Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა

შრომის საერთაშორისო სამართალი

სამუშაო ნებართვა

შრომის საერთაშორისო სამართალი

12371

შრომის საერთაშორისო სამართალი

კანონის ნომერი                             : 6735
მიღების თარიღი                          : 28/7/2016
გამოქვეყნებული ოფიციალურ გაზეთში: თარიღი: 13/8/2016        ნომერი: 29800
გამოქვეყნებული ბრძანება      : ნომერი: 5     ტომი: 57 

პირველი ნაწილი

მიზანი, სფერო და განმარტებები

მიზანი

მუხლი 1- (1) ეს კანონი არეგულირებს პროცედურებსა და პრინციპებს, უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობებს, საერთაშორისო მუშახელის სფეროში საქმიანობას. ასევე გარიგებებს,  რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს უცხოელი პირებისთვის სამუშაო ნებართვებისა და სამუშაო ნებართვებთან ერთად, იგი ემსახურება საერთაშორისო შრომის პოლიტიკის განსაზღვრა, განხორციელებასა და მონიტორინგს.

სფერო

მუხლი  2- (1) ეს კანონი მოიცავს ადამიანებს, რომლებმაც გააკეთეს განაცხადი თურქეთში სამუშაოსთვის ან უკვე  მუშაობენ, ადამიანებს, რომლებიც პროფესიული სწავლებისთვის აკეთებენ განცხადებებს ან უკვე გადიან სწავლებას, სტაჟირების მიზნით განმცხადებლებისთვის ან სტაჟირების მქონე უცხოელებისთვის, თურქეთში მუშაობენ დროებითი ხასიათის სერვისების უზრუნველსაყოფად  და იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც ამუშავებენ ან აპირებენ ამუშაონ უცხოელები.  

(2) ის უცხოელები, რომლებიც განთავისუფლდენენ სამუშაო ნებართვის მიღებისგან, მათი სამუშაო და სამუშაოსთან დაკავშირებული პროცედურები ამ კანონის დებულებების შესაბამისად განხორციელდება.

(3) ამ აქტის განხორციელებისას, თურქეთის ორ ან მრავალ მხარიანი შეთანხმებებთან ერთად საერთაშორისო კონვენციის დებულებებიც ძალაშია.

განმარტებები

მუხლი 3- (1) ამ კანონში მნიშვნელობები:  

a) დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა: თურქეთში მუშაობის ნებართვა, რომ მას აქვს უფლება   იმუშაოს საკუთარ სახელით და ანგარიშით.

b) სამინისტრო: შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,

c) სამუშაო ნებართვა: ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც გასცემს სამინისტრო და აქვს მოქვედების ვადა, რითიც უცხოელს აქვს თურქეთში მუშაობისა და ბინადრობის ნებართვა,

ç) სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლება: სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური საბუთი მოქმედების ვადით, რითაც უცხოელი თავისუფლდება თურქეთში სამუშაო ნებართვისგან,

d) გენერალური დირექტორატი: საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორატი,

e) იურიდიული სამუშაო ნებართვის პერიოდი: პერიოდი, როდესაც უცხოელი მუშაობს სამუშაო ნებართვით, თავისი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების პირობით,

f) ტრანსსასაზღვრო მომსახურების პროვაიდერები: თურქეთში დროებითად დარჩენის პირობით, ნებისმიერი სახის მომსახურეობის შესრულების მიზნით მყოფი და საფასურის თურქეთში ან თურქეთის გარეთ მიმღები უცხოელი

g) განუსაზღვრელი დროით სამუშაო ნებართვა: თურქეთში უცხოელზე განუსაზღვრელი დროით გაცემული სამუშაო ნებართვა

ğ) Turkuaz (ფირუზის) ბარათი: თურქეთში უცხოელზე გაცემული ბარათი, რომელიც მოიცავს შეუზღუდავ სამუშაო უფლებას და დებულებების თანახმად, მეუღლეზე და ბავშვებზე ბინადრობის უფლებას.

h) გრძელვადიანი სამუშაო უფლება: ბინადრობის უფლება, რომელიც გაცემულია 4/4/2013 თარიღისა და № 6458  უცხოელები და საერთაშორისო დაცვის კანონის 42-ე მუხლის მიხედვით,

ı) უცხოელი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არ მქონე პირი,

i) უფლებამოსილი შუამავალი დაწესებულება: დაწესებულება ან ორგანიზაცია, რომლის კვალიფიკაცია და დავალებ განისაზღვრება რეგლამენტით და უფლებამოსილია სამინისტროს მიერ.

მეორე ნაწილი

შრომის საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და მონიტორინგი

საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის განსაზღვრა

მუხლი 4- (1) სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს საერთაშორისო შრომის პოლიტიკა და განახორციელოს საქმიანობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, განსაზღვრული პოლიტიკის განსახორციელებლად, შრომის საერთაშორისო პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.

(2) საერთაშორისო შრომითი პოლიტიკა, მხედველობაში იღებს საერთაშორისო შრომით მიგრაციებსა და ადგილობრივ მოვლენებთან ერთად მიგრაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, დასაქმებისა და სამუშაოსთან დაკავშირებულ მოვლენებს, სექტორისა და ეკონომიკურ ცვლილებებს, განვითარების გეგმასა და პროგრამებს, უცხოელის მოქალაქეობის მქონე ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურსა და კულტურულ ურთიერთობებს, თურქეთის ორმაგსა და მრავალმხრივ შეთანხმებებსა და საერთაშორისო ხელშეკრულებს, საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებს.

(3) სამინისტრო იღებს მოსაზრებებს შესაბამისი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

(4) (გაუქმებული მუხლი: 2/7/2018- განკარგულების კანონი -703/212 მუხლი)

(5) (გაუქმებული მუხლი: 2/7/2018- განკარგულების კანონი -703/212 მუხლი)

(6) (გაუქმებული მუხლი: 2/7/2018- განკარგულების კანონი -703/212 მუხლი)

(7) (გაუქმებული მუხლი: 2/7/2018- განკარგულების კანონი -703/212 მუხლი)

(8) (გაუქმებული მუხლი: 2/7/2018- განკარგულების კანონი -703/212 მუხლი)

საერთაშორისო სამუშაო ძალის მონიტორინგი და შეფასება

მუხლი 5- (1) სამინისტრო უცხოელი დასაქმების მოთხოვნების მისაღებად, შესაფასებლად და საერთაშორისო შრომის გავლენის მონიტორინგის მიზნითაყალიბებს უცხოური განაცხადის, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემას.

(2) სამინისტროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხების ზიანის მიყენების გარეშე, შეუძლია მოითხოვოს უცხოელის დასაქმებისა და ან კანონით გათვალისწინებული სხვა ფიზიკური პირისა თუ დაწესებულების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

(3) ინფორმაციის გაზიარების პროცედურებსა და პრინციპებს განსაზღვრავს სამინისტრო, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მოსაზრებების საფუძველზე.

მესამე ნაწილი

სამუშაო ნებართვა და გათავისუფლება

სამუშაო ნებართვისას უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა

მუხლი 6 - (1) სამუშაო ნებართვას გასცემს სამინისტრო, მე-4 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის საფუძველზე.

(2) ამ კანონით გათვალისწინებული სამუშაო ნებართვის გარეშე  უცხოელებს ეკრძალებათ თურქეთში მუშაობა ან მათი დასაქმება,

(3) იმ უცხოელებისთვის, რომლებისთვისაც სხვა კანონებით ან თურქეთის ორმაგი ან მრავალმხრივი შეთანხმებების მიხედვით ან საერთაშორისო ხელშეკრულებებში სამუშაო ნებართვის გარეშე თუ  აქვთ მუშაობა ნებადართული, ამ კანონის მიხედვით სამუშაო ნებართვის აღების გარეშეც შეუძლიან იმუშავონ ან დასაქმდნენ.

(4) მათი სამუშაო უფლება დაცულია 29/5/2009 წლისა და № 5901 თურქეთის მოქალაქეობის კანონის 28-ე მუხლის მიხედვით.

სამუშაო ნებართვის განაცხადი და შეფასება

მუხლი 7- (1) სამუშაო ნებართვისთვის განაცხადი ქვეყნის შიგნით პირადპირ სამინისტროში ხდება, ხოლო ქვეყნის გარეთ უცხოელი მოქალაქის მოქალაქეობის მქონე ქვეყანაში ან ოფიციალურად მყოფ ქვეყანაში, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოებში ან საკონსულოებში კეთდება. ქვეყნის გარეთ სამუშაო ნებართვის განცხადების შეტანის შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ან საკონსულო განაცხადს უგზავნის სამინისტროს.

(2) სამუშაო ნებართვისთვის განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია უფლებამოსილი შუამავალი დაწასებულების მხრიდანაც.

(3) სამუშაო ნებართვის გახანგრძლივებისთვის განცხადება კეთდება სამუშაო ნებართვის დასრულებამდე სამოცი დღით ადრე და ყველა შემთხვევაში სამუშაო ნებართვის ამოწურვამდე უნდა გაკეთდეს. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ გაკეთებული გახანგრძლივების შესახებ განცხადება არ იქნება დაკმაყოფილებული.  

(4) სამუშაო ნებართვის განახცადი ფასდება საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის შესაბამისად.

(5) სამინისტროს საჭიროების შემთხვევაში, ის მხედველობაში მიიღებს შესაბამისი საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების და პროფესიული ორგანიზაციების მოსაზრებებს.  

(6) სამინისტრო განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომლებიც გამოიყენება შრომითი ნებართვის განაცხადის შეფასებისას და სამუშაო ნებართვის ქულების სისტემის შექმნისას, შრომის საერთაშორისო პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად.

(7) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში არის ნაკლოვანი დოკუმენტები, განაცხადის შეფასება გადაიდება ამ ხარვეზების გამოსწორებამდე, ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ოცდაათ დღეს, გარდა ფორსმაჟორული მიზეზების არსებობის შემთხვევებისა. გადავადების პერიოდის ბოლოს იმ შემთხვევაში თუ ხარვეზები არ არის გამოსწორებული, განაცხადი არ მიიღება.

(8) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში არ არის არანაირი პრობლება და ინფორმაცია და დოკუმენტები არის სრულყოფილი, განაცხადის შეფასება სრულდება ოცდაათი დღის განმავლობაში.

წინასწარი ნებართვა

მუხლი 8- (1) იმ უცხოელებისთვის, რომლებიც აპირებენ იმუშაონ ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში, სავალდებულოა, რომ აიღონ წინასწარი ნებართვა.

(2) ჯანდაცვის სფეროში მომუშავე უცხოელისთვის ჯანდაცვის სამინისტრო, ხოლო განათლების სფეროში მომუშავე უცხოელისთვის განათლების სამინისტრო გასცემს წინასწარ ნებართვას და გადასცემს სამინისტროს,

(3) იმ უცხოელებზე, რომლებმაც მიიღეს წინასწარი ნებართვა სამუშაო განცხადების შეფასებისას, არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (d) ქვეპუნქტი.

(4) 4/11/1981 წლის № 2547 უმაღლესი განათლების კანონის 34-ე მუხლის მიხედვით, უცხოელი მოქალაქის სამუშაო ნებართვა, რომელმაც უნდა უმუშაოს სასწავლო პერსონალის თანამდებობაზე, უმაღლესი საბჭოს მიერ გაცემული წინასწარი ნებართვის საფუძველზე გასცემს სამინისტრო. წინასწარი ნებართვის მიხედვით, ის უცხოელი, რომელმაც უნდა იმუშაოს სასწავლო პერსონალის თანამდებობაზე სამუშაო ნებართვის განცხადების შეფასებისას, ამ კანონის მე-7 მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე პუნქტების  (f), (g) და (ğ) ქვეპუნქტებით მე-9 მუხლის პირველი პუნქტი არ მოქმედებს.

(5) სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების განაცხადები ასევე ექვემდებარება შესაბამისი სამინისტროს ან უმაღლესი განათლების საბჭოს წინასწარ ნებართვას.

(6) 28/2/2008 წლისა და № 5746 კვლევის, განვითარებისა და საპროექტო საქმიანობის შესახებ კანონის მიხედვით და შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, ის უცხოელი, რომელმაც უნდა იმუშაოს კომპანიებში კვლევისა და განვითარების პერსონალის პოზიციაზე, სამუშაო ნებართვის განცხადებისას მნიშვნელოვანია, მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს დადებითი მოსაზრებების მიღება.

 

სამუშაოზე ნებართვის მიღებაზე უარი

მუხლი 9- (1) ამ კანონის მე-7 მუხლის მიხედვით ჩატარებული შეფასებების შედეგად, განაცხადზე უარი მიიღება შემდეგი შემთხვევების დროს:

a) იმ შემთხვევაში, თუ არ შეესაბამება საერთაშორისო შრომით პოლიტიკას,

b) დამზადებულია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია,

c) არ არის საკმარისი მიზეზი უცხოელის დასაქმებისთვის,

ç) სხვა კანონების მიხედვით აღნიშნული პროფესიები არის თურქეთის მოქალაქეებისთვის,

d) უცხოელს არ აქვს საკმარისი კვალიფიკაცია და ცოდნა,

e) არ აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს,

f) № 6458 კანონის მე-7, მე-15 და 54-ე მუხლების მიხედვით შეტყობინება არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ,

g) საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადებრივი უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ თურქეთში მუშაობისას წარმოადგენს პრობლემას,

ğ) გარდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დადებითი შეხედულებისა, არის იმ ქვეყნის მოქალაქე რომელსაც თურქეთის რესპუბლიკა არ ცნობს ან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები,

h) არ შესრულებულა იურიდიულ პერიოდში ან არ აღმოფხვრილა ხარვეზები აღნიშნულ დროში.

სამუშაო ნებართვის ტიპები

მუხლი  10- (1) განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, უცხოელს ენიჭება სამუშაო ნებართვა, რომელიც მოქმედებს მაქსიმუმ ერთი წლის განმავლობაში პირველი განცხადების საფუძველზე, იმ პირობით, რომ იგი არ აღემატება შრომითი ან მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადას, გარკვეული სამუშაო ადგილი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან საჯარო დაწესებულებას ან ორგანიზაციას ან მათ სამუშაო ადგილზე იმავე ბიზნესის საქმიანობას.

(2) ამ კანონის მე-7 მუხლის მიხედვით გახანგრძლივების თაობაზე გაკეთებული განცხადებაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, თუ უცხოელი მუშაობს იგივე დამსაქმებელთან, პირველ გახანგრძლივებაზე, მაქსიმუმ ორი წელი, შემდეგ გახანგრძლივებაზე კი მაქსიმუმ სამი წელი ნებართვა გაიცემა. ამასთან, სხვა დამსაქმებელთან სამუშაოდ გაკეთებული განცხადებები განიხილება ამ მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში.

(3) იმ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი ბინადრობის უფლება ან მინიმუმ რვაწლიანი სამუშაო ნებართვა შეუძლიათ განაცხადონ უვადო სამუშაო ნებართვისთვის. ამასთან, იმისდამიუხედავად რომ უცხოელი შეიძლება აკმაყოფილებდეს განაცხადის პირობებს, ეს არ ნიშნავს მის აბსოლუტურ უფლებას.

(4) უცხოელს, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა, ისარგებლებს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვით გათვალისწინებული ყველა უფლებით. სპეციალური კანონებისა და დებულებების გარდა, უცხოელი, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა, ისარგებლებს თურქეთის მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებებით.  უცხოელს, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო უფლება, არ აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ან იყაროს კენჭი ან წავიდეს სამხედრო სამსახურში.

(5) 13/1/2011 წლისა და № 6101 თურქეთის კომერციული კანონის მიხედვით ;

a) შეზღუდული კომპანიების აქციონერ უცხოელ მენეჯერებს,

b) სააქციო საზოგადოებების უცხოელ პარტნიორ საბჭოს წევრებს,

c) აქციებად დაყოფილი კაპიტალით შეზღუდული პარტნიორობის აქტიური უცხოელ პარტნიორებს,

  შეუძლიათ იმუშავონ სამუშაო ნებართვით.

(6)  პროფესიონალ უცხოელებს შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა, სხვა პირობებში მითითებული სპეციალური პირობების შესრულების შემთხვევაში.

(7) დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის შეფასებისას, საერთაშორისო შრომის პოლიტიკის შესაბამისად, უცხოელი; განათლების დონს, პროფესიუ გამოცდილებს, მეცნიერების და ტექნოლოგიებში წვლილ თურქეთში ან ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტირება და მისი გავლენით დასაქმება, საერთაშორისო შრომის უცხოური კომპანიების პარტნიორის კაპიტალის წილებით, პოლიტიკის მრჩეველთა სხვა რეკომენდაციებს  სამინისტრო მიიღებს მხედველობაში, საბჭოს რეკომენდაციის შესაბამისად.

(8) დამოუკიდებელი მუშაობის ნებართვა გაიცემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ამ მუხლში მითითებული დროის შეზღუდვების გარეშე.

Turkuaz (ფირუზის) ბარათი

მუხლი 11- (1) საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის შესაბამისად, უცხოელები,   განათლების დონით, პროფესიული გამოცდილებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური კუთხით, თურქეთში ოპერაციების განხორცილებითა და ინვესტირებით ქვეყნის ეკონომიკაში გავლენით საერთაშორისო შრომის პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს რჩევითა და სამინისტროს მიერ დადგენილი პროცედურებისა და პრინციპების შესაბამისად მიიღებენ Turkuaz-ის (ფირუზის) ბარათს.

(2) Turkuaz-ის (ფირუზის) ბარათი პირველი სამი წელი გარდამავალი პერობით გაიცემა. სამინისტრომ დამსაქმებელს ან დასაქმებულს შეიძლება მოსთხოვოს გარდამავალი პერიოდის ინფორმაცია და დოკუმენტაცია. გარდამავალი პერიოდისას მე-15 მუხლის მიხედვით უცხოელის განცხადების მიხედვით გაიცემა  Turkuaz-ის (ფირუზის) ბარათი განუსაზღვრელი ვადით. ეს განცხადება უნდა გაკეთდეს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ას ოთხმოცი დღით ადრე, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდის ამოწურვამდე. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, გარდამავალი პერიოდი Turkuaz-ის (ფირუზის) ბარათი ძალადაკარგულად იქცევა.

(3) კანონმდებლობის დებულებების თანახმად, Turkuaz-ის (ფირუზის) ბარათის მფლობელის უცხოელ მეუღლეს და მის შვილებს ეძლევათ დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ისინი Turkuaz  (ფირუზის) ბარათის მფლობელის ახლობლები არიან და ეს დოკუმენტი ბინადრობის ნებართვას ანაცვლებს.

(4) Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელები სარგებლობენ ამ კანონით დადგენილი განუსაზღვრელი სამუშაო ნებართვით გათვალისწინებული უფლებებით.

(5) Turkuaz (ფირუზის) ბარათის განაცხადი შეუძლიათ შეავსონ  მათ, ვისაც აქვს საერთაშორისო დონეზე აღიარებული განათლება აკადემიურ სფეროში, ვინც გამოირჩევა დარგში, რომელიც სტრატეგიულად ითვლება ჩვენი ქვეყნისთვის როგორიცაა მეცნიერება, მრეწველობა და ტექნოლოგია , ან ვინც ხელს უწყობს ან ხელს შეუწყობს ეროვნულ ეკონომიკაში ექსპორტ, დასაქმებას ან ინვესტიციას.

 (6) ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი უცხოელების მიმართ.

სამუშაო ნებართვის არსი

მუხლი 12- (1) ამ კანონის მიხედვით გაცემული სამუშაო ნებართვა № 6458 კანონის 27-ე მუხლის მიხედვით ბინადრობის ნებართვას ცვლის. ამასთან, № 6458 კანონში მითითებული ლტოლვილის ან მეორადი დაცვის ქვეშ მყოფების გარდა უცხოელს ბინადრობის უფლება  არ აძლევს მუშაობის უფლებას.

(2) ის უცხოელი, რომელსაც სამუშაო ნებართვა მიეცა და სხვა ქვეყანაში მდებარეობს, სამუშაო ნებართვის ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში ვალდებულია, რომ თურქეთში ჩამოვიდეს. იმ უცხოელს, რომელიც ამ პერიოდში არ ჩამოვა თურქეთში გაუუქმდება სამუშაო ნებართვა.

(3) თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიხედვით შრომის ბაზარზე არსებული ვითარების და სამუშაო ცხოვრების განვითარების მიხედვით სოფლის მეურნეობის, მრეწველობის ან მომსახურების სექტორებთან დაკავშირებით, შეიძლება იყოს   შეიზღუდვები გარკვეული ვადით გარკვეული პროფესიის, ბიზნესის ხაზის ან სამოქალაქო და გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით.

სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება

მუხლი 13- (1) უცხოელები, რომლებიც იმყოფებიან სამუშაო ნებართვის განთავისუფლების ფარგლებში, შეუძლიათ იმუშაონ სამუშაო ნებართვის განთავისუფლების აღების პირობით.  

(2) სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლების განაცხადი ქვეყნის შიგნით უშუალოდ სამინისტროში, ქვეყნის გარეთ კი უცხოელის მოქალაქეობის მქონე ქვეყანაში ან კანონიერად მყოფ ქვეყანაში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში ან გენერალურ საკონსულოში ხდება, ქვეყნის გარეთ გაკეთებულ განცხადებებს თურქეთის რესპუბლიკის საელჩო ან გენერალური საკონსულო უგზავნის სამინისტროს.

(3) სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების შესახებ განცხადების შეტანა ასევე შეუძლია ავტორიზებულ შუამავალ დაწესებულებას.

(4) ამ კანონის მე -7 მუხლის მეოთხე, მეხუთე და მეშვიდე პუნქტები ვრცელდება სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების განაცხადებზე.

(5) იმ უცხოელებზე, რომელთა განაცხადები დამტკიცდება, სამინისტრო უცხოელს გაათავისუფლებს სამუშაო ნებართვისგან.

(6) სამუშაო ნებართვის გათავისუფლებით გატარებული პერიოდები არ განიხილება ლეგალური სამუშაო ნებართვის ან ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გაანგარიშებისას.

განცხადებები საგარეო საქმეთა სამინისტროში

მუხლი  14- (1) უცხოელს შეუძლია განცხადება გააკეთოს თურქეთის საგარეო საქმეთა დიპლომატიური წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში:

a)  თუ იგი კავშირშია სკოლებთან, კულტურულ დაწესებულებებთან და რელიგიურ დაწესებულებთან სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლებულია

b) უცხოლებისთვის სამუშაო ნებართვამ, რომლებიც მუშაობენ სკოლებში, კულტურულ ან რელიგიურ დაწესებულებებში 18/4/1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის და 24/4/1963 წლის საკონსულო ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიხედვით.

 (2) თურქეთში უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულოს წარმომადგენლებში დიპლომატი კადრების, საკონსულოში მომუშავე პერსონალის, საკონსულო და ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის წევრების, თურქეთში საერთაშორისო სახელმწიფო მოხელეების, ადმინისტრაციულისა და ტექნიკური პერსონალის

a) ორმხრივი ან საპასუხო შეთანხმებების საფუძველზე მეუღლე და შვილები ამ კანონში ორმხივი ხელშეკრულებისა და სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლების პირობი შეუძლიათ იმუშაონ თურქეთში სამუშაო ნებართვის აღების შემთხვევაში.

b) უცხოელი, რომელიც მუშაობს კერძო სამსახურში, სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების პირობით შეუძლია იმუშაოს.

(3) ამ მუხლის მეორე პუნქტის „b“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოელების მიერ სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების შესახებ განცხადებები არ მიიღება იმ დამსაქმებლისთვის, რომელიც არ არის იმავე პუნქტით განსაზღვრულ სტატუსში.

(4) ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადებები შედის საგარეო საქმეთა სამინისტროში. განცხადებები, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს მიზანშეწონილად, გადაეგზავნება სამინისტროს. სამინისტროში გადაგზავნილი ამ განცხადებებისთვის ესაა სამუშაო ნებართვა ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება, საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს დადებითი შეფასებებიც.

სამუშაო ნებართვა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების მოქმედების ვადა და გაუქმება

მუხლი 15- (1) სამუშაო ნებართვა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება, ვადის ამოწურვის ან სამინისტროს მიერ გაუქმების შემთხვევაში მოქმედების ვადას კარგავს.

(2) უცლოელის ან დამსაქმებლის მოთხოვნის გარდა, სამუშაო ნებართვა ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება შემდეგ შემთხვევებში უქმდება:

a) სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვის გათავისუფლების მოქმედების ვადიდან ექვსი თვის განმავლობაში არ ჩამოვიდა თურქეთში,

b) შინაგან საქმეთა სამინისტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციის გარდა პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის მოქმედების ვადა არ გახანგრძლივდა,

c) მუშაობ  ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევით,

ç) სამუშაოების შეწყვეტა რაიმე მიზეზით,

d) თუ სამუშაოზე ნებართვის განაცხადი გაკეთებულია ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციისა და დოკუმენტაციით,

e) მე-11 მუხლის მოქმედების სფეროთი  არ წარმოადგენს მოთხოვნილ ინფორმაციას და დოკუმენტებს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში,

f) № 6458  კანონის მე-7, მე-15 და 54-ე მუხლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინებები,

g) საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თურქეთში მუშაობით ქმნიან პრობლემას საზოგადოებრივი წესრიგის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მხრივ,

ğ) ჯანმრთელობის ან აუცილებელი საზოგადოებრივი სამსახურეობრივი მიზეზების გარდა სამუშაო ნებართვის დროს უწყვეტად ექვსი თვით, ხოლო დამოუკიდებელ და განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის დროს უწყვეტად ერთ წელზე დიდი ხნით თურქეთის გარეთ ყოფნა,

h) Turkuaz (ფირუზის) ბარათის ქონის შემთხვევაში, საზღვარგარეთ ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება სამინისტროს მიერ დადგენილ პერიოდს.

მეოთხე ნაწილი

გამონაკლისები

უცხოელები, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ განსაკუთრებული წესით სამუშაო ნებართვა

მუხლი 16- (1) სამინისტროს მიერ განსაზღვრული საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის შესაბამისად, კანონის მე-7, მე-9 და მე-19 მუხლებით გათვალისწინებული გამონაკლისების შემთხვევაში უცხოელს ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში შეიძლება მიეცეს გამონაკლისის წესით სამუშაო ნებართვა:

a) განათლების ხარისხით, პროფესიული გამოცდილებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევით და მსგავსი კრიტერიუმებით მიჩნეულია კვალიფიციურ სამუშაო ძალად,

b) შეფასებულია, როგორც კვალიფიციური ინვესტორი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის, ინვესტიციის დონის ან ექსპორტის, დასაქმების სიდიდისა და მსგავსი მახასიათებლების მიხედვით,

c) რომლებიც მუშაობენ დამსაქმებლის მიერ გარკვეული პერიოდის განმავლობაში თურქეთში განხორციელებულ პროექტში,

ç) შინაგან საქმეთა ან საგარეო საქმეთა სამინისტროების ცნობით, თურქული წარმოშობისაა,

d) არის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე,

e) არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე,

f) №6458 კანონის მიხედვით არის საერთაშორისო დაცვის განმცხადებელი, პირობითი ლტოლვილი, დრობითი დაცვის ან მოქალაქეობის არ მქონე პირი ან ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელიც სარგებლობს დახმარებით

g) დაქორწინებულია თურქეთის მოქალაქეზე და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თურქეთში,

ğ) დიპლომატიური იმუნიტეტის გარეშე თურქეთში მომუშავე უცხოური მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელია,  

h) საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო, კულტურილი, მხატვრული ან სპორტული მიზნებით თურქეთში მოსული პირია,

ı) არის ტრანსსასაზღვრო მომსახურების მიმწოდებელი.

საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი უცხოელები

მუხლი 17- (1) უცხოელები, რომლებმაც მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა        6458 კანონის შესაბამისად და რომელთა განცხადებები ჯერ არ დასრულებულა ან პირობითად დევნილები არიან; დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ უცხოელებს შეუძლიათ მოითხოვონ სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება მათი საერთაშორისო დაცვის განაცხადის თარიღიდან და მათი დროებითი დაცვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემიდან ექვსი თვის შემდეგ.

(2) პირველი პუნქტის ფარგლებში სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების განცხადებისას, უცხოელებისთვის სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების გაცემისას საჭიროა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაცია.

(3) მოქმედი სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება არ იძლევა  თურქეთში დარჩენის აბსოლუტურ უფლებას.

(4) სამუშაო ნებართვის გაცემა შეიძლება მე -10 მუხლში მითითებული პერიოდებით.

(5) № 6458 კანონის მიხედვით; გაცემულ სამუშაო ნებართვას ან სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლებას სამინისტრო აუქმებს შემდეგ შემთხვევებში:

a) 77-ე მუხლი შესაბამისად საერთაშორისო დაცვის განაცხადის შეწყვეტის ან მოხსნის შემთხვევაში, 85-ე მუხლის მიხედვით საერთაშორისო დაცვის სტატუსის დამთავრების ან 86-ე მუხლის მიხედვით საერთაშრისო დაცვის სტატუსის გაუქმების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის შეტყობინების საფუძველზე,

b) იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეწყდება ან ინდივიდუალურად წყდება ან უქმდება 91-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული დროებითი დაცვა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ან შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე.[1]

(6) საერთაშორისო დაცვის განცხადების მფლობელის, საერთაშორისო დაცვის სტატუსის მფლობელისა და დროებითი დაცვის მქონე უცხოელის სამუშაო და სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლებასთვის განცხადებაზე უფლებას ადგილის, პერიოდის და საქმიანობის მხრივ, მიგრაციის პოლიტიკის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და სამინისტროს საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის გათვალისწინებით, ძირითად პროცედურებისა  და პრინციპებს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაზღვრავს.

უცხოელები, რომლებიც იმუშავებენ თავისუფალ ზონებში

მუხლი 18- (1) 6/6/1985წლისა და №3218 თავისუფალი ზონის კანონის ფარგლებში უცხოელი სამუშაო ნებართვისთვის განცხადებას ეკონომიკის სამინისტროში აკეთებს.  ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული შეფასების შედეგად უცხოელები, რომლებიც ჩაითვლებიან მიზანშეწონილად სამუშაოს ნებართვის მისაღებად, ეცნობებიან სამინისტროს.

(2) სამუშაო ნებართვას გასცემს სამინისტრო იმ უცხოელებზე, რომლებსაც ამ მუხლის მოქმედების შესაბამისად აცნობებს ეკონომიკის სამინისტრო, ამ კანონის    მე-9 მუხლის პირველი პუნქტის (f), (g)  და (ğ) ქვეპუნქტების დარღვევის გარეშე.

(3) ამ კანონის 21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები, №3218 კანონის ფარგლებში თავისუფალ ზონებში არ გამოიყენება. ამ მუხლებში გამოიყენება № 3218  კანონის დებულებები.

უცხოელი სტუდენტები

მუხლი 19-(1) უცხოელი, რომელიც რეგისტრირებულია უმაღლეს სასწავლებელში, ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე, შეუძლია მუშაობა სამუშაო ნებართვის აღებით.  

(2) უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ასოცირებულ და ბაკალავრიატის საფეხურზე, შეუძლიათ სწავლის პირველი წლის დასრულების შემდეგ განაცხადონ სამუშაოს ნებართვის მისაღებად და შეუძლიათ ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ 22/5/2003 წლის No4857 შრომის კანონის შესაბამისად. ეს შეზღუდვები არ ვრცელდება მაგისტრანტებზე, რომლებიც ჩაირიცხებიან ოფიციალურ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

(3) უცხოელი სტუდენტებისათვის გაცემული სამუშაო ნებართვები არ მთავრდება მოქმედი სტუდენტური ბინადრობის ნებართვით და ამ ბინადრობის ნებართვით გათვალისწინებული უფლებებით.

(4) უცხოელი სტუდენტების დასაქმების პროცედურებსა და პრინციპებს განსაზღვრავს სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნისა და მიგრაციის პოლიტიკის საბჭოს მიერ განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით.

(5) იმ შემთხვევაში, თუ  უცხოელი   სამუშაოს ნებართვის მიღებას მოითხოვს უმაღლესი განათლების დამთავრების დღიდან ერთი წლის განმავლობაში, განაცხადი ფასდება საერთაშორისო შრომის პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს მიერ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად.

უცხოელი ინჟინრები და არქიტექტორები

მუხლი  20- (1) თურქეთში უმაღლეს სასწავლებელში საინჟინრო და არქიტექტურის ფაკულტეტზე ან უცხოეთში უმაღლესი საბჭოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასრულების შემთხვევაში ინჟინერის და არქიტექტურის წოდების მიმღები უცხოელები ამ კანონის თანახმად, მათ შეუძლიათ შეასრულონ თავიანთი საინჟინრო და არქიტექტურული პროფესიები პროექტზე დაფუძნებული და დროებითი სამუშაო ნებართვის მოპოვებით.

 მეხუთე ნაწილი

წინააღმდეგობა, პასუხისმგებლობა, შემოწმება და ჯარიმები

ადმინისტრაციული საჩივარი და სასამართლო

მუხლი 21- (1) სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან განთავისუფლების შესახებ განაცხადის გაუქმება და გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებელს ან დამოუკიდებელ სამუშაო ნებართვის, განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის ან Turkuaz (ფირუზის) ბარათის მქონე უცხოელს 11/2/1959 წლისა და № 7201  შეტყობინების შესახებ კანონის დებულებების მიხედვით ეცნობება უცხოელს.  

(2) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად სამინისტროს გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სამინისტროში შეტყობინების დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში. საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ადმინისტრაციული განაჩენი.

შეტყობინება და სოციალური დაცვის ვალდებულება

მუხლი 22- (1) უცხოელების დამსაქმებლები  და განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის მქონე  ან დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის მქონე პირები,  სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების ფარგლებში სამუშაოს დაწყება ან დამთავრების შემთხვევაში ვალდებულნი არიან აცნობონ ამის შესახებ სამინისტრო თხუთმეტი დღის განმავლობაში.

(2) უცხოელები, რომლებსაც აქვთ სამუშაო ნებართვ და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება და დამსაქმებლები, რომლევიც  ასრულებენ სოციალური დაცვის კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებებს იურიდიულ პერიოდში 31/5/2006 თარიღის  სოციალური დაზღვევისა და ჯანმრთელობის ზოგადი დაზღვევის  No:5510 კანონის   დებულებების შესაბამისად.

(3) თურქეთში სოციალური დაცვის შესახებ შეთანხმებები დაცულია.

 

შემოწმების უფლება

მუხლი  23- (1) ასრულებენ თუ არა   უცხოელები და დამსაქმებლები ამ კანონის შესაბამი ვალდებულებებს, მოწმებენ სამინისტროს შრომის ინსპექტორები, სოციალური დაცვის დაწესებულების ინსპექტორები და სოციალური დაცვის ინსპექტორები. ამ კანონის შესაბამისად, შემოწმება, აუდიტი და კვლევა ხორციელდება დაწესებული კანონმდებლობის შესაბამისად და ამ დებულებების შესაბამისად გამოიყენება შესაბამისი სანქციები.

(2) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ადმინისტრაციების სამეთვალყურეო პერსონალი და სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ, რომ  უცხოელების დამსაქმებლები და უცხოელები არ ასრულებენ ამ კანონით დადგენილ ვალდებულებებს სამუშაო ადგილებზე ყველა სახის აუდიტის, გამოკვლევებისა და კონტროლის მხრივ    კანონმდებლობის შესაბამისად, ვითარების შესახებ ეცნობება სამინისტროს.

(3) პირველი პუნქტის შესაბამისად შესრულებული შემოწმებისა და მეორე პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინებების საფუძველზე, გაგზავნილი ოქმისა და შემოწმების ანგარიშების თანახმად, ამ კანონში ადმინისტრაციულ სანქციებს იყენებს შრომისა და დასაქმების სააგენტოს პროვინციული დირექტორი.

(4) ამ კანონის შესაბამისად დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმა გადაიხდება შეტყობინების დღიდან ერთი თვის განმავლობაში.

(5) ამ კანონის მიხედვით დაწესდება ადმინისტრაციული ჯარიმები შემდეგნაირად:

a) თუ შეტყობინება არ იქნა გაგზავნილი

1) ოთხასი თურქული ლირა დამოუკიდებლად ან განუსაზღვრელი სამუშაო ნებართვის მქონე უცხოელებისათვის,

2) ოთხასი თურქული ლირა თითოეული უცხოელი დამსაქმებლისათვის,

b) სამუშაო ნებართვის არ ქონის შემთხვევაში,

1) ორი ათას ოთხასი თურქული ლირა დამსაქმებლის ქვეშ მომუშავე უცხოელისთვის,

2) ოთხი ათასი რვაასი თურქული ლირა დამოუკიდებლად მომუშავე უცხოელისთვის,

3) ექვსი ათასი თურქული ლირა თითოეული უცხოელის დამსაქმებლისთვის  ან დამსაქმებლის წარმომადგენლისათვის,  

(6) მეხუთე პუნქტში ჩამოთვლილი ქმედებების გამეორების შემთხვევაში, ადმინისტრაციული ჯარიმები გაორმაგდება.

(7) ამ კანონის შესაბამისად დაწესებული ადმინისტრაციული ჯარიმები აღირიცხება როგორც ზოგადი ბიუჯეტი.

(8) უცხოელები, რომლებიც   ნებართვის გარეშე მუშაობენ, ეგზავნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპორტაციისთვის.

(9) დამსაქმებელი ან დამსაქმებლის წარმომადგენელი ვალდებულია დაფაროს უცხოელის საცხოვრებლის ხარჯები, რომელსაც არ აქვს სამუშაო ნებართვა, არსებობის შემთხვევაში, მისი მეუღლისა და შვილების ხარჯებიც, მათი ქვეყანაში დაბრუნების აუცილებელი ხარჯები და საჭიროების შემთხვევაში ჯანმრთელობის ხარჯები. იმ შემთხვევაში თუ ეს ხარჯები მიგრაციის გენერალური დირექტორატის ბიუჯეტიდან ანაზღაურდა, ამ მუხლისთ გათვალისწინებული თანხა, 21/7/1953 წლისა და №6183 საჯარო მიღების მოთხოვნის პროცედურების შესახებ კანონის მიხედვით დამსაქმებლის ან დამსაქმებლის წრამომადგენლის მხრიდან ანაზღაურდება.  ამ პუნქტის განხორციელების პროცედურებსა და პრინციპებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამინისტრო ერთობლივად განსაზღვრავს.

მეექვსე ნაწილი

სხვადასხვა დებულებები

სამუშაო ნებართვა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების შედგენა და მეთოდი

მუხლი  24- (1) სამუშაო ნებართვისა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება ეძლევა თითოეულ უცხოელს სამოცი დღით ნაკლები ვადით, ვიდრე უცხოელის პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტების მოქმედების ვადა ამოიწურება.

(2) სამუშაო ნებართვის ფორმასა და შინაარსს და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების სერთიფიკატებს განსაზღვრავს სამინისტრო. ამ დოკუმენტების დაბეჭდვისა და განაწილების პროცედურებს ატარებს სამინისტრო. ფასიანი ქაღალდის ხარჯების შეგროვების პროცედურებსა და პრინციპებს განსაზღვრავს სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო.

რეგულირება

მუხლი 25- (1) ეს კანონი რეგულირდება სამინისტროს მიერ გამოცემული შემდეგი დებულებებით:

a) სამუშაო ნებართვისა და სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების განაცხადის პირობები, პროცედურები და მათი მოცულობა, ტიპი და ხანგრძლივობა,

b) უცხოელები და სამუშაო ადგილები, რომლებიც შეფასდება სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების ფარგლებში,

c) უცხოელისა და დამსაქმებლისგან მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტები,

ç) დრო, მოცულობა, შინაარსი, შეტყობინება და მსგავსი საკითხები შესაბამისი ინსტიტუტებისა და ორგანიზაციებისგან მოსაზრებების მიღებასთან დაკავშირებით,

d) სამუშაო ნებართვის დებულებების განსაკუთრებული წესით მოქმედების სფეროში შეიძლება გავიდეს; განათლების დონე, ხელფასი, პროფესიული გამოცდილება, უცხოელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წვლილი, კომპანიის პარტნიორების კაპიტალი და იურიდიული პირების ინვესტიციის ან ექსპორტის დონე, დასაქმების ზომა და მსგავსი მახასიათებლები,

e) ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად, სამუშაო ნებართვების გამონაკლისის წესით მიღებისას უცხოელები, ამ კანონის მე-7, მე-9 და მე-19 მუხლების დებულებების გამოყენაბასთან დაკავშირებულ საკითხებს ექვემდებარებიან,

f) კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იქნას მიღებული დასაქმების ნებართვის განაცხადის შეფასების, უარყოფის მიღებისას  და სამუშაო ნებართვის ქულის მინიჭების სისტემის ჩამოყალიბებისას,

g) დოკუმენტის გაცემასა და ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები,

ğ) სამუშაო ნებართვის გაუქმებისა და მოქმედების დაკარგვის შესახებ საკითხები

h) ტრანსსასაზღვრო მომსახურების მიმწოდებლების განმარტება, ტიპები და ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა საკითხები,

ı) უცხოელებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც გაიცემა სამუშაო ნებართვა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი დასაქმებულნი არიან ამ კანონის    მე -16 მუხლისა და ამ პროექტების კვალიფიკაციის შესაბამისად.

i) უფლებამოსილი შუამავალი დაწესებულების კვალიფიკაციის, მოვალეობის ჩარჩოს და ავტორიზაციის პროცედურები და პრინციპები,

j) საკითხები, რომლებიც შეიძლება მოითხოვონ მსგავსი სპეციალური რეგულაციებისა და შეტყობინებებთან დაკავშირებით,

k) თემასთან დაკავშირებული სხვა ასპექტები

(2) ეკონომიკისა და სამინისტროს მიერ გამოცემული ერთობლივი დებულებით რეგულირდება:

a) სამუშაო ნებართვის განაცხადები უცხოელთათვის, რომლებიც თავისუფალ ზონებში იმუშავებენ №3218 კანონის შესაბამისად და სამუშაო ნებართვის დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები,

b) 5/6/2003 წლისა და №4875 პირდაპირი წესით უცხოური კაპიტალის კანონის ფარგლებში უცხოელის კომპანიებსა და ორგანიზაციებში სამუშაო ნებართვის მიმღები პერსონალის შესახებ და სხვა სპეციალური პროცედურები და პრინციპები მათი სამუშაო ნებართვების შესახებ.

ციტირებული დებულებები

მუხლი 26- (1) სხვა კანონმდებლობაში, 27/2/2003 წლისა და №4817 უცხოელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონში ციტირებები, ითვლება რომ ამ კანონშიც შედის,

(2) სხვა კანონში ფრაზები „სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების დადასტურება“ ან „სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი“ ამ კანონში „სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლებას“ ნიშნავს, ხოლო „სამუშაო ნებართვის დოკუმენტი“ კი ამ კანონში შესულია როგორც „სამუშაო ნებართვა“.

ძალადაკარგული და შესწორებული დებულებები

მუხლი 27- (1) (27/1/1954 წლის № 6235 თურქეთის ინჟინრებისა და არქიტექტორთა პალატების კავშირის შესახებ კანონი შესწორდა)

(2) (21/2/1963 წლის № 210 ძვირფასი ქაღალდების შესახებ კანონი შესწორდა)

(3) (2/7/1964 წლის № 492 მოსაკრებლის შესახებ კანონი შესწორდა.)

(4) (4/11/1981 წლის №2547 უმაღლესი განათლების შესახებ კანონი შესწორდა.)

(5) (9/1/1985 წლის №3146 შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზაციისა და მოველეობის შესახებ კანონი შესწორდა.)

(6) (6/6/1985 წლის № 3218 ნომერი თავისუფალი ზონების შესახებ კანონი შესწორდა.)

(7) გაუქმდა  კანონი „უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ“, რომელიც დათარიღებულია 27/2/2003 წლით   № 4817.

(8) (5/6/2003 წლის № 4875 პირდაპირი წესით უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონი შესწორდა)

(9) (29/5/2009 წლის №5901 თურქეთის მოქალაქეობის კანონი შესწორდა)

(10) (4/4/2013 წლის, №6458 უცხოელები და საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი შესწორდა)

(11) ამ კანონს თანდართულ სიაში დაემატა შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და პროცედურების შესახებ კადაწყვეტილება დანართი (I) , თარიღის 13/12/1983 და №190

დანართი მუხლი 1- (დანართი: 2/7/2018- განკარგულების კანონი-703/212 მუხლი)

(1) კანონმდებლობაში შრომის საერთაშორისო პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოსთვის ციტირება, ითვლება რომ პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული საბჭოს მხრიდან გაკეთდა.

გარდამავალი დებულებები

დრობითი მუხლი 1- (1) სამინისტროს ან სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული სამუშაო ნებართვები ამ კანონის ამოქმედებამდე   სხვა კანონებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, ძალაშია, მათი ვადის ამოწურვამდე. ეს სამუშაო ნებართვები მოქმედებას კარგავს  მე –15 მუხლის შესაბამისად ვადის ამოწურვის ან გაუქმებისთანავე.

(2) სამინისტროს მიერ ამ მუხლის ძალაში შესვლამდე კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად გაცემული განუსაზღვრელი სამუშაო ნებართვები მოქმედებს მანამ, სანამ ისინი არ გაუქმდება.

(3) სამუშაო ნებართვის შესახებ ამ მუხლის ძალაში შესვლამდე გაკეთებულ განცხადებებში, რომელთა პროცედურები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მხედველობაში მიიღება განმცხადებლის სასარგებლოდ ამ კანონით შეტანილ ცვლილებებამდე გათვალისწინებული კანონმდებლობის დებულებები.

(4) მანამ სანამ ამ კანონთან დაკავშირებული დებულებები ამოქმედდება, მოქმედი დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს, გაგრძელდება.

(5) ამ მუხლის ამოქმედებიდან ექვსი თვის განმავლობაში შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია გადაანაწილოს მოქმედი გენერალური დირექტორის მოადგილე და განყოფილების უფროსი განყოფილებებში სხვა ქმედებების გარეშე.

ძალაშა

მუხლი 28- (1) ეს კანონი ძალაშა გამოქვეყნების დღიდან.

აღმასრულებელი

მუხლი 29- (1) ამ კანონის დებულებებს აღასრულებს მინისტრთა საბჭო.

№ 6735 კანონის დამატებები და ცვლილებები

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცხრილი, რომელზეც არნიშნულია დებულებების ძალაში შესვლის თარიღი

ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის / განკარგულების ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ნომერი

No 6735 კანონის შესწორებული ან გაუქმებული მუხლები

ძალაში შესვლის თარიღი

 საკანონმდებლო განკარგულება/703

4, 17, დამატებითი მუხლი 1

24/6/2018წელს ერთად ჩატარებულ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის უფლებამოსილების დაწყების თარიღი (9/7/2018)

 

[1] განკარგულების 212-ე მუხლის თანახმად, 02.07.2018 წლისა და  №703 კანონის ამ პუნქტში ფრაზა "მინისტრთა საბჭო" შეიცვალა და გახდა "პრეზიდენტი".

Sitemizden en iyi şekilde faydalanmanız için çerezler kullanılmaktadır.