სამუშაო ნებართვისთვის განცხადებები ზოგადად იწყება თურქეთის რესპუბლიკის საგარეო წარმომადგენლობიდან სამუშაო ნებართვისა და ვიზის განცხადების გაკეთებით.
თუმცა, იმ უცხოელებს რომლებსაც აქვთ მინიმუმ 6 თვის მოქმედების ვადით ბინადრობის უფლება თურქეთში, მათ შეუძლიათ სამუშაო ნებართვისთვის განცხადებები ქვეყნის შიგნიდანაც გააკეთონ.
საჭირო დოკუმენტაცია გაიგზავნება ინტერნეტით ელექტრონული ნებართვის ავტომატიზაციის სისტემის საშუალებით.(e-izin)
- შრომითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ დამსაქმებელი და უცხოელი.
- პასპორტის ასლი. (იმ შემთხვევებში, როდესაც პასპორტი არ არის დაწერილი ლათინური ასოებით, განაცხადს დაერთვება თარჯიმანის ან ოფიციალურად დამტკიცებული თარგმანი.) (ეს დოკუმენტი დასკანირდება და ელექტრონული განაცხადის დროს გაიგზავნება ინტერნეტით.) მნიშნველოანი შენიშვნა: No:6458 კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, სამუშაო ნებართვები, სამუშაო ნებართვა პასპორტის ვადის ამოწურვამდე სამოცი დღით ადრე უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, სამუშაო ნებართვის განაცხადები, რომლებიც გაკეთებულია პასპორტით და პასპორტის შემცვლელი დოკუმენტით, რომლის მოქმედების ვადა სამოც დღეზე ნაკლებია, ასეთი განცხადებები არ მიიღება.
- დიპლომის ან დროებითი დამამთავრებელი მოწმობის ასლი თურქულ თარგმანთან ერთად, დამტკიცებული თარჯიმნის ან ოფიციალური ორგანოების მიერ. (ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით ელექტრონული განაცხადის დროს.) იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც უნდა იმუშაონ პროფესიული განხრით, იმ პროფესიებისთვის, რომლსაც სამინისტრო ჩათვლის საჭიროდ დიპლომის წარმოდგენა სავალდებულოა. საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სფეროში სამსახურისთვის, ბოლოს დასრულებული სკოლის დოკუმენტიც საკმარისია.
- დაწესებულების ბოლო კაპიტალისა და პარტნიორობის სტრუქტურის მაჩვენებელი თურქეთის სავაჭრო რეესტრის გაზეთიდან.
- ბოლო წლის ბალანსი და მოგება / ზარალის განცხადება, რომელიც დამტკიცებულია საგადასახადო სამსახურის მიერ ან დამოწმებული ბუღალტრის მხრიდან.
- COVID-19 დეკლარაცია; ელექტრონული ნებართვის სისტემის მიერ წარმოდგენილი ტექსტის ნიმუში უნდა იყოს მომზადებული ბლანკზე, კომპანიის ბეჭედი და თანამდებობის პირის სრული სახელი, გვარი და ხელმოწერა.
ქვეყნის შიგნიდან გაკეთებულ განცხადებაში COVID-19 დეკლარაციაც საკმარისია, ხოლოს ქვეყნის გარედან გაკეთებულ განცხადებაში, დეკლარაციასთან ერთად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს რომ COVID-19-ის ტესტის პასუხი ნეგატიურია და დაერთოს ჯანმრთელობის ცნობას.
განათლების სექტორი:
- უცხოელთათვის, რომლებიც იმუშავებენ განათლების სამინისტროსთან არსებულ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მოეთხოვებათ ეროვნული განათლების სამინისტროდან აღებული უცხოელის პროფესიული კომპეტენციის ამსახველი დოკუმენტი (წინასწარი ნებართვის დოკუმენტი)
- კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც უცხოელებმა უნდა იმუშაონ მოეთხოვებათ, ეროვნული განათლების სამინისტროსგან მიღებული "დაწესებულების გახსნა და განათლების დაწყების ნებართვა" და "ლიცენზია".
საყოფაცხოვრებო მომსახურეობა:
- უცხოელებს არ აქვთ უფლება იმუშაონ საყოფაცხოვრებო მომსახურებებში, გარდა მოხუცების, ავადმყოფებისა და ბავშვების მოვლისა.
ჯანმრთელობის სექტორი:
- უცხოელი ჯანდაცვის წარმომადგენელი პროფესიონალებისთვის, რომლებიც იმუშავებენ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებულ კერძო სამედიცინო დაწესებულებებში, წინასწარი ნებართვის სერტიფიკატი მიღებული პროვინციის ჯანმრთელობის დირექციიდან, სადაც მდებარეობს სამედიცინო დაწესებულება. (ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.)
- კერძო სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც უცხოელებს დაასაქმებენ, საქმიანობის ნებართვის სერტიფიკატი, რომელიც მიიღეს პროვინციის ჯანმრთელობის დირექტორატისგან.
ტურიზმის სექტორი:
- კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან მიღებული ბიზნესისა და ინვესტიციის სერთიფიკატი იმ ადგილისთვის, რომლებიც ასაქმებენ უცხოელ კადრებს ან ტურიზმის მენეჯმენტის სერტიფიკატი და სავაჭრო პალატისგან მიღებული საქმიანობის სერტიფიკატი, თუ იგი არ წამოადგენს სერთიფიცირებულ ბიზნესს. (ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.)
გასართობის ინდუსტრია:
- რეკომენდაციის წერილი თურქული თარგმანით, დამტკიცებული თარჯიმნის ან ოფიციალური ორგანოების მიერ. (1961 წლის ჰააგის კონვენციის თანახმად, რეკომენდაციის წერილს ემატება აპოსტილური ანოტაცია ან უცხოური წარმომადგენლობის ანოტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ უცხოელს, რომელიც მუშაობის ნებართვას ითხოვს, აქვს საერთაშორისო რეპუტაცია ან მუშაობდა საზღვრებს გარეთ იმავე მიმართულებით)(ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.)
- თურქულ და უცხო ენებზე შედგენილი შრომითი ხელშეკრულება (დამქირავებლისა და უცხოელის ხელმოწერით. დასკანერდება და ელექტრონული განაცხადის საშუალებით გაიგზავნება ინტერნეტით.)
- კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან მიღებული სერთიფიკატი,
უცხოელი ხელოანების დასაქმების ხელშეკრულებაში აუცილებელი საკითხები:
- ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს რომ უცხოელი ხელოვანების დაბრუნების ბილეთებსა და სამგზავრო ხარჯებს ანაზღაურებს დამსაქმებელი სამუშაო პერიოდის შემდეგ თავიანთ ქვეყნებში დაბრუნებისას.
- ვალდებულება, რომ ხელფასი არ შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასის სამჯერ ნაკლები, რომელიც ყოველ ექვს თვეში იცვლება,
- სამუშაო ადგილის გადასახადი ნომერი,
- თანამშრომლის უფლებების გარდა, იქნება მითითებული 155 პოლიციის გადაუდებელი დახმარების ხაზი და 157 დახმარების ხაზი ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, ალო 170 დახმარების ხაზი და სამინისტროს შრომისა და დასაქმების სააგენტოს პროვინციული დირექტორატების საკონტაქტო ტელეფონები, სადაც საჭირო იქნება კონსულტაცია.
საავიაციო სექტორი:
- უცხოელი მფრინავების დასაქმების მიზნით საავიაციო სექტორში მომუშავე სამუშაოებში, მფრინავის ლიცენზიის თურქული თარგმანი, დამტკიცებული თარჯიმნის ან ოფიციალური ორგანოების მიერ, (ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.) მინისტრის სამუშაო ნებართვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პილოტის ლიცენზიას ამტკიცებენ თურქეთში ძალაშია ტრანსპორტის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატიდან მიღებული სერთიფიკატთან ერთად.
ინჟინრები და არქიტექტორები:
- ის უცხოელები, რომლებსაც სურთ ინჟინრის/არქიტექტირის თანამდებობაზე მუშაბა, იმ შემთხვევაში თუ განათლება მიღებული აქვთ უცხოეთში, No:2547 კანონის მე-3 და მე-7(p) მუხლების მიხედვით, "დიპლომის ან დროებითი გამოსაშვები ეკვივალენტობის სერტიფიკატი" მიიღება უცხოური უმაღლესი განათლების დიპლომების ეკვივალენტურობის დებულების შესაბამისად.(ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.)
- სახელფასო დადასტურება, რომ იურიდიული პირები, რომლებიც უცხოელ ექსპერტებს დაასაქმებენ ინჟინრად / არქიტექტორებად / ქალაქის დაგეგმარებლად, მუშაობენ იმავე პროფესიით.(ეს დოკუმენტი დასკანირდება და ინტერნეტით გაიგზავნება ელექტრონული განაცხადის დროს.)
სპეციალური უცხოური წესით პირდაპირი ინვესტიციების ფარგლებში მოქმედი კომპანიები და ფილიალები:
- უცხოელები, რომლებიც დასაქმდებიან კომპანიებსა და ფილიალებში, რომლებიც აკმაყოფილებენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მინიმუმ ერთ კრიტერიუმს, რომლებიც განსაზღვრულია უცხოური პერსონალის დასაქმების შესახებ რეგლამენტის მე -10 მუხლის ა / ა პუნქტში, გამოყენებული იქნება შემდეგი პროცედურები და პრინციპები.
- დოკუმენტები რომლებიც არჩვენებს, რომ ორგანიზაციის მიერ გასული წლის ექსპორტის თანხა შეადგენს მინიმუმ 1 მილიონ აშშ დოლარს (დოკუმენტები, როგორიცაა საბანკო ქვითარი, საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის შესყიდვის დოკუმენტის ასლი, კომპანიის მიერ დამტკიცებული შემოსავლის განაცხადი)
დოკუმენტები, რომლებიც აუცილებელია ძირითადი პერსონალისთვის იმ ორგანიზაციაში მუშაობისთვის, რომელიც ასრულებს მინიმუმ ერთ-ერთ ზემოთ მითითებულ პირობას:
- კომპანიის პარტნიორი, საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი, გენერალური მენეჯერი, გენერალური მენეჯერის მოადგილე, კომპანიის მენეჯერი, კომპანიის მენეჯერის მოადგილე და ა.შ. თანამდებობებისთვის (ხელმოწერის ცირკულარი, დირექტორთა საბჭო ან აქციონერთა საბჭოს გადაწყვეტილების ასლი)
- მომსახურება, სამეცნიერო ტექნიკა, ტექნიკა ან მენეჯმენტის ძირითადი ცოდნის მქონე ექსპერტები (სარეკომენდაციო წერილი და თარგმანი, დიპლომის ასლი და თარგმანი, ღირებული დოკუმენტები და ინფორმაცია და თარგმანი იმ სფეროში, სადაც დასაქმდება პერსონალი (მაგალითად, ექსპორტის პერსონალისთვის, შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს ექსპორტს ქვეყნის მიხედვით) დამოწმებული საბანკო ქვითარი, საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის შესყიდვის დოკუმენტის ასლი)
- დავალების წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ძირითადი პერსონალი დანიშნულია მთავარი კომპანიის მიერ საზღვარგარეთ.
მეკავშირე ოფისები:
- იმისათვის, რომ უცხოელები დასაქმდნენ მეკავშირე ოფისებში, ეკონომიკის სამინისტროსგან უნდა აიღონ საქმიანობის ნებართვა, ეს დოკუმენტი დასკანირდება ელექტრონული განაცხადის დროს და იგზავნება ინტერნეტით.
- დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რომ გასულ წელს საზღვარგარეთიდან მეკავშირე ოფისებისთვის ჩამოტანილია მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარი ან ექვივალენტი უცხოური ვალუტა.(ოფისის ოფიციალური პირისთვის, დოკუმენტები, როგორიცაა ავტორიზაციის მოწმობა და უცხოური ვალუტის გადარიცხვის საბანკო ქვითარი, საბანკო წერილი, უცხოური ვალუტის შეძენის მოწმობის ასლი)