Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა

გამონაკლისის წესით თურქეთის მოქალაქეობა

თურქეთის მოქალაქეობა

გამონაკლისის წესით თურქეთის მოქალაქეობა

გამონაკლისის წესით თურქეთის მოქალაქეობა

თურქეთში საკუთრებაში მყოფი ან პარტნიორი ბიზნესის, მინიმუმ 50 პირის დასაქმების პირობით, №5901 უცხოელების კანონის 12-ე მუხლის მიხედვით, გამონაკლისის წესით თურქეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები და პრინციპები

№5901 თურქეთის მოქალაქეობის კანონში   - „თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას გამონაკლისი შემთხვევები“- მე-12 მუხლში, №6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის (j) ქვეპუნქტის მიხედვით ისინი ვინც აიღებს ბინადრობის ნებართვას, Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელებს და მათ უცხოელ მეუღლეს, მათსა და მეუღლის არასრულწლოვანი შვილებს, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ წარმოადგენენ საფრთხეს ეროვნული ისაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლიათ თურქეთის მოქალაქეობის მიღება.

თურქეთის მოქალაქეობის კანონის განხორციელების შესახებ დებულების მე -20 მუხლში, რომელიც მომზადებულია თურქეთის მოქალაქეობის კანონის No5901 კანონის 46-ე მუხლის საფუძველზე, სახელწოდებით "თურქეთის მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის წესით, განცხადებისთვის საჭირო დოკუმენტები და პროცედურები" აღნიშნულია, რომ ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ განსაზღვრულ უცხოელებს, რომლებმაც შექმნეს დასასაქმებელი ადგილი  არანაკლებ 50 ადამიანისთვის, შეუძლიათ თურქეთის მოქალაქეობის მიღება პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, No5901 კანონის მე -12 მუხლის პირველი პუნქტის  (b)  ქვეპუნქტის ფარგლებში.

მეორეს მხრივ, №6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის (j) ქვეპუნქტის მიხედვით, თურქეთში არა დასაქმებულები, თუმცა „თურქეთის მოქალაქეობის კანონის“ დებულებების მიხედვით „თურქეთის მოქალაქეობის მიღება გამონაკლისის წესით, განცხადებისთვის საჭირო დოკუმენტები და პროცედურები“ სათაურის მქონე 20-ე მუხლის მიხედვით ის ვინ ახორციელებს ინვესტიციას განხორციელებელმა უცხოელმა, მეუღლემ, მისმა ან მეუღლის არასრულწლოვანმა ბავშვმა მაქსიმუმ ხუთი წლის ვადით შეიძლება მიიღონ ბინადრობის უფლება.

ზემოხსენებული კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, უცხოელი ფიზიკური პირები უზრუნველყოფენ დასაქმებას მინიმუმ 50 პირისთვის, რაც  საჭიროა მათი ბინადრობის ნებართვის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, კანონის No6458 კანონის 31-ე/j მუხლის ან მე -12 მუხლის პირველი პუნქტის  (b)  ქვეპუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული მოქალაქეობის შესახებ განცხადებების მისაღებად. შესაბამისობის მოთხოვნების სერტიფიკატი შეფასდება შემდეგი პროცედურების და პრინციპების ფარგლებში.

განაცხადის და შეფასების პროცესი

უცხოელი   პირები, რომლებიც ითხოვენ   საბუთს იმ მიზეზით, რომ შექმნეს სამუსაო ადგილი არანაკლებ 50 ადამიანისთვის, წერილობით მიმართავენ ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს (საერთაშორისო შრომითი ძალის გენერალური დირექტორატს) ქვემოთ მოცემულ დოკუმენტებთან ერთად.

განაცხადებს აფასებს ოჯახის, შრომისა და სოციალური მომსახურების სამინისტრო, საერთაშორისო შრომის გენერალური დირექტორი.   ყოველგვარი ხარვეზის გარეშე მქონე განცხადებების  გადაწყვეტილება მიიღება შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში. ნნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტებით  გაკეთებული განაცხადების  განმცხადებელს ეძლევა ოცდაათი დღე ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ ამ პერიოდში არ გამოსწორდა ხარვეზები, განცხადება იქნება უარყოფილი.

შეფასებების შედეგად, უცხოელები რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს, შედეგები ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განმცხადებელს.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

  1. 1) განცხადების ფორმა, რომელსაც ხელს აწერს თავად განმცხადებელი
  2. 2) განმცხადებლის კუთვნილი ხელმოწერა, დამოწმებული ნოტარიულად,
  3. 3) უშეცდომოდ შევსებული დასაქმების ფორმა,
  4. 4) პასპორტის  იმ გვერდის ასლი, რომელიც შეიცავს საიდენტიფიკაციო ინფორმაციას,
  5. 5) ჯამში 50 სამუშაო ადგილის შემქმნელი  თურქეთის მოქალაქეებით დასაქმებული კომპანიის ან მისი მოწილე კომპანიის კაპიტალის წილის ამსახველი სავაჭრო რეესტრის გაზეთი და მოქმედი სავაჭრო რეესტრის სერტიფიკატი,
  6. 6) ბოლო დროით დათარიღებული სამუშაო ადგილის თანამშრომელთა სია, აღებული სოციალური დაცვის ინსტიტუტის სისტემიდან, სადაც ნაჩვენებია დაზღვეული პირები, რომლებიც მუშაობენ იმ სამუშაო ადგილებზე / სამუშაო ადგილებზე, რომელსაც  უცხოელი   პირი ფლობს ან არის პარტნიორი.
  7. 7) შემოსავლების მართვის სისტემისგან მიღებული წერილი, სადაც ნაჩვენებია საგადასახადო დავალიანების სტატუსი სამუშაო ადგილის / სამუშაო ადგილების შესახებ, სადაც უცხოელი   პირი არის მფლობელი ან პარტნიორი.
  8. 8) წერილი, რომელიც მიღებულია სოციალური დაცვის ინსტიტუტის სისტემისგან, სადაც ნაჩვენებია სოციალური დაცვის პრემიის დავალიანების სტატუსი სამუშაო ადგილის / სამუშაო ადგილების შესახებ, სადაც უცხოელი რეალური პირი არის მფლობელი ან პარტნიორი
  9. 9) საჯარო დაწესებულებების მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული აუდიტის დროს წერილობითი განცხადება იმის შესახებ, დაჯარიმდა თუ არა კომპანია ბოლო ექვსი თვის განმავლობაში და თუ ჯარიმა იქნა მიღებული, თან ერთვის შესაბამისი დოკუმენტები.

განმარტებები

სამინისტრო აფასებს საკმარისია თუ არა კაპიტალის წილისა და წილის თანაფარდობა იმ კომპანიაში ან კომპანიებში, რომელსაც  უცხოელი   პირი ფლობს ან არის პარტნიორი.

განაცხადების განხილვისას მხედველობაში მიიღება ბოლო ექვსი თვის განმავლობაში თურქეთის მოქალაქეების სრული განაკვეთით მუშაობის სტატუსი.

იმ შემთხვევაში თუ განცხადება იქნება გაკეთებული ცრუ ან შეცდომაში შემყვანი დოკუმენტებით და სამინისტრო ამას მოგვიანებით აღმოაჩენს, ეცნობება შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მიიღოს შესაბამისი ზომები.

Sitemizden en iyi şekilde faydalanmanız için çerezler kullanılmaktadır.