რომლებიც არ არის დებულება მუხლი 15 – (1) შემთხვევები რომლებიც არ არის ამ დებულებებში არსებული დებულებების დარღვევის გარეშე ყველა სხვა ყველა პროცედურასა და პრინციპს არეგულირებს სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო. გარდამავალი დებულებები გარდამავალი მუხლი 1 – (1) სამინისტროს მხრიდან საჭირო ტექნიკური ინფრასტრუქტურას შევსებამდე, ამ დებულებაში არსებული საქმისა და საქმეების წარმოება ხდება ელექტრონულად ეკონომიკის სამინისტროს თაოსნობით და ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გასაგზავნად და კომუნიკაციის გასაადვილებლად გამოიყენება ყველა სახის მოწყობილობა და მეთოდი. ძალაშია მუხლი 16 – (1) ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან. აღმასრულებელი მუხლი 17 – (1) ამ დებულებებს აღასრულებს შრომისა და სოციალური დაცვის და ეკონომიკის სამინისტრო. |
თავისუფალ ტერიტორიებზე უცხოელთა სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული რეგულაციები
თავისუფალ ტერიტორიებზე უცხოელთა სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული რეგულაციები
Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა
სამუშაო ნებართვა
თავისუფალ ტერიტორიებზე უცხოელთა სამუშაო ნებართვებთან დაკავშირებული რეგულაციები
Paylaş: