Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა

რეგულაციები თურქეთის  მოქალაქეობის კანონის განხორციელების შესახებ

თურქეთის მოქალაქეობა

რეგულაციები თურქეთის  მოქალაქეობის კანონის განხორციელების შესახებ

რეგულაციები თურქეთის  მოქალაქეობის კანონის განხორციელების შესახებ

მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების თარიღი: 11/2/2010    No  : 2010/139

საფუძველი კანონის თარიღი: 29/5/2009    No  : 5901

გამოქვეყნებული ოფიციალური გაზეთის თარიღი: 6/4/2010    No  : 27544

გამოქვეყნებული ბრძანების ორდენი: 5    ტომი: 49

პირველი ნაწილი

ზოგადი პრინციპები

მიზანი და ფარგლები

მუხლი 1 – (1)  ამ დებულების მიზანია თურქეთის მოქალაქეობის მიღების, დაკარგვის, დამტკიცების და ორმაგი მოქალაქეობის  მიღების პროცედურებისა და პრინციპების განსაზღვრა.

საფუძველი

მუხლი 2 – (1) ეს დებულება მომზადებულია 29/5/2009 წლის № 5901 თურქეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე.

განმარტებები

მუხლი 3 – (1) ამ დებულების განხორციელებისას აღნიშნული ტერმინების მნიშვნელობა ;

  1. a) ოჯახის რეესტრი: რეესტრი, რომელშიც მოსახლეობის შესახებ   ჩანაწერები ინახება ქაღალდით ან ელექტრონული ფორმით,
  2. b) სამინისტრო: შინაგან საქმეთა სამინისტრო,
  3. c) ბავშვი: პირი, რომელიც არ არის თვრამეტი წლის,

ç)    მრავალჯერადი მოქალაქეობა: თურქეთის მოქალაქეების ერთდროულად  ერთზე მეტი მოქალაქეობის ქონა,

d)    საგარეო წარმომადგენლობა: უცხო ქვეყნებში თურქეთის რესპუბლიკის საელჩო, საკონსულო ან გენერალური საკონსულო

e)    ზრდასრული:   4721-ე თურქეთის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად სრულწლოვანი პირი

f)    გენერალური დირექტორატი: მოსახლეობისა და მოქალაქეობის საქმეთა გენერალური დირექტორატი,

g)   ლტოლვილი: თურქული შთამომავლობის ან თურქულ კულტურასთან კავშირში მყოფი პირი, რომელიც ჩამოდის თურქეთში დასახლების მიზეზით და 5543-ე დასახლების კანონის მიხედვით ლტოლვილად არის მიჩნეული,

ğ) ადმინისტრაციული ერთეული: უბანი ან სოფელი სადაც პიოვნება არის რეგისტრირებული

h)  ბინადრობა: უცხოელის ლეგალური ბინადრობის ნებართვა თურქეთში ყოფნის დროს,

ı)  პროვინციის დირექტორატი: მოსახლეობისა და მოქალაქეობის პროვინციის დირექტორატი,

i)  კანონი: თურქეთის მოქალაქეობის No: 5901 კანონი,

j) კომისია: მოქალაქეობის განაცხადის განხილვის კომისია,

k) დაწესებულება:  გენერალური დირექტორატის გარდა სხვა საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები,

l) ლურჯი ბარათი : კანონის 28-ე მუხლის ფარგლებში გაცემული ბარათი,

m) საცხოვრებელი ადგილი: პიროვნების საცხოვრებელი ადგილი

i) კანონი: ნომერი 5901 თურქეთის მოქალაქეობის კანონი

j) კომისია: მოქალაქეობის განაცხადის განხილვის კომისია,

k) დაწესებულება:  გენერალური დირექტორატის გარდა სხვა საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები,

l) ლურჯი ბარათი : კანონის 28-ე მუხლის ფარგლებში გაცემული ბარათი,

m) საცხოვრებელი ადგილი: პიროვნების საცხოვრებელი ადგილი

n) მოსახლეობის ჩანაწერი: ოჯახის რეესტრში შეტანილი პირადი სტატუსის აღრიცხვასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია

o) მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში: დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს ოჯახის რეესტრში შეტანილი პირადი ინფორმაციის რეზიუმეს,

ö) მოსახლეობის დირექტორატი: რაიონის მოსახლეობის დირექტორატი

p) მოსახლეობის მოვლენა: მოვლენა, რომელიც იწვევს პირადი სტატუსის რეესტრში ცვლილებას, როგორიცაა დაბადება, სიკვდილი, ქორწინება, განქორწინება, შვილად აყვანა, აღიარება, რეგისტრაციის კორექტირება,წარმოშობის კორექტირება,

r) სისტემა: მოსახლეობის მართვის ცენტრალური სისტემა ან უბრალოდ პირადობის გაზიარების სისტემა,

s) თურქეთის რესპუბლიკის პირადობის ნომერი: №  5490   მოსახლეობის მომსახურეობის კანონის მიხედვით თურქეთის მოქალაქისათვის გაცემული თერთმეტციფრიანი ნომერი,

ş) თურქეთის მოქალაქე: თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მოქალაქეობის მქონე პირი

t) მონაცემთა შეყვანის ფორმა: მოსახლეობის ცენტრალური ადმინისტრაციის სისტემის შესაბამისად მომზადებული ფორმა მოსახლეობის მოვლენების შესახებ ინფორმაციის ელექტრონული ფორმით შენახვისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.

u) უცხოელი: პიროვნება რომელსაც არ აქვს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა

ü) უცხოელის პირადი ნომერი: თურქეთში ნებისმიერი მიზეზით მინიმუმ ექვსი თვით საცხოვრებელი ნებართვის მქონე უცხოელი, რომელსაც ქვეყანაში რეგისტრაციის მიზნით ელექტრონულად ენიჭება თერთმეტციფრიანი ნომერი,

v) უცხოელთა ნუსხა: თურქეთში ნებისმიერი მიზეზით მინიმუმ ექვსი თვის ვადით უცხოელის საცხოვრებელი ნებართვისთვის გაცემული უცხოელების რეგისტრაციის ნუსხა.

მოქალაქეობის პროცედურების მომსახურეობა

მუხლი 4 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღებას, დაკარგვას, დამტკიცებასა და მრავალი მოქალაქეობის შესახებ პროცედურებს ქვეყნის ფარგლებში სამინისტრო, ქვეყნის გარეთ კი უცხოეთში წარმომადგენლობა ასრულებს.

(2) სამინისტრო უფლებამოსილია შეასრულოს მოქალაქეობის პროცედურები ქაღალდით  ან ელექტრონულ გარემოში.

მეორე ნაწილი

თურქეთის მოქალაქეობის მიღება

თურქეთის მოქალაქეობის მიღების გზები

მუხლი 5 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღება ხდება ორი გზით -  დაბადებიდან  ან შემდგომ.

დაბადებით მიღებული მოქალაქეობა

მუხლი 6 – (1) დაბადებით შეძენილი თურქეთის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღება წარმოშობის ან დაბადების ადგილის საფუძველზე.

მემკვიდრეობის საფუძველზე შეძენილი მოქალაქეობა

მუხლი 7 – (1) შთამომავლობის საფუძველზე შეძენილი თურქეთის მოქალაქეობა არის მოქალაქეობა, რომელიც ავტომატურად  თურქეთის მოქალაქე დედისგან  ან მამასგან საგვარეულო ხაზით მიიღება. დაბადების ცნობისთანავე ხდება თურქეთის მოქალაქეობის მიღება.

(2) თურქეთში ან ქვეყნის გარეთ ქორწინების შემთხვევაში თურქეთის მოქალაქე დედის ან მამის შვილი დაბადების შემდგომ თურქეთის მოქალაქე ხდება.

(3) თურქეთში ან ქვეყნის გარეთ ქორწინების გარეშე თურქეთის მოქალაქე დედის და უცხოეთის მოქალაქე მამის შვილი, დაბადებიდან თურქეთის მოქალაქე ხდება.

(4) თურქეთში ან ქვეყნის გარეთ ქორწინებაში არ მყოფი თურქეთის მოქალაქე მამისა და უცხოეთის მოქალაქე დედის შვილი,№ 5718 საერთაშორისო კერძო და საპროცესო სამართლის კანონის მიხედვით, თურქეთის მოქალაქე მამისგან ბავშვი დაბადებიდან იღებს თურქეთის მოქალაქეობას.

თვრამეტი წლის შესრულების შემდგომ დაბადებასთან დაკავშირებით შეტყობინება

მუხლი 8 – (1) საზღვარგარეთ მცხოვრები პირების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რომლებსაც თვრამეტი წელი აქვთ შესრულებელი და არ აცნობეს დაბადების შესახებ, თურქეთის მოქალაქე დედისგან ან მამისგან შესაძლებელია მოქალაქეობის მიღება, სამინისტროს მხრიდან გამოკვლევის შედეგების საფუძველზე.

განაცხადი და ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს უცხოეთიდან თვრამეტი წლის ასაკის შესრულების შემდეგ გაკეთებულ  დაბადების შეტყობინებებში

მუხლი 9 – (1) თურქეთის მოქალაქე დედასთან ან მამასთან კავშირში მყოფი პირი თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად ქვემოთ მითითებულ საბუთებს უგზავნის სამინისტროს:

  1. a) განაცხადი მოთხოვნასთან დაკავშრებით
  2. b) თურქეთის მოქალაქე დედის ან მამის საკუთრებაში მყოფი მოსახლეობის რეესტრის ასლი, რომელიც აღებულია სისტემიდან სააპლიკაციო ორგანოების მიერ
  3. c) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თურქეთის დედის ან მამის ვინაობას, თუ ამავე დროს უცხო ქვეყნის მოქალაქეა
  4. d) დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს თხოვნის შემსრულებლის ვინაობას, თუ ის ასევე არის უცხო ქვეყნის მოქალაქე
  5. e) ქორწინების მოწმობა  თუ დაქორწინებულია, განქორწინების დამადასტურებელი საბუთი -  განქორწინების შემთხვევაში , მეუღლის გარდაცვალების მოწმობა  თუ  პირი ქვრივია.
  6. f) განცხადების ანგარიში, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული საგამოძიებო ორგანოების მიერ, მათი სიახლოვის ხარისხის მითითებით  დედისგან და მამისგან, მათი გარდაცვალების შემთხვევაში დედმამიშვილისგან, დედმამიშვილის არ არსებობის შემთხვევაში მესამე ხარისხის ნათესავისგან
  7. g) დაბადების მოწმობა
  8. h) დაბადების მოწმობის საფუძველზე გაცემული დაბადების ანგარიში

(2) სამინისტრომ საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებთან ერთად  შეიძლება მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც საფუძვლად დაედება დაინტერესებული პირის მოქალაქეობას.

გადაწყვეტილება თვრამეტი წლის შემდეგ დაბადების შესახებ საზღვარგარეთიდან მიღებულ შეტყობინებებთან დაკავშირებით

მუხლი 10 – (1) სამინისტროს მიერ ჩატარებული  მოკვლევის შედეგად პირი, რომელსაც თურქეთის მოქალაქე დედა ან მამა ჰყავს, დაბადებიდან თურქეთის მოქალაქე ოჯახის წევრის საოჯახო რეესტრშია.

(2) საკმარისი ინფორმაციისა და დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში იმის დასადასტურებლად, რომ იგი დაიბადა თურქეთის მოქალაქე დედისგან ან მამისგან,  პირის თხოვნას სამინისტრო  არ დააკმაყოფილებს.

მოქალაქეობის მიღება დაბადების ადგილის, განცხადებისა და პროცედურების საფუძველზე

მუხლი 11 – (1) თურქეთში დაბადებული და მშობლების არ არსებობის შემთხვევაში ან მოქალაქეობის არ ქონის შემთხვევაში ან დედისა და მამის გამო მოქალაქეობის ვერ მიღების შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაბადებიდან მიიღება თურქეთის მოქალაქეობა.

(2) დაბადების ადგილის საფუძველზე თურქეთის მოქალაქეობის შეძენის შესახებ განცხადებებში, შემდეგი დოკუმენტებისგან შემდგარი ფაილი უნდა მომზადდეს და გადაეგზავნოს სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად:

        a)  მოთხოვნის დოკუმენტი

        b) ბავშვის თურქეთში დაბადების დამადასტურებელი საბუთი

        c) დაბადების ანგარიში დაბადების მოწმობის საფუძველზე

        ç) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ბავშვს მშობლების გამო არ შეუძლია შეიძინოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა.

        d) იმ შემთხვევაში თუ დედასა და მამას არ გააჩნია მოქალაქეობა ამ მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთი.

გადაწყვეტილება დაბადების ადგილის მიხედვით მოქალაქეობის მიღების შესახებ

მუხლი 12 – (1)   სამინისტროს მხრიდან ჩატარებული კვლევისა და განხილვის შემდეგ თუ პიროვნება აკმაყოფილებს  მე-11 მუხლში აღნიშნულ პირობებს, ბავშვს დაბადებიდან ენიჭება თურქეთის მოქალაქეობა და დასახლებული ადგილის ბოლო ორი ციფრიდან მოხდება რეგისტრაცია.

(2)- სამინისტრო უარყოფს მათ მოთხოვნებს, ვინც არ აკმაყოფილებს საჭირო პირობებს.

(3) - ბავშვი, რომელიც თურქეთში  იმფოფება, 29/9/2006 წლის №  2006/11081  მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით იგი რეგისტრირდება ოჯახის რეესტრში მოსახლეობის მომსახურების შესახებ კანონის რეგლამენტის 32-ე მუხლის შესაბამისად.

მოგვიანებით მიღებული მოქალაქეობა

მუხლი 13 – (1)  მოგვიანებით თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ან შვილად აყვანით ან არჩევანის უფლების გამოყენებით.

კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის მიღება

მუხლი 14 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით შემდეგი გზებით:

  1. a) თურქეთის მოქალაქეობის მიღება ზოგადი წესით
  2. b) თურქეთის მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის გზით
  3. c) თურქეთის მოქალაქეობის ხელახლა მიღება
  4. d) თურქეთის მოქალაქეობის მიღება ქორწინების გზით

თურქეთის მოქალაქეობის მიღება ზოგადი წესით

მუხლი 15 – (1) უცხოელს,  შეუძლია თურქეთის მოქალაქეობის მიღება სამინისტროს გადაწყვეტილებით, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

  1. a) თავისი ეროვნული კანონის შესაბამისად ან იმ შემთხვევაში თუ არ აქვს მოქალაქეობა არცერთი ქვეყნისა თურქეთის სამოქალაქო კოდექსის № 4721 მიხედვით უნდა იყოს სრულწლოვანი
  2. b) განაცხადის დღიდან უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობა უნდა ჰქონდეს თურქეთში
  3. c) გადაწყვეტილი ჰქონდეს თურქეთში დასახლება, შეიძინოს უძრავი ქონება თურქეთში, წამოიწყოს საქმიანობა, ჩადოს ინვესტიცია, ვაჭრობა, ან ჰქონდეს სამუშაო ნებართვა სამსახურში ან ჰქონდეს მსგავსი პირობები ან დაქორწინდეს თურქეთის მოქალაქეზე, ოჯახის წევრებიდან თუ მანამდე რომელიმემ მოიპოვა მოქალაქეობა ან დაასრულოს განათლება თურქეთში.
  4. d) არ აქვს დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ზოგად ჯანმრთელობას

  1. e) უნდა აჩვენოს, რომ  აქვს კარგი მორალი, გააჩნია  საზოგადოებასთან ერთად ცხოვრებისთვის საჭირო პასუხისმგებლობა, არ აქვს ცუდი ჩვევები, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელია  და სოციალური ღირებულებების საწინააღმდეგოა
  2. f) სოციალური ცხოვრების დონეზე შეძლონ თურქულ ენაზე საუბარი.
  3. g) აქვს შემოსავალი ან პროფესია, რითაც შეუძლია თავისი და მისი მზურნველობის ქვეშ მყოფი პირების შენახვა
  4. h) ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით არ აქვს პრობლემები

(2) პირველ პუნქტში ჩამოთვლილი პირობების გარდა, უცხოელებს, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურთ, შეიძლება მოთხოვონ  უარი თქვან თავიანთ მოქალაქეობაზე. ამას  განსაზღვრავს მინისტრთა საბჭო.

განაცხადის შემუშავება და პრინციპები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სააპლიკაციო ორგანოებმა თურქეთის მოქალაქეობის ზოგადი მიღებისას

მუხლი 16 – (1) თურქეთის მოქალაქეობის ზოგადი შეძენის განმახორციელებელი ორგანოა ის გუბერნატები, სადაც პიროვნებაა დასახლებული.

(2) თურქეთის მოქალაქეობის მიღებისთვის უცხოელზე ტარდება წინასწარი კვლევა. ფიზიკური პირების განცხადებები არ დაკმაყოფილდება და ამ საკითხს წერილობით ეცნობება შესაბამის პირს შემდეგ შემთხვევებში:

  1. a) თავისი ეროვნული კანონის შესაბამისად ან იმ შემთხვევაში თუ არ აქვს მოქლაქეობა არცერთი ქვეყნისა თურქეთის სამოქალაქო კოდექსის № 4721 მიხედვით არ არის  სრულწლოვანი
  2. b) განაცხადის დღიდან უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში მუდმივი ბინადრობა არ აქვს  თურქეთში
  3. c) არ აქვს ცხოვრების ნებართვა ან კანონის მიხედვით არ აქვს თურქეთში ყოფნის უფლება, ითხოვს თავშესაფარს თურქეთში, არის სტუდენტი, ტურისტი ან ჩამოსულია მკურნალობის მიზნით და ა.შ.
  4. d) მათ, ვისი სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს ან ნასამართლევია ან დაპატიმრებულია ნებისმიერი დანაშაულის გამო
  5. e) მათ ვისაც არ შეუძლია წარმოადგინოს მე-17 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

თურქეთის მოქალაქეობის ზოგადი მიღებისას საჭირო დოკუმენტები

მუხლი 17 – (1)  მათ ვისაც სურს მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა და აკმაყოფილებს ყველა პირობას  უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტაციებით ფაილი:

  1. a) განაცხადის წერილი.
  2. b) პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  3. c) პირადი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობა ან ჩანაწერის საბუთის, თუ დაქორწინებულია მეუღლისა და შვილების რეესტრის ასლი ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ კავშირს.
  4. d) ოჯახური მდგომარეობის დოკუმენტი. თუ დაქორწინებულია ქორწინების მოწმობა, გაშორების შემთხვევაში განქორწინების მოწმობა, თუ ქვრივია მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
  5. e) თურქეთის მოქალაქე  პირველი ან მეორე ხარისხის ნათესავების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში აღებული სისტემადან
  6. f) ჯანმრთელობის დასკვნა, რომლის პროცედურები და პრინციპები დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანს არ აქვს დაავადება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზოგად ჯანმრთელობას
  7. g) თურქეთში პირის და მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის თუ პირებისთვის შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი, საგადასახადო მოწმობა ან მსგავსი დოკუმენტი
  8. h) განცხადების თარიღიდან უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც გაიცემა რეგიონის პოლიციის განყოფილებიდან
  9. i) ბინადრობის ნებართვა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაც საკმარისია მოქალაქეობის პროცედურების დასრულების შესახებ განაცხადის ვადის გასვლამდე
  10. j) თუ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არსებობს რაიმე დანაშაულის შესახებ, მისი დამოწმებული ასლი
  11. k) თუ პიროვნების დაბადების თარიღის თვე და დღე არ არის ცნობილი, პიროვნების ქვეყნიდან აღებული დოკუმენტი დაბადების თარიღის აღსადგენად, თუ ასეთი დოკუმენტის აღებაც შეუძლებელია №5490  მოსახლეობის მომსახურეობის კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ხელმოწერილი მოწმობა
  12. l) მომსახურეობის საფასურის გადახდის მაჩვენებელი ქვითარი.

(2) უცხოელს რომელსაც დასრულებული აქვს ფაილი პროვინციის პოლიციის შტაბიდან მოითხოვება გამოძიება.

პროვინციის პოლიციის შტაბის მიერ თურქეთის მოქალაქეობის ზოგადი მოპოვების მიზნით ჩატარებული გამოძიების პროცედურები და პრინციპები

მუხლი 18 – (1) უცხოელს, რომელსაც თურქეთის მოქალაქეობის მიღება სურს,  პროვინციის პოლიციის შტაბისგან  მიღებული ინფორმაცია იწერება საგამოძიებო ფორმაში:

  1. a) არის თუ არა რაიმე დაბრკოლება თურქეთის მოქალაქეობის მიღებას ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით
  2. b) აქვს თუ არა მას კარგი ზნეობა,
  3. c) რომელ თარიღში შემოვიდა თურქეთში, რა პრინციპით გაეცა თურქეთში ცხოვრების ნებართვა, რამდენი ხანია იმყოფება თურქეთში, ამ პერიოდში დატოვა თუ არა ქვეყანა, თუ დატოვა რა თარიღებში

(2) იმ უცხოელის საქმე, რომლის გამოძიებაც დასრულებულია, უბრუნდება პროვინციის დირექციას. საქმეს კომისიას უგზავნის პროვინციის დირექტორატი.

პროცედურები და პრინციპები, რომლებიც კომისიამ უნდა გამოიყენოს თურქეთის მოქალაქეობის ზოგადი მოპოვებისას

მუხლი 19 – (1) უცხოელი, რომელსაც სურს მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა; ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხების დასადგენად ინიშნება კომისია. ინტერვიუს შედეგად ჩამოყალიბებული მოსაზრება იწერება მოქალაქეობის გასაუბრების ფორმაზე. კომისია ასევე ადგენს, არის თუ არა მე -17 მუხლში მითითებული დოკუმენტები სრულად.

  1. a) აკმაყოფილებს თუ არა იგი განაცხადში მოთხოვნილ პირობებს
  2. b) წარმომავლობა
  3. c) თურქულ ენის ცოდნა
  4. d) როგორ ირჩენს თავს
  5. e) შეძლებს თუ არა თურქეთში ცხოვრებას

(2) უცხოელის წარმომავლობა. თურქული კულტურის სიახლოვის, წეს-ჩვეულებათა და ტრადიციების ერთიანობისა და დედის ან მამის შთამომავლობის საფუძველზე; იგი განისაზღვრება, როგორც თურქული წარმომავლობის, ისე  უცხოელის მიმართებაში.

(3) ექიმის დასკვნის საფუძველზე თუ პიროვნებას არ შეუძლია საუბარი, გასაუბრება ჩატარდება მისთვის გასაგები ნიშნების საშუალებით ხოლო თუ წერა კითხვა იცის, წერილობითი სახით.

(4) იმ უცხოელის საქმეს, რომელიც კომისიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზისა და გამოკვლევის შედეგად მოთხოვნებს აკმაყოფილებს, პროვინციის დირექტორატი უგზავნის სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად.

(5) კომისიის მიერ ჩატარებული გამოკვლევისა და გამოკვლევის შედეგად, იმ უცხოელის საქმე, რომელიც აღმოჩნდა, რომ არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს, არ ეგზავნება სამინისტროს და შესაბამის პირს ამ გზით აცნობებს პროვინციის დირექტორატი.

თურქეთის მოქალაქეობის გამონაკლისის წესით მიღებისთვის  განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები და პროცედურები

მუხლი 20 – (1) კანონის მე-12 მუხლში მითითებულ შემთხვევებში, უცხოელს გამონაკლისის წესით შეუძლია მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

(2) (დანართი:12/12/2016-2016/9601 ) უცხოელს, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს, შეუძლია მიიღოს  თურქეთის მოქალაქეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კანონის მე -12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით:

  1. a. დადგენილია, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიის სამინისტრო განსაზღვრავს კაპიტალის ინვესტიციას მინიმუმ 500,000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი უცხოური ვალუტაში ან ექვივალენტი თურქული ლირაში.
  2. b. მინიმუმ 250,000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში ან თურქულ ლირაში, ნაყიდი ქონება ან ქონების საკუთრება დადგენებით , თუ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ გაიყიდება სამი წლის განმავლობაში, მინიმუმ 250,000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი უცხოური ვალუტაში  ან თურქული ლირაში , ნოტარიუსის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით იმის შესახებ,  რომ უძრავი ქონება არ გაყიდება, ჩაიწერება მიწის რეესტრში იმის ვალდებულებით, რომ იგი არ გადაიცემა და გაუქმდება სამი წლის განმავლობაში.
  3. c. ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ  იქნება დადგენილი, რომ იგი ქმნის სამუშაო ადგილს,  მინიმუმ 50 ადამიანისთვის.
  4. d. მინიმუმ 500,000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში ან  ფულის თურქული ლირა,  დეპოზიტების ოდენობით სამი წლის განმავლობაში იმ პირობით, რომ თურქეთში მოქმედი საანაბრო ბანკები განისაზღვრება საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს მიერ.
  5. e. სახაზინო და ფინანსთა სამინისტრო დაადგენს, რომ მან მიიღო სახელმწიფო სესხი მინიმუმ 500,000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი უცხოური ვალუტა ან თურქული ლირა, იმ პირობით, რომ  შეინარჩუნებს სამი წლის განმავლობაში.
  6. f. (დანართი: 13/3/2017 – 2017/10008; განსხვავება: 19/9/2018-30540 – 106/1) კაპიტალის ბაზრების საბჭოს მიერ დადგენილია, რომ მან შეიძინა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის  წილი ან სარისკო კაპიტალის ინვესტიციის ფონდის  წილი არანაკლებ 500,000 აშშ დოლარის ან ექვივალენტური უცხოური ვალუტის ან თურქული ლირის ოდენობით, მინიმუმ სამ წლიანი პირობით.

(3) სამინისტროს წერილობითი მითითების საფუძველზე, განაცხადის ორგანოების მიერ მომზადდება ფაილი, რომელიც შედგება შემდეგი დოკუმენტებისგან, იმ უცხოელისთვის, რომელსაც სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის წესით:

  1. a. განაცხადის წერილი.
  2. b. პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  3. c. ოჯახური მდგომარეობის საბუთი, თუ დაქორწინებულია ქორწინების მოწმობა, განქორწინებით შემთხვევაში განქორწინების მოწმობა, თუ ქვრივია მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
  4. d. პირადი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობა ან ჩანაწერის საბუთის, თუ დაქორწინებულია მეუღლისა და შვილების რეესტრის ასლი ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათ კავშირს.
  5. e. თურქეთის მოქალაქე  პირველი ან მეორე ხარისხის ნათესავების არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში აღებული სისტემადან.
  6. f. თუ ვერ იძებნება პიროვნების დაბადების თარიღის თვე და დღე, დაბადების თარიღისთვის პიროვნების ქვეყნიდან შესაბამისი ორგანოებიდან უნდა იქნას დოკუმენტი აღებული, თუ დოკუმენტი ვერ იღება ამ შემთხვევაში მოსახლეობის მომსახურეობის 5490-ე კანონის 39-ე მუხლის მიხედვით ხელმოწერილი დოკუმენტი.
  7. g. მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

(4) შევსებული ფაილი გადაეგზავნება სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად.

(5) კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, მოქალაქეობისთვის  განცხადებების მიხედვით სამინისტრო მიიღებს და მესამე პუნქტში მითითებულ დოსიას შეადგენს.

(6) (დანართი 12/12/2016-2016/9601) მეორე პარაგრაფში მითითებულ ფულადი ღირებულების განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა თურქეთის ცენტრალური ბანკის ეფექტური გაყიდვის კურსს და/ან გაცვლით კურსს.

(7) (დანართი: 19/9/2018 – 30540-106/2) შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიძლება შეიქმნას კომისია, რომელიც შედგება ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის, სახაზინო და ფინანსთა სამინისტროებისა და მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროებისაგან,მოქალაქეობის მიღების განაცხადის  მეორე პუნქტიდან გამომდინარე.

(8) (დანართი:19/9/2018-30540 – 106/2 მუხლი) მეორე პუნქტში მითითებული ინვეტიციებს შორის განსაზღვრული პერიოდის დასრულების მიზნით გადასვლა შესაძლებელია.

საიმიგრაციო პროცედურები

მუხლი 21 – 5543 ნომერი დასახლების კანონის მიხედვით მიგრანტად ჩათვლილი პირის საბუთები მზადდება პროვინციის საზოგადოებრი განსახლებისა და დასახლების დირექტორატის მიერ და ეგზავნება სამინისტროს. განიხილება თურქეთის მოქალაქეობის მოსაპოვებლად სამინისტროში გაგზავნილი უცხოელის საქმე და მინისტრთა საბჭოს წარედგინება წინადადება, რომ პირმა მიიღოს  თურქეთის მოქალაქეობა. თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით.

(2) ლტოლვილის სტატუსით თურქეთის მოქალაქეობის ვერ მიმღები უცხოელის მეუღლე და შვილებისთვის მოქმედებს 37-ე მუხლში არსებული რეგულაციები.

თურქეთის მოქალაქეობის ხელახალი მიღება

მუხლი 22 – (1) კანონის მე-13 და 43-ე მუხლებში აღნიშნული პირები, იმ შემთხვევაში თუ არ წარმოადგენენ საფრთხეს,  ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, თურქეთში საცხოვრებელი ნებართვის პირობით შეუძლიათ ხელახლა მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა.

(2) კანონის მე-14 მუხლში აღნიშნული პირები კი იმ შემთხვევაში თუ არ წარმოადგენენ საფრთხეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით და თურქეთში არიან სამი წლის ბინადრობის პირობით შეუძლიათ ხელახლა მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა.

თურქეთის მოქალაქეობის ხელახლა მისაღებად განცხადებისთვის საჭირო საბუთები და პროცედურები

მუხლი 23 – (1) თურქეთში მოქალაქეობის ხელახლა მიღების მსურველი პირის სახელით, ქვემოთ მოცემული დოკუმენტებისგან შემდგარი ფაილი სააპლიკაციო ორგანოების მიერ უნდა მომზადდეს და გაიგზავნოს სამინისტროში:

  1. a. განაცხადის წერილი.
  2. b. სააპლიკაციო ორგანოების მიერ სისტემიდან  აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში.
  3. c. პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  4. d. ოჯახური მდგომარეობის საბუთი.
  5. e. თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ, არსებობის შემთხვევაში, სამოქალაქო სტატუსში ცვლილებების შეტანის შესახებ.
  6. f. თუ პირი დაქორწინებულია, მეუღლისა და ბავშვების სამოსახლო რეგისტრაციის დოკუმენტი ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს მისი,  მეუღლისა და ბავშვების ოჯახურ კავშირს.
  7. g. თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ პიროვნების პირადი ინფორმაციის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  8. h. კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, თურქეთის მოქალაქეობის თავიდან მიღების მსურველი პირები, აპლიკაციის თარიღიდან უკან სამი წლის განმავლობაში, უწყვეტად თურქეთში ყოფნის დამადასტურებელი საბუთი, ქვეყანაში შესვლისა და გასვლის თარიღების მაჩვენებელი დოკუმენტი  უნდა აიღონ პოლიციის განყოფილებიდან და ასევე  აპლიკაციის თარიღიდან საქმის დასრულებამდე მოქმედებაში მყოფი ბინადრობის ნებართვა.
  9. i. მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

რეგისტრაციის გარეშე დარჩენილები

მუხლი 24 – (1) ნებისმიერი მიზეზით, თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვისა  და ადგილობრივ წერილში არა რეგისტრირების შემთხვევაში; აღნიშნული პირები უნდა დარეგისტრირდნენ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მოქალაქეობის დაკარგვის თარიღში, რეგისტრირებული იყო არსებობის შემთხვევაში დედა, მამა და დედმამიშვილები, არ არსებობის შემთხვევაში ადმიისტრაციული ერთეულის ბოლო საცხოვრებელი ადგილის  მიხედვით მოხდება რეგიტრაცია.

(2) ბავშვი,  რომელიც დაიბადა დედის ან მამის თურქეთის მოქალაქეობის მიღების ნებართვამდე და არ არის რეგისტრირებული საოჯახო რეესტრში, რეგისტრირებული იქნება დედის ან მამის რეგისტრაციის ადგილას. სარეგისტრაციო საქმეების დასრულების შემდეგ ბავშვისთვის ნებართვის მიღებისთვის უნდა ეცნობოს სამინისტროს. სამინისტრო , ნებართვას დედაზე ან მამაზე დაყრდნობით გასცემს.

ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღება და განაცხადის შევსების დროს გათვალისწინებელი  პრინციპები

მუხლი 25 – (1) მათ, ვინც აკმაყოფილებს კანონის მე-16 მუხლში ჩამოთვლილ პირობებს, შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების თაობაზე.

(2) განმცხადებელი უცხოელის შესახებ ხდება მოკვლევა. კვლევის ბოლოს თუ  უცხოელი:

  1. a) სამი წლის განმავლობაში არ არის დაქორწინებული თურქეთის მოქალაქეზე
  2. b) განაცხადის შეტანამდე ქორწინება დასრულდა იმ მიზეზების გამო, როგორიცაა განქორწინება ან სიკვდილი
  3. c) სასამართლო პროცესი გრძელდება ან ნასამართლევია ან თავისუფლება აღეკვეთა  ნებისმიერი დანაშაულის გამო,
  4. d) ვერ წარმოადგინა 26-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტები

განაცახდი არ მიიღება და პირს გაეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

(3) თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველის უცხოელის მეუღლე, თუ თურქეთის მოქალაქეობა მოგვიანებით აქვს მიღებული, ქორწინებაში გატარებული დროის გამოთვლისას საფუძვლად დაედება თურქეთის მოქალაქეობის მიღების თარიღი.

დოკუმენტები, რომლებიც საჭიროა ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად

მუხლი 26 – (1) თურქეთში მოქალაქეობის მიღების მსურველი პირის სახელით,  სააპლიკაციო ორგანოების მიერ უნდა მომზადდეს ქვემოთ მოცემული დოკუმენტებისგან შემდგარი ფაილი:

  1. a) განაცხადის წერილი.
  2. b) თურქეთის მოქალაქე მეუღლის განაცხადის სისტემიდან აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში.
  3. c) პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  4. d) პიროვნების პირადი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობა ან მოსახლეობის რეგისტრაციის საბუთის მსგავსი დოკუმენტი.
  5. e) თუ საცხოვრებელი ადგილი არის თურქეთში ბოლო თარიღის ბინადრობის ნებართვა.
  6. f) თუ ნებისმიერი დანაშაულის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არსებობს მისი დამოწმებული ასლი.
  7. g) თუ ვერ იძებნება პიროვნების დაბადების თარიღი, თვე და დღე, დაბადების თარიღისთვის პიროვნების ქვეყნიდან შესაბამისი ორგანოებიდან უნდა იქნას დოკუმენტი აღებული, თუ დოკუმენტი ვერ იღება ამ შემთხვევაში მოსახლეობის მომსახურეობის 5490-ე კანონის 39-ე მუხლის მიხედვით ხელმოწერილი დოკუმენტი.
  8. h) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას ქვეყნის შიგნით განაცხადის გაკეთების დროს პროცედურები და პრინციპები

მუხლი 27 – (1) ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი და განმცხადებელი უცხოელი 26-ე მუხლში მითეთებული დოკუმენტებისგან აკეთებს დოსიას და პროვინციის პოლიციის შტაბში მოითხოვს საქმის ძიებას.

ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას პროვინციის პოლიციის შტაბის მიერ ჩატარებული გამოძიების პროცედურები და პრინციპები

მუხლი 28 - (1) პროვინციის პოლიციის დირექტორატი იკვლევს -  ქორწინების გზით მოქალაქეობის მიღების მსურველი უცხოელი:

  1. a) ცხოვრობენ თუ არა ისინი ოჯახურ კავშირში,
  2. b) არსებობს თუ არა ისეთი ქმედებები, როგორიცაა პროსტიტუცია და შუამავლობა პროსტიტუციაში ისე, რომ შეუთავსებელია საქორწინო კავშირთან,
  3. c) არსებობს თუ არა რაიმე დაბრკოლება თურქეთის მოქალაქეობის მოპოვებაში ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით,

პოლიცია იძიებს აღნიშნულ საკითხებს და მიღებული დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მკაფიოდ იწერება საგამოძო ფორმაზე. გამოძიების ფორმას თან ერთვის გამოძების ოქმები.

(2) იმ უცხოელის საქმე, რომლის გამოძიებაც დასრულებულია, უბრუნდება პროვინციის დირექციას.   პროვინციის დირექტორატი აღნიშნულ საქმეს უგზავნის კომისიას, საჭირო კვლევისა დაგამოძიების მიზნით.

ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას კომისიის საქმიანობა და პრინციპები

მუხლი 29 – (1) უცხოელსა და მის მეუღლეს, რომელთაც თურქეთის მოქალაქეობის მოპოვება სურთ, კომისია განიხილავს ცალკე და ერთად, და იძიებს ქორწინება არის თუ არა ნამდვილი, თუ ქორწინება დადებულია მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად.

(2) გასაუბრების შედეგად მიღებული მოსაზრება აისახება გასაუბრების  ფორმაში ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ. ფაილი  პროვინციის დირექტორატის გადაწყვეტილების მისაღებად იგზავნება სამინისტროში.

ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღებისთვის საზღვარგარეთიდან გაკეთებული განცხადებების პროცედურები და პრინციპები

მუხლი 30 – (1)უცხოელის სახელით, რომელსაც სურს, რომ მიიღოს  თურქეთის მოქალაქეობა და აკმაყოფილებს განაცხადის პირობებს უნდა მომზადდეს 26-ე მუხლში მითითებული დოკუმენტებისგან დოსია.

(2) კონსულის მოადგილე ან საკონსულო პროცედურებზე პასუხისმგებელი ორგანო უცხოელ პირთან და მეუღლესთან ცალ-ცალკე და ერთად ატარებს გასაუბრებას, რათა დადგინდეს არის თუ არა ქორწინება ნამდვილი და არა თურქეთის მოქალაქეობის მიღების მიზნით გაფორმებული.

(3) გასაუბრების შემდეგ ჩამოყალიბებული დადებითი ან უარყოფითი მოსაზრება ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გასაუბრების ფორმაში გარკვევით იწერება.

(4) უცხოელის ბინადრობის მქონე ქვეყანაში თუ კანონით ნებადართულია, გამოითხოვება სისხლის სამართლის ჩანაწერი და ასევე თუ მოიპოვება რეგისტრაცია ოფიციალურ დაწესებულებებში უცხლოელისა და თურქეთის მოქალაქეს ქორწინების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები ერთვება დოსიას და გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამინისტროს.

ქორწინების გაუქმებისას კეთილი ნების შენარჩუნება

მუხლი 31 – (1) მას ვისაც თურქეთის მოქალაქეობა მიღებული აქვს ქორწინების გზით, ქორწინების გაუქმების შემდეგ კარგავს თურქეთის მოქალაქეობას. ამასთან, უცხოელს, რომელსაც ქორწინების გზით აქვს თურქეთის მოქალაქეობა მიღებული, სამინისტროს მოკვლევის შედეგად თუ დადგინდა რომ იგი კეთილსინდისიერი იყო ქორწინებაში მას უნარჩუნდება თურქეთის მოქალაქეობა.

(2) გაბათილების დროს დაუქორწინებელი ბავშვი  იღებს თურქეთის მოქალაქეობას მიუხედავად იმისა მათი მშობლების ქორწინებაში იყვნენ თუ არა კეთილსინდისიერნი.

შვილად აყვანის გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღება

მუხლი 32 – (1) თურქეთის მოქალაქის მიერ ნაშვილები და განაცხადის მომენტში არასრულწლოვან ბავშვს შეუძლია მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა, იმ პირობით, რომ ეს არ წარმოადგენს დაბრკოლებას ეროვნული უსაფრთხოებისა  და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით.

(2) თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, ნაშვილები ბავშვი  ინარჩუნებს თურქეთის მოქალაქეობას   შვილობილობის ნებისმიერი შეწყვეტის შემთხვევაში.

(3) თურქეთის მოქალაქის მიერ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანის შემთხვევაში გამოიყენება მე-15 მუხლის დებულებები.

შვილად აყვანის გზით  თურქეთის მოქალაქეობის მიღების განცხადება და პროცედურები

მუხლი 33 – (1) შილად აყვანის გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი უცხოელის სახელზე ქვემოთ მოქემული საბუთებიდან კეთდება დოსია და გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამინისტროს:

  1. a) შვილად აყვანის სურვილის განაცხადი
  2. b) დაბადების მოწმობა
  3. c) დაბადების მოწმობის მიხედვით დაბადების ჩანაწერი
  4. d) პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  5. e) მშვილებლების მიერ სისტემიდან აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში.
  6. f) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

  არჩევის უფლების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების განცხადი და პროცედურები

მუხლი 34 – (1) პირებს, რომლებმაც დედისგან ან მამისგან გამომდინარე დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ და რომლებმაც მოქალაქეობის მიღებიდან სამი წლის განმავლობაში წერილობითი შეტყობინებები გააკეთეს, შეუძლიათ არჩევანის უფლებით მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა.

(2) მათთვის, ვისაც სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება არჩევანის უფლების გამოყენებით, და რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნილ პირობებს, შემდეგი დოკუმენტებისგან შემდგარ საქმეს ამზადებს სააპლიკაციო ორგანოები და გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამინისტროს:

  1. a) განაცხადის წერილი.
  2. b) სააპლიკაციო ორგანოების მხრიდან სისტემიდან აღებული და პიროვნების დახურული ჩანაწერის მაჩვენებელი მოსახლეობის აღრიცხვის ნიმუში.
  3. c) პასპორტი  ან მსგავსი დოკუმენტი რომელიც აჩვენებს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პირი, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეობის არ მქონე პირია, ამის დამადასტურებელი საბუთი.
  4. d) ოჯახური მდგომარეობის საბუთი
  5. e) დოკუმენტი სამოქალაქო სტატუსში ცვლილებების შეტანის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც პირმა დაკარგა თურქეთის მოქალაქეობა.
  6. f) თუ პირი დაქორწინებულია, მეუღლისა და ბავშვების სამოსახლო რეგისტრაციის დოკუმენტი ან მსგავსი დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს მისი, მეუღლისა და ბავშვების ოჯახურ კავშირს.
  7. g) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ პიროვნების პირადი ინფორმაციის ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  8. h) მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თურქეთის მოქალაქეობის შემდგომში მიღებისას პროცედურები და გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი ორგანოები

მუხლი 35 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შემდგომ მიღებისას სააპლიკაციო ორგანოების მიერ სამინისტროში გაგზავნილი დოსიის კვლევის შედეგად ნაკლოვანი ინფორმაციისა თუ დოკუმენტების შევსება ხდება.

(2) კანონის მე -11, მე -12, მე -16 და მე -17 მუხლების შესაბამისად, ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატისგან მოითხოვება საარქივო კვლევა იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე დაბრკოლება ეროვნული უსაფრთხოების და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით, რომ უცხოელმა შეძლოს თურქეთის მოქალაქეობის მიღება.

(3) კანონის მე -13, მე -14 და 43-ე მუხლების თანახმად, უსაფრთხოების გენერალური დირექტორატიდან მოითხოვება საარქივო კვლევა, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა  პირს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით დაბრკოლება  რათა კვლავ მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

(4) ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციისა და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ ხდება დადგენა, აქვს თუ არა უცხოელს რაიმე დაბრკოლება ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით და კვლევის შედეგები ნათლად უნდა იყოს გამოხატული.

(5) კანონის მე -11, მე -16 და მე -17 მუხლების თანახმად,თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი პირები, რომლების აკმაყოფილებენ მოთხოვნებს,  გადაწყვეტილებას, მიიღებენ თუ არა ისინი მოაქალქეობას, წყვეტს სამინისტრო.

(6) კანონის მე -12 მუხლის თანახმად, მათ, ვინც შეასრულებს თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად საჭირო პირობებს, შეუძლიათ თურქეთის მოქალაქეობის მიღება სამინისტროს წინადადებით და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით.

(7) კანონის მე -13 მუხლის თანახმად, მათ, ვისაც კვლავ სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება, ასევე    თურქეთის მოქალაქეობის კანონის 34-ე მუხლის თანახმად დაკარგვის შემთხვევაში და სურს თურქეთის მოქალაქეობის აღდგენა კანონის მე -14 მუხლის შესაბამისად,  და   აკმაყოფილებს საჭირო პირობებს,  სამინისტროს გადაწყვეტილებით შეუძლიათ დაუბრუნდნენ თურქეთის მოქალაქეობას.

(8) მათ ვინც კანონის 29-ე მუხლის თანახმად დაკარგა თურქეთის მოქალაქეობა და სურს დაიბრუნოს  მე-14 მუხლის შესაბამისად და 43-ე მუხლის მიხედვიდვით თავიდან სურს მოქალაქეობის მიღება და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, სამინისტროს შეთავაზებისა და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით შეუძლია თავიდან მიიღოს მოქალაქეობა.

(9) კანონის 21-ე მუხლის თანახმად, თურქეთის მოქალაქეობის არჩევანის უფლებით მიღების მსურველ პირებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, სამინისტროს განაწყვეტილებით შეუძლიათ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა.

(10) კანონის 42-ე მუხლის მიხედვით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის, მოკვლევის შედეგად მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირს შეუძლია მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

(11) ის, ვისაც შემდგომში უნდა თურქეთის მოქალაქეობის მიღება და არ აკმაყოფილებს მოთხვნილ პირობებს, სამინისტო მათ განცხადებას არ დააკმაყოფილებს.

(12) თურქეთის მოქალაქეობის შემდგომში მიმღებ პირებს თუ გააჩნიათ უცხოელთა რეესტრში რაიმე კავშირი, აქაური ჩანაწერი დაიხურება.

შემდგომში თურქეთის მოქალაქეობის მიღების მოქმედება და შედეგები

მუხლი 36 – (1) შემდგომში თურქეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება ძალაში შედის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დღიდან.

(2) თურქეთის მოქალაქეობის მიმღები პირის მეუღლისა და შვილებისთვის მოქმედებს 37-ე მუხლი.

შემდგომში თურქეთის მოქალაქეობის მიმღების მეუღლისა და შვილების შედეგები

მუხლი 37 – (1) შემდგომში თურქეთის მოქალაქეობის მირება, მეუღლის მოქალაქეობას გავლენას არ ახდენს.

(2) თურქეთის მოქალაქეობის მიმღები დედის და მამის შვილები დედისა და მამასთან კავშირით თურქეთის მოქალაქეობას იღებენ.

(3) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე, დედა ან მამა შეიძენს თურქეთის მოქალაქეობას საქორწინო კავშირით, მეუღლის თანხმობის შემთხვევაში დედით ან მამით კავშირით ბავშვი მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას.

(4) თურქეთის მოქალაქეობსი მიმღები დედა ან მამა, თუ მოაქალაქეობის მიღების თარიღში ბავშვის მეურვეა, თურქეთის მოქალაქეობის არმქონი მეუღლის დასტურის შემთხვევაში დედისგან ან მამასგან  ბავშვი მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას.

(5) თანხმობის არ მიცემის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დედისა და მამის საცხოვრებელი ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით.

(6) დედის ან მამის გარდაცვალების შემთხვევაში, ბავშვი თურქეთის მოქალაქეობას მიიღებს თურქეთის მოქალაქე დედისგან ან მამისგან.

(7) დედამ რომელმაც თურქეთის მოქალაქეობა მიიღო და ქორწინების გარეშე გააჩინა ბავშვი, დედისგან ბავშვი მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას.

(8) მნიშვნელოვანია, რომ დედა ან მამა რომელიც თურქეთის მოქალაქეობის მიღებისთვის აკეთებენ განცხადებას ბავშვების განცხადებაც მათთან ერთად გაკეთდეს. დედის ან მამის თურქეთის მოქალაქეობისას მიღებისას თუ ბავშვის განცხადება ერთად არ იყო გაკეთებული და იგი სრულწლოვანი გახდა შემდგომში თურქეთის მოქალაქეობის მიღებითვის მასზე მოქმედებს მე-15 მუხლი.

დედისგან ამ მამისგან თუქრეთის მოქალაქეობის მისაღებად  განცხადებისთვის საჭირო საბუთები

მუხლი 38 – (1) დედისგან ამ მამისგან ბავშვზე თურქეთის მოქალაქეობის მიღების მიღებისას, როდასაც განცხადება მშობელთან ერთად კეთდება, უნდა მომზადდეს ქვემოთ მოცემული  საბუთებისგან შემდგარი ფაილი:

  1. a) თუ ბავში დაიბადა  ქორწინების კავშირით და დედისთან ან მამასთან ერთად ხდება განცხადება:
  1. 1) დაბადების მოწმობა
  2. 2) დაბადების მოწმობის მიხედვით დამზადებული დაბადების ოქმი
  3. 3) დედის ან მამის თანხმობის საბუთი
  4. 4) დედისა და მამის ქორწინების მოწმობა
  1. b) თუ ბავშვი დაბადებულია ქორწინებაში, რომელიც განქორწინებით დასრულდა და დედისთან ან მამასთან ერთად ხდება განცხადება:
  1. 1) დაბადების მოწმობა
  2. 2) დაბადების მოწმობის მიხედვით დამზადებული დაბადბეის ოქმი
  3. 3) მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილება
  4. 4) მეუღლის თანხმობა
  1. c) თუ ბავში დაბადებულია ქორწინებაში, რომლიდანაც დედა ან მამა გარდაცვლილია და დედისთან ან მამასთან ერთად ხდება განცხადება:
  1. 1) დაბადების მოწმობა
  2. 2) დაბადების მოწმობის მიხედვით დამზადებული დაბადებისოქმი
  3. 3) დედისა და მამის ქორწინების მოწმობა
  4. 4) დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობა
  1. d) თუ ბავში დაიბადა საქორწინო კავშირის გარეშე და დედასთან  ერთად ხდება განცხადება:
  1. 1) დაბადების მოწმობა
  2. 2) დაბადების მოწმობის მიხედვით დამზადებული დაბადების ოქმი
  3. 3) ბავშის დაბადების მომენტში დედის ოჯახური მდგომარეობის დამდასტურებელი საბუთი
  1. e) თუ ბავში დაიბადა საქორწინო კავშირის გარეშე და მამასთან  ერთად ხდება განცხადება:
  1. 1) დაბადების მოწმობა
  2. 2) დაბადების მოწმობის მიხედვით დამზადებული დაბადების ოქმი
  3. 3) ბავშვისა და მამის გვარის კავშირის დამადასტურებელი საბუთი
  4. 4) დედის თანხმობის საბუთი
  5. 5) მეურვეობის გადაწყვეტილება

(2) თურქეთის მოქალაქეობის ხელმეორედ მიღების მსურველი დედასთან ან ამამსთან ერთად განმცადებელი ბავშის საოჯახო რეესტრში რეგისტრირებული დაბადების მოწმობა და დაბადების ჩანაწერი აღარ მოითხოვება.

(3) ბავშვი, რომლის მშობლებიდან ერთ-ერთმა მიიღო თურქეთის მოქალაქეობის მოწმობა, მის დაბადების ჩანაწერში დედის სახელი, მამის სახელი და გვარი საჯარო რეესტრის რეგისტრაციის მიხედვით იწერება. დედას ან მამას შეუძლია ბავშვს დაარქვას თურქული სახელი. ამ შემთხვევაში დაბადების ჩანაწერში ჩაიწერება თურქული სახელი.

სააპლიკაციო დოკუმენტების ვერ მოპოვება

მუხლი 39 – (1) იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი, რომელიც ითხოვს თურქეთის მოქალაქეობის მიღებას, მოქალაქეობის არმქონე პირია ან ვერ იღებს  სახელმწიფო ორგანოებისგან მოთხოვნილ საბუთებს, რომლებიც მას ეკუთვნის ამ რეგულაციის შესაბამისად, ან თუ ამ ორგანოების მიერ მოთხოვნილი რომელიმე დოკუმენტის მიღება შეუძლებელია, ეს ვითარება ეცნობება სამინისტროა და  მიიღება ზომები   ინსტრუქციების შესაბამისად.

(2) თუ მოცემულია ინსტრუქცია, მოითხოვონ დოკუმენტი, რომლის მიღებაც  შეუძლებელია სამინისტროს მიერ, დაინტერესებული პირისგან მიიღება წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას  აღნიშნულ დოკუმენტთან  ან საბუთებთან დაკავშირებით. თუ შემდეგ დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეობა მიიღებულია ყალბი დოკუმენდების ან საბუთების დამალვის შედეგად, მოქალაქეობის შესახებ  გადაწყვეტილება გაუქმდება.

მესამე ნაწილი

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის მდგომარეობები

მუხლი 40 – (1)  თურქეთის მოქალაქეობა შეიძლება დაიკარგოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ან არჩევანის უფლების გამოყენებით.

მოქალაქეობის დაკარგვა კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით

მუხლი 41 – (1) კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეობა იკარგება შემდეგ შემთხვევებში:

  1. a) თურქეთის მოქალაქეობის დატოვება ნებართვის მიღებით.
  2. b) თურქეთის მოქალაქეობის სხვისი მხრიდან დაკარგვინება
  3. c) თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება.

თურქეთის მოქალაქების დატოვებისთვის ნებართვის აღება და განცხადებისთვის საჭირო დოკომენტები

მუხლი 42 – (1) იმ პირებისთვის, რომლებიც ითხოვენ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ნებართვას და აკმაყოფილებენ კანონის 25-ე მუხლით დადგენილ პირობებს, შემდეგი დოკუმენტებისგან შემდგარ დოსიას ამზადებს სააპლიკაციო ორგანოები და ეგზავნება სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად:

  1. a) მოთხოვნის განცხადება
  2. b) სააპლიკაციო ორგანოების მიერ სისტემიდან აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში
  3. c) თუ პიროვნებამ მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, შესაბამისი დოკუმენტი, თუ პირს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, მიღების სურვილი დაკმაყოფილდება სახელმწიფოსგან და ამ დოკუმენტის დამოწმებული ასლი.

(2)  დოკუმენტი, რომელის ასახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მიერ დამტკიცებულ საგარანტიო მოწმობას დამტკიცებულ ასლით, უნდა გადაეცეს სამინისტროს. აღნიშნული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, როგორიცაა ვის ეკუთვნის დოკუმენტი, დოკუმენტის შინაარსი, მოქმედების ვადა, გამცემი ორგანო და ა.შ. მომზადებული ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტში თუ მონაცემი გარკვეულად არის მოცემული დამატებითი თარგმანი არ არის საჭირო.

(3) თუ ბავშის თაობაზე საქმის წარმოება ხდება დედასთან ან მამასთან კავშირით, იმ შემთხვევაში თუ დედამ ან მამამ ვერ მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ეს საკითხი აუცილებლად უნდა ეცნობოს სააპლიკაციო ორგანოების მიერ წერილის სახით სამინისტროს.

(4) ნებართვის აღების გზით თურქეთის მოქალაქეობის დამტოვებელი დედასთან ან მამასთან ერთად განმცხადებელი ბავშვის საქმეს სჭირდება მეორე მეუღლის თანხმობის საბუთი, ხოლო თუ თანხმობის საბუთი არ არსებობს ამ შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილება.

თურქეთის მოქალაქეობის ნებართვის გზით დატოვებისას პროცედურები და გადაწყვეტილების მიმღებისთვის უფლებამოსილი პირი

მუხლი 43 – (1) სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, თურქეთის მოქალაქეობიდან გავლის შესახებ ნებართვის მაძიებელი პირის შესახებ მომზადებულ დოსიაში  არასრული დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში უნდა შეივსოს დოსია.

(2) იმ პირის შესახებ, რომელიც ითხოვს ნებართვას თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის თაობაზე საარქივო კვლევა მოითხოვება უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატიდან, კონტრაბანდის, დაზვერვის, ოპერაციების და ინფორმაციის შეგროვების დეპარტამენტსა და ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან. მოკვლევის შედეგები ეცნობება სამინისტროს.

(3) პირები, რომლებიც   აკმაყოფილებენ საჭირო პირობებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით მიიღებენ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ნებართვას. სამინისტრო უარყოფს მათ მოთხოვნებს, ვინც არ აკმაყოფილებს საჭირო პირობებს.

თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის საბუთი და თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის საბუთი

მუხლი 44 – (1) თურქეთის მოქალაქეობის დატოვების ნებართვის მქონე პირებს, რომლებაც ჯერ კიდევ არ აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული, სამინისტროს გასცემს თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის საბუთს და თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტთან ერთად ეგზავნება სააპლიკაციო ორგანოებს.

(2) თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საბუთი სამინისტრო გასცემს მხოლოდ თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტს და უგზავნის სააპლიკაციო ორგანოებს.

თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვისა და თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის საბუთების წარდგენა

მუხლი 45 – (1) სხვა სახელმწიფოში მოქალაქეობის მიმღები პირს სააპლიკაციო ორგანოები გასცემს თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტს.

(2) პირს, რომელსაც ჯერ არ მიუღია სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა, პირველ რიგში გადაეცემა თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის დოკუმენტი. თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის საბუთი  საქმეში ინახება მანამ, სანამ განმცხადებელი არ დაადასტურებს, რომ მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისას, დაინტერესებულ პირს გადაეცემა თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის საბუთი.

გასვლის ნებართვისა და გასვლის დოკუმენტების მოქმედების ვადა

მუხლი 46 – (1) თურქეთი მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვისა და გასვლის საბუთი ძალაშია გადაწყვეტილების მიღებიდან ორი წლის განმავლობაში.

(2) სხვადასხვა მიზეზბიდან გამომდინარე თუ გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან ორი წლის განმავლობაში არ მოხდა გასვლის ნებართვისა და გასვლის საბუთის აღება, გადაწყვეტილებისა და დოკუმენტის გაუქმებისათვის სააპლიკაციო ორგანოების მხრიდან უბრუნდება სამინისტროს.

(3) იმ შემთხვევაში, თუ სააპლიკაციო ორგანოები დაადგენენ, რომ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის უფლების მქონე პირმა დაკარგა კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა, გასვლის ნებართვა და გასვლის დოკუმენტები  არ წარედგინება. იგი უბრუნდება სამინისტროს,  პირის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და დოკუმენტების გაუქმების მიზნით.

გასვლის ნებართვის რეზულტატი

მუხლი 47 – (1) პირი რომელსაც გადეცა თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვა, გასვლის საბუთზე ხელმოწერის შემდეგ კარგავს თურქეთის მოქალაქეობას და განიხილება, როგორც უცხოელი.

პროცედურები, რომლების უნდა განხორციელდეს გასვლის საბუთის წარდგენის შემდეგ

მუხლი 48 – (1) განაცხადის ორგანოს მიერ მზადდება ფორმა, რომ თურქეთის მოქალაქეობა დაკარგულ პირისა  და იმ ბავშვის, რომლის საქმის განხილვა ხდება მშბელთან ერთად, რეგისტრაცია დახურულია გასვლის  დოკუმენტის მიღებით, ხოლო გაცემული ფორმა ეგზავნება იმ ადგილის მოსახლეობის დირექციას, სადაც რეგისტრირებულია შესაბამისი პირი.

მოსახლეობის დირექტორატების მიერ შესასრულებელი პროცედურები

მუხლი 49 – (1) სააპლიკაციო ორგანოების მიერ მომზადებული და გაგზავნილი ფორმის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის პროცესი ფიქსირდება პირის ოჯახის რეესტრში და ჩანაწერი იხურება.  საქმის მწარმოებელი მოსახლეობის დირექტორატის მიერ გამზადებული დოკუმენტის ერთი ასლი, ელექტრონულად აღებუბული და არსებობის შემთხვევაში დანართთან ერთად სპეციალურ რეესტრს ეგზავნება, ხოლო მეორე ეგზემპლარი კი არქივისთვის გენერალურ დირექტორატს ეგზავნება.

(2) თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვის მიმღები პირების საოჯახო რეესტრის რეგისტრაციები კი გენერალური დირექტორატის მიერ იხურება.

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის შედეგები მეუღლისა და შვილებისთვის

მუხლი 50 – (1) თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა გასვლის ნებართვით, მეუღლის მოქალაქეობაზე გავლენას არ ახდენს.

(2) ბავშვი, რომლის დედ-მამაც  ერთად დაკარგავს  მოქალაქეობას  ისიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას.

(3) თუ დედა ან მამა რომელიმე დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას, იმ მშობელმა რომელიც დაკარგავს მოქალაქეობას უნდა განაცხადოს და თან დაორთოს მეორე მშობლის თანხმობა და ასეთ შემთხვევაში ბავშიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას. მშობლის ნებართვის არ არსებობის შემთხვევაში საჭიროა მოსამართლის გადაწყვეტილება.

(4) დედის ან მამის გარდაცვალების შემთხვევაში, თურქეთის მოქალაქეობიდან გასული დედის ან მამის კავშირიდიან გამომდინარე  ბავშვიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას.

(5) თუ ბავშვის დედა ან მამა უცხოელია, იმ შემთხვევაში თუ დედა ან მამა დაკარგავს მოქალაქეობას ბავშიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას.

(6) დედა, რომელიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას და არა ქორწინების გზით გააჩენს ბავშვს, დედამისისგან გამომდინარე ბავშიც დაკარგავს მოქალაქეობას.

(7) იმ შემთხვევაში თუ თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვით ბავშვი უსამშობლოდ დარჩა, ამ შემთხვევაში ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება და შესწორება

მუხლი 51 – (1) თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის ნებართვისა და გასვლის დოკუმენტების მიღებამდე შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია უნდა შემოწმნდეს განაცხადის ორგანოს მიერ, ხოლო გასვლის ნებართვისა და გასვლის დოკუმენტებში პირადობის შესახებ ინფორმაცია შედარებულია სისტემაში არსებულ პირად ინფორმაციასთან. შედარების შედეგად:

  1. a) თუ მოხდა  ისეთი მოვლენები , როგორიცაა ქორწინება, განქორწინება, შვილად აყვანა, ქორწინების შეწყვეტა ან გაუქმება ან რეგისტრაციის კორექტირება, დოკუმენტები არ გადაეცემა და დაუბრუნდება სამინისტროს საჭირო შესწორების მიზნით.
  2. b) თუ აღმონდა, რომ ინფორმაციაში არსებითი შეცდომაა გადაწყვეტილების პიროვნების ვინაობის შესახებ, დოკუმენტები უბრუნდება სამინისტროს საჭირო შესწორების მიზნით.
  3. c) დოკუმენტები უბრუნდება სამინისტროს გაუქმებისთვის, თუ დაინტერესებული პირი გარდაიცვალა ან გადაიფიქრა  თურქეთის მოქალაქეობის დატოვებაზე.

უფლებების მინიჭება იმ პირებზე, რომლებმაც გასვლის ნებართვის მიღებით დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა

მუხლი 52 – (2)  მათი ბავშვები, ვინც დაბადებიდან თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ უარი თქვეს გასვლის ნებართვის მიღებით და დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა,  ისინი კვლავ სარგებლობენ იგივე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვთ თურქეთის მოქალაქეებს, ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დებულებების დარღვევის გარეშე. თუმცა, ასეთ პირებს არ აქვთ ვალდებულება შეასრულონ სამხედრო სამსახური, აირჩიონ და აი იქნენ არჩეულნი, შევიდნენ საჯარო სამსახურში და მათ არ აქვთ სატრანსპორტო საშუალებების ან საყოფაცხოვრებო საქონლის ყოლის უფლება. ხსენებული პირების შეძენილი უფლებები სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით დაცულია და ისინი   ამ უფლებების გამოყენებისას ექვემდებარებიან შესაბამისი კანონების დებულებებს.

(2) ამ პირების  ცხოვრობას თურქეთში, მოგზაურობას, სამუშაოებს, ინვესტიციებს, კომერციულ საქმიანობას, მემკვიდრეობას, მოძრავ ნივთებს და პროცესებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა , უძრავი ქონების შეძენა ნხორციელდება თურქეთის მოქალაქეების მიმართ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

ლურჯი ბარათის გაცემა

მუხლი 53 – (1) ლურჯი ბარათი გაიცემა მათთვის, ვინც დაბადებიდან ხდება თურქეთის მოქალაქე და გასვლის ნებართვით კარგავს თურქეთის მოქალაქეობას. მათი მოთხოვნის შემთხვევაში, მათ აქვთ უფლება ისარგებლონ  52-ე მუხლში ჩამოთვლილი უფლებებით.

(2) ქვეყნის გარეთ ლურჯ ბარათს უცხოეთის წარმომადგენლები, ხოლო ქვეყნის შიგნით კი დირექტორატები გასცემენ. საჭიროების შემთხვევაში ლურჯ ბარათს ასევე გასცემს გენერალური დირექტორატი.

(3) ლურჯი ბარათის მისაღებად საჭიროა განაცხადის ფორმა, ორი ცალი ფოტოსურათი და უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტი. მიმართვა ხდება განაცხადის ორგანოებთან.

(4) ლურჯი ბარათი - არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც პირადობის მოწმობა, პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იგი გამოიყენება უცხოელის პირადობის მოწმობასთან ერთად ორგანიზაციებში მომსახურეობის მიღებისას.

(5) სამინისტრო უფლებამოსილია დაადგინოს ლურჯი ბარათის მოქმედების მოცულობა, ფორმა, ზომა, მოქმედების ვადა, ცვლილებისა და მოქმედების ვადა, მასში განთავსებული უსაფრთხოების ელემენტები, რათა დაიცვას იგი იმიტაციისგან, გაყალბებისაგან და ყალბი სისტემისა და ტექნოლოგიისაგან, დაკარგვისა და შევცლის შემთხვევაში.

(6) მათთვის, ვინც დაბადებიდან ხდება თურქეთის მოქალაქე და გასვლის ნებართვის მიღებით კარგავს მოქალაქეობას მოსახლეოვის რეერსტში ამ გზით უნდა იყოს მითითებული და 52-ე მუხლით აღიარებული უფლებების გამოყენებისას  საკმარისია მოსახლეობის რეგისტრაციის ასლი ან სისტემაში არსებული დოკუმენტი.

ლურჯი ბარათის გაცემისას გამოყენებული პრინციპები

მუხლი 54 – (1) ლურჯი ბარათი გაიცემა იმ პირებზე, რომლების დაბადებიდან იდაბადებიდან  გახდნენ თურქეთის მოქალაქეები, მაგრამ თურქეთის მოქალაქეობა დაკარგეს უარის თქმის ნებართვით საფუძე;ზე.

(2) ლურჯი ბარათის გაცემისას. მხედველობაში არ მიიღება თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ პირადობის შესახებ ინფორმაციის შეცვლა.

(3) მოთხოვნის შემთხვევაში, ბავშვის სახელზე გაცემულ ლურჯ ბარათს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათი.

(4) ლურჯ ბარათზე დასამატებელ ფოტოებზე მხედველობაში მიიღება  მოსახლეობის მომსახურების შესახებ  კანონის რეგლამენტის 131-ე მუხლში მითითებული პრინციპები.

(5) ლურჯი ბარათის გაცემისა  და შესაბამის პირზე ჩაბარების შემდეგ, ბარათის ინფორმაცია ინახება ელექტრონულად ან ქაღალდზე.

(6) თუ ლურჯი ბარათის დაკარგვის  ან გამოუსადეგრად გახდომის შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მიერ  ხდება ბარათის განახლება.

(7) ლურჯი ბარათის რეგულირებაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში მიიღება სამინისტროს დასკვნა.

ლურჯი ბარათის გაუქმება

მუხლი 55 – (1) ლურჯი ბარათის გაუქმება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ხდება.

(2) იმ შემთხვევაში, თუ ლურჯი ბარათის მფლობელი თურქეთის მოქალაქეობას დაიბრუნებს, პირადობის მოწმობის გამცემი ორგანო ლურჯ ბარათს ჩაიბარებს.

(3)  უკან დაბრუნებული ან დაწესებულებებში დავიწყებული ან მოქალაქის მიერ მოსახლეობის რეესტრში ჩაბარებული ლურჯი ბარათის სერია და ნომერი ელექტრონულად ან ფურცელზე აღირიცხება. ამ შედეგებს ხელს აწერს შექმნილი ბარათის გაუქმების კომისა.

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა, გადაწყვეტილების მიღება და რეგისტრაცია

მუხლი 56 – (1) ოფიციალური ორგანოების მიერ განსაზღვრული პირების თურქეთის მოქალაქეობა, რომლებიც  კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების საფუძველზე იქნა განხორციელებული, სამინისტროს მიერ ჩატარებული მოკვლევისა  და გამოძების  შედეგად, შეიძლება დაიკარგოს სამინისტროს წინადადებითა  და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით.

(2) განკარგვის გადაწყვეტილებები პიროვნულია  და გავლენას არ ახდენს დაინტერესებული პირის მეუღლეზე და შვილებზე.

(3) იმ პირის სახელით , რომელმაც თურქეთის მოქალაქეობა დაკარგა მზადდება შეტყობინება და ამ ფორმის საფუძველზე იხურება სამოსახლო რეგისტრაცია.

(4) მიღებული გადაწყვეტილება ენცობება შესაბამისს ინსტიტუტებს.

(5) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა ძალაში შედის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების დღიდან.

თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

მუხლი 57 – (1) თუ  დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება მიღებული იქნა დაინტერესებული პირის ცრუ განცხადების ან მოქალაქეობის მიღებისთვის ყალბი საბუთების საფუძველზე, იგი გაუქმდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.

(2) ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ნებისმიერ შემთხვევაში სამინისტრო დაიწყებს გამოკვლევასა და გამოძიებას. თუ გამოძიების შედეგად გაირკვევა,რომ თურქეთის მოქალაქეობის მოპოვების საფუძველზე პირმა  წარმოადგენა   ყალბი განცხადება ან საბუთები,  თურქეთის მოქალაქეობის შეძენის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ.

თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების ვადები და შედეგები

მუხლი 58 – (1)  გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ასევე ითვალისწინებს მეუღლესა და შვილს, რომლებმაც შეიძინეს თურქეთის მოქალაქეობა. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაშია გადაწყვეტილების დღიდან. გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოიყენება თურქეთის მოქალაქეობის მიღების დღიდან და გადაწყვეტილების გაუქმების დღემდე.

(2) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაბადებულ ბავშვზე და მეუღლეზე, რომელიც თურქეთის მოქალაქეობას ქორწინებით შეიძენს.

(3) კანონის 33-ე მუხლის დებულებები გამოიყენება იმ პირთა ქონების ლიკვიდაციისთვის, რომელთაც მოქალაქეობა გაუუქმდა.

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა არჩევანის უფლებით

მუხლი 59 – (1) პირებს, რომლებმაც თურქეთის მოქალაქეობა მიიღეს შემდეგი მიზეზების გამო და რომლებმაც წერილობითი შეტყობინება გააკეთეს თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ვადის დასრულებიდან სამი წლის განმავლობაში, შეუძლიათ უარი თქვან თურქეთის მოქალაქეობაზე:

  1. a) ისინი,ვინც დაბადებიდან თურქეთის მოქალაქეები არიან საგვარეულოს ხაზით ან ისინი  ვინც უცხოელი დედის ან მამის მოქალაქეობას იძენენ დაბადებიდან ან დაბადების.
  2. b) ისინი, ვინც თურქეთის მოქალაქეები არიან დედის ან მამის წარმოშობის გამო და ისინი, ვინც დაბადების ადგილიდან გამომდინარე სახელმწიფოს მოქალაქეობას იძენენ.
  3. c) მათ, ვინც თურქეთის მოქალაქეობა შვილად აყვანის გზით შეიძინეს.
  4. d) ისინი ვინც დაბადებით თურქეთის მოქალაქეები არიან, მაგრამ შემდეგ უცხოელი დედის ან მამის მოქალაქეობას იღებენ.
  5. e) ისინი, ვინ დედის ან მამისგან შემდეგში მიიღებენ თურქეთის მოქალაქეობა.

(2) არჩევანის უფლების გამოყენება არ შეიძლება, თუ თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა დაინტერესებულ პირს მოქალაქეობის არმქონედ გახდის.

თურქეთის მოქალაქეობის არჩევანის გზით დაკარგვის განცხადება და პროცედურები

მუხლი 60 – (1) სააპლიკაციო ორგანოების მიერ განისაზღვრება, აკმაყოფილებენ თუ არა 59-ე მუხლით გათვალისწინებულ პირობებს ისინი, ვისაც თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა სურს არჩევანის უფლების გამოყენებით. შემდეგი დოკუმენტებისგან შემდგარი ფაილი მზადდება იმ პირთა სახელით, რომლებიც აკმაყოფილებენ საჭირო პირობებს და გადაეგზავნება სამინისტროს გადაწყვეტილების მისაღებად:

  1. a) განცხადების ფორმა
  2. b) დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს მიღებულ სახელმწიფო მოქალაქეობას.
  3. c) სააპლიკაციო ორგანოების მიერ სისტემიდან აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში.

თურქეთის მოქალაქეობის არჩევანის უფლებით დაკარგვის გადაწყვეტილება

მუხლი 61 – (1) სამინისტროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, პირი, რომელიც აკმაყოფილებს საჭირო პირობებს, სამინისტროს გადაწყვეტილებით კარგავს თურქეთის მოქალაქეობას.

(2) პირის რეგისტრაცია, რომელიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას ოჯახის რეესტრში, იკეტება აუცილებელი ახსნა-განმარტების საფუძველზე.

(3) იმ პირის მოთხოვნა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს, სამინისტროს მხრიდან არ დაკმაყოფილდება.

(4) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა არჩევანის უფლებით ძალაში შედის სამინისტროს მიერ ამ უფლების გამოყენების პირობების განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

(5) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა არჩევანის უფლების გამოყენებით გავლენას არ ახდენს პირის მეუღლეზე  ხოლო ბავშვების მიმართ გამოიყენება 50-ე მუხლის დებულებები.

მეოთხე ნაწილი

საერთო დებულებები

თურქეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი

მუხლი 62 – (1) თურქეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი არ ექვემდებარება რაიმე ფორმას.

(2) შემდეგი ოფიციალური ჩანაწერები და დოკუმენტები წარმოადგენს პრეზუმფციას, რომ დაინტერესებული პირი არის თურქეთის მოქალაქე, სანამ არ დამტკიცდება სხვა რამ:

  1. a) მოსახლეობის ჩანაწერები
  2. b) პირადობა და საერთაშორისო საოჯახო ჩანაწერი.
  3. c) პასპორტი ან პასპორტი შემცვლელი დოკუმენტები.

მოქალაქეობის დავები

მუხლი 63 – (1) ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, არის თუ არა პირი თურქეთის მოქალაქე, ამ საკითხის განხილვას სთხოვენ სამინისტროს. სამინისტრო შეისწავლის არის თუ არა დაინტერესებული პირი თურქეთის მოქალაქე, შესაბამისი კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების ფარგლებში და ამის შესახებ ეცნობება შესაბამის ორგანოს.

(2) პირს, რომელიც დედის ან მამის გამო აცხადებს, რომ არის თურქეთის მოქალაქეობა, შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომ დაადასტუროს თავისი პრეტენზია. პირს ასევე შეუძლია წარუდგინოს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო დასკვნების საფუძველზე. თუ დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია ან თუ წარდგენილ დოკუმენტებსა და სავარაუდო დედასა და მამას შორის კავშირი არ არის, მოთხოვნა უარყოფილია.

მოქალაქეობის პროცედურებში განაცხადის ორგანო და მეთოდი

მუხლი 64 -  (1) განცხადებები თურქეთის მოქალაქეობის მიღების, დაკარგვის, დამტკიცებისა  და ორმაგი მოქალაქეობის შესახებ იგზავნება იმ გუბერნატორთან, სადაც ქვეყანაში  საცხოვრებელი ადგილზეა რეგისტრირებული,  საზღვარგარეთ კი  უცხოეთის წარმომადგენლობებში, პირადად ან სპეციალური მინდობილობით ამ უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით. ფოსტით გაკეთებული განაცხადები არ მიიღება.

(2) მოქალაქეობის შესახებ განცხადებებს, რომლებიც არ არიან სრულწლოვანები, წარმოადგენენ მათი მშობლები ან მეურვეები.

(3) შეტყობინებები ქვეყანაში მრავალჯერადი მოქალაქეობის რეგისტრაციის შესახებ ასევე შეიძლება გაკეთდეს უშუალოდ იმ მოსახლეობის დირექციაში, სადაც საცხოვრებელი ადგილია.

(4) იმ პირებისთვის, რომლებიც ერთზე მეტ მოქალაქეობას ფლობენ და მიმართავენ თურქეთის მოქალაქეობის მიღებისთვის, სამინისტრო ჩატარებული კვლევის შედეგად საფუძვლად გაითვალისწინებს სახელმწიფო მოქალაქეობას, რომელიც   უფრო ახლო კავშირშია პირთან.

(5) მოქალაქეობის მისაღებად განცხადებისას და პროცედურებში თურქეთის მოქალაქეებისთბის თურქეთის რესპუბლიკის პირად ნომერს, უცხოელებისთვის კი უცხოურ პირად ნომერს ენიჭება უპირატესობა.

(6) მოქალაქეობის მიღების პროცედურებში განაცხადის თარიღის საფუძვლად მიიღება თარიღი, როდესაც პირის ფორმის შუამდგომლობა ფიქსირდება სააპლიკაციო ორგანოს მიერ.

შეცდომების გასწორება

მუხლი 65 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღების ან დაკარგვის გამოსწორების ან დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ის ორგანო, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.

(2) თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ თურქეთის მოქალაქეობის შეძენის ან დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებებში შეტანილი პირადი ინფორმაცია არ არის დაწერილი მისი საფუძვლის შესაბამისად ან არასრულია, არასწორად მითითებული ინფორმაცია გამოსწორდება, ნაკლული ინფორმაცია კი შეივსება.

(3) თურქეთის მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის საქმეს, შესწორება ვერ მოხდება მოსახლეობის ჩანაწერში სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე.

მოქალაქეობის გაუქმება

მუხლი 66 – (1)  თურქეთის მოქალაქეობის შეძენის ან დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებებს, სამართლებრივი პირობების დაკმაყოფილებამდე ან თუ შემდეგ აუქმებს  უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც  გადაწყვეტილება მიიღო. გაუქმებული გადაწყვეტილება ძალადაკარგულია პირველი გადაწყვეტილების დღიდან.

უცხოური ორგანოების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების დამოწმება

მუხლი 67 – (1) უცხო ქვეყნის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების დამოწმება ხორციელდება მოსახლეობის მომსახურების კანონის შესახებ დებულების 167-ე მუხლის შესაბამისად.

(2) უცხოელებს, რომელთაც სურთ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა, საკმარისია წარადგინონ საბუთები, როგორიცაა დიპლომები და პასპორტი და სხვა მსგავსი საბუთები, თურქულად ნათარგმნი  და ნოტარიულად დამოწმებული.

(3) საჭიროების შემთხვევაში, ბინადრობის ნებართვების ნამდვილობის დადასტურება ასევე შეიძლება გაკეთდეს პროვინციის სამმართველოების მიერ.

თანხმობის მიცემა

მუხლი 68 – (1)  თურქეთის მოქალაქეობის მიღები ან დაკარგვის შესახებ განცხადებაში დედასთან ან მამასთან კავშირში მყოფი ბავშის თანხმობა მტკიცდება ნოტარიუსთან. ამასთან შესაძლებელია, რომ თანხმობა სააპლიკაციო ორგანოში მომუშავე პირის თანდასწრებითაც გაფორმდეს.

(2) უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების წინაშე გაცემული თანხმობის დოკუმენტის დამუშავება ხდება 67-ე მუხლის დებულებების შესაბამისად.

მოქალაქეობის განაცხადის განხილვის კომისია

მუხლი 69 – (1) აკმაყოფილებს თუ არა უცხოელი პირობებს, რადგან მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა ადგენს კომისია.

(2) კომისია შედგება პროვინციის დირექციის, პროვინციის პოლიციის შტაბის, პროვინციის ჟანდარმერიის მეთაურის, პროვინციის ეროვნული განათლების დირექტორატისა და სოციალური მომსახურების პროვინციული დირექტორის წარმომადგენლებისგან, რომლებიც დანიშნულნი იქნებიან პროვინციის გუბერნატორის ან მოადგილის ხელმძღვანელობით.კომისიის თავმჯდომარეს,   საჭიროების შემტხვევაში, შეუძლია კომისიაში მოიწვიოს სხვა ერთეულების წარმომადგენლები მოსაზრებებისთვის.

კომისიის მუშაობის პრინციპები და პროცედურები

მუხლი 70 – (1) კომისიის სამდივნოს მომსახურებას უწევს პროვინციის დირექტორატი.

(2) კომისია არ შეიძლება შეიკრიბოს მისი თავმჯდომარის გარეშე, იგი იკრიბება წევრთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ორი მესამედით, ხოლო გადაწყვეტილებებს იღებენ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.კენჭისყრაში თანასწორობის შემთხვევაში მიიღება თავმჯდომარის აზრი. წარმომადგენელი, რომელიც არ ეთანხმება გადაწყვეტილებას, წერილობით აცხადებს თავის მიზეზს.

(2) დღის წესრიგის არსებობის შემთხვევაში, კომისია იკრიბება არაუგვიანეს თხუთმეტი დღის ვადაში. კომისიის სხდომის თარიღებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე დატვირთვის შესაბამისად.

(3) კომისია იკვლევს, არსებობს თუ არა განაცხადის მოთხოვნები უცხოელებისთვის, რომელთაც სურთ შეიძინონ თურქეთის მოქალაქეობა და გამოთქვან საკუთარი აზრი.

უცხოელის ბინადრობისა და ბინადრობის პერიოდების ანგარიში

მუხლი 71 – (1) უცხოელისთვის, რომელსაც სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება, ბინადრობის პერიოდის მოქმედება და გაანგარიშება ხდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად:

  1. a) რამდენ ხნით  გასცა პროვინციის უსაფრთხოების დირექტორატის რეზიდენციამ ბინადრობის ნებართვა თურქეთში და ეს განისაზღვრება უცხოეთის მოწმობით, რომელშიც ნაჩვენებია თურქეთში შესვლისა და გასვლის თარიღები.
  2. b) უცხოელები, რომლებსაც სურთ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა, თურქეთის საზღვრებს გარეთ მაქსიმუმ ექვსი თბე შეიძლება გაჩერდნენ. ჯამში ექვსი თვის ან ნაკლები დროის თურქეთის გარეთ გატარება  ითვლება ბინადრობის დადგენილ ვადაში.
  3. c) უცხოელის ბინადრობის პერიოდის ჯამში ექვს თვეზე მეტი პერიოდის თურქეთს გარეთ გატარება ან ბინადრობის ნებართვის აღებამდე ექვსი თვეზე მეტი თურქეთის გარეთ გატარების შემთხვევაში მხედველობაში არ მიიღება ბინადრობის პერიოდის თარიღი და უწყდება ბინადრობის უფლება.
  4. d) პირი ბინადრობის ნებართვის გარეშე ან იურიდიულად რომელიც აპირბეს საცხოვრებლად თურქეთში ცხოვრებას ავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი, დევნილი, სასწავლო, ტურისტული მიზნით ჩამოსული. სამკურნალოდ მოსული და ამ მიზნით ბინადრობის ნებართვის აღებული ბინადრობა, დიპლომატიური ან საკონსულო პროვილეგიით მცხოვრები უცხოელი პერსონალური პირადობის მოწმობასთან ერთად, მათი თურქეთში ბინადრობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნამდვილ საცხოვრებლად თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას.
  5. e) თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას მიუღებელი  ბინადრობის მიზეზებთან ერთად თურქეთში მყოფი პირის შემდგომში ჩათვლილ მიზეზებთან ერთად ბინადრობის შემთხვევაში, მხედველობაში მიიღება წინა ბინადრობის პერიოდებიც.

კვლევის, გამოძიება და მოქმედების ვადა

მუხლი 72 – (1) პირს რომელსაც სურს მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა უტარდება უსაფრთხოების გამოძება განყოფილებაში, იმის მიხედვით სად არის მისი საცხოვრებელი ადგილიმ ხოლო საარქივო ძიებას ატარებს   ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის მმართველობა  და უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი.

(2) თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი უცხოელის შესახებ 28-ე მუხლის მიხედვით საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე უსაფრთხოების კვლევის შედეგად, თურქეთის მოქალაქეობის ქორწინების გზით მიღებისთვის დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მიღებისთვის საგამოძიებო პროცესი პერიოდულად გრძელდება.

(3) უსაფრთხოების გამოკვლევისა და საარქივო კვლევის პროცედურებს ადგენს სამინისტრო შესაბამის დაწესებულებებთან ერთად.

(4) კვლევა და გამოძება იმ პირის შესახებ, რომელსაც სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება ან დატოვება ერთი წელი გრძელდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ანლიდან კვლევის და გამოძიების ჩატარებაც.

(5) შესაბამისი ორგანოების მიერ ჩატარებულ კვლევიდან გამომდინარე, თუ დადგინდა რომ პირი მოქმედებს  მმართველობითი სისტემის დასამხობად , თუ პირი თანამშრომლობდა ან საქმიანობაში იყო ჩართული  ან მათ ფინანსურად უჭერდა მხარს, მისი ქვეყნისა და იგი მონაწილეობდა დანაშაულებებთან დაკავშირებულ საქმიანობებშიან კანონი № 3713  -  ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ანტიტერორისტული აქტის მიღმა, მონაწილეობდა  იმ ქმედებებში, რომლებიც ეხება დანაშაულებს როგორიცაა  ბუნტი, ჯაშუშობა და ღალატი,    მონაწილეობდნენ ან ეხმარებოდნენ იარაღითა და ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ადამიანებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში,  მათ, ვისაც ექვს თვეზე მეტია მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა, ვერ მიიღებენ თურქეთის მოქალაქეობას.

მოქალაქეობის ფაილის შედგენისას გასათვალისწინებელი პრინციპები

მუხლი 73 – (1) განმცხადებლის სახელით მზადდება ორი ფაილი, ერთი ორიგინალი და ერთი ასლი. საქმის ორიგინალი ეგზავნება სამინისტროს დოკუმენტების ჩამონათვალთან ერთად, ხოლო მეორე ასლი ინახება განაცხადის ორგანოში.

(2) მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება ეგზავნება შესაბამისს პირს, შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით საქმის დოსია განადგურდება.

(3) განმცხადებლის მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში, სამინისტროში დაცული ფაილი ამოღებულია პროცესში და მოქმედება ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ იმავე პირმა ხელახლა მიმართა,    სათანადო წესით მზადდება ახალი სააპლიკაციო ფაილი.

სახელისა და გვარის რეგისტრაცია

მუხლი 74 – (1)  უცხოელებს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად მიმართავენ შესაბამისს ორგანოს, შეუძლიათ მიიღონ თურქული სახელი და გვარი. ამასთან, თუ მათ სურთ თავიანთი სახელი და გვარი შეინარჩუნონ, პირის სახელი და გვარი იწერება თურქული ასოებით და რეგისტრირდება ოჯახის რეესტრში, თურქული ასოების მიღებისა და გამოყენების შესახებ No 1353 კანონის შესაბამისად. მაქსიმუმ ორი სახელი და აბრევიატურის გარეშე,

(2) გვარის აღებისას მხედველობაში მიიღება გვარის რეგლამენტში მითითებული პრინციპები. გვარი დაწერილი უნდა იყოს ერთი სიტყვით. ისეთი ნიშნები, როგორიცაა ტირე, დეფისი და წერტილი, არ   გამოყენება სახელსა და გვარში.

ეკვივალენტობის სერთიფიკატი

მუხლი 75 – (1)  იმ შემთხვევაში თუ თურქეთის მოქალაქეობის ღების შემდეგ პირი მიიღებს  თურქულ სახელსა და გვარს, წინა სახელები და გვარები ფიქსირდება მოსახლეობის ჩანაწერებში.

(2) მოთხოვნის შემთხვევაში, ის ვინც მოგვიანებით მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას; ექვივალენტურობის მოწმობას, რომელიც ასახავს წინა სახელებსა და გვარებს მოსახლეობის ჩანაწერების საფუძველზე, გასცემს გენერალური დირექტორატი ან სამოქალაქო აქტების დირექტორატი.

(3) თუ თურქეთის მოქალაქეობის მიმღებთა წინა სახელები და გვარები არ არის შეტანილი მოსახლეობის რეესტრში; ამ  შემთხვევაში,   პირის სახელი და გვარი თურქეთის მოქალაქეობის მიღებამდე უნდა ჩაიწეროს მოსახლეობის რეესტრში გენერალურ დირექტორატში არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით და ამის საფუძველზე ექვივალენტურობის მოწმობას გასცემს გენერალური დირექცია ან სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურები.

(4) თუ  მომზადებულ ფაილში დოკუმენტები არასაკმარისია, მიმდინარე პასპორტში, დაბადების მოწმობაში და სხვა მსგავს საბუთებში თურქეთის მოქალაქეობის აღებამდე სახელისა და გვარის შემცველ დოკუმენტებში გადამოწმდება და თუ აღმოჩნდა რომ იგივე პიროვნებაა თურქეთის მოქალაქეობის მიღებამდე სახელი და გვარი მოსახლეობის რეესტრშ გატარდება და ამის მიხედვით ექვივალენტურობის საბუთს გასცემს გენერალური დირექტირატი ან მოსახლეობის დირექტორატი.

(5) ექვივალენტობის მოწმობის მისაღებად იმ შემთხვევაში თუ განმცხადებელი პირის გენერალურ დირექტორატის ფაილზე წვდომა ვერ მოხერხდა ან პიროვნების წარმოდგენილ დოკუმენტებში ინფორმაციის შედარების შედეგად დადგინდა რომ იგივე პიროვნება არ არის მოთხოვნდა არ დაკმაყოფილდება.

ბლანკები

მუხლი 76 – (1) გენერალური დირექტორატი უფლებამოსილია მოამზადოს მოქალაქეობის პროცედურებისთვის დაჭირო ბლანკები, შეადგინოს საჭირო რეგულაციები, გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში და ამოიღოს.

მეხუთე ნაწილი

სხვადასხვა დებულებები

თურქეთის მოქალაქეობაზე განაცხადის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და პროცედურები ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის

მუხლი 77 – (1) შემდეგი დოკუმენტებისგან შემდგარი ფაილი მზადდება და ეგზავნება სამინისტროს მათთვის, ვინც აკმაყოფილებს კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს და ბავშვებთან ერთად სურს თურქეთის მოქალაქეობის მიღება:

  1. a) განცხადების ფორმა
  2. b) კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის დაბადებიდან მოქალაქეობას
  3. c) ქორწინების მოწმობა   თუ დაქორწინებულია, განქორწინების დამადასტურებელი საბუთი განქორწინების შემთხვევაში , მეუღლის გარდაცვალების მოწმობა  თუ  პირი ქვრივია.
  4. d) თუ პირი დაქორწინებულია მეუღლის პირადობა, არსებობის შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების პირადობები და ოჯახური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  5. e) არსებობის შემთხვევაში პირველი ან მეორე ხარისხის ახლობელის  თურქეთის მოქალაქის სისტემიდან აღებული მოსახლეობის რეგისტრაციის ნიმუში.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის თურქეთის მოქალაქობისთვის განაცხადში  გადაწყვეტილება და რეგიტრაცია

მუხლი 78 – (1)  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც,    სამინისტროს მიერ  კვლევის შემდეგ აკმაყოფილებს მოთხოვნებს,  სამინისტროს გადაწყვეტილებით იძენს თურქეთის მოქალაქეობას.

(2) იმ პირის მოთხოვნა, რომელიც არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ პირობებს, სამინისტროს მხრიდან არ დაკმაყოფილდება.

(3) უცხოელმა, რომელმაც შემდგომში მიიღო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, ვრცელდება ზოგადი დებულებები.

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თურქეთის მოქალაქეობის მიღების მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 79 – (1) ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ თურქეთის მოქალაქეობის მიღება ძალაში შედის სამინისტროს გადაწყვეტილების დღიდან.

(3) პირი რომელიც მიიღებს მოქალაქეობა, მეუღლესა და ბავშვებისთვის გამოიყენება 37-ე მუხლის დებულებები.

ორმაგი მოქალაქეობა

მუხლი 80 – (1) ნებისმიერი მიზეზით თუ პიროვნებამ ერთზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქობა მიიღო და ამ გზით თურქეთის მოქალაქონისთვის მოკვლევის შედეგად, ოჯახის რეესტრიდან პირადი იმფორმაციითა  და უცხოეთის პირადობის მოქმობაში პიადი ინფორმაციის შედარებით დადგინდა რომ ერთი და იგივე პიროვნებაა,  მოსახლეობის რეესტრშ გეთდება განცხადება რომ მას აქვს მრავალი მოქალაქეობა.

ორმაგ  მოქალაქობასთან დაკავშრებული შეტყობინება

მუხლი 81 – (1)  პირი ან პირები რომლებიც ნებისმიერი მიზეზით მიიღებენ ერთს ან ერთზე მეტ უცხო ქვეყნის მოქალაქობას,სრულწლოვანი თავად, ხოლო არასრულწლოვანი  მშობლებთან ან მეურვესთან ერთად წერილობით აცნობებს მოსაქხლეობის დირექტორატს, ხოლო თუ პირი იმფოფება ქვეყნის გარეთ ამ შემთხვევაში წერილობით აცნობებს საზღვარგარეთ ქვეყნის წარმომადგენლობას.

(2) შეტყობინების დროს სავალდებულოა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან მისი ასლი და სხვა დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს სხვა სახელმწიფო მოქალაქეობის შეძენის თარიღს და  დოკუმენტი უნდა შეიცავდეს  პიროვნების პირად ინფორმაციას.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საზღვარგარეთ წარმომადგნელობასთან შეტყობინება

მუხლი 82 – (1) უცხოეთის წარმომადგენლობისათვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე მრავალი მოქალაქეობის ფორმით იგზავნება პირის ბლანკი და დოკუმენტები უშუალოდ იმ სამოქალაქო რეესტრში სადაც პირია რეგისტრირებული.

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეტყობინებებში სამოქალაქო რეესტრის მიერ შესასრულებელი პროცედურები და პრინციპები

მუხლი 83 – (1) ნებისმიერი მიზეზით პირი, რომელიც იძენს უცხო ქვეყნის მოქალაქეობას და წერილს იგზავნის სამოქალაქო დირექტორატს ან უცხო ქვეყნის წარმომადგენლობას, მრავალი მოქალაქეობის პროცედურებს სამოქალაქო დირექტორატი ანხორციელებს.

(2) შეტყობინებისთანავე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახური ადარებს შესაბამისი პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღსა და სქესს, სხვა სახელმწიფო მოქალაქეობის ამსახველ დოკუმენტებში.

(3) თუ შედარების შედეგად პირადობის ამსახველი ინფორმაცია ემთხვევა, მომზადდება მონაცემთა შეტანის შესაბამისი ფორმა და მოსახლეობის ჩანაწერში გაკეთდება საჭირო განმარტება. მრავალ მოქალაქეობის შესახებ შეტყობინების ფორმა ინომრება სხვა რეესტრიდან  და ინახება დამხმარე დოკუმენტებთან ერთად.

(4) თუ პიროვნების პირადობის შესახებ ინფორმაცია განსხვავებულია, მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

(5) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დროს უცხოური სახელისა და გვარის არჩევის შემთხვევაში მრავალჯერადი მოქალაქეობის აღების ოპერაციის დროს სამოქალქო რეესტრიდან აღებული უცხოური სახლითა და გვარით ხდება საქმის წარმოება.

(6) მოქალაქე, რომელიც ფლობს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობასაც და არ აცნობებს შეტყობინების გზით, თურქეთის მოქალაქეობის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო პროცედურები არ ფიქსირდება მოსახლეობის ჩანაწერებში.

ორმაგი მოქალაქეობის ბათილად ცნობა

მუხლი 84 – (1)  იმ შემთხვევაშ, თუ მრავალი მოქალაქეობის მქონე თურქეთის მოქალაქე რაიმე მიზეზით სხვა სახლემწიფოს მოქალაქეობას დაკარგავს, სრულწლოვანი პირი თავად, ხოლო არასულწლოვანი კი მშობელთან ან მეურვესთან ერთად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განცხადებას აკეთებს მოსახლეობის დირექტორატში ან უცხო ქვეყანაში წარმომადგენლობასთან.

(2) შეტყობინებისას პიროვნებამ უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა ან ასლი,  დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს რა თარიღში დაკარგა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ასევე პირადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.

(3)უცხო ქვეყნაში წარმომადგენლობასთან შეტყობინებაში დართული ფორმა, დოკუმენტები იგზავნება იმ მოსახლეობის დირეკტორატში სადაც  პირი არის რეგისტრირებული საოჯახო რეესტრის მიხედვით.

(4) შედარების შედეგად, თუ პირადობის შესახებ ინფორმაცია ემთხვევა, მზადდება მონაცემთა შეტანის შესაბამისი ფორმა და კეთდება საჭირო ახსნა იმის შესახებ, რატომ გაუქმნდა სხვა ქვეყის მოქალაქეობა.

(5) თუ პირადობის შესახებ ინფორმაცია განსხვავებულია, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოქალაქეობის პროცედურებში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის  პირადობის ინფორმაციის არ დამთხვევა

მუხლი 85 – (1) პიროვნება, რომელიც ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობასაც და მოქალაქეობის პროცედურების შესახებ პროცედურების დროს წარდგენილ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელ დოკუმენტში პირადი ინფორმაცია და საოჯახო რეესტრისინფორმაცია ერთმანეთს არ ემთხვევა მოქალაქეობსი პროცედურები ვერ განხორციელდება. თუ პირი წარადგენს სასამართლო დასკვნას, რომ ის იგივე პირია, ამ შემთხვევაში მოთხოვნა თავიდან შეფასდება.

შეტყობინება

მუხლი 86 – (1)  თურქეთის მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებები შესაბამის პირს ეცნობება სააპლიკაციო ორგანოების მეშვეობით.

(2) მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება ოფიციალურ გაზეთში და ითვლება, რომ  ინფორმაცია გაიცემა  გამოქვეყნების თარიღით .

კანონმდებლობის  გაუქმება

მუხლი 87 – (1)   4/5/2004 წლისა და № 2004/7275   მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით თურქეთის მოქალაქეზე ქორწინების გზიღ თურქეთის მოქალაქეობის მიღება და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის თურქეთის მოქალაქეობის მიღების შესახებ დებულება გაუქმებულია.

ციტირებები

მუხლი 88 – (1) სხვა კანონმდებლობით 1/7/1964 წლის  და № 11742   ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული გაუქმებული 11.2.1964 წლის და № 403 თურქეთის მოქალაქის კანონის   და თურქეთის მოქალაქეზე ქორწინების გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღების და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის თურქეთის მოქალაქეობის მიღების გაუქმებული კანონის შესახებ მიჩნეულია, რომ გაკეთებულია მითითებები.

ძალაშია

მუხლი 89 – (1) ეს დებულება ძალაში შედის გამოქვეყნების დღიდან.

აღსრულება

მუხლი 90 – (1) ამ კანონის დებულებებს ახორციელებს მინისტრთა საბჭო.

ჩამონათვალი, რომელიც ასახავს 11/2/2010 წლის და 2010/139 ნომრის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით    დამატებული  ან შეცვლილი  დებულებების ძალაში შესვლის თარიღს.

განკარგულება დებულებებში დამატების ან შეცვლის შესახებ

თარიღი

ნომერი

2010/139 რეგლამენტის შესწორებული მუხლები

ძალაში შესვლის თარიღი

12/12/2016

2016/9061

20

12/1/2017

13/3/2017

2017/10008

20

5/5/2017

18/9/2018

106

20

19/9/2018

6/12/2018

418

20

7/12/2018

Sitemizden en iyi şekilde faydalanmanız için çerezler kullanılmaktadır.