Georgian Diaspora in Turkey - ქართული დასპორა

თურქეთის მოქალაქეობის კანონი

თურქეთის მოქალაქეობა

თურქეთის მოქალაქეობის კანონი

10441

თურქეთის მოქალაქეობის კანონი

კანონის ნომერი: 5901

მიღების თარიღი: 29/5/2009

გამოქვეყნებული ოფიციალურ გაზეთში:თარიღი: 12/6/2009 ნომერი: 27256

გამოქვეყნებული ბრძანება: ბრძანება: 5  ტომი : 48

პირველი ნაწილი

მიზანი, სფერო, განმარტებები და

მოქალაქეობის მიღების მომსახურეობა

მიზანი

მუხლი 1 – (1) ამ კანონის მიზანია თურქეთის მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და ოპერაციების შესრულებისას პროცედურებისა და პრინციპების განსაზღვრა.

სფერო

მუხლი 2 – (1) ეს კანონი მოიცავს თურქეთის მოქალაქეობის შეძენის, დაკარგვისა და მოქალაქეობის მიღების მომსახურების განხორციელების პრინციპების რეგულირების პროცედურებს.

განმარტებები

მუხლი 3 – (1) ამ კანონის განხორციელებისას განმარტებები:

a) სამინისტრო: შინაგან საქმეთა სამინისტრო,

b) მრავალჯერადი მოქალაქეობა: როდესაც თურქეთის მოქალაქეებს ერთდროულად   ერთზე მეტი მოქალაქეობა გააჩნიათ,

c) გენერალური დირექტორატი: მოსახლეობისა და მოქალაქეობის საქმეთა გენერალური დირექტორატი,

ç) თურქეთის მოქალაქე: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე და მასთან კავშირში მყოფი ხალხი,

d) უცხოელი : თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის არმქონე პირი,

მოქალაქეობის მიღების მომსახურეობა

მუხლი 4 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შეძენასა და დაკარგვასთან დაკავშირებულ მომსახურებას ქვეყნის შიგნით ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ქვეყნის გარეთ წარმომადგენლობები უცხოეთში.

მეორე ნაწილი

თურქეთის მოქალაქეობის მიღება

თურქეთის მოქალაქეობის მიღების სტატუსი

მუხლი 5 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია დაბადებისთანავე ან მოგვიანებით.

დაბადებით მიღებული თურქეთის მოქალაქეობა

მუხლი 6 – (1) დაბადებით შეძენილი თურქეთის მოქალაქეობა ავტომატურად მიიღება წარმოშობის ან დაბადების ადგილის საფუძველზე. დაბადებით შეძენილი მოქალაქეობა ძალაში შედის დაბადების მომენტიდან.

კავშირი გვარით

მუხლი 7 – (1) თურქეთში ან ქვეყნის გარეთ თურქეთის მოქალაქის დედის ან მამის ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვი თურქეთის მოქალაქეა.

(2) თურქეთის მოქალაქე დედის და უცხოელი მამის შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე დაიბადა თურქეთის მოქალაქეა.

(3) თურქეთის მოქალაქე მამის და უცხოელი დედის შვილი, რომელიც დაბადებულია ქორწინების გარეშე, იმ შემთხვევაში თუ დაცული იქნება საგვარეულო კავშირის გასამყარებლად პროცედურები და პრინციპები ბავშვი თურქეთის მოქალაქეა.

დაბადების ადგილი

მუხლი 8 – (1) თურქეთში დაბადებული უცხოელი დედისა და მამის შვილი, იმ შემთხვევაში თუ სხვა ვერცერთი სახელმწიფოს მოქალაქეობას ვერ მიიღებს, დაბადებიდან თურქეთის მოქალაქეა.

(2) ბავშვი რომელსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოწმობა არ აქვს და იმყოფება თურქეთში, ითვლება რომ დაბადებულია თურქეთში.

შემდგომში მიღებული მოქალაქეობა

მუხლი 9 – (1) მოგვიანებით თურქეთის მოქალაქეობის მიიღება ხდება კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, შვილად აყვანის ან არჩევანის უფლების გამოყენებით.

თურქეთის მოქალაქეობის მიღება კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით

მუხლი 10 – (1) უცხოელს, რომელსაც სურს მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა, შეუძლია თურქეთის მოქალაქეობის მიღება კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს. ამასთან, საჭირო პირობების დაკმაყოფილება არ იძლევა მოქალაქეობის მიღების აბსოლუტურ უფლებას.

(2) (დანართი: 19/10/2017-7039/28 მუხლი) ამ კანონის შესაბამისად, თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდგომ გამოყენებულ ძირითად პრინციპებსა და საფუძლებს განსაზღვრავს სამინისტრო შესაბამისი საჯარო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მოსაზრებების საფუძველზე.

განაცხადის მოთხოვნები

მუხლი 11 – (1) უცხოელებს, რომელთაც სურთ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა, მოეთხოვებათ:

a) თუ თავისი ეროვნული კანონის მიხედვით არ აქვს მოქალაქეობა, თურქეთის კანონის შესაბამისად უნდა იყოს სრულწლოვანი,

b) განაცხადის მიღებიდან, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთში უნდა ცხოვრობდეს უწყვეტად,

c) მისი ქცევა უნდა ადასტურებდეს, რომ მან გადაწყვიტა თურქეთში დასახლება,

ç) არ უნდა ჰქონდეს დაავადება, რომელიც საფრთხეს უქმნის ზოგად ჯანმრთელობას,

d) უნდა ჰქონდეს კარგი ზნეობა,

e) უნდა საუბრობდეს თურქულად,

f) უნდა ჰქონდეს საკმარისი საარსებო წყარო როგორც თავისთვის ისე არსებობის შემთხვევაში მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირებითვის,

g)არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით,

(2) (გაუქმებულია: 19/10/2017-7039/34 მუხლი)

თურქეთის მოქალაქეობის მიღებისას გამონაკლისი შემთხვევები(1)

მუხლი 12 – (1) იმ პირობით, რომ უცხოელი არ წარმოადგენს დაბრკოლებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით, ქვემოთ მითითებულ უცხოელებს შეუძლიათ შეიძინონ თურქეთის მოქალაქეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით..(2)

a) უცხოელები, რომლებიც ჩართული არიან თურქეთის მრეწველობაში, მეცნიერულ, ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სპორტულ, კულტურულ და სამხატვრო საქმიანობებში და შესაბამისი სამინისტროს მიერ გაცემულია დასაბუთებული წინადადება.

b) (დანართი: 28/7/2016-6735/27 მუხლი) 4/4/2013 წლისა და №6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის (j) ქვეპუნქტის შესაბამისად ბინადრობის უფლების მქონეებსა და ფირუზის (Turkuaz) ბარათის მფლობელი უცხოელებს და მათი მეუღლეს, თავიანთი ან მეუღლის არასრულწლოვან  უცხოელ  შვილებს. (1)

c) პირები რომლებთათვის აუცილებელია მოქალაქეობის მიღება

d) პირები, რომლებიც აღიარებულები არიან როგორც ლტოლვილები.

(2) (დანართი: 19/10/2017-7039/29 მუხლი) სამინისტრო უარყოფს მათ თხოვნას, ვინც დაბრკოლებას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით.

თურქეთის მოქალაქეობის ხელახლა მოპოვება ბინადრობის პირობების გარეშე

მუხლი 13 – (1) იმ პირობით თუ პირი არ წარმოადგენს დაბრკოლებას სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვემოთ მოცემული პირები, მიუხედავად იმისა თუ რამდენი ხანი არიან თურქეთში სამინისტროს გადაწყვეტილებით შეუძლიათ ხელახლა მოიპოვონ თურქეთის მოქალაქეობა.

a) მათ, ვინც თურქეთის მოქალაქეობა დაკარგეს უარის თქმის ნებართვით.

b) მათ შორის, ვინც მშობლების გამო დაკარგა თურქეთის მოქალაქეობა, ვინც არ გამოიყენებს ხმის უფლება 21-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაში.

თურქეთის მოქალაქეობის ხელახლა შეძენა ბინადრობის პირობების შესაბამისად

მუხლი 14 – (1) 29-ე მუხლის მიხედვით მათ ვინც დაკარგეს თურქეთის მოქალაეობა პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 34-ე მუხლის მიხედვით მათ ვინც დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით არ წარმოადგენენ საფრთხეს და თურქეთში სამწლიანი ბინადრობის პირობით შეუძლიათ ხელახლა მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა. (3)

ბინადრობა და პერიოდების დაანგარიშება (4)

მუხლი 15 – (1) ბინადრობა უცხოლეისთვის არის თურქეთის კანონების შესაბამისად თურქეთში ცხოვრება. უცხოელი, რომელსაც სურს მიიიღოს თურქეთის მოქალაქეობა, განაცხადის პერიოდში მისი ქვეყნის გარეთ ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში თორმეტ თვეს.  თურქეთის გარეთ გატარებული პერიოდი შეფასდება ამ აქტით გათვალისწინებული ბინადრობის პერიოდში. (4)

თურქეთის მოქალაქეობის მიღება ქორწინების გზით

მუხლი 16 – (1) თურქეთის მოქალაქესთან ქორწინებით პირდაპირი გზით თურქეთის მოქალაქეობა არ მიიღება.  თუმცა, თურქეთის მოქალაქესთან მინიმუმ სამი წელი ქორწინებაში ყოფნისას და ქორწინების გაგრძელების შემთხვევაში უცხოელს შეუძლია გააკეთოს განცხადება თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად. განაცხადის გაკეთებისას უცხოელს მოეთხოვება შემდეგი პირობები:

a) იგი უნდა ცხოვრობდეს ოჯახში,

b) არ უნდა ეწეოდეს საქორწინო კავშირთან შეუთავსებელ საქმიანობას,

c) არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით,

(2) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადის გაკეთების შემდეგ თურქეთის მოქალაქე მეუღლე გარდაიცვლება აღარ მოითხოვება პირველი a) პუნქტის მოთხოვნა.

შვილად აყვანის გზით თურქეთის მოქალაქეობის მიღება

მუხლი 17 – (1) თურქეთის მოქალაქე, რომელიც იშვილებს არასრულწლოვან პირს, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებსა და საზოგადოებრივი წესრიგის მხრივ, გადაწყვეტილების თარიღიდან მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას.

მოქალაქეობის განაცხადისას განხილვის კომისია

მუხლი 18 – (1) მე-11 და მე-16 მუხლების მიხედვით, უცხოელების განაცხადებს, რომლებსაც სურთ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა, განიხილავს კომისია, რომელიც ამოწმებს აკმაყოფილებს თუ არა უცხოელი მოთხოვნილ პირობებს. კომისიის ჩამოყალიბება და მუშაობის პრინციპები განისაზღვრება დებულებით.

კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები და პრინციპები

მუხლი 19 – (1) კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მსურველი უცხოელებისთვის, განაცხადისთვის საჭირო პირობების მატარებლების სახელით მზადდება მოქალაქეობისთვის საჭირო დოკუმენტაცია და გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სამინისტროს. სამინისტროს მხრიდან ჩატარებული კვლევის შედეგად, ის ვინც აკმაყოფილებს მოთხოვნებს სამინისტროს გადაწყვეტილებით მიიღებს თურქეთის მოქალაქეობას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მათ განცხადებას უარყოფითად დააკმაყოფილებს.

(2) მე-12 მუხლის შესაბამისად, თურქეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს ახორციელებს სამინისტრო.

–––––––––––––––––––

(1) 28/7/2016 წლისა და №6735 კანონის 27-ე მუხლისა და ამ მუხლის პირველი ქუნქტის (a) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა ‘’b’’ ქვეპუნტი და სხვა ქვეპუნქტები ამის მიხედვით გაგრძელდა.

(2) 2/7/2018 წლის №700 განკარგულების 188-ე მუხლში ფრაზა „სამინისტროს შეთავაზება, მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“

(3) 2/7/2018 წლის № 700 განკარგულების 188-ე მუხლში ფრაზა „მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“

(4) 19/10/2017 წლის № 7039 კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტში „ექვსი“ შეიცვალა და გახდა „თორმეტი“.

კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 20 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შეძენის შესახებ გადაწყვეტილებები ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

(2) კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით თურქეთის მოქალაქეობის მიღება გავლენას არ ახდენს მეუღლის მოქალაქეობაზე. დედის ან მამის (…) (1) მეურვეობის ქვეშ მყოფი შვილები, თურქეთის მოქალაქეობას იძენენ, მეუღლის თანხმობის შემთხვევაში. შეთანხმების არ არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება სასამართლოში, მოსამართლის მიერ იმ ქვეყანაში საიდანაც დედ-მამა არიან. თუ დედ-მამა თურქეთის მოქალაქეობას ერთდროულად იძენენ, მათი შვილებიც მიიღებენ თურქეთის მოქალაქეობას.(1)

(3) დედ-მამის თურქეთის მოქალაქეობის მიღების დროს, თუ ბავშვების პროცედურები მოქალაქეობასთან დაკავშირებით არ განხორციელდა, სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგ თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად განაცხადი უნდა მოხდეს მე-11 მუხლის დებულებების შესაბამისად.

თურქეთის მოქალაქეობის მიღება არჩევანის უფლებით

მუხლი 21 – (1) 27-ე მუხლის თანახმად, ბავშვებს, რომლებიც მშობლების გამო დაკარგავენ თურქეთის მოქალაქეობას, შეუძლიათ თურქეთის მოქალაქეობა შეიძინონ არჩევანის უფლების გამოყენებით, სრულწლოვანების ასაკიდან სამი წლის განმავლობაში.

არჩევანის უფლებით თურქეთის მოქალაქეობის მიღების მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 22 – (1) თურქეთის მოქალაქეობის მიღება არჩევანის უფლებით ძალაში შედის ამ უფლების გამოყენების პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

(2) არჩევანის უფლებით თურქეთის მოქალაქეობის მიმღები პირების მეუღლეებისა და შვილებისთვის მე-20 მუხლის დებულებები გამოიყენება.

–––––––––––––––––––

(1) 19/10/2017 წლის №7039 კანონის 34-ე მუხლით, ამ პუნქტში ფრაზა „თურქეთის მოქალაქეობის მიღების თარიღი“ ამუღებული იქნა ტექსტიდან.

მესამე ნაწილი

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა

მუხლი 23 – (1) თურქეთის მოქალაქეობა შეიძლება დაიკარგოს კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ან არჩევანის უფლების გამოყენებით.

კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილების მიერ მოქალაქეობის დაკარგვის გზები

მუხლი 24 – (1) კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით ხდება მოქალაქეობის ჩამორთმევა, გასვლა, დაკარგვინება ან მოქალაქეობის მიღების გაუქმება.

თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა

მუხლი 25 – (1) პირებს რომლებსაც სურთ თურქეთის მოქალაქეობის დათმობა, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს და ამ შემთხვევაში სამინისტროს შეუძლია გასცეს გასვლის ნებართვა ან დათმობის დოკუმენტი.

a) უნდა იყოს სრულწლოვანი.

b)უნდა ჰქონდეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დოკუმენტი ან საბუთი რომ მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

c) არ უნდა იყოს ძებნილი რაიმე დანაშაულისთვის ან სამხედრო სამსახურის გამო.

ç) არ უნდა ჰქონდეს არანაირი ფინანსური და სისხლის სამართლის შეზღუდვა.

დოკუმენტები თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ

მუხლი 26 – (1) უცხოელი, რომელმაც უნდა მიიღოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა თურქეთის მოქალაქეობიდან გასლვლის ნებართვის მსურველებისთვის, სამინისტრო მიზანშეწოლილი პირებისთვის გასცემს გასვლის ნებართვის დოკუმენტს, ხოლო გაცემული ნებართვის საფუძველზე ან მანამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე გაიცემა თურქეთის მოქალაქეობიდან გასვლის დოკუმენტი.

(2) მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ ნებართვა ძალაშია გადაწყვეტილების თარიღიდან ორი წლის განმავლობაში. ის ვინც აიღებს ნებართვას ამ პერიოდის განმავლობაში მოქალაქეობის მიღების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქვეყნის შიგნით უნდა წარადგინოს   გამგეობაში, თუ იგი იმყოფება საზღვარგარეთ აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს საზღვარგარეთის წარმომადგენლობასთან.  თუ მოცემულ პერიოდში ვერ მოხერხდა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება გასვლის შესახებ ნებართვის დოკუმენტი ძალადაკარგულად ჩაითვლება.

თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის მოქამედების ვადა და შედეგები

მუხლი 27 – (1) მას შემდეგ რაც მოქალაქეობაზე უარის თქმის დოკუმენტს მოეწერება ხელი, უქმდება თურქეთის მოქალაქეობა. იმ პირთა ჩანაწერები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეობას კარგავენ, ინახება სამოქალაქო რეესტრის ჩანაწერებში და ისინი ითვლებიან უცხოელებად.

(2) (შეცვლილია:6/12/2019-7196/63 მუხლი) თუ რომელიმე მეუღლე დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას უარის თქმის ნებართვის მიღებით, ეს გავლენას არ ახდენს მეორე მეუღლის მოქალაქეობაზე. თუ თურქეთის მოქალაქეობა დაკარგული დედა ან მამა მოითხოვს და მეორე მშობელიც თანახმაა, მათი შვილები მათთან ერთად კარგავენ თურქეთის მოქალაქეობას. თუ არ მოხდა შეთანხმება ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად.

(3) იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეობის დაკარგვით ბავშვები მოქალაქეობის არ მქონე პირები ხდებიან ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება.

უფლებების მინიჭება იმ პირებზე, რომლებმაც თურქეთის მოქალაქეობა დაკარგეს უარის თქმის ნებართვით

მუხლი 28 – (შეცვლილია: 9/5/2012-6304/14 მუხლი)

(1) ისინი, ვინც დაბადებიდან არიან თურქეთის მოქალაქეები და უარს იტყვიან თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის ნებართვით, მათი მესამე ხარისხამდე შთამომავლები კვლავ სარგებლობენ თურქეთის მოქალაქეებისთვის მინიჭებული იგივე უფლებებით, გარდა ამ მუხლში მოცემული გამონაკლისებისა.დაცულია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ დებულებები.

(2) ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებს არ აქვთ არჩევანისა და არჩევის, სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებლო საქონლის იმპორტისა და სამხედრო სამსახურის ვალდებულება.ამ უფლებების განხორციელებისას მათი სოციალური უფლებები დაცულია და ისინი ექვემდებარებიან შესაბამისი კანონების დებულებებს.

(3) ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებს არ აქვთ უფლება შეასრულონ ერთჯერადი და მუდმივი საჯარო სამსახურის მოვალეობები. თუმცა მათ შეუძლიათ დასაქმდნენ საჯარო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში როგორც დროებითი პერსონალი ან კონტრაქტით აყვანილი პერსონალი.

(4)პრეზიდენტს შეუძლია განსაზღვროს მესამე ხარისხის შთამომავლები ამ მუხლით მინიჭებულ უფლებებით თუ როგორ ისარგებლებენ.(1)

(5) შთამომავალმა, რომელიც ისარგებლებს ამ მუხლის დებულებებით, უნდა დაადასტუროს წინაპარი და წარმოშობა.

(6) ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებებისთვის პირებზე გაიცემა ლურჯი ბარათი. ეს ბარათი ექვემდებარება 21/2/1963 წლის ფასიანი ქაღალდების №210 კანონს.

(7) ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებების გამოყენებისთვის საკმარისია ლურჯი ბარათის წარდგენა. ბარათის წარუდგენლობის შემთხვევაში მუშავდება რეგისტრაციის ნიმუში, რომელიც ცისფერი ბარათის მფლობელთა რეესტრიდან ამოიღეს პირადობის გაზიარების სისტემის საშუალებით და მოქალაქეობის სახელმწიფო ორგანოების მიერ მოცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ პირთა პირადობის შესახებ ინფორმაციის შეცვლის შემთხვევაში, სავალდებულოა წარადგინონ დოკუმენტი, რომელშიც ნაჩვენებია ძველი და ახალი პირადობის ინფორმაცია, მიღებული სახელმწიფო ხელისუფლებისგან, რომლის მოქალაქეებიც არიან, თურქულად ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული.

(8) ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებს ეძლევათ საიდენტიფიკაციო ნომრები სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპების შესაბამისად.იქ სადაც მოეთხოვებათ თურქეთის რესპუბლიკის პირადობის ნომერი ისინი ამ ნომერის გამოიყენებენ.

              (9) ლურჯი ბარათის გაცემისა და განაწილების და ლურჯი ბარათის რეესტრის ელექტრონულად შენახვის პროცედურებსა და პრინციპებს განსაზღვრავს სამინისტრო.

            (10) საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები იღებენ ყველა სახის საჭირო ზომებს ამ მუხლის დებულებების განსახორციელებლად.

–––––––––––––––––––

(1) 2/7/2018 წლის № 700 განკარგულების 188-ე მუხლში ფრაზა „მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“

             თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა(1)

მუხლი 29 – (1) ქვემოთ მოცემულ სიტუაციაებში პრეზიდენტის გადაწყვეტილების საფუძელზე პირს შეიძლება ჩამოერთვას თურქეთის მოქალაქეობა:(1)

a) თუ პირი ასრულებს უცხო სახელმწიფოსთვის დავალებას, რომელიც არ შედის თურქეთის ინტერესებში, ქვეყნის შიგნით სამოქალაქო ადმინისტრაციებისა და ქვეყნის გარეთ საზღვარგარეთის წარმომადგენლობის ცნობისა და გაფრთხილების შემდეგ სამი თვის ვადაში არ დატოვა სამსახური.

b) ისინი, ვინც საკუთარი ინიციატივით აგრძელებენ მუშაობას პრეზიდენტის ნებართვის გარეშე, თურქეთთან ომში მყოფი სახელმწიფოს ნებისმიერ სამსახურს..(1)

c) ისინი ვინც ნებაყოფლობით ეწევიან სამხედრო სამსახურს უცხო ქვეყანაში.

(2) (დანართი: 2/1/2017 - განკარგულება-680/75 მუხლი.  1/2/2018-7072/73 მუხლი) 26/9/2004 წლის №5237 თურქეთის სისხლის სამართლის კანონის 302-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 313-ე, 314-ე და 315-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე გამოძიებისას და უცხოელის ქვეყანაში არ ყოფნის გამო ვერ დაკავშირებისას,  ერთი თვის განმავლობაში სამინისტროს ეცნობება პროკურორის გამოძიებისა და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. სამინისტროს მხრიდან ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ქვეყანაში დასაბრუნებელი განაცხადიდან თუ პირი სამი თვის განმავლობაში არ დაბრუნდა ქვეყანაში პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას ჩამოერთმევა თურქეთის მოქალაქეობა.(1)

თურქეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 30 – (1) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა ძალაში შედის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნების დღიდან. (2)

(2) მიღებული გადაწყვეტილება პირადია და გავლენას არ ახდენს დაინტერესებული პირის მეუღლეზე და შვილებზე.

თურქეთის მოქალაქეობის გაუქმება

მუხლი 31 – (1) თუ დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქეობის   შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყალბი დოკუმენტაციით ან მნიშვნელოვანი დეტალების დამალვის შედეგად, გადაწყვეტილება გაუქმდება შესაბამისი ორგანოს მიერ.

გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 32 – (1) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების მიღების დღიდან. გაუქმება დაინტერესებულ პირთან კავშირში მყოფ მეუღლეზე და შვილებზეც ვრცელდება.

–––––––––––––––––––

(1) 2/7/2018 წლის № 700 განკარგულების 188-ე მუხლში ამ მუხლის პირველ პუნქტში ნახსენები „სამინისტროს შეთავაზება და მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“, იგივე პუნქტის  (b) ქვეპუნქტში „მინისტრთა საბჭოს“ ფრაზა შეიძვალა „პრეზიდენტის“ ფრაზით, მეორე პუნქტში „სამინისტროს შეთავაზება და მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“.

(2) 2/7/2018 წლის № 700 განკარგულების 188-ე მუხლში ფრაზა „მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“

საქონლის ლიკვიდაცია

მუხლი 33 – (1) გაუქმებული მოქალაქეობის პირებზე ვრცელდება უცხლოელების თურქეთში ბინადრობისა და მოგზაურობის შესახებ 15/7/1950 წლის № 6583-ე კანონის დებულებები. იმ შემთხვევებში, როდესაც მათი საქონლის ლიკვიდაცია საჭიროდ მიიჩნევა, ეს საკითხი მითითებულია გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებაში. ეს პირები ვალდებულები არიან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში თურქეთში არსებული საქონლის ლიკვიდაცია მოახდინონ.  წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საქონელი გაიყიდება ხაზინის მიერ და მათი ღირებულება დეპოზიტირდება საჯარო სახაზინო სისტემაში შეტანილი საჯარო ბანკის სახელით.

(2) თუ პირებმა საქმის გასასაჩივრებლად მიმართეს სასამართლოს საქონლის ლიკვიდაცია დავის დასრულებამდე არ ხდება.

თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა არჩევანის უფლებით

მუხლი 34 – (1) ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში, პირს შეუძლია უარი თქვას თურქეთის მოქალაქეობაზე ზრდასრულობის ასაკიდან სამი წლის განმავლობაში:

a) მათ ვინც დედ-მამიდან გამომდინარე დაბადებიდან მიიღეს თურქეთის მოქალაქეობა ან უცხოელი დედ-მამიდან გამომდინარე დაბადებიდან ან შემდეგ მიიღეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა.

b) ისინი, ვინც დედ-მამიდან გამომდინარე წარმოშობის მიხედვით მიიღეს თურქეთის მოქალაქეობა და დაბადების ადგილის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს.

c) ისინი, ვინც თურქეთის მოქალაქეობას შვილად აყვანის გზით იძენენ.

ç) ისინი, ვინც თურქეთის მოქალაქეები არიან დაბადების ადგილის საფუძველზე, მაგრამ მოგვიანებით იძენენ თავიანთი უცხოელი დედის ან მამის მოქალაქეობას.

d) ისინი ვინც თურქეთის მოქალაქეობა მიიღეს დედის ან მამის გმოქალაქეობის მიღების გზით.

(2) ზემოაღნიშნული დებულებების შესაბამისად, თუ მოქალაქეობის დაკარგვა ადამიანს მოქალაქეობის არმქონედ გახდის, არჩევანის უფლების გამოყენება შეუძლებელია.

არჩევანის უფლებით თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვის მოქმედების ვადა და შედეგები

მუხლი 35 – (1) თურქეთის მოქალაქეობის დაკარგვა არჩევანის უფლებით ძალაში შედის ამ უფლების გამოყენების პირობების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან.

(2) არჩევანის უფლებით თურქეთის მოქალაქეობაზე უარის განმცხადებელი პირის მეუღლესა და შვილებზე გამოიყენება 27-ე მუხლის დებულებები.

მეოთხე ნაწილი

საერთო დებულებები

თურქეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი

მუხლი 36 – (1) თურქეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი არ ექვემდებარება რაიმე ფორმას.

(2) შემდეგი ოფიციალური ჩანაწერები და დოკუმენტები წარმოადგენს პრეზუმფციას, რომ დაინტერესებული პირი არის თურქეთის მოქალაქე, სანამ არ დამტკიცდება სხვა გარემოება.

a) მოსახლეობის ჩანაწერები.

b) პირადობის მოწმობები.

c) პასპორტი ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტები.

(3) ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, არის თუ არა პირი თურქეთის მოქალაქე, ირკვევა სამინისტროსთან.

მოქალაქეობის პროცედურებში განაცხადის უფლებამოსილება და პროცედურა

მუხლი 37 – (1) განცხადებები თურქეთის მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის შესახებ იგზავნება ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილის გამგებლობაში და საზღვარგარეთ უცხოეთის წარმომადგენლობებთან, პირადად ან ამ უფლების მინდობილობით.

ინფორმაციისა და დოკუმენტების მოთხოვნა

მუხლი 38 – (1) ინფორმაცია და დოკუმენტაცია მოქალაქეობის პროცედურების შესახებ ექსპერტიზისა და გამოკვლევის შესახებ საჯარო დაწესებულებებიდა ორგანიზაციები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გასცემენ.

მატერიალური შეცდომების გამოსწორება და დასრულება (1)

მუხლი 39 – (შეცვლილია: 19/10/2017-7039/31 მუხლი)

(1) თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ამ კანონის შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებებში არსებითი შეცდომა ან ხარვეზია, გენერალური დირექტორატი წყვეტს მის გამოსწორებას ან დასრულებას.

მოქალაქეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება

მუხლი 40 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შეძენის ან დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება მანამ, სანამ არ შესრულდება სამართლებრივი პირობები, ან თუ მოგვიანებით გაირკვევა, რომ ისინი განმეორებით იქნა მიღებული.

შეტყობინება

მუხლი 41 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შეძენისა და დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებები ეცნობება დაინტერესებულ პირს და განაცხადის შემსრულებლებს. ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია 29-ე მუხლის შესაბამისად, ქვეყნდება ოფიციალურ გაზეთში და ითვლება, რომ მათ ამის შესახებ ეცნობებათ გამოქვეყნების დღეს.

–––––––––––––––––––

(1) ამ მუხლის სათაური იყო „მატერიალური შეცდომების გამოსწორება“ რომელიც 19/10/2017 წლის № 7039 კანონის 31-ე მუხლის თანახმად შეიცვალა.

მეხუთე ნაწილი

სხვადასხვა დებულებები

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები

მუხლი 42 – (1) ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებსაც სურთ თურქეთის მოქალაქეობის მიღება, წერილობითი განცხადების საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ მოქალაქეობა.

(2) მათთვის, ვინც შემდეგ მიიღო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, გამოიყენება მე -11 მუხლში მითითებული დებულებები.

ისინი ვინც დაკარგა ან ჩამოერთვა თურქეთის მოქალაქეობა(1)

მუხლი 43 – (შეცვლილია: 19/10/2017-7039/32 მუხლი)

(1) ნომერი 403 გაუქმებული თურქეთის მოქალაქეობის კანონის 25-ე მუხლის (a), (ç), (d) და (e) ქვეპუნქტების მიხედვით პირი, რომელიც დაკარგავს თურქეთის მოქალაქეობას, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით არ წარმოადგენს პრობლემას, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში თურქეთში ბინადრობის უფლების არ მოთხოვნით სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია თავიდან მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

(2) № 1212 და 28/5/1928 წლის თურქეთის მოქალაქეობის კანონის მიხედვით პირს, რომელსაც ჩამოერთვა მოქალაქეობა, იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით არ წარმოადგენს პრობლემას, განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თურქეთში ბინადრობის უფლების არ მოთხოვნით სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია თავიდან მიიღოს თურქეთის მოქალაქეობა.

(3) პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით წარმოადგენს დაბრკოლებას, მათ მოთხოვნებს სამინისტრო არ დააკმაყოფილებს.

მრავალი მოქალაქეობა

მუხლი 44 – (1) ნებისმიერი მიზეზით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიმღები პირების შესახებ ამ მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობების წარდგენის შემდეგ დადგინდა რომ ერთი და იგივე პირია, ოჯახის რეესტრში ჩაიწერება, რომ პირს აქვს მრავალი მოქალაქეობა.

მოქალაქეობის პროცედურების მომსახურეობის საფასური

მუხლი 45 – (1) თურქეთის მოქალაქეობის შემდგომში შეძენის საფასური განისაზღვრება სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ.   მომსახურების საფასურის ოდენობა აღირიცხება როგორც ბიუჯეტის შემოსავალი.

(2) საშემოსავლო გადასახადის No:193 კანონის თანახმად, პირველი აბზაცის შესაბამისად განსაზღვრული მომსახურების საფასური არ აიღება პირებიდან, რომლებსაც არ აქვს შემოსავალი და არიან არასრულწლოვნები.

რეგულირება

მუხლი 46 – (1) ამ კანონის განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები და პრინციპები რეგულირდება პრეზიდენტის მიერ გამოცემული დებულებით. (2)

–––––––––––––––––––

(1) მუხლის სათაური გახლდათ „ნომერი 403 კანონის მიხედვით, მათ ვინც დაკარგეს თურქეთის მოქალაქეობა“,   შეიცვალა როგორც 19/10/2017 წლის ნომერი 7039 კანონის 32-ე მუხლის თანახმად.

(2) 2/7/2018 თარიღის ნომერი 700 განკარგულების 188-ე მუხლში ფრაზა „მინისტრთა საბჭო“ შეიცვალა „პრეზიდენტით“

გაუქმებული რეგულაციები და ცნობები

მუხლი 47 – (1) 11/2/1964 წლის № 403 თურქეთის მოქალაქეობის კანონი, 24/4/2006 წლის 5490 მოსაქლეობის მომსახურეობის კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტში გაუქმდა ფრაზა „პროვინცია და ოლქი“.

(2) სხვა კანონმდებლობასი 11/2/1964 წლის  403 თურქეთის მოქალაქეობის კანონში არსებული ფრაზები ამ კანონშიც ჩაითვალა.

გაურკვეველი მოსახლე

დამატებითი მუხლი 1 – (დანართი: 19/10/2017-7039/33 მუხლი)

(1) პირები, რომლებიც თვრამეტი წლამდე რაიმე მიზეზით არ არიან რეგისტრირებულნი საოჯახო ჩანაწერებში და რომლებსაც არ აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იმ შემთხვევაში თუ დედ-მამა გარდაცვლილი ჰყავთ, არსებობის შემთხვევაში დედ-მამიშვილისგან აღებული სამედიცინო დასკვნის წარდგენით შეუძლიათ მიიღონ თურქეთის მოქალაქეობა.

თურქული წარმომავლობის უცხოელები

დროებითი მუხლი 1 – (1) მე-11 მუხლის პირველი პუნქტის (b) ქვეთავში ბინადრობის დრო, თურქული წარმოშობის უცხოელებისთვის 31/12/2010 წლამდე ორი წელი გახდა.

მოქმედი რეგულაციის განხორციელება

დროებითი მუხლი 2 – (1) 46-ე მუხლით გათვალისწინებული დებულება მზადდება და ამოქმედდება ექვსი თვის განმავლობაში. ამ დებულების ძალაში შესვლამდე მოქმედი დებულებები, რომლებიც წინააღმდეგობაში არ მოდიან ამ კანონთან, იგივენაირად რჩებიან.

ძალაშია

მუხლი 48 – (1) ეს კანონი ამოქმედდება გამოქვეყნების დღიდან.

აღმასრულებელი

მუხლი 49 – (1) ამ კანონის დებულებებს აღასრულებს მინისტრთა საბჭო.

10448-2

  დანართები და ცვლილებები ნომერი 5901 კანონთან დაკავშრებით ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღის ამსახველი ცხრილი

ცვლილებების შეტანა კანონში / განკარგულებაში ან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება

No:5901 კანონის შესწორებული ან გაუქმებული მუხლები

ძალაში შესვლის თარიღი

6304

28

18/5/2012

6735

12

13/8/2016

KHK/680

29

6/1/2017

7039

10, 11, 12, 15, 20, 39,

43,დამატებითი მუხლი 1

3/11/2017

7072

29

8/3/2018

KHK/700

12, 14, 28, 29, 30, 46

24/6/2018 წელს თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეისა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოვალეობის შესწრულების დაწყების თარიღი

(9/7/2018)

7196

27

24/12/2019

Sitemizden en iyi şekilde faydalanmanız için çerezler kullanılmaktadır.