სამუშაო ნებართვასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები
- იმ შემთხვევაში თუ მიმთავრდება სამუშაო ნებართვა, შემიძლია თუ არა ბინადრობის ნებართვის განაცხადის გაკეთება?
სამუშაო ნებართვის დასრულებამდე 60 დღის განმავლობაში, თქვენი მიზნისთვის შესაბამისი საცხოვრებელი ნებართვის განცხადება შეგიძლიათ გააკეთოთ.
- სამუშაო ნებართვის აღების შემდეგ, აუცილებელია თუ არა საცხოვრებელი ნებართვის აღება?
შრომის, სოციალური მომსახურეობისა და ოჯახის სამინისტროს მხრიდან ან თავის მხრივ სამუშაო ნებართვის გაცემის უფლების მქონე დაწესებულების მხრიდან აღებული სამუშაო ნებართვები, მოქმედების ვადის მიხედვით ბინადრობის ნებართვად ითვლება. სამუშაო ნებართვის ამოწურვის თარიღი, ბინადრობის ნებართვის ამოწურვის თარიღად მიიჩნევა. იმ შემთხვევაში, როდესაც ამოიწურება სამუშაო ნებართვის პერიოდი, თუ არ გახანგრძლივდა ნებართვა ან ახალი მდგომარეობის შესაბამისი ბინადრობის ნებართვის აღება არ მოხდა, ბინადრობის ნებართვა დარღვეულად მიიჩნევა.
- იმ შემთხვევაში თუ სამუშაო ნებართვა გაუქმდა, ბინადრობის ნებართვაც უქმდება?
იმის გამო, რომ სამუშაო ნებართვა ითვლება ბინადრობის ნებართვის ადგილზე, თუ პერიოდი გახანგრძლივდა საჭირო არ არის ბინადრობის ნებართვის აღება. თუმცა, სამუშაო ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, უცხოელს ეძლევა ოფიციალურად 10 დღე და ამ პერიოდის განმავლობაში მას თავისი მიზნის შესაბამისი ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება შეუძლია. თუ უცხოელს გააჩნია როგორც მუშაობის ნებართვა, ასევე ბინადრობის ნებართვა, სამუშაო ნებართვის გაუქმების შემდეგ ბინადრობის ნებართვა არ უქმდება. ბინადრობის ნებართვა ვადის ამოწურვამდე უფიციალურად ითვლება.
- მაქვს მუშაობის უფლება. შემიძლია თუ არა თურქეთში განათლების მიღება?
უცხოელს, რომელსაც აქვს მუშაობის ნებართვა, იმ შემთხვევაში თუ აიღებს სტუდენტის ბინადრობის ნებართვას, შეუძლია ისარგებლოს როგორც მუშაობის ნებართვის უფლებებით ასევე სტუდენტის ბინადრობის ნებართვის უფლებები.
- იმისათვის რომ მივიღო მუშაობის ნებართვა, მინიმუმ რამდენი თვის/წლის ბინადრობის ნებართვის მფლებელი უნდა ვიყო?
მათ, ვისაც ქვეყნის რეგულაციების ფარგლებში, ქვეყნის შიგნით მიმართვის უფლება აქვთ, ქვეყნის შიგნიდან გაკეთებული განცხადებებისთვის პირს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 6 თვე ბინადრობის უფლება (გარდა ტურისტული მიზნით მოკლევადიანი ბინადრობის უფლებისა) და მოქმედუნარიანი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლია განცხადება გააკეთოს შრომის, სოციალური მომსახურების და ოჯახის სამინისტროში.
- იმ შემთხვევაში, როდესაც სამუშაო ნებართვა ბინადრობის ნებართვად ითვლება, უნდა გააკეთოს თუ არა რაიმე სახის განცხადება უცხოელმა?
No:6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის 27-ე მუხლის მიხედვით სამუშაო ნებართვა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების ნებართვა ბინადრობის ნებართვის ადგილზე ითვლება. აღნიშნული სამუშაო ნებართვის ამღები უცხოელები, ქვეყანაში შემოსვლის თარიღიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში ვალდებულები არიან რომ რეგისტრაცია გაიარონ პროვინციის საიმიგრაციო სამსახურში.
- ვიმყოფები დრობით დაცვის ქვეშ, შემიძლია თუ არა სამუშაო ნებართვის აღება?
უცხოელები, რომლებიც არიან დროებითი დაცვის ქვეშ, დროებითი დაცვის პირადობის დამზადებიდან ექვსი თვის შემდეგ, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ სამუშაო ნებართვისთვის.
- თურქეთში ვიმყოფები ლტოლვილის სტატუსით, შემიძლია თუ არა სამუშაო ნებართვის აღება?
ლტოლვილებს ან მეორე ხარისხის დაცვის ქვეშ მყოფ უცხოელებს, იმ პიროით რომ დაცულია ის დებულებები, რა დებულებების მიხედვითაც მათ არ შეუძლიათ დასაქმება გარკვეულ ადგილებზე და პროფესიებზე, სტატუსის მიღების შემდეგ შეუძლია დამოკიდებულად ან დამოუკიდებლად იმუშაონ. ლტოლვილის ან მეორე ხარისხის დაცვის სტატუსის მფლობელის პირადობს მოწმობა, სამუშაო ნებართვის ადგილას მოქმედებს და ეს მდგომარეობა აღნიშნულია პირადობის მოწმობაში.
- თურქეთში ვიმყოფები როგორც სტუდენტი. სამუშაო ნებართვის მისაღებად სად მივმართო?
თურქეთში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს სამუშაო ნებართვის აღების შემთხვევაში უფლება აქვთ იმუშაონ. თუმცა, ბაკალავრების სამუშაო უფლება ერთი წლის შემდეგ იწყება და შესაბამისი კანონის მიხედვით ხორციელდება. განაცხადები კეთდება შრომის, სოციალური მომსახურეობისა და ოჯახის სამინისტროში.
- თურქეთში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეუძლიათ თუ არა სამუშაო ნებართვისთვის განაცხადის გაკეთება?
თურქეთში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს სამუშაო ნებართვის აღების შემთხვევაში შეუძლიათ მუშაობა. ის სტუდენტები, რომლებიც აიღებენ სამუშაო ნებართვას, სამუშაო ნებართვის მოქმედების შემთხვევაში სტუდენტის ბინადრობის ნებართვის აღებისგან თავისუფლდებიან. თუმცა, სამუშაო ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ან არ გახანგრძლივების შემთხვევაში, ვალდებულია აიღოს სტუდენტის ბინადრობის ნებართვა.
- საჭიროა თუ არა უცხოელი ფეხბურთელებისთვის სამუშაო ნებართვის აღება?
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ან ახალგაზრდობისა და სპორტის გენერალური დირექტორატის მხრიდან მიზანშეწოლილად მიჩნეული განცხადებების მფლობელი უცხოელი ფეხბურთელებისთვის ან სხვა სპორცმენებისთვის და მწვრთნელებისთვის, ხელშეკრულებების ვადის მიხედვით საჭირო არ არის სამუშაო ნებართვის აღება.