29/8/2003 წელს No:25214 ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული „პირდაპირი წესით უცხოურ ინვესტიციებში უცხოელი პერსონალის დასაქმების შესახებ დებულებების“ მიხედვით, სამუშაო ნებართვები ექვემდებარებოდა სპეციალურ დებულებებს და მიზნად ისახავდა სამუშაო ნებართვების უფრო მარტივად გაცემას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შეთავაზების მახასიათებლები ეხება კომპანიას ან ფილიალს No4875 კანონის შესაბამისად და იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებიდან ერთ-ერთს მაინც.პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციების უცხოელთა მოქალაქეების დასაქმების შესახებ დებულების თანახმად, სპეციალური უცხოური პირდაპირი წესით ინვესტიციებად ითვლება კომპანია ან ფილიალი, რომელიც გათვალისწინებულია No4875 კანონით და აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებიდან ერთ-ერთს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციის ღირებულებები (2020 წელი)
(თანხები TL-ში ყოველწლიურად განსაზღვრული გადაფასების მაჩვენებლის გაზრდის შედეგად.)
- იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების კაპიტალის წილი მინიმუმ 2.314.543 თურქული ლირაა, ბოლო წლის განმავლობაში კომპანიის ან ფილიალის ბრუნვა მინიმუმ 173.9 მილიონი თურქული ლირაა,
- იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების კაპიტალის წილი მინიმუმ 2.314.543 თურქული ლირაა, გასული წლის კომპანიის ან ფილიალის ექსპორტი მინიმუმ 1 მილიონი აშშ დოლარია,
- იმ პირობით, რომ უცხოელი პარტნიორების კაპიტალის წილი მინიმუმ 2,314,543 თურქული ლირაა, კომპანიაში ან ფილიალში დასაქმებულია ბოლო წელს სოციალური დაზღვევის ინსტიტუტში რეგისტრირებული არანაკლებ 250 პერსონალია,
- იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ან ფილიალი განახორციელებს ინვესტიციას, მინიმალური ფიქსირებული ინვესტიციის თანხა არის მინიმუმ 57.7 მილიონი ლირა,
- პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჩადება მინიმუმ კიდევ ერთ ქვეყანაში, გარდა იმ ქვეყანაში, სადაც სათაო კომპანია მდებარეობს. მეკავშირე ოფისებში, მაქსიმუმ ერთი უცხოელი, რომელსაც აქვს ავტორიზაციის სერტიფიკატი; სამუშაო ნებართვას იძლევა სამინისტრო, შეზღუდულია საქმიანობის ხანგრძლივობით, იმ პირობით, რომ სამუშაო ნებართვა იქნა მიღებული მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტროდან, გენერალური დირექტორატიდან და უცხოური კაპიტალიდან.
ძირითადი პერსონალი
კომპანიას, რომელიც დაფიუძნებულია თურქეთში და ზემოთხსენებული პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციების ფარგლებში ახორციელებს სამსახურს, მისი პერსონალი ქვემოთმითითებული პირობებიდან სულ მცირე ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.
ა)
- უნდა მუშაობდეს უფროს მენეჯმენტში ან ჰქონდეს აღმასრულებელი თანამდებობა
- მართავდეს კომპანიას მთლიანად ან რაღაც ნაწილს,
- ასრულებდეს კომპანიის აუდიტის, ადმინისტრაციულ ან ტექნიკური პერსონალის საქმეს,
- იღებდეს კომპანიისთვის ახალ კადრებს ან არსებუი პერსონალის გათავისუფლება ან ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა შეთავაზებები ევალოს.
ჩამოთვლილი სპერიოებიდან მინიმუმ ერთში მოვალეობის ან უფლებამოსილების ქონა; კომპანიის პარტნიორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორთა საბჭოს წევრი, გენერალური მენეჯერი, გენერალური მენეჯერის მოადგილე, კომპანიის მენეჯერი, კომპანიის მენეჯერის მოადგილე და მსგავსი თანამდებობები.
ბ) პირი რომელიც გარკვეულია კომპანიის მომსახურეობის, სამეცნიერო აღჭურვილობის, ტექნიკისა და მენეჯმენტის საქმიანობაში,
გ) მაქსიმუმ ერთი პირი, რომლის ავტორიზაციის სერტიფიკატი გაცემულია საზღვარგარეთ მყოფი კომპანიის მიერ სამეკავშირეო ოფისებში