Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა

უცხოელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონში რეგულაციები

სამუშაო ნებართვა

უცხოელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონში რეგულაციები

უცხოელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონში რეგულაციები

პირველი ნაწილი

ზოგადი დებულებები

პირველი თავი

მიზანი, სფერო, საფუძვლები და განმარტებები

მიზანი და სფერო

მუხლი 1 - ამ დებულების მიზანია №4817 უცხელების სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის ფარგლებში, დაარეგულიროს და შეასრულოს ზოგადი პროცედურები და პრინციპები, თუ როგორ მოხდება თურქეთში მუშაობის მსურველი უცხოელების ნებისმიერი სახის სამუშაო ნებართვის გაცემა, შეზღუდვა, გაუქმება და სამუშაო ნებართვიდან გათავისუფლება.

საფუძველი

მუხლი 2 - ეს დებულება მომზადებულია უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ No:4817 კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე.

განმარტებები

მუხლი 3 - ამ დებულების განხორციელებისას;

სამინისტრო: შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,

კანონი:  No:4817 კანონი უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ,

რეგულაცია: უცხოელთა სამუშაო ნებართვების შესახებ კანონის შესრულების რეგულაცია,

კანონიერად მუშაობა: მუშაობა სამუშაოს ნებართვით, ბინადრობის ნებართვით, რომელიც გაცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი ვალდებულებებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებებით,

ერთად ბინადრობა: სამუქალაქო კოდექსის დებულებების შესაბამისად ოჯახში ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრება,

შესაბამისი ორგანოები: სამინისტროები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები და ორგანიზაციები და პროფესიული ორგანიზაციები, რომლებიც კვალიფიკაციას იღებენ საჯარო დაწესებულებებად,

აკადემიური კვალიფიკაცია: უმაღლესი განათლების No:2547 კანონის მიხედვით დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების წინაპირობას, რომელიც მიღებულია უცხოელის საბაკალავრო განათლებაში მიღებული  პროფესიული წოდების დასადასტურებლად,იმ უცხოელისთვის, რომელსაც  მომსახურების გაწევა სურს პროფესიული მომსახურების ფარგლებში,

პროფესიული სერვისები: მომსახურება, რომელიც საჭიროებს ექსპერტიზას, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას აკადემიური და პროფესიული კომპეტენციის მოთხოვნების შესრულებით, (ეს მომსახურება ექვემდებარება ეროვნული და საერთაშორისო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ლიცენზიის მოთხოვნებსა და პროცედურებს.)

პროფესიული კომპეტენცია: (შესწორებულია:RG-21/1/2010-27469) მომსახურე პერსონალი ასრულებს აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნებსა და პროცედურებს,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: განათლება, გამოცდა, პრაქტიკული სტაჟირება, გამოცდილება, ენის ან მსგავსი მოთხოვნები, რომლებიც პროფესიული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს სერთიფიკატის ან ლიცენზიის მისაღებად.

საკვალიფიკაციო პროცედურები: საკვალიფიკაციო მოთხოვნების დასრულებისთვის ადმინისტრაციული მოთხოვნები ან ფორმალური პროცესები,

ლიცენზიის მოთხოვნები: საკვალიფიკაციო მოთხოვნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ოფიციალურ ნებართვას მომსახურების გაწევისთვის,

სალიცენზიო პროცედურები: სალიცენზიო განაცხადის შეტანისა და გარიგების პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურები (ეს მოიცავს ლიცენზიის განაცხადის დამუშავების დროს, დოკუმენტების რაოდენობას ან ინფორმაციის რაოდენობას.)

ძირითადი პერსონალი: თურქეთში დაფუძნებულ კომპანიაში ან იურიდიული პირის საკუთრებაში მყოფ კომპანიაში მომუშავე  ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთს რომ ჩაითვალოს „ძირითად პერსონალად“:

1) მუშაობდეს კომპანიის მენეჯმენტში ან აღმასრულებელ თანამდებობაზე,

2) მართავდეს კომპანიას მთლიანად ან მის ნაწილს,

3) კომპანიის აუდიტს, ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ პერსონალს ამოწმებდეს,

4) ევალებოდეს კომპანიისთვის ახალი კადრების დაქირავება ან არსებული პერსონალის გათავისუფლება ან ამ საკითხებზე შეთავაზებების გაკეთება,

მუშაობდეს ან უფლებამოსილი იყოს აქედან მინიმუმ ერთ სფეროში, როგორიცაა;  კომპანიის პარტნიორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრი, გენერალური მენეჯერი, გენერალური მენეჯერის მოადგილე, კომპანიის მენეჯერი, კომპანიის მენეჯერის მოადგილე და მსგავსი თანამდებობები,

ექსპერტი: ადამიანი, რომელსაც აქვს ცოდნა, რაც არ იცი ყველამ, რომელიც ფუნდამენტურად ითვლება ორგანიზაციის მომსახურებისთვის, საკვლევი მოწყობილობებისთვის, ტექნიკისთვის ან მენეჯმენტისთვის. (ამგვარი ინფორმაციის არსებობის შესამოწმებლად განიხილება არა მხოლოდ ორგანიზაციის სპეციფიკური მონაცემები, არამედ პირი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ტექნიკურ ცოდნას. აქვს თუ არა მას კვალიფიკაციის მაღალი დონე, რომელიც დაკავშირებულია სამსახურთან, ამას შეისწავლის შესაბამისი ორგანოები.)

 

მეორე თავი

ნებართვისა და ნებართვის გახანგრძლივების შესახებ განცხადებები

უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 4 - განცხადებები საზღვარგარეთ თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობასთან, ქვეყნის შიგნით კი უშუალოდ სამინისტროში კეთდება.

განაცხადი და ნებართვის გაცემა

მუხლი 5 - (ცვლილება :RG-21/1/2010-27469)

(შეცვლილი პუნქტი :RG-28/4/2011-27918)  კანონის შესაბამისად, სამინისტროში განცხადებები უნდა გაკეთდეს ელექტრონულად, ხელი მოაწეროს ქაღალდზე და სამინისტროს გადაეცეს რეგლამენტის დანართში მითითებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

სამუშაო ნებართვებს სამინისტრო გასცემს ქაღალდის ან ელექტრონული დოკუმენტის სახით.

განაცხადები რომლებიც კეთდება საზღვარგარეთიდან

მუხლი 6 - უცხოელები საზღვარგარეთიდან სამუშაო ნებართვის მისაღებად განაცხადს აკეთებენ მოქალაქეობის მქონე ქვეყნის ან ბინადრობის ნებართვის მქონე ქვეყანაში თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობაში.

წარმომადგენლები, სამუშაო ნებართვის განაცხადის მოთხოვნას შეფასებებთან ერთად უგზავნიან უშუალოდ სამინისტროს.

(შეცვლილი პუნქტი:RG-28/4/2011-27918) თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები და სამინისტრო, საზღვარგარეთიდან გაკეთებული სამუშაო ნებართვის შესახებ განცხადებებზე საქმიანობას ახდენს ელექტრონულად.

(გაუქმებული მუხლი:RG-21/1/2010-27469)

განაცხადები რომლებიც კეთდება ქვეყნის შიგნით

მუხლი 7 - უცხოელებს ან მათ დამსაქმებლებს, რომლებმაც მიიღეს ბინადრობის ნებართვა მინიმუმ ექვსი თვით და მას ვადა არ გასვლია, შეუძლიათ პირდაპირ მიმართონ სამინისტროს. (დამატებითი წინადადება:RG-28/4/2011-27918) განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები სამინისტროს უნდა წარედგინოს ელექტრონული განაცხადის მიღებიდან ექვსი სამუშაო დღის განმავლობაში.

გარდა თურქეთში სასწავლო მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვისა, ნებისმიერი მიზნით მინიმუმ ექვსი თვის ვადით აღებული ბინადრობის ნებართვა და ამ ნებართვის პერიოდში გაცემული სამუშაო ნებართვის მიმღები უცხოელებიდან, თურქეთის საგარეო წარმომადგენლობისგან სამუშაო ნებართვის აღების პირობა საჭირო აღარ არის.  თუმცა, ტრეფიკინგის თემის არსებობის შემთხვევაში ან შესაძლებლობის შემთხვევაში მომუშავე უცხოლებენისთვის ექვს თვიანი ბინადრობის უფლება მხედველობაში არ მიიღება და ყველა ჯერზე უცხოეთის წარმომადგენლობისგან სამუშაო ვიზის აღება იქნება საჭირო.

ტურისტული ვიზის ან სამუშაოს ვიზის გარდა თურქეთში ჩამოსული და ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელების სამუშაო ნებართვისთვის განცხადებები ქვეყნის შიგნიდან არ მიიღება.

(დამატებითი პუნქტი:RG-21/1/2010-27469) უცხოელებს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭა ლტოლვილის ან თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი, არ სჭირდებათ ბინადრობის ნებართვის ვადა. ამ სტატუსის მქონე პირთა სამუშაო ნებართვის მოთხოვნების შეფასებისას მიიღება საჭირო ზომები, რომ სამუშაო ნებართვის პროცედურები დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, დებულების მე -13 მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებული საკითხების გათვალისწინების გარეშე.

(დამატებითი პუნქტი:RG-21/1/2010-27469) ქვეყნის შიგნით შეტანილი სამუშაო ნებართვის შემთხვევაში სავალდებულოა სამართალდამცავი ორგანოებისათვის განცხადების შეტანა სამუშაო ნებართვით ბინადრობის ნებართვის მისაღებად სანებართვო დოკუმენტის შეტყობინების დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამუშაო ნებართვა ძალაში არ შევა.

განცხადება გახანგრძლივების თაობაზე

მუხლი 8 - (შეცვლილი პუნქტი:RG-28/4/2011-27918) სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნას, დებულების მე-5 მუხლში განმარტებული პირნციპების შესაბამისად, უშუალოდ სამინისტროში გადასცემს უცხოელი ან მისი დამსაქმებელი, განაცხადის ფორმას დებულების დანართში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად.

ვადაგასული სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მიზნით, გაგრძელების განცხადება უნდა გაკეთდეს სამუშაო ნებართვის დასრულებიდან, არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში, ამ პერიოდის შემდეგ გაკეთებული გახანგრძლივების შესახებ განცხადება   ექვემდებარება პრინციპებს, რომლებიც გამოიყენება უცხოელებისთვის, რომლებიც პირველად მიმართავენ განცხადებას.

სამუშაო ნებართვის დასრულებამდე მაქსიმუმ ორი თვის ვადაში, ნებართვის ვადის ამოწურვამდე ასევე შესაძლებელია განახგრძლივების თაობაზე განაცხადის გაკეთება.

სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების შემთხვევაში, გახანგრძლივებული სამუშაო ნებართვის საწყისი თარიღია ვადა ამოწურული სამუშაო ნებართვის თარიღი.

(შეცვლილი დებულება:RG-28/4/2011-27918) სამუშაო ნებართვაზე განახნგრძლივების შესახებ განმცხადებელ უცხოელს,  სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვის შემდეგ ორმოცდახუთი დღის არ გადაცდენის შემთხვევაში შეუძლია იმუშაოს იგივე დამსაქმებელთან იგივე პროფესიით. ამ ვადაში მუშაობა მიიღება, როგორც იურიდიული სამუშაო და უცხოელის, შესაბამისი ორგანოებისა და დამსაქმებლის ვალდებულებები ანალოგიურად გრძელდება. ისინი, ვინც განაცხადის გახანგრძლივებას ითხოვენ, ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონულად.

(გაუქმებული მუხლი:RG-28/4/2011-27918)

(გაუქმებული მუხლი:RG-28/4/2011-27918)

მესამე თავი

ნებართვისა და ნებართვის გახანგრძლივების განაცხადების შეფასება

ნაკლული დოკუმენტები

მუხლი 9 - (შეცვლილი:RG-28/4/2011-27918)

თუ სამინისტრო დაადგენს, რომ განაცხადი შედგენილია ნაკლული დოკუმენტაციით, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში, კანონის    მე-12 მუხლით განსაზღვრული ოცდაათი დღის ვადა იწყება ნაკლული დოკუმენტაციის სამინისტროში წარდგენის დღიდან.

იმ შემთხვევაშ თუ სამუშაო ნებართვის განცხადებისთვის ამ დებულებით გათვალისწინებული პროცედურები და პრინციპები არ შესრულდება ან ნაკლული დოკუმენტები თხუთმეტი დღის განმავლობაში არ მოიძიება, განაცხადის დოსია პროცესიდან ამოიღება.

შესაბამისი ორგანოებიდან რეკომენდაცია

მუხლი 10 - განცხადებასთან დაკავშირებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს სამინისტრო მიიღებს.

(შეცვლილი:RG-21/1/2010-27469) რეკომენდაციის, ინფორმაციისა და დოკუმენდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყოველდღიურად. საჯარო დაწესებულებიდან და ორგანიზაციებიდან დოკუმენტაციისთვის მაქსიმუმ ხუთი დღე, ხოლო მოსაზრებისა და რეკომენდაციებისთვის კი მაქსიმუმ თხუთმეტი დღე არის გამოყოფილი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოხსენება მაქსიმუმ თხუთმეტ დღეში სამინისტროს უნდა ეცნობოს. აღნიშნული მოხსენებებისთვის,  შემთხვევაში შესაძლებელია დროის დამატებაც იმ პირობით, რომ არ გაცდება თხუთმეტ დღეს.

სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები ერთმანეთთან კომუნიკაციის საშუალებებს, მათ შორის ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას, ასევე სხვა საშუალებებსა და მეთოდებს ერთმანეთთან ათანხმებენ.

იმ შემთხვევაში, თუ გახანგრძლივობის  და მოცემული დამატებითი დროის თაობაზე არ იქნა განცხადება გაკეთებული, სამინისტრო მას დადებითად მიიჩნევს.

სამინისტრო არ ითხოვს შესაბამისი ორგანოების მოსაზრებებს სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების განაცხადების დროს. თუმცა, ეს ძალაშია მხოლოდ იმ პირობით, რომ უცხოელი არ შეიცვლის  პროფესიული მოვალეობების ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობებს.

შესაბამისი ორგანოების ნაკლული დოკუმენტების გამოვლენა

მუხლი 11 - მას შემდეგ რაც შესაბამისი ორგანოების მოთხოვნით, მოხდება ნაკლული დოკუმენტაციის შევსება, სამინისტროსთვის ნაკლული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციის მიღების პროცედურა მეორდება. ამ შემთხვევაში, კანონის მე -12 მუხლის ოცდაათდღიანი ვადა (შესწორებული ფრაზა: RG-31/7 / 2010-27658)  სამინისტროდან ნაკლული დოკუმენტების წარდგენის დღიდან იწყება.

დოკუმენტების გამოკვლევა შესაბამისი ორგანოების მიერ

მუხლი 12 - კანონის მე-13, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე და 32-ე მუხლების თანახმად, შესაბამისი ორგანოები, რომლებისგანაც სამინისტრო ითხოვს რეკომენდაციას, სამუშაო ნებართვის განაცხადთან დაკავშირებით, ისინი ასევე  განცხადების თანდართული ინფორმაციისა და დოკუმენტების ამოწმებენ მათი მოვალეობებისა და უფლებამოსილების ფარგლებში.

ინფორმაციისა და დოკუმენტების ურთიერთმიმართების შემოწმებისას, შესაბამისი ორგანოები ასევე  ითვალისწინებენ დებულების 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ  სამუშაო ნებართვის გაუქმების მიზეზებს.

ნებართვების გაცემის ან გახანგრძლივების შეფასება

მუხლი 13 - სამინისტრო აფასებს სამუშაო ნებართვის განაცხადს შესაბამისი ორგანოების მოსაზრებების გათვალისწინებით. ამასთან, დაცულია დებულების       მე -10 მუხლის მეხუთე პუნქტის დებულებები.

სამინისტრო, გარდა ორმხრივი ან მრავალმხრივ ხელშეკრულებებში გათვალისწინებული სხვა პირობებისა, მუშაობის ნებართვებისა და ნებართვის გაფართოების გახანგრძლივების შეფასებისას;   ითვალისწინებს შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებას, სამუშაო თუ ცხოვრებაში განვითარებულ მოვლენებს, სექტორულ, გეოგრაფიულ და ეკონომიკურ კონიუნქტურაში ცვლილებებს კონკრეტულ სამუშაო ადგილზე ან საწარმოში და კონკრეტულ პროფესიაში, რაც დამოკიდებულია უცხოელის ბინადრობისა და სამუშაო ნებართვის ხანგრძლივობაზე, მომსახურების ხელშეკრულების ხანგრძლივობასა და სამსახურზე.

(შეცვლილი პუნქტი:RG-28/4/2011-27918) ამ შეფასების კრიტერიუმების თანახმად, კანონის მე-12 მუხლის გათვალისწინებით სამინისტროს მიერ შეფასებისას, თურქეთის ორმცრივი ან მრავალმხრივი დებულებების გათვალისწინებით განმცხადებელი ქვეყანაში ოთხ კვირიანი ვადით საქმიანობისას მოწმდება თურქეთის ბიზნეს საბჭოს მიერ.

(შეცვლილი პუნქტი:RG-21/1/2010-27469) სამინისტრო უცხოელის ქვეყანაში დასაქმების შეფასებისას ითვალისწინებს სამუშაოს ხასიათს, უცხოელის განათლების დონეს, სამუშაო ადგილის წვლილს ეროვნულ ეკონომიკაში და დასაქმების დონეს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს კვალიფიკაციასთან.  (დამატებითი წინადადება :RG-28/4/2011-27918) სამინისტრო ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს. (გაუქმებული მუხლი:RG-28/4/2011-27918)

(დამატებული პუნქტი:RG-14/2/2012-28204)  ქვემოთ ჩამოთვლილი უცხოელების სამუშაო ნებართვის განაცხადები სრულდება მეოთხე პუნქტში მითითებული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე:

a) უცხოელები, რომლებიც არიან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები,

b) უცხოელები, რომლებსაც აქვთ მიღებული ბინადრობის ნებართვა თურქული და ნათესაური საზოგადოების ფარგლებში,

c) უცხოელები, რომლებსაც აქვთ მიღებული ბინადრობის ნებართვა ჰუმანიტარული მოსაზრებების ფარგლებში,

ç) უცხოელები, რომლებსაც მიენიჭათ ბინადრობის ნებართვა, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლებს,

d) უცხოელები, რომელთა დედა, მამა ან შვილები არიან თურქეთის მოქალაქეები,

e) უცხოელები, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა მოქალაქეობის არმქონე სტატუსში.

კანონის ფარგლებში სამუშაო პერიოდები

მუხლი 14 - წლიური შვებულება, სამსახურეობრივი უბედური შემთხვევა და პროფესიული დაავადება, ავადმყოფობა და მშობიარობის პერიოდი, დროებითი შრომისუუნარობა და უმუშევრობის დაზღვევის შეღავათები ლეგალურ სამუშაო პერიოდში შედის.

სამუშაო დროებისა და ბინადრობის ნებართვების შეფერხებები

მუხლი 15 - სამუშაო ნებართვების მიხედვით, მუდმივი ბინადრობა  გაიცემა ბინადრობის ნებართვით,  შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად,  გათვალისწინებულია, ბინადრობისა და სამუშაო პერიოდები კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილი პერიოდების ჩათვლით.

დამსაქმებლის მხრიდან დროებით ან შვებულების მიზეზიღ გაგზავნილი უცხოელი, რომლის გადასახადიც თურქეთის სოციალური დაცვის დაწესებულებაში ირიცხება, ითვლება საცხოვრებელ და სამუშაო პერიოდებში.

თუმცა, უცხოელი, რომელიც თურქეთში იმყოფება და ბინადრობის უფლება ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაახანგრძლივა, უწყდება სამუშაო ნებართვა.

მეოთხე თავი

შესაბამისი ორგანოებისათვის ნებართვისა და გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილებებისა შეტყობინება

გადაწყვეტილება

მუხლი 16 - სამინისტრო შეფასების შედეგად   იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოების მოსაზრებების გათვალისწინებით. დაცულია დებულების მე -10 მუხლის მეხუთე პუნქტის დებულებები.

შესწორების შესახებ გადაწყვეტილება

მუხლი 17 - თუ მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ კანონის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებითი შეცდომაა, სამინისტრო მიიღებს გადაწყვეტილებას მისი ოფიციალურად შეცვლის შესახებ. დასაბუთებული გადაწყვეტილება ეცნობება მხარეებს.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ სამინისტროს შეტყობინება

მუხლი 18 - სამუშაო ნებართვის გადაწყვეტილებას ქვეყნის გარეთ გაკეთებულ განცხადებებითვის სამინისტრო თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობის საშუალებით აცნობს განმცხადებელს, ხოლო ქვეყნის შიგნით გაკეთებული განცხადებებისთვის სამუშაო ნებართვის ან გახანგრძლივების შესახებ უცხოელს ან დამსაქმებელს ეცნობება.

სამუშაო ნებართვისა და გახანგრძლივების შესახებ დადებით გადაწყვეტილებებს სამინისტრო აცნობებს შესაბამის ორგანოებს.

ნებართვისა და გახანგრძლივების შესახებ ზედა ზღვარი

მუხლი 19 - სამუშაო ნებართვის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომსახურების ხელშეკრულების ან სამუშაოს ხანგრძლივობას, კანონით და დებულებით განსაზღვრული სამუშაო ნებართვების გაცემისა და გახანგრძლივების პერიოდების გათვალისწინებით.

მეხუთე თავი

ნებართვების შეზღუდვა, უარი, გაუქმება, დაბრუნება,

მოქმედების დაკარგვა

ნებართვების შეზღუდვა და შეზღუდვებთან დაკავშირებული გამონაკლისები

მუხლი 20 - თურქეთის ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით, სამუშაო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ, იმ შემთხვევებში, როდესაც ამას მოითხოვს სექტორული და ეკონომიკური კონიუნქტურის პირობები, გარკვეული პერიოდი დასაქმებას, სოფლის მეურნეობის, სამრეწველო ან მომსახურების სექტორებში შეიძლება შეიზღუდოს კონკრეტული საქმიანობით, ბიზნესის ხაზით, ქონებით და გეოგრაფიული არეალით.

ამასთან კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად ეს შეზღუდვა არ ვრცელდება განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის გაცემისას.

განვითარებული მოვლენებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სამინისტროს შეუძლია შეცვალოს შეზღუდვები.

ნებართვის მოთხოვნის უარყოფა

მუხლი 21 - იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ დაირღვა შესაბამისი ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული დებულებებისა და სხვა კანონებში შეტანილი სამუშაოებისა და პროფესიების შესახებ დებულებები, ასევე რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მიზეზების არსებობის შემთხვევაში, მოთხოვნა სამუშაო ნებართვის ან სამუშაო ნებართვის გაგრძელების შესახებ იქნება უარყოფილი.

მათთვის, ვინც იმუშავებს პროფესიული მომსახურების ფარგლებში,   ვალდებულნი არიან დაამატონ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიღებული დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ მათ არ ეკრძალებათ ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციებში მუშაობა, რომ ისინი არიან წევრები, ასრულებენ თავიანთ პროფესიას და აქვთ პროფესიული კომპეტენცია. უცხოელებს, რომლებსაც აკრძალული აქვთ პროფესიული საქმიანობა და რომლებსაც არ აქვთ აკადემიური კვალიფიკაცია, არ შეუძლიათ განაცხადის გაკეთება.

სამინისტრო   მუშაობის ნებართვას ან სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნისას ითვალისწინებს დებულების მე-13 მუხლის მესამე პუნქტში მითითებული ანგარიშის შინაარსს; თუ გავრცელდა ინფორმაცია,იმავე სამუშაოზე იმავე ხარისხის კადრისთვის შიდა მოთხოვნა არსებობს, იგი თავის შეფასებას განახორციელებს რეგლამენტის მე -13 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელის კვალიფიკაცია  შესაფერისი არ არის, იგი მიიღებს უარყოფას ნებართვის მოთხოვნაზე კანონის მე -14 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

დებულების მე -7 მუხლის მესამე პუნქტში მითითებული განაცხადების აკრძალვის მიუხედავად, მიღებული განაცხადები უარყოფილია კანონის მე -12 და მე -14 პუნქტების შესაბამისად.

ნებართვის გაუქმება

მუხლი 22 - მე-11 და მე-13 მუხლებში მითითებული შეზღუდვების კანონით, თურქეთის ეროვნული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისი ორგანოების მიხედვით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სამუშაოს ან უცხო ქვეყნის კანონს, მე-14 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების ან დამსაქმებლის არსებობით, უცხლოელის მხრიდან სამუშაო ნებართვის მოთხოვნის შესახებ არასრული, ყალბი ან არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში,   სამინისტრო აუქმებს მუშაობის ნებართვას და აცნობებს შესაბამის ორგანოებს და განმცხადებელს.

გარდა ამისა, შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო გაუქმებასთან დაკავშირებით შეფასებას გადახედავს.

გაუქმებული ნებართვის დაბრუნება

მუხლი 23 - იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი პერსონალი, რომელზედაც გაიცა სამუშაო ნებართვა არ დაიწყებს მუშაობას ან განაცხადებს, რომ სხვა კომპანიაში უნდა მუშაობა, სამინისტრომ შესაძლებელია მოსთხოვოს ნებართვის დოკუმენტის დაბრუნება.

სავალდებულოა, რომ გაუქმებული სამუშაო ნებართვების ორიგინალი მომხმარებელმა  დაუბრუნოს სამინისტროს შეტყობინებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

ნებართვის დაკარგვა

მუხლი 24 - სამუშაო ნებართვები კარგავს მოქმედებას კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად. 

მეორე ნაწილი

სამუშაო ნებართვის ტიპები

პირველი თავი

დროებითი სამუშაო ნებართვების გაცემა და გახანგრძლივება

დროებითი სამუშაო ნებართვა

მუხლი 25 - თურქეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებში წინააღმდეგობის არ არსებობის შემთხვევაში, მუშაობის ნებართვა მაქსიმუმ ერთი წლის ვადით გაიცემა კონკრეტულ სამუშაო ადგილზე, საწარმოში ან კონკრეტულ პროფესიებზე.

დროებითი სამუშაო ნებართვის გეოგრაფიული არეალი

მუხლი 26 - (შეცვლილი:RG-28/4/2011-27918)

სამინისტრომ შეიძლება შეიტანოს ცვლილებები დროებითი სამუშაო ნებართვების მოქმედების სფეროში, პროვინციის ან გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით.

სამუშაო ნებართვა მოქმედებს სამუშაო ადგილისა და დოკუმენტში მითითებული მისამართისთვის. უცხოელის განცხდაებას, სავაჭრო რეესტრში რეგისტრირებულ სხვა ფილიალში მუშაობისთვის შეაფასებს სამინისტრო. მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სამუშაო ნებართვაში ცვლილებების თაობაზე ეცნობება შესაბამისს ორგანოებს.

სამუშაო ადგილის სახელის ან მისამართის ცვლილების დროს, იმ შემთხვევაში თუ ეს დადასტურდება ოფიციალური ორგანოებისგან მიღებული დოკუმენტაციით, სამუშაო ნებართვაში შეტანილი ცვლილებები ეცნობება შესაბამისს ორგანოებს.

დროებითი სამუშაო ნებართვის გახანგრძლივება

მუხლი 27 - დროებითი სამუშაო ნებართვის განახნგრძლივებას საფუძვლად უდევს კანონის მე-5 მუხლში გათვალისწინებული პერიოდები.

ერთწლიანი კანონიერი სამუშაოს შემდეგ, იგივე სამუშაო ადგილისა და იგივე სამუშაოს შესრულების პირობით სამუშაო ნებართვა შეიძლება გახანგრძლივდეს მაქსიმუმ ორი წლით.

სამწლიანი კანონიერი სამუშაოს შემდეგ, იგივე სამუშაო ადგილისა და იგივე სამუშაოს შესრულების პირობით სამუშაო ნებართვა შეიძლება გახანგრძლივდეს მაქსიმუმ სამი წლით.

დროებითი სამუშაო ნებართვის განაცხადები უცხოელის მეუღლისა და ბავშვებისთვის

მუხლი 28 - თურქეთში სამუშაოდ მოსული უცხოელის მეუღლისა და შვილებისთვის, უცხოელთან ერთად მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში ბინადრობის პირობით კანონისა და რეგლამენტის გათვალისწინებით, შეიძლება გაიცეს სამუშაო ნებართვა.

იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის დოკუმენტის წარდგენა

მუხლი 29 - კანონის მე-5 მუხლითა და რეგლამენტის 28-ე მუხლით გათვალისწინებული კანონიერი და უწყვეტი ბინადრობა, მინიმუმ ხუთი წლიანი, პოლიციის განყოფილებიდან გაიცემული დოკუმენტით მტკიცდება. ეს დოკუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება სამინისტროს დროებითი სამუშაო ნებართვის მისაღებად განაცხადის გაგზავნისას. ხუთი წლის განმავლობაში იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის პირობების შეფასება ექვემდებარება კანონის მე -9 მუხლით განსაზღვრულ საკითხებს.

მეუღლეებისა და შვილების კანონიერი და უწყვეტი ბინადრობის პერიოდების გაანგარიშება

მუხლი 30 - უცხოელის მეუღლისა და შვილების შესახებ დებულების 28-ე მუხლის მიხედვით, მინიმუმ ხუთწლიანი კანონიერი და უწყვეტი ბინადრობის შეფასებისას, შეფასების პერიოდი ითვლება ბინადრობაში.

(გაუქმებულია მეორე აბზაცი:RG-31/7/2010-27658)

მეორე ნაწილი

განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის გაცემისა და გახანგრძლივების კავშირი ბინადრობასთან

განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა

მუხლი 31 - თურქეთის ორმხრივი ან მრავალმხრიცი ხელშეკრულბებში წინააღმდეგობის არ არსებობის შემთხვევაში, თურქეთში მინიმუმ რვა წელი კანონიერად და უწყვეტად ბინადრობის მქონეს ან ჯამში ექვსი წელი კანონიერად მომუშავე უცხოელზე, სამუშაო ბაზრის მდგომარეობის და განვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი ორგანოების მხრიდან რეკომენდაციის შემთხვევაში გარკვეულ პროფესიებზე, საქმიანობაზე, ქონებაზე ან გეორგაფიის არეალზე შეზღუდვით შეიძლება სამუშაო ნებართვა გაიცეს.

იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის დოკუმენტის წარდგენა

მუხლი 32 -კანონის მე-6 მუხლით  გათვალისწინებული იურიდიული და უწყვეტი ბინადრობა, მინიმუმ რვაწლიანი, პოლიციის განყოფილებიდან გაცემული დოკუმენტით მტკიცდება. ეს დოკუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება სამინისტროს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის განაცხადის დროს. რვაწლიანი იურიდიული და ბინადრობის უწყვეტი პირობების შეფასება ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ საკითხებს.

უცხოელის მეუღლისა და ბავშვების იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის პერიოდის გაანგარიშება

მუხლი 33 - უცხოელის მინიმუმ რვაწლიანი იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის პირობების შეფასებისას, შეფასების პერიოდი მხედველობაში არ მიიღება. თუმცა კანონის მე-5 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელთან ერთად თურქეთში მოსული და მასთან ერთად მცხოვრები, ამასთან ერთად განათლების მიღებისას მისი მეუღლე და შვილების პერიოდი ითვლება ბინადრობის დროში.

(გაუქმებულია მეორე აბზაცი:RG-31/7/2010-27658)

ლეგალური სამუშაო პერიოდის გაანგარიშება და ამ სტატუსის ამსახველი დოკუმენტის წარდგენა

მუხლი 34 - კანონის მე-6 მუხლით  გათვალისწინებული იურიდიული და უწყვეტი ბინადრობა, მინიმუმ ექვსწლიანი, პოლიციის განყოფილებიდან გაიცემული დოკუმენტით მტკიცდება. ეს დოკუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება სამინისტროს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის განაცხადის დროს. ჯამში ექვსი წლის განმავლობაში კანონიერი გზით სამუშაო პირობების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული საკითხები.

განუსაზღვრელი დროით  ბინადრობის მოწმობაზე კავშირით გაცემული ბინადრობის ნებართვა

მუხლი 35 - იმ უცხოელს, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა და სურს აიღოს ბინადრობის ნებართვა, თურქეთში ბინადრობასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

(შეცვლილი პუნქტი:RG-28/4/2011-27918) განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა ბინადრობის ნებართვის დროების მიხედვით გამოიყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელს აქვს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვა და შეიცვალა სამსახური ან შეიცვალა სამსახურის მისამართი, კანონის მე-18 მუხლის მიხედვით მაქსიმუმ თხუთმეტ დღეში უნდა შეატყობინოს სამინისტროს.  სამინისტრო ახორციელებს არსებულ განუსაზღვრელს დროებით სამუშაო ნებართვაში საჭირო ცვლილებებს გაგზავნილი ინფორმაციისა და დოკუმენტების შესაბამისად და აცნობებს შესაბამის ორგანოებს.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის ორგანოების მიერ განუსაზღვრელი სამუშაო ნებართვის საფუძველზე გაცემული ბინადრობის ნებართვის ვადა არ გაგრძელდება, ამის შესახებ ეცნობება სამინისტროს.

მესამე ნაწილი

დამოუკუდებელი სამუშაო ნებართვების გაცემისა და გახანგრძლივების ურთიერთობა ბინადრობასთან

დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა

მუხლი 36 - იმისათვის რომ უცხოელმა მიიღოს დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა, მას უნდა ჰქონდეს თურქეთში ბინადრობა მინიმუმ ხუთი წლით კანონიერად და უწყვეტად, ასევე, მუშაობდეს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და დადებით გავლენას ახდენდეს სამუშაო გავლენაზე.

დასაქმებაზე გავლენის დადგენისას ასევე მხედველობაში მიიღება შესაბამისი ორგანოების მოსაზრებები.

უცხოელები, რომლებიც აპირებენ პროფესიულ მომსახურების სფეროში საქმიანობას, შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში სამინისტროში წარუდგენენ დოკუმენტს, რომელიც მიიღეს შესაბამისი ორგანოებისგან.

იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის ნებართვის წარდგენა

მუხლი 37 -კანონის მე -7 მუხლით  გათვალისწინებული იურიდიული და უწყვეტი ბინადრობა, მინიმუმ ხუთწლიანი, პოლიციის განყოფილებიდან გაცემული დოკუმენტით მტკიცდება. ეს დოკუმენტი, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ეგზავნება სამინისტროს განუსაზღვრელი ვადით სამუშაო ნებართვის განაცხადის დროს. ჯამში ხუთი წლის განმავლობაში კანონიერი გზით სამუშაო პირობების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კანონის მე -9 მუხლით გათვალისწინებული საკითხები.

უცხოელის მეუღლისა და ბავშვების ლეგალური და უწყვეტი ბინადრობის პერიოდის გაანგარიშება

მუხლი 38 - უცხოელის მინიმუმ ხუთწლიანი იურიდიული და უწყვეტი ბინადრობის პირობების შეფასებისას, შეფასების პერიოდი მხედველობაში არ მიიღება. თუმცა კანონის მე-5 მუხლის მე-4 ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოელთან ერთად თურქეთში მოსული და მასთან ერთად მცხოვრები, ამასთან ერთად განათლების მიღებისას მისი მეუღლე და შვილების პერიოდი ითვლება ბინადრობის დროში.

(გაუქმებულია ბოლო წინადადება:RG-31/7/2010-27658)

დამოუკიდებელ სამუშაო ნებართვის მიხედვით გაცემული ბინადრობის ნებართვა

მუხლი 39 - იმ უცხოელს, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა და სურს აიღოს ბინადრობის ნებართვა, თურქეთში ბინადრობასთან და მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

დამოუკიდებელი მუშაობის ნებართვას უცხოელი იყენებს ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით,მანამ სანამ სამუშაოს ხასიათი არ შეიცვლება.

თუ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაცემული ბინადრობის ნებართვა არ გაგრძელდა დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის საფუძველზე, ეცნობება სამინისტროს.

დამოუკიდებელი მუშაობის ნებართვისთვის ძირითადი დოკუმენტების გარდა, საჭირო სხვა დოკუმენტები

მუხლი 40 - დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის შეფასებისას სამინისტროში სხვა დოკუმენტებთან ერთად  შეიძლება საჭირო გახდეს დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ადასტურებს, რომ უცხოელის საქმიანობა ხელს შეუწყობს ეროვნულ ეკონომიკას და უცხოელს აქვს საკმარისი შემოსავალი საქმიანობის განსახორციელებლად,

დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის განაცხადის დოკუმენტი

მუხლი 41 - "დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის სააპლიკაციო დოკუმენტი" გაიცემა უცხოელზე, რომელსაც ჩათვლიან მიზანშეწონილად დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის მისაღებად.

დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის განაცხადის დოკუმენტის მოქმედების ვადა

მუხლი 42 - დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვის განაცხადის დოკუმენტი ძალაშია გაცემის დღიდან სამი თვის განმავლობაში. უცხოელზე შეიძლება გაიცეს დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა, თუ იგი ბიზნესის დაწყების შემდეგ სამინისტროს წარუდგენს სავაჭრო რეესტრის ჩანაწერს.

მეოთხე ნაწილი

განსაკუთრებული შემთხვევები

განსაკუთრებული შემთხვევები

             მუხლი  43 – იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობაში არ მოდის თურქეთის ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებებში, ეროვნული კანონმდებლობისა და პროფესიულ მომსახურეობასთან დაკავშრებით, შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციების გათვალისწინებით უცხოელებზე, რომელთა სტატუსი მითითებულია ამ ნაწილის შემდეგ მუხლებში, შეიძლება გაიცეს გამონაკლისის წესით სამუშაო ნებართვა.

გამონაკლისის წესით სამუშაო ნებართვის გახანგრძლივება და გაუქმება ექვემდებარება წესის ზოგადი დებულებების პროცედურას. გარდა ამისა, გამონაკლისის წესით მიღებული სამუშაო ნებართვები ასევე გაუქმდება, თუ დადგინდა, რომ არ დაკმაყოფილდება შესაბამისი პროფესიული კანონმდებლობის მოთხოვნები. გადაწყვეტილებები გამონაკლისის წესით სამუშაო ნებართვის გაცემის, გაუქმებისა და გაგრძელების შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოებს.

თურქეთის მოქალაქეზე დაქორწინებულები

მუხლი 44 - (შეცვლილია:RG-28/4/2011-27918)

უცხოელი, რომელიც დაქორწინებულია თურქეთის მოქალაქეზე და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს თურქეთში, სამუშაო ნებართვის განაცხადისას ბინადრობის ხანგრძლივობის პირობა არ არის საჭირო.

ამ დებულების მე -13 მუხლის მეოთხე პუნქტის კრიტერიუმები არ გამოიყენება იმ უცხოელთა განცხადებებზე, რომლებიც ცხოვრობენ თურქეთის მოქალაქესთან ქორწინების კავშირში მინიმუმ სამი წლის განმავლობაში. ამასთან, თუ დადგინდა, რომ ქორწინება არ შედგა ოჯახის კავშირისთვის, სამუშაო ნებართა კარგავს მოქმედებას.

რეზიდენტი უცხოელები

მუხლი 45 - თურქეთის მოქალაქესთან მინიმუმ სამი წელი ქორწინებაში ყოფნის და განქორწინების შემთხვევაში, თურქეთში მცხოვრები უცხოელის სამუშაო ნებართვა, თურქეთში კანონიერად ყოფნის პირობით გამონაკლისის წესით შეიძლება გაიცეს.

    ტერმინი რეზიდენტი უცხოელი ნიშნავს იმ პირებს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს ბინადრობის ნებართვის მიხედვით. ამ უცხოელებმა განაცხადის მიღებისას სხვა ორგანოებთან ერთად სამინისტროს უნდა წარუდგინონ  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეზიდენტი უცხოელების შვილები

მუხლი 46 - თურქეთის მოქალაქესთან მინიმუმ სამი წელი ქორწინების და განშორების შემდეგ, თურქეთში მცხოვრები უცხოელების შვილების სამუშაო ნებართვებიც, რომლებიც ჰყავს თურქეთის მოქალაქისგან, თურქეთში კანონიერად ყოფნის პირობით გამონაკლისის წესით გაიცემა.

ისინი, ვინც დაკარგა თურქეთის მოქალაქეობა

მუხლი 47 - იმ შემთხვევაში, თუ უცხოელები, რომლებიც ექვემდებარებიან თურქეთის მოქალაქეობის კანონის 403 კანონის მე -19, 27-ე და 28-ე მუხლებს და ითხოვენ მუშაობის ნებართვას, მათ შეიძლება მიენიჭონ განსაკუთრებული სამუშაო ნებართვები, თუ ისინი თავიანთ სტატუსს დოკუმენტურად დაადასტურებენ სამინისტროში შეტანის დროს.

სრულწლოვან ასაკამდე თურქეთში განათლების დამთავრება

მუხლი 48 - თურქეთში დაბადებული ან თავისი ეროვნული კანონმდებლობით მოქალაქეობის არ მქონე პირი სრულწლოვან ასაკამდე თურქეთში პროფესიული სკოლის, უმაღლესი სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულების შემთხვევაში სამუშაო ნებართვაზე განმცხადებელ უცხოელს, სამინისტროში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით შეიძლება მიენიჭოს სამუშაო ნებართვა გამონაკლისის წესით.

№ 2510 დასახლების კანონის ფარგლებში

მუხლი 49 –  No:2510  დასახლების კანონის თანახმად, უცხოელები, რომლებიც ემიგრანტებად, ლტოლვილებად ან მომთაბარეებად ითვლებიან, შეიძლება მიეცეთ განსაკუთრებული სამუშაო ნებართვა, იმ პირობით, რომ ისინი თავიანთ სტატუსს შეაჯერებენ სამინისტროში განაცხადის შეტანის დროს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები, მათი მეუღლე და შვილები

მუხლი 50 - ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის მეუღლე ან ბავშვები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები, განცხადების შემთხვევაში შეიძლება მიიღონ გამონაკლისის წესით სამუშაო ნებართვა.

ევროპის ეკონომიკური გაერთიანების-თურქეთის ასოცირების საბჭოს №1/80   გადაწყვეტილების მიხედვით, უცხლოელის სამუშაო ბაზარზე შესვლას მე-6 და მე-7 მუხლის დებულებებით, დაცულია მე-11 მუხლის მიხედვით.

საელჩოების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თურქეთში წარმომადგენლობების მეუღლეები და შვილები

მუხლი 51 - (შეცვლილია:RG-28/4/2011-27918)

საპასუხო პრინციპების ფარგლებში და შეზღუდული მანდატის შენარჩუნების მიზნით, უცხო ქვეყნის თურქეთში საელჩოების, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებული პერსონალის მეუღლე და შვილების სამუშაო ნებართვა გამონაკლისის წესით გაიცემა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით.

სამეცნიერო, კულტურული და სპორტული მიზნით მოკლე ვადით ჩამოსულები

მუხლი 52 - ერთ თვეზე მეტი ხნით სამეცნიერო და კულტურული მიზნებისთვის ჩამოსული უცხოელისთვის, ხოლო ოთხ თვეზე მეტი დროით სპორტული მიზნებისთვის ჩამოსულ უცხოელზე განცხადები შემთხვევაში, თურქეთში ყოფნისთვის სამუშაო ნებართვა შეიძლება გაიცეს გამონაკლისის წესით.

უცხოელები, რომლებიც არიან ძირითადი პერსონალი

მუხლი 53 - კანონით მინიჭებული უფლებით სამინიტსროებთან ან ორგანიზაციებთან ხელშეკრულების ან ტენდერის გზით საქონლის ან მომსახურეობის მიღებისას, გარკვეული სამუშაოს შესრულებისას ან ობიექტზე მუშაობისას, აგრეთვე ყველა სახის სამშენებლო სამუშაოსთვის ძირითადი პერსონალისთვის, განცხადების შემთხვევაში შეიძლება გაიცეს სამუშაო ნებართვა გამონაკლისის წესით.

თურქეთში  საელჩოებსა და საკონსოლოებთან არსებული სკოლების უცხლოელი მასწავლებლები, კულტურულ დაწესებულებების პერსონალი და რელიგიური დაწესებულებების უცხოელი პერონალის სამუშაო ნებართვები

მუხლი 54 - თურქეთში საელჩოებსა და საკონსოლოებთან არსებული სკოლების უცხოელ  მასწავლებლების, კულტურულ დაწესებულებების პერსონალისა და რელიგიური დაწესებულებების უცხოელი პერონალის სამუშაო ნებართვებს გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ამ საკითხთან დაკავშრებით განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით კეთდება.

მესამე ნაწილი

სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება, შეტყობინების ვალდებულება, შემოწმება და მოსაკრებლის გადახდა

პირველი თავი

სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლება

გათავისუფლება

მუხლი 55 – (შეცვლილი:RG-21/1/2010-27469)

(1) სპეციალურ კანონებში მითითებული დებულებების გათვალისწინებით და უცხოელისა და დამსაქმლებლის მხრიდან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პირობით, ქვემოთ აღნიშნული პირებისთვის სამუშაო ნებართვის აღება საჭირო არ არის.

a) თურქეთის ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების მიხედვით სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლებულები,

b) მუდმივი საცხოვრებელი საზღვარგარეთით, სამეცნიერო და კულტურული საქმიანობისთვის ერთ თვეზე ნაკლები დროით, ხოლო სპორტული საქმიანობისთვის ოთხ თვეზე ნაკლები დროით თურქეთში ჩამოსული უცხოელები,

c) თურქეთში იმპორტირებული მანქანებისა და მოწყობილობების ინსტალაციისთვის, ტექნიკური მომსახურეობისა და შეკეთებისთვის, ტრენინგის ან გრანტისთვისთვის, აღჭურვილობის გაუმართაობის გამო ან შესაკეთებლად ჩამოსული უცხოელი (შეცვლილი წინადადება:RG-22/1/2015-29244) თურქეთში შემოსვლის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში ჯამში სამი თვის არ გადაცილების პირობით და ამ სიტუაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის პირობით

ç) თურქეთიდან ექსპორტზე გასული ან თურქეთში იმპორტით შემოსული საქონლისთვის და მომსახურეობისთვის ტრენინგი  (შეცვლილი წინადადება:RG-22/1/2015-29244) თურქეთში შემოსვლის თარიღიდან ერთი წლის განმავლობაში ჯამში სამი თვის არ გადაცილების პირობით და ამ სიტუაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის პირობით

d) ლიცენზირებული ტურისტული საქმიანობისთვის ჩამოსულები გამოფენაზე ან კომპანიის პრეზენტაციაზე ან მსგავსი საქმიანობისთვის თურქეთში ჩამოსვლის თარიღიდან ექვსი თვის არ გადაცილების პირობით და ამ სიტუაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით,

e) უცხოელები, რომლებიც მოდიან უნივერსიტეტებსა და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად, ორი წლის არ გადაცილებისა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის პირობით,

f) სოციალურ-კულტურულ და ტექნოლოგიების სფეროში ექვსი თვის არ გადაცილების პირობით თურქეთში მნიშვნელოვანი მომსახურეობისა და ხელის შეწყობის მიზნით ჩამოსულები,

g) უცხოლები, რომლებიც შედიან ევროკავშირის განათლებისა და ახალგაზრდული პროგრამების ცენტრის  (ეროვნული სააგენტო) პროგრამებში,

ğ) უცხოელები, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას საერთაშორისო სტაჟიორების პროგრამების ფარგლებში, რაც  შეთანხმებული უნდა იყოს მასშატაბებსა და ხანგრძლივობაზე სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უმაღლესი განათლების საბჭოსთან

h) თურქეთში ჩამოსულილ ტურ ოპერატორი უცხოელები რვა თვის არ გადაცდენის პირობით,

ı) თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ან ახალგაზრდობისა და სპორტის გენერალური დირექტორატის მიერ მიზანშეწოლილად მიჩნეული უცხოელი ფეხბურთელებთან ან სხვა სპორტში მწვრთნელებთან კონკტრაქტის პერიოდში,

i) უცხოელი მეზღვაურები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თურქეთის საერთაშორისო გემის რეესტრში, რომლებმაც მიიღეს "შესაბამისობის სერთიფიკატი" შესაბამისი ადმინისტრაციისგან, მეზღვაურთა სწავლების, სერტიფიკაციისა და მეთვალყურეობის სტანდარტების საერთაშორისო კონვენციის I / 10 წესის შესაბამისად,

j) თურქეთისა და ევროკავშირის ფინანსური თანამშრომლობის პროგრამები და პროექტები, რომლებიც ხორციელდება უცხოელი ექსპერტების მიერ.

(2) პროფესიული მომსახურების ფარგლებში, უცხოელმა არქიტექტორებმა, ინჟინრებმა და ქალაქის დამპროექტემბლებმა, რომლებიც ექვემდებარებიან გათავისუფლების დებულებებს, უნდა დაასრულონ თავიანთი აკადემიური და პროფესიული კომპეტენცია და მიიღონ სამინისტროდან სამუშაო ნებართვა, გახდნენ შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციის დროებითი წევრი და შეასრულონ ეროვნული ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების პრაქტიკა, თუ მათი სამსახურის ვადა აღემატება ერთ თვეს.

(3) გათავისუფლების პერიოდები არ ხანგრძლივდება. გარდა ამისა, პირველი პუნქტის (b), (შეცვლილი წინადადება:RG-22/1/2015-29244) (…) (d), (f) ve (h) ქვეპუნქტების ფარგლებში, უცხოელებს შეუძლიათ ისარგებლონ გათავისუფლების დებულებებით მხოლოდ წელიწადში ერთხელ. ამასთან, სავალდებულოა, ამ პირობით სარგებლობისთვის, უცხოელის ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლიდან სამი თვის გასვლა. გათავისუფლების პერიოდიდან მუშაობის შემთხვევაში სამინისტროდან სამუშაო ნებართვის მიღება სავალდებულოა.

(4) (დანართი:RG-22/1/2015-29244)(1) პირველი პუნქტის (c) და (ç) ქვეპუნქტების მიხედვით, უცხოელებისათვის, თურქეთში შესვლის დღიდან ერთი წლის განმავლობაში, თურქეთში მრავალჯერადი შევლის პირობით სამი თვე შესაძლებელია დარჩნა.

(5)(1) ამ მუხლში ჩამოთვლილი უცხოელები ვალდებულნი არიან მიიღონ ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში შემოსვლის დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში და ნებისმიერ შემთხვევაში მათი საქმიანობის დაწყებამდე აცნობონ ჩამოსვლის მიზანI, პერიოდი და საცხოვრებელი ადგილი პოლიციას. ის უცხოელები, რომლებიც ისარგებლებენ გათავისუფლების პირობით, ვალდებულები არიან, რომ შეასრულონ სოციალური დაცვის ვალდებულებები.  ამ მუხლის მიხედვით, უცხოელების ბინადრობის ნებართვას, სამუშაო სტატუსს და სოციალური დაცვის ნომერს პოლიცია ყოველ თვე აცნობებს სამინისტროს.

სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი

მუხლი 56 - "სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების დამადასტურებელი სერთიფიკატი", რომლის ფორმასა და შინაარსს განსაზღვრავს სამინისტრო, გაიცემა იმ უცხოელებზე, რომლებიც გათავისუფლდნენ მუშაობის ნებართვისგან.

მეორე თავი

შეტყობინების ვალდებულება, შემოწმება და მოსაკრებლის გადახდა

შეტყობნების ვალდებულებაi

მუხლი 57 - კანონის მე-18 და მე-19 მუხლებით და დროებითი მე-2 და მე-3 მუხლებით რეგულირებულ შეტყობინებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება რეგულაციასთან დაკავშირებული უცხოელი პერსონალის განაცხადის ფორმის შევსებით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ვადებში.

ეს შეტყობინებები ასევე იგზავნება სამინისტროში ელექტრონული ფოსტით.

შემოწმება

მუხლი 58 - (შეცვლილი:RG-28/4/2011-27918)

შეასრულებენ თუ არა უცხოელები და დამსაქმებლები კანონის ფარგლებში ამ კანონის შესაბამისად წარმოქმნილ ვალდებულებებს, იმოწმებენ სამინისტროს შრომის ინსპექტორები და სოციალური დაცვის დაწესებულების ინსპექტორები. ინსპექტირება, აუდიტი და გამოკვლევები, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონის შესაბამისად, ხორციელდება შრომის კანონის 22/5/2003 წლისა და № 4857   შრომის კანონის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ დამსაქმებლები და უცხოელები, არ ასრულებენ კანონით დადგენილ ვალდებულებებს ყველა სახის ინსპექტირების, გამოკვლევებისა და კონტროლის დროს, რომლებიც ჩატარებულია გენერალური და სპეციალური ბიუჯეტის ადმინისტრაციების და სამართალდამცავი ორგანოების ინსპექტირებისა და კონტროლის პერსონალის მიერ,  ვითარების შესახებ ეცნობება სამინისტროს.

პირველი პუნქტის შესაბამისად შესრულებული შემოწმებისა და მეორე პუნქტის შესაბამისად გაკეთებული შეტყობინებების შემდეგ, სამინისტროს რეგიონალური დირექტორი ადმინისტრაციულ სანქციებს მიმართავს კანონში გაგზავნილი ოქმისა და შემოწმების ანგარიშების შესაბამისად.

მოსაკრებლის გადახდა

მუხლი 59 - უცხოელების სამუშაო ნებართვის დოკუმენტები და პერიოდის გახანგრძლივება ექვემდებარება გადასახადების 492-ე კანონის (6) ნომერის თავს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განსაზღვროს სამუშაო ნებართვის საფასური, საპასუხო ურთიერთობის პრინციპის გათვალისწინებით. 

მეოთხე თავი

სხვა დებულებები

სპეციალური საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ კანონის შესაბამისად უცხოელების სამუშაო ნებართვები

მუხლი 60 - კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, (შეცვლილი ფრაზა:RG-28/4/2011-27918) 8/2/2007წლის  და № 5580 კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების შესახებ კანონის მიხედვით ექვემდებარებიან ამ კანონსა და დებულებებს. ამ კანონის მიხედვით უცხოელების სამუშაო ვიზებს კანონისა და დებულებების გათვალისწინებით სამინისტრო გასცემს. სამუშაო ნებართვის გაცემისას ეროვნული განათლების სამინისტროს რეკომენდაციებიც მიიღება.

შესაბამისი ორგანოების შიდა კანონმდებლობის დებულებები

მუხლი 61 - შესაბამისი ორგანოები ქმნიან თავიანთ შინაგანაწესს კანონისა და დებულების განხორციელების შესახებ, კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში.

უცხოელთა წევრობა შესაბამისი პროფესიული ორგანიზაციების პროფესიული მომსახურების სფეროში მუშაობისთვის

მუხლი 62 - პროფესიული სერვისების ფარგლებში საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებებით სამუშაო ნებართვის მიმღები ინჟინრები, არქიტექტორები და ქალაქის დამპროექტებლები თურქეთში ჩამოსვლიდან არაუგვიანეს ერთი თვის განმავლობაში ვალდებულები არიან შესაბამის პალატაში გაწევრიანდნენ.

ამ შემთხვევაში წევრობის დასაწყისად მიჩნეული იქნება თურქეთში ჩამოსვლის თარიღი.

პროფესიულ მომსახურებასთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის გაცემისას მხედველობაში მიიღება შესაბამის პროფესიულ ასოციაციაში წევრობის პირობა.

დროებითი მუხლი 1 - ( დანართი:RG-24/4/2004-25442)  სხვა ორგანოების მიერ კანონით ძალაში შესვლამდე გაცემული სამუშაო ნებართვები, რომლებიც ითხოვენ მუშაობის ნებართვის გახანგრძლივებას პროფესიული მომსახურების ფარგლებში, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი წლის ვადით, აკადემიური და პროფესიული კომპეტენციის პროცედურის დასრულების მიზნით.

მეხუთე თავი

დასკვნითი დებულებები

ძალაშია

მუხლი 63 - ეს დებულება ძალაშია 6/9/2003 წლიდან.

აღმასრულებელი

მუხლი 64 - ამ კანონის დებულებებს აღასრულებს შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

დანართი-1

(შეცვლილია:RG-21/1/2010-27469)

                 

დანართი- 2

(შეცვლილია:RG-28/4/2011-27918)

დოკუმენტები რომლებიც უნდა დაემატოს განაცხადს

I- დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა პირველი განაცხადის დროს

A- დოკუმენტები რომელიც მოითხოვება უცხოელისგან

• უცხოელის პერსონალური განაცხადის ფორმა (ფორმა ივსება ელექტრონულად, შემდეგ ამოიბედება და დამსაქმებლისა და უცხოელის ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ეგზავნება სამინისტროს.  იმ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელს და უცხოელს არ აქვთ ორიგინალი ხელმოწერები, წარედგინება შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის. თუ ფორმა არ არის ხელმოწერილი და არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება, განაცხადი არ განიხილება.),

• თურქეთიდან განაცხადის გაკეთების შემთხვევაში მინუმუმ ექვს თვიანი ბინადრობის მოწმობა (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• პასპორტის თარგმანი დამტკიცებული ბეჭდიანი თარჯიმნის მიერ ან დამტკიცებული შესაბამისი ორგანოების მიერ (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• პროფესიული დასაქმების შემთხვევაში ასეთი უცხოელებისთვის საჭიროა სამინისტროს მხრიდან გაცემული და თურქულად ნათარგმნი და დამოწმებული დიპლომი ან დრობითი დამამთავრებელი დოკუმენტი, პილოტებისთვის კი პილოტის ლიცენზიის ნიმუში (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• სერტიფიცირებული ტურიზმისასთვის, რომლებიც ამუშავებენ უცხოელებს, საჭიროა შრომითი ხელშეკრულება თურქულ და უცხო ენებზე დამოწმებული თარჯიმნის მიერ. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, თუ უცხოელი, რომელიც ითხოვს მუშაობის ნებართვას პროფესიული მომსახურების ფარგლებში, მიიღებს უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთ, "დიპლომის ან დროებითი დამთავრების ექვივალენტურობის სერტიფიკატი", "საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების დიპლომების ეკვივალენტურობის დებულება"  2547 კანონის მე -3 და მე -7 პუნქტების შესაბამისად. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• უცხოელთათვის, რომლებიც იმუშავებენ ეროვნული განათლების სამინისტროსთან არსებულ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს უცხოელის კვალიფიკაციას ეროვნული განათლების სამინისტროდან (წინასწარი ნებართვა) (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

B- დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა დაწესებულებიდან / ორგანიზაციიდან უცხოელი პერსონალის დასაქმებისათვის

• სამუშაო ნებართვის განაცხადი (ელექტრონული განაცხადის დროს აღნიშნული დოკუმენტი დასკანირდება და გაიგზავნება ქაალდის სახით.),

• ბოლო წლის ბალანსი და მოგების / ზარალის განცხადება, რომელიც დამტკიცებულია საგადასახადო სამსახურის ან დამოწმებული ბუღალტრის მიერ. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• დაწესებულების ბოლო კაპიტალისა და პარტნიორთა სტრუქტურის ამსახველი თურქეთის სავაჭრო რეესტრის გაზეთი. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სადაც უცხოელები დასაქმდებიან, ეროვნული განათლების სამინისტროდან მიღებული "დაწესებულების გახსნისა და სწავლების პროცესის დაწყების ნებართვა" (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ასოციაციების, ფონდებისა და ჯანმრთელობის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს შესაბამისი ორგანოებისგან მიღებული საქმიანობის სტატუსს. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან ბიზნესის და ინვესტიციების სერთიფიკატი სერტიფიცირებული ტურისტული ორგანიზაციებისათვის (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს იმ ორგანიზაციებს (მათ შორის, კონსორციუმებს), რომლებმაც მოიპოვეს უფლება განახორციელონ საერთაშორისო სატენდერო პროექტები საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, აიღეს სამუშაო, რომელსაც მიიღებენ შესაბამისი დაწესებულებისა და ორგანიზაციისგან. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ანაზღაურება იმის დასადასტურებლად, რომ თურქი ინჟინრები / არქიტექტორები / ურბანული დაგეგმარებები დასაქმებულნი არიან იმავე პროფესიაში იურიდიულ პირებში, რომლებიც დაქირავებულ იქნებიან უცხოელ ექსპერტებთან საინჟინრო, არქიტექტურული, საკონტრაქტო და საკონსულტაციო მომსახურებების ფარგლებში. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ნოტარიულად დამოწმებული პირის მინდობილობა, რომელიც უფლებამოსილია ელექტრონული განაცხადი გააკეთოს როგორც „მომხმარებელი“ იმ დაწესებულებისა და ორგანიზაციის სახელით, რომელშიც უცხოელი პერსონალი იქნება დასაქმებული, ან დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც მომხმარებელია, მუშაობს იმ დაწესებულებაში და ორგანიზაციაში, რომლებმაც შეიტანეს განცხადება. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

II- გახანგრძლივების დროს საჭირო დოკუმენტები

A- დოკუმენტები რომელიც მოითხოვება უცხოელისგან

• უცხოელის პერსონალური განაცხადის ფორმა (ფორმა ივსება ელექტრონულად, შემდეგ ამოიბედება და დამსაქმებლისა და უცხოელის ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტი ეგზავნება სამინისტროს.  იმ შემთხვევებში, როდესაც დამსაქმებელს და უცხოელს არ აქვთ ორიგინალი ხელმოწერები, წარედგინება შრომითი ხელშეკრულება მხარეებს შორის. თუ ფორმა არ არის ხელმოწერილი და არ არსებობს შრომითი ხელშეკრულება, განაცხადი არ განიხილება.),

• სამუშაო ადგილის ბინადრობის ნებართვა, რომელიც მოიცავს სამინისტროს მიერ გაცემულ სამუშაოზე ნებართვის პერიოდს (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• წინა სამუშაო ნებართვა და სამოტივაციო წერილი (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით),

• პასპორტის თარგმანი დამტკიცებული ბეჭდიანი თარჯიმნის მიერ ან დამტკიცებული შესაბამისი ორგანოების მიერ (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• დროებითი წევრობის სერთიფიკატი, რომელსაც მოითხოვს უცხოელები, რომლებიც მუშაობენ ინჟინრებად, არქიტექტორებად და ურბანისტებად, თურქეთის ინჟინერთა და არქიტექტორთა კავშირის შესახებ კანონის No 6235 კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად.(ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• უცხოელთათვის, რომლებიც იმუშავებენ ეროვნული განათლების სამინისტროსთან არსებულ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს უცხოელის კვალიფიკაციას ეროვნული განათლების სამინისტროდან (წინასწარი ნებართვა) (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

B- დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა დაწესებულებიდან / ორგანიზაციიდან უცხოელი პერსონალის დასაქმებისათვის

• სამუშაო ნებართვის განაცხადი (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

• დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილს საგადასახადო დავალიანება არ აქვს (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს სამუშაო ადგილისა და უცხოელის მიერ სოციალური დაცვის ვალდებულებების შესრულებას (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ცვლილებების შემთხვევაში, თურქეთის სავაჭრო რეესტრის ჟურნალი, რომელიც აჩვენებს ორგანიზაციის ბოლო კაპიტალს და აქციონერულ სტრუქტურას (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.),

• ნოტარიულად დამოწმებული პირის მინდობილობა, რომელიც უფლებამოსილია ელექტრონული განაცხადი გააკეთოს როგორც „მომხმარებელი“ იმ დაწესებულებისა და ორგანიზაციის სახელით, რომელშიც უცხოელი პერსონალი იქნება დასაქმებული, ან დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ის, ვინც მომხმარებელია, მუშაობს იმ დაწესებულებაში და ორგანიზაციაში, რომლებმაც შეიტანეს განცხადება. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

III- სამუშაო ტიპის მიხედვით საჭირო სხვა დოკუმენტები

დროებითი სამუშაო ნებართვა

• თურქეთში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელის მეუღლისა და ბავშვებისთვის სამუშაო ნებართვისთვის უცხოელთან ერთად უნდა ცხოვრობდნენ მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაშ და პოლიციიდან უნდა ჰქონდეს დოკუმენტი რომელიც ასახავს რომ მას უწყვეტად ჰქონდა ბინადრობა.  (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

განუსაზღვრელი დროით სამუშაო ნებართვა

• თუ უცხოელი იურიდიულად და უწყვეტად ცხოვრობდა მინიმუმ რვა წლის განმავლობაში, პოლიციის ორგანოებისგან მიღებული მტკიცებულება (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

ან

• თუ უცხოელს გააჩნია ექვს წლიანი კანონიერი სამუშაო გამოცდილება, სოციალური დაცვის დაწესებულებიდან აღებული ნომრიანი დოკუმენტი  (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით,  დოკუმენტაციას ამოწმებს  სამინისტრო.).

დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა

• დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ უცხოელს აქვს სამეცნიერო, ტექნიკური ან პროფესიული მომზადება იმ საქმიანობისთვის, რომლის შესრულებაც სურს (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

• სამართალდამცავი ორგანოებისგან მიღებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოელის კანონიერი და უწყვეტი ბინადრობის მოთხოვნა მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში შესრულებულია. (ელექტრონული განაცხადის დროს ეს დოკუმენტი იქნება სკანირებული და გაგზავნილი ინტერნეტით.).

• ამ დებულების მე -40 მუხლში მითითებული დოკუმენტები. 

  

დანართი-3

(გაუქმებულია:RG-22/1/2010-27469)

Sitemizden en iyi şekilde faydalanmanız için çerezler kullanılmaktadır.