პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში უცხლოელი პერსონალის დასაქმის შესახებ დებულება
პირველი ნაწილი
მიზანი, სფერო, საფუძველი და განმარტებები
მიზანი
მუხლი 1 —ამ დებულების მიზანია, № 4817 უცხოელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის მიხედვით და № 4875 პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციების კანონის მიხედვით, მოქმედ კომპანიაში, ფილიალებში ან მოკავშირე ოფისებში უცხლოელი პერსონალის სამუშაო ნებართვის პროცედურებისა და პრინციპების განსაზღვრა.
სფერო
მუხლი 2 — ეს დებულება ვრცელდება უცხოელ პერსონალზე, რომელიც დასაქმდება პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებსა და მოკავშირე ოფისებში.
თუმცა,
a) უცხოელი პერსონალი, გარდა ძირითადი პერსონალისა, რომელიც დასაქმდება სპეციალურ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში,
b) ყველა უცხოელი პერსონალი, რომელიც საქმდება პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში
სამუშაო ნებართვისთვის გამოიყენება № 4817 კანონი და უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის დებულბები.
საფუძელი
მუხლი 3 — ეს დებულება მომზადებულია უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ № 4817 კანონის 23-ე მუხლისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ № 4875 კანონის მე -3 მუხლის (g) პუნქტის შესაბამისად.
განმარტებები
მუხლი 4 — ამ დებულების განხორციელებისას;
სამინისტრო ნიშნავს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციები: ეხება კომპანიებს ან ფილიალებს, რომლებიც № 4875 კანონის მოქმედებაში შედიან და აკმაყოფილებენ შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთს მაინც:
a) იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების მთლიანი კაპიტალი მინიმუმ 400 მილიარდი თურქული ლირაა, ბოლო წლის განმავლობაში კომპანიის ან ფილიალის ბრუნვა შეადგენს მინიმუმ 30 ტრილიონ თურქულ ლირას,
b) იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების მთლიანი კაპიტალი მინიმუმ 400 მილიარდი თურქული ლირაა, ბოლო წლის კომპანიის ან ფილიალის ექსპორტი მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარია,
c) იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების მთლიანი კაპიტალი მინიმუმ 400 მილიარდი თურქული ლირაა, დასაქმებულია სულ მცირე 250 თანამშრომელი, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურ დაზღვევის ინსტიტუტში, კომპანიაში ან ფილიალში ბოლო წლის განმავლობაში
d) კომპანიის ან ფილიალის ინვესტიციის განახორციელების შემთხვევაში, მინიმალური ფიქსირებული ინვესტიციის თანხა, მინიმუმ 10 ტრილიონი თურქული ლირა,
e) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადება მინიმუმ კიდევ ერთ ქვეყანაში, გარდა იმ ქვეყანაში, სადაც სათაო ოფისი მდებარეობს.
ძირითადი პერსონალი: თურქეთში დაფუძნებული და იურიდიული პირის მფლობელობაში მყოფი კომპანია, ხოლო პერსონალი რომელიც შემდეგი პირობებიდან მინიმუმ ერთს მაინც აკმაყოფილებს მიიჩნევა „ძირითად პერსონალად“
a)
1) კომპანიის უფროს მენეჯმენტში ან აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობა,
2) კომპანიის მთლიანი ან მისი ნაწილის მართვა,
3) კომპანიის მენეჯერების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის საქმიანობის ზედამხედველობა ან კონტროლი,
4) კომპანიისთვის ახალი კადრების აყვანა ან არსებული პერსონალის გათავისუფლება ან ამ საკითხებზე შეთავაზებების გაკეთება,
მინიჭებულია ან უფლებამოსილია მინიმუმ ერთ სფეროში; კომპანიის პარტნიორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორთა საბჭოს წევრი, გენერალური მენეჯერი, გენერალური მენეჯერის მოადგილე, კომპანიის მენეჯერი, კომპანიის მენეჯერის მოადგილე და მსგავსი თანამდებობებზე მომუშავე პირი,
b) კომპანიის მომსახურეობისთვის, სამეცნიერო აღჭურვილობისთვის ან მენეჯმენტისთვის ძირითადი ინფორმაციის მქონე პირი
c)მოკავშირე ფილიალებში, უცხოეთის სათაო ოფისიდან ავტორიზაციის ლიცენზიის მქონე მინიმუმ ერთი პირი,
მეორე ნაწილი
სამუშაო ნებართვების გაცემისას სპეციალური პროცედურები და პრინციპები
პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში ძირითადი პერსანალის დასაქმება
მუხლი 5 — პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში დასაქმებულ ძირითად პერსონალზე სამუსაო ნებართვას გასცემს სამინისტრო.
დასაქმება მოკავშირე ოფისებში
მუხლი 6 — № 4875 კანონის შესაბამისად მოქმედ მეკავშირე ოფისებში, მაქსიმუმ ერთი პირი, რომელსაც აქვს ავტორიზაციის სერთიფიკატი სამუშაოზე, ნებართვას გასცემს სამინისტრო, იმ პირობით, რომ ბოლო წლის განმავლობაში საზღვარგარეთიდან მინიმუმ 200,000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი უცხოური ვალუტაში იქნა შემოტანილი საოფისე საქმიანობისთვის.
განცხადება საზღვარგარეთიდან სამუშაო ნებართვის მისაღებად
მუხლი 7 — პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში დასასაქმებელი ძირითადი პერსანალის სტატუსის მქონე უცხოელებს, სამუშაო ნებართვის განცხადებისთვის, უცხოეთში, სამუშაო ნებართვის მქონე ადგილას ან ბინადრობის უფლების მქონე ქვეყანაში, თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობაში შეუძლია განაცხადოს.
წარმომადგენლები, სამუშაო ნებართვის მოთხოვნასთან დაკავშირებით შეფასებებს უგზავნის სამინისტროს.
თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები და სამინისტრ, უცხოეთიდან სამუშაო ნებართვის განცხადებასთან დაკავშირებულ საქმეებს, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ასრულებენ. განაცხადის პერიოდში მოთხოვნილ საბუთები, უცხოელის წარმომადგენლობასთან განცხადების შეტანის შემდეგ არა უგვიანეს სამი დღის განმავლობაში, უცხოელის დამსაქმებელმა სამინისტროში უნდა წარადგინოს.
განაცხადი სამუშაო ნებართვისთვის ქვეყნის შიგნიდან
მუხლი 8 — პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში დასასაქმებელი ძირითადი პერსონალის სტატუსის მქონე უცხოელებმა ან მათმა დამსაქმებლებმა, იმ შემთხვევაში თუ უცხოელი კანონის ფარგლებში იმყოფება თურქეთში, სამუშაო ნებართვის მისაღებად შეუძლია განაცხადი გააკეთოს სამინისტროში.
სამუშაო ვიზის აღება
მუხლი 9 — პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში დასაქმებისთვის სამუშაო ნებართვის ამღები ძირითადი პერსონალი, ამ დოკუმენტის აღების თარიღიდან არა უგვიანეს ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში თურქეთის საგარეო წარმომადგენლობისგან იღებს სამუშაო ვიზას და ქვეყანაში შემოსვლის თარიღიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო ნებართვის ასაღებად განცხადებას აკეთებს.
განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები
მუხლი 10 — უცხოელებმა, რომლებიც ძირითადი პერსონალის სტატუსით არიან და დასაქმდებიან პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში, სამუშაო ნებართვის მისაღებად უნდა მიმართონ შემდეგ დოკუმენტებს:
a) კომპანიის ან ფილიალის ინფორმაცია და დოკუმენტები რომ იგი არის „სპეციალური პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიცია“
1) დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს, რომ მინიმუმ 400 მილიარდი თურქული ლირა არის უცხოელი პარტნიორების მთლიანი კაპიტალის წილიდან (კომპანიების მიერ დამოწმებული ასლის ჩანაწერი, კომპანიის მიერ დამტკიცებული ბალანსი, დოკუმენტები, როგორიცაა თურქეთის სავაჭრო რეესტრის გაზეთის ფოტოასლი)
2) დოკუმენტები იმის შესახებ, რომ კომპანიის ან ფილიალის მიერ გასული წლის ექსპორტის თანხა მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარია (დოკუმენტები, როგორიცაა საბანკო ქვითარი, საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის ნასყიდობის დოკუმენტის ასლი, კომპანიის მიერ დამტკიცებული შემოსავლის განაცხადი),
3) დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ კომპანიის ან ფილიალის ბრუნვამ გასულ წელს შეადგინა მინიმუმ 30 ტრილიონი თურქული ლირა (დოკუმენტები, როგორიცაა კომპანიის მიერ დამტკიცებული შემოსავლის განაცხადი),
4) იმ შემთხვევაში, როცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური დაზღვევის დაწესებულებაში რეგისტრირებული არანაკლებ 250 პერსონალი იყო დასაქმებული კომპანიაში ან ფილიალში, დოკუმენტები, როგორიცაა სოციალური დაზღვევის დაწესებულების სახელფასო პროგრამა,
5) თუ კომპანია ან ფილიალი განახორციელებს ინვესტიციას, დოკუმენტები, როგორიცაა ინვესტიციის წახალისების სერტიფიკატი, ტურიზმის წახალისების სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ მინიმალური ფიქსირებული ინვესტიციის თანხა მინიმუმ 10 ტრილიონი თურქული ლირაა,
6) საქმიანობის სერტიფიკატი ან საქმიანობის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ ძირითად კომპანიას აქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მინიმუმ კიდევ ერთ ქვეყანაში, გარდა იმ ქვეყნისა, სადაც მდებარეობს მისი ძირითადი ოფისი, ან დავალების წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ დასაქმების ძირითადი პერსონალი დანიშნულია ძირითადი კომპანიის მიერ საზღვარგარეთ.
b) ინფორმაცია და დოკუმენტები იმის შესახებ, რომ უცხოელი პერსონალი არის ძირითადი პერსონალი:
1) ძირითადი პერსანალის განმარტებაში მე-4 მუხლის (a) პუნქტში მოცემული საბუთების ფოტოასლი, თურქეთის სავაჭრო რეესტრის გაზეთის ფოტოასლი, დოკუმენტები, როგორიცაა დირექტორთა საბჭოს ან აქციონერების გადაწყვეტილების ასლი,
2) მე-4 მუხლის (b) ქვეპუნქტში ძირითადი პერსონალის შესახებ ატესტატი და თარგმანი, დიპლომის ასლი და თარგმანი და მსგავსი სხვა საბუთები თარგმანთან ერთად (მაგალითად, ექსპორტის პერსონალისთვის, შესაბამისი ბანკის მიერ დამტკიცებული საბანკო ქვითარი, რომელიც აჩვენებს ქვეყნის ექსპორტს , საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის ნასყიდობის დოკუმენტის ასლი, კომპანიის მიერ დამტკიცებული შემოსავლის განაცხადი),
c) მოკავშირე ოფისის საქმიანობისთვის, დოკუმენტები იმის შესახებ, რომ ბოლო წელს უცხოეთიდან ჩამოტანილია მინიმუმ 200,000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი უცხოური ვალუტაში (ოფისის წარმომადგენლისთვის დოკუმენტები, როგორიცაა ავტორიზაციის მოწმობა და საბანკო ქვითარი უცხოური ვალუტის გადასაცემად, საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის შესყიდვის დოკუმენტის ასლი),
d) უცხოელი პერსონალის შეტყობინების ფორმა (4 ცალი), თითოეული მათგანი სრულად და გარკვევით ივსება, რომელშიც თავმოყრილია უცხოელი პერსონალის ორიგინალი ხელმოწერა და უცხოელი პერსონალის პასპორტის ფოტო, რომელსაც თან ერთვის უცხოელთათვის სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის შესრულების რეგულაცია.
e) უცხოელი პერსონალის შეტყობინების ფორმაში, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელსაც და უცხოელ პერსონალსაც არ აქვთ ორიგინალი ხელმოწერა, მხარეებს შორის ინდივიდუალური სახელშეკრულებო ხელშეკრულება ან დასაქმების მიღების დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ დამსაქმებლის სამუშაო შეთავაზება მიიღება დასაქმებულის მიერ ან მისი დამოწმებული ასლი,
f) უცხოელი პერსონალის პასპორტის ასლი და თარგმანი, რომელიც დამოწმებულია თურქეთის შესაბამისი საკონსულოს ან ნოტარიუსის მიერ და რომლის მოქმედების ვადა არ არის გასული,
g) რეზიუმეების ფორმა, რომელიც უნდა შეივსოს "რეზიუმეების ფორმატის" შესაბამისად, რომელიც შედის უცხოელი პერსონალის უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის შესრულების რეგულაციის დანართში,
h) სამუშაო ნებართვის მოთხოვნის შესახებ შუამდგომლობა უნდა მომზადდეს დამსაქმებლის მიერ.
სამუშაო ნებართვის გახანგრძლივება
მუხლი 11 — სამუშაო ნებართვის გაგრძელების მოთხოვნა უცხოელთათვის, რომლებიც ძირითადი პერსონალის სტატუსით არიან, რათა დასაქმდნენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში;
მოთხოვნა უშუალოდ სამინისტროს ეგზავნება უცხოელის ან მისი დამსაქმებლის მიერ, დებულების მე -10 მუხლის (c), (d), (e), (f) და (h) პუნქტებში ჩამოთვლილ დოკუმენტებზე წინა სამუშაო ნებართვის ორიგინალის დამატებით.
ვადაგასული სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მიზნით, გაგრძელების განცხადება უნდა გაკეთდეს პერიოდის დასლებამდე არა უგვიანეს თხუთმეტ დღეში. ამ პერიოდის შემდეგ გაკეთებული განცხადებები სამინისტროში განიხილება, როგორც პირველი განცხადება.
გაგრძელების შესახებ განაცხადების შეტანა შესაძლებელია სამუშაო ნებართვის ვადის გასვლამდე ორი თვით ადრეც.
სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების შემთხვევაში, გახანგრძლივებული სამუშაო ნებართვის საწყისი თარიღი არის თარიღი, როდესაც იწურება წინა სამუშაო ნებართვა.
სამუშაო ნებართვების შეფასების პერიოდი
მუხლი 12 — სამინისტრო, პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციების დებულების მე-6 მუხლში მითითებულ ძირითადი პერსონალის დასაქმებისთვის სამუშაო ნებართვას ან სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების პროცედურას, დოკუმენტების სრულად წარდგენის შემთხვევაში, სამინისტროში გაგზავნიდან არაუგვიანეს თხუთმეტ დღეში ასრულებს.
იმ შემთხვევაში თუ სამინიტროს წარედგინა არასრული დოკუმენტაცია, სამინისტრო განმცხადებელს აცნობებს, რომ შეავსოს დოკუმენტები. ამ შემთხვევაში თხუთმეტი დღის შეფასების პერიოდი იწყება დოკუმენტების წარდგენის დღიდან.
უცხოეთიდან შემოსული განაცხადებისთვის, თხუთმეტი დღის ვადა იწყება სამინისტროში ყველა დოკუმენტის მიღების დღიდან.
სამუშაო ნებართვის მისაღებად უცხოელი პერსონალის განცხადებებისთვის, რომლებიც უნდა იყვნენ დასაქმებულები პროფესიული მომზადების სფეროში, კერძოდ კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებში, პირველი პუნქტის თხუთმეტი დღის შეფასების პერიოდთან დაკავშირებული დებულება არ გამოიყენება.
შეჩერების დროის არ ამოქმედება
მუხლი 13 — პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში დასასაქმებელი ძირითადი პერსონალის სტატუსის მქონე უცხოელებისთვის,
დასაქმება პროფესიული განათლების სფეროს მიღმა
მუხლი 14 —პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციაში პროფესიული სწავლების სფეროს გარდა დასასაქმებელი უცხოელი ძირითადი პერსონალისთვის, შესაბამისი პროფესიული პროგრამებიდან ეკვივალენტურობა არ მოითხოვება.
ამ პირებს არ მოეთხოვებათ პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნა, საკვალიფიკაციო პროცედურები, სალიცენზიო მოთხოვნები და პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია უცხოელების სამუშაო ნებართვის შესახებ კანონში.
მესამე ნაწილი
სხვადასხვა დებულებები
სამუშაოზე ნებართვის მოთხოვნაზე უარი
მუხლი 15 — ამ რეგულაციის მე –2 მუხლის მეორე პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ფარგლებში, უცხოელი პერსონალის სამუშაო ნებართვის ან ვადის გაგრძელების მოთხოვნის შეფასებისას, სამინისტრო ითვალისწინებს № 6 კანონის შემზღუდველ დებულებებს.
სტატისტიკური ინფორმაციის გაგზავნა
მუხლი 16 — სამინისტრო ყოველწლიურად გადასცემს სტატისტიკურ ინფორმაციას უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში დასაქმებული უცხოელი პერსონალის შესახებ, ხაზინის საგარეო კაპიტალის გენერალური დირექტორატის მმართველობას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაციის სისტემის შექმნისა და გაუმჯობესების მიზნით.
ფასეულობების განახლება
მუხლი 17 — ამ რეგულაციაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაზღვრისას გამოყენებული მნიშვნელობები, რომლებიც თურქულ ლირაშია, ყოველწლიურად იზრდება ფინანსთა სამინისტროს მიერ.
მდგომარეობები რომელსაც დებულება არ აქვს
მუხლი 18 — მაშინ როდესაც, მდგომარეობას არ აქვს დებულება, გამოიყენება უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის შესახებ კანონი და უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის სააღსრულებო დებულებები.
ძალაშია
მუხლი 19 — ეს დებულება ძალაშა 6/9/2003 წლიდან.
აღმასრულებელი
მუხლი 20 — ამ კანონის დებულებებს აღასრულებს შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი.