განცხადებებისა და დოკუმენტების შესახებ განმარტებები

განცხადებებისა და დოკუმენტების შესახებ განმარტებები

ბინადრობის ნებართვა 30.03.2021, 18:45 30.03.2021, 19:20
განცხადებებისა და დოკუმენტების შესახებ განმარტებები

  1.  სამგზავრო დოკუმენტი (პასპორტი)

ქვეყანაში შემოსვლის-გასვლის დროს პიროვნებამ უნდა წარმოადგინოს პასპორტი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი (პირადი მონაცემებისა და ფოტოსურათის შემცვლელი გვერდების ფოტოასლი).

თუ პასპორტში სახელი და გვარი არ არის გამოყოფილი, საკონსულოდან უნდა აიღოთ პარადი ინფორმაციის მაჩვენებელი დოკუმენტი (სახელისა და გვარის ცალ-ცალკე მაჩვენებელი დოკუმენტი) და საჭირო ადგილები შეავსეთ.

იმ შემთხვევებში, როდესაც პასპორტი არ არის დაწერილი ლათინური ასოებით, განაცხადს უნდა დაერთოს თარგმანი, რომელსაც დამოწმებული იქნება ოფიციალური ორგანოების მიერ.

  ქვეყანაში ყოფნის დროს ნუ მისცემთ პასპორტს იმ ადამიანებს, ვისაც არ იცნობთ და ნუ გაუზიარებთ თქვენს პასპორტში არსებულ ინფორმაციას იმ ადამიანებს, რომლებსაც არ იცნობთ!

პირველი განაცხადის დროს მოითხოვება პასპორტის ორიგინალი. გახანგძლივების განაცხადის დროს მოითხოვება ნათათრგმნი და ნოტარიულად დამოწმებული პასპორტის ფოტოასლი.

პასპორტის შეცვლის შემთხვევაში, წინა პასპორტების დამუშავებული გვერდები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილია ბინადრობის ნებართვის განაცხადებში.

  1. ფოტოსურათი

ფოტოსურათი  გადაღებულია ბოლო 6 თვის განმავლობაში, თეთრი ფონით და ბიომეტრიული. არ ატვირთოთ საოჯახო ფოტოები, სელფი, ფოტოები, რომლებიც რთულია ამოსაცნობად, მოძველებულია ან შავ-თეთრია, წინააღმდეგ შემთხვევაში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა!

  1. უცხოელის სახელით განაცხადის გაკეთება

უცხოელი ბავშვის დაბადების მოწმობა  მათთვის, ვინც მშობლებს ირჩევს; მეურვეობის შესახებ გადაწყვეტილება, ვინც მეურვეს ირჩევს; ვინც ადვოკატს აირჩევს, მინდობილობის ნიმუში უნდა დაურთოს თავის სააპლიკაციო დოკუმენტებს.

თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. სტუდენტური დოკუმენტი

სტუდენტური დოკუმენტები მიიღება იმ დაწესებულებიდან, სადაც იღებს განათლებას, ელექტრონულად ხელმოწერილი / ხელმოწერილი და ბეჭედი / დალუქული.

თუ გათვლილი პერიოდში ვერ მოახერხა სწავლის დასრულება, მან უნდა წარმოადგინოს აქტიური სტუდენტის მოწმობა სასწავლებლიდან და ყველა განაცხადზე ის მიიღებს ერთწლიან ბინადრობის ნებართვას.

დაწყებითი,საშუალო და ლიცეუმისთვის სტუდენტური ბინადრობის მოწმობის ასაღებად მიზნის შესაბამისი ვიზის აღებაა საჭირო.

  1. შემოსავლის მოთხოვნა

იგი დეკლარირებულია განაცხადის ფორმაში.

ადმინისტრაციამ შეიძლება მოითხოვოს დამხმარე დოკუმენტები.

შემოსავლის წყარო შეგიძლიათ გამოხატოთ ისეთი მნიშვნელობებით, როგორიცაა უძრავი ქონების შემოსავალი, ქირა, ხელფასი, კომერციული მოგება, მემკვიდრეობა, დანაზოგი. თუ ვალდებულება წარდგენილია ფინანსური საშუალებებით, ამის შესახებ უნდა მიეთითოს და განცხადების დოკუმენტებს უნდა დაერთოს ვალდებულების წერილი.

საშემოსავლო ანგარიშგების დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოეთხოვება მათ , ვის ხარჯებს ანაზღაურებს საჯარო დაწესებულებები   ქვეყანაში ყოფნის დროს.საკმარისია ელექტრონული ხელმოწერილი / ხელმოწერილი და დალუქული / ბეჭედიანი დოკუმენტის მოტანა, რომელშიც მითითებულია, რომ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო დაწესებულება. ამასთან, „შემოსავლის წყაროს“ ნაწილში მითითებული უნდა იყოს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.

ადმინისტრაციამ შეიძლება მოითხოვოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი იმ უცხოელებისაგან, რომელთა დეკლარაცია არ აღმოჩნდა საკმარისი;

  • საპენსიო საიდენტიფიკაციო ბარათი და საპენსიო პენსიის განაწილების სერტიფიკატი (ბანკიდან დოკუმენტი, რომელშიც ნაჩვენებია მისი საპენსიო ხელფასი, სამუშაო ადგილის დამხმარე პრემიის დოკუმენტი პენსიონერებისგან ვინც კვლავ აქტიურად მუშაობენ)
  • ბანკიდან ანგარიშის დოკუმენტი (მინიმუმ ბოლო 6 თვის ანგარიშების მაჩვენებელი დოკუმენტი)
  • საერთაშორისო საკრედიტო ბარათი (მინიმუმ ბოლო 6 თვის ანგარიშების მაჩვენებელი დოკუმენტი და დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს მიმდინარე ლიმიტის ინფორმაციას)
  • განახლებული საშემოსავლო დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ მასზე დანართი არ არის
  • დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია თანხის ოდენობა ბანკში ყოფნის პერიოდის განმავლობაში
  • შტამპიანი ხელმოწერილი კომპანიის წერილი (კომპანიის უფლებამოსილი ხელმოწერის ცირკულარი უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტთან ერთად)
  • საბუთი საბანკო დეპოზიტიდან მიღებული შემოსავლის შესახებ
  • საიჯარო შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და საიჯარო ხელშეკრულება არაუგვიანეს 2 წლისა
  • თვითდასაქმებული პირებისათვის; საგადასახადო ფურცლის ასლი, სავაჭრო რეესტრის ჟურნალი, ხელმოწერის ცირკულარი, ბალანსი და შემოსავლის განაცხადი ბოლო 3 წლის განმავლობაში დამტკიცებული საგადასახადო სამსახურის ან დამოწმებული საჯარო ბუღალტრის მიერ, მიმდინარე წლის ბალანსი, სარეგისტრაციო დოკუმენტი ან საქმიანობის დოკუმენტი ვაჭართა და ხელოსანთა პალატისთვის

თუ შემოსავლის ანგარიშის ამსახველი დოკუმენტი მიღებულია საზღვარგარეთიდან, მოტანილი უნდა იქნეს ფიქსირებული თარჯიმნის ნოტარიულად დამოწმებული ასლი მისი თურქული თარგმანით!

  1. სპონსორის შემოსავლის მოთხოვნა

საოჯახო ბინადრობის ნებართვის განცხადებისთვის, სპონსორის შემოსავალი ოჯახში თითო ადამიანზე მინიმუმი ხელფასის ერთ მესამედზე ნაკლები არ უნდა იყოს და მთლიანი შემოსავალი მინიმალურ ხელფასზე ნაკლები არ უნდა იყოს. (თუ ჩავთვლით, რომ მინიმალური ხელფასი 900 ლირაა, სპონსორის მეუღლისა და შვილისთვის ანუ სამი პირისგან შემდგარი ოჯახისშტვის 300+300+300=900 თურქული ლირაა, სპონსორისა და მეუღლისგან შემდგარი ორ კაციანი ოჯახისთვის 300+300=600 თურქულლირას მაგრამ სპონსორის ხელფასი მაინც მინიმუმ 900 ლირა უნდა იყოს. ) იმ შემთხვევებში, როდესაც სპონსორის მუდმივი შემოსავალი არ არის საკმარისი ბინადრობის ნებართვის მისაღებად, შემოსავლის განაცხადი შეიძლება შეავსოთ სხვა შემოსავლით.

  1. მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა

დაზღვევის პერიოდი უნდა მოიცავდეს მოთხოვნილ ბინადრობის ნებართვის პერიოდს.

საზღვარგარეთ გაფორმებული პირადი სამედიცინო დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ ხელს აწერენ სადაზღვევო კომპანიების შიდა ფილიალები (აგენტები).

მათ, ვისაც ორმხრივი სოციალური დაცვის ხელშეკრულებები აქვთ, სტატუსი უნდა დაადასტურონ პროვინციის სოციალური დაცვის განყოფილებებმა და მათ განაცხადის დოკუმენტებს დაურთონ ეს ელრქტრონულად  ხელმოწერილი / ხელმოწერილი და ბეჭედდასმული / დალუქული დოკუმენტი.

საოჯახო ბინადრობის ნებართვის განაცხადში, სპონსორს უნდა ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოიცავს ოჯახის ყველა წევრს.

კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა პოლისი უნდა შეიცავდეს ფრაზას "ეს პოლისი მოიცავს მინიმალური დაფარვის სტრუქტურას, რომელიც მითითებულია ცირკულარში ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, რომელიც უნდა გაკეთდეს ბინადრობის ნებართვის მოთხოვნებში, თარიღითი 06/06/2014 და ნომერი 9." გთხოვთ, ხელი მოაწეროთ თქვენს სადაზღვევო პოლისს განაცხადის წარდგენის დროს დაწარადგინეთ ბეჭედი / დალუქული ორიგინალი!გახანგრძლივების განაცხადისთვის თქვენი განაცხადის ფაილში განათავსეთ მხოლოდ თქვენი პოლისის დამტკიცებული შტამპიანი, ხელმოწერილი ასლი.

მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის საჭირო უცხოელებისთვის, რომელთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულებებით  ქვეყანაში ყოფნის დროს.

ელექტრონულად ხელმოწერილი / ხელმოწერილი და შტამპით / დალუქული დებულების დოკუმენტი, რომელიც აღებულია სოციალური დაცვის დაწესებულებიდან SGK– დან აღებული დებულებები უნდა იყოს ისე, რომ ფარავდეს როგორც თავად პირის, ასევე ოჯახის წევრების ოჯახის ბინადრობის ნებართვებს.

სტუდენტებს განცხადების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლიდან პირველი სამი თვის განმავლობაში  არ მოეთხოვებათ დაზღვევა, თუმცა სამი თვის განმავლობაშ მათ უნდა გააკეთონ დაზღვევა და აცნობონ ადმინისტრაციას.

ალბანეთთან (100), აზერბაიჯანთან (20), ავღანეთთან (250), TRNC (150), სუდანი (100), კოსოვო  (100), გამბია (25), იემნი (25), ყირგიზეთი (100) და ნიგერია (50)  აღნიშნულ ქვეყნებსა და თურქეთს  შორის არსებული "ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებების" ფარგლებში, უცხოელები, რომლებიც მკურნალობის მიზნით ჩამოდიან   ქვეყანაში თანმხლები პირების ბინადრობის ნებართვის პროცედურები (თუ ხელშეკრულებაში თანმხლებ პირებთან დაკავშირებით ცალკე დებულება არ არის მითითებული) ხორციელდება ზოგადი დებულებების შესაბამისად.

ჯანმრთელობის სერვისების ფუნდამენტალური კანონის No3359 მე -14 დამატებითი მუხლის თანახმად, მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის საჭირო ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელების თანამგზავრების ბინადრობის ნებართვის განაცხადებისათვის, არა უმეტეს ორი ადამიანისა.

მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობა არ არის საჭირო 18 წლამდე ან 65 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, მაგრამ მათ, ვისაც უკვე აქვთ მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა, უნდა წარმოადგინონ თავიანთი დოკუმენტები.

  1. გრძელვადიანი ბინადროის ნებართვაში ჯანმრთელობის დაზღვევა და პასპორტის მოქმედების ვადა

ამ ნებართვისთვის საჭიროა მინიმუმ ერთი წლის ჯანმრთელობის დაზღვევისა და მინიმუმ ექვსი თვის მოქმედი პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის ქონა.

  1. ბინადრობის ნებართვისა და დოკუმენტის საფასური

გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ საკრედითო ბარათით POS-ის გამოყენებით სისტემაში, საგადასახადო სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს კონონტრაქატოს ბანკებში, განაცხადის ნომრის წარდგენით.

განაცხადის დოკუმენტებს უნდა დაამატოთ ქვითრები იმის თაობაზე რომ ბინადრობის ნებართვის საფასური და დოკუმენტების საფასური გადახდილია.მოითხოვეთ თქვენი გადახდის ქვითრები ორ ეგზემპლარად. ამ ასლებიდან ერთი თქვენთან დარჩება, ხოლო მეორე თან ერთვის სააპლიკაციო დოკუმენტებს. ვირტუალური POS– ის სისტემის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, ცალკე ქვითარი არ არის საჭირო.

გახანგრძლივების განაცხადის დოსიას მხოლოდ ის ქვითარი დაურთეთ, რომელიც მიუთითებს რომ გადაიხადეთ გადასახადი. ვირტუალური POS– ის   სისტემის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, ცალკე ქვითარი არ არის საჭირო.

განაცხადის ფაილში არ ჩადოთ ფული, ჩეკი და გადახდის სხვა საშუალებები!!!

  1. ნაკლული დოკუმენტები

ადმინისტრაციას შეუძლია 30 დღემდე მისცეს პირს ნაკლული დოკუმენტების შესავსებად.

თუ მითითებულ ვადაში არ შეავსებთ თქვენს დაკარგულ დოკუმენტებს, თქვენი განცხადება წაიშლება.

თუ გახანგრძლივების განცხადებაში აღმოგაჩნდათ ნაკლული დოკუმენტი, პროვინციის საიმიგრაციო სამსახურის დირექტორატიდან დაგიკავშრდებიან მითითებულ ნომერზე ან მისამართზე. თუ ადგილზე არ დახვდებით ან საკონტაქტო ინფორმაცია არასწორადაა მითითებული, პასუხისმგებელი ხართ თქვენ.

  1. განაცხადის პირადად გაკეთება

აუცილებელია, რომ ბინადრობის ნებართვის განაცხადები უცხოელმა პირადად გააკეთოს. ეს განცხადებები ასევე შეიძლება გაკეთდეს უცხოელის კანონიერი წარმომადგენლის ან მისი ადვოკატის მეშვეობით, რომელიც წარმოდგენილია მინდობილობით, მაგრამ ადმინისტრაციამ შეიძლება მოითხოვოს უცხოელის მოთხოვნა განცხადების დროს.

  1. გასაუბრება

ადმინისტრაციამ შეიძლება გასაუბრება  მოითხოვოს უცხოელებთან, რათა ნათლად განსაზღვროს თურქეთში უცხოელის დარჩენის მიზანი.

  1. ბინადრობის ნებართვის განაცხადის დოკუმენტი

"ბინადრობის ნებართვის სააპლიკაციო დოკუმენტს" ადმინისტრაცია გასცემს პირზე, რომლის განცხადებაც მიღებულია. განცხადება ამ დოკუმენტის დღიდან 90 დღის განმავლობაში ითვალისწინებს თურქეთში დარჩენის კანონიერ უფლებას.

ბინადრობის ნებართვის განაცხადის დოკუმენტი ივსება პასპორტის ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის საფუძველზე.

ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთების შემდეგ, ბინადრობის ნებართვის დამზადებამდე თუ პირი აპირებს მოკლე პერიოდით თურქეთიდან გასვლას, უნდა წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტი და მოსაკრებლის ქვითრები (გარდა დოკუმენტში მითითებული შემთხვევებისა, რომლებიც გათავისუფლებულია მოსაკრებლისგან) და პიროვნებას შეუძლია 15 დღის პერიოდით დატოვოს ქვეყანა და უკან დაბრუნდეს.

  1. თურქეთში საცხოვრებელი ადგილის მისამართი

თურქეთში საცხორებელი ადგილის მისამართისა და საკონტაქტო ინფორმაციის სწორად მითითება აუცილებელია.

იმისათვის რომ მოხდეს თქვენთად დაკონტაქტება და ბინადრობის ნებართვის თქვენამდე მოსვლა მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი სწორად უნდა იყოს მითითებული.

თუ იმყოფებით ქირით, თქვენს განაცხადის დოკუმენტებს დაურთეთ ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული ასლი.

თუ იმყოფებით ისეთ ადგილებში, როგორიცაა სასტუმრო, მოტელი, თქვენს განაცხადს დაურთეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ამ ადგილებში თქვენს ყოფნას.

თუ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში იმყოფებით, თან უნდა დაურთოთ თქვენს საცხოვრებელში ყოფნის ელექტრონული ხელმოწერილი / ხელმოწერილი და დალუქული / ბეჭედიანი დოკუმენტი.

იახტებით ტურიზმის მიზნით ჩამოსულმა უცხოელებმა თავიანთი საბუთებით უნდა მიუთითონ მარინას მისამართი, სადაც თან ერთვის მათი იახტა.

მესამე პირთან (ნათესავის გარდა) დარჩენის შემთხვევაში საჭიროა მასპინძლის ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულება (თუ მასპინძელი დაქორწინებულია და აგრეთვე მეუღლის ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულება). დასაქმების, სახლისა და მოვლის მიზნით მასპინძლობა განიხილება არაუფლებამოსილი სამუშაოს ფარგლებში და ამ შემთხვევებში უცხოელის და დამსაქმებლისთვის დაწესებულია ადმინისტრაციული ჯარიმა, უცხოელს ემუქრება დეპორტაცია, დეპორტაციის პროცედურები იწყება უცხოელის წინააღმდეგ დამსაქმებლის ხარჯზე.

თუ თქვენი ბინადრობის ნებართვის დროს შეიცვალეთ მისამართი, გთხოვთ, 20 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოთ აუცილებელი დოკუმენტები მიგრაციის სამსახურის პროვინციის დირექციასა და მოსახლეობისა და მოქალაქეობის საქმეთა პროვინციის დირექციას.

  1. უნივერსიტეტის, ფაკულტეტის ან დეპარტამენტის შეცვლა იმავე ქალაქში

ბინადრობის ნებართვის პერიოდში;

  1. იგივე უნივერსიტეტში სხვა ფაკულტეტზე/მიმარტულებაზე სწავლის გაგრძელებისას
  2. იგივე ქალაქში სხვა უნივერსიტეტში გადასვლისას

ასეთ შემთხვევებში, უცხოელმა უნდა აცნობოს საიმიგრაციო ადმინისტრაციის პროვინციის დირექციას 20 სამუშაო დღის განმავლობაში, რათა განაახლოს თავისი ინფორმაცია, იმ პირობით, რომ სტუდენტის სტატუსი არ შეწყდეს.

  1. უნივერსიტეტის,ფაკულტეტის ან მიმართულების შეცვლა სხვა ქალაქში

10 დღის განმავლობაში აუცილებელია ბინადრობის ნებართვის მოთხოვნა იმ საემიგრაციო ადმინისტრაციის პროვინციის დირექციაში, სადაც მდებარეობს ახალი უნივერსიტეტი.

სტუდენტების ყველა პროცედურას ასრულებს საიმიგრაციო ადმინისტრაციის პროვინციული დირექტორატი  იმ ქალაქში, სადაც მდებარეობს ახალი უნივერსიტეტი.

  1. უძრავი ქონების მფლობელი

უძრავი ქონება უნდა იყოს საცხოვრებელი ადგილი  და გამოყენებული იქნას ამ მიზნით. გარდა ამისა, თუ ოჯახის წევრებს აქვთ წილი აღნიშნულ საცხოვრებელ ადგილზე, მათაც შეულიათ გააკეთონ განცხადება ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით. უძრავი ქონება, რომელშიც არ შედის ოჯახის სხვა წევრები, შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ როგორც ფინანსური საშუალებების განსაზღვრის საფუძველი.

მოითხოვება ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ სახლი თქვენ გეკუთვნით (სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი).

წარმოდგენილი უნდა იყოს დოკუმენტის დამოწმებული ასლი, რომელშიც მითითებულია, რომ ამჟამად ქონება უცხოელის საკუთრებაშია.

  1. შეტყობინება მისამართის ცვლილებების შესახებ

თუ თქვენი ბინადრობის ნებართვის დროს შეიცვალეთ მისამართი, გთხოვთ, 20 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოთ აუცილებელი დოკუმენტები მიგრაციის სამსახურის პროვინციის დირექციასა და მოსახლეობისა და მოქალაქეობის საქმეთა პროვინციის დირექციას.

  1. ნასამართლეობის ცნობა

ადმინისტრაციის მოთხოვნის საფუძველზე, უცხოელი ვალდებულია წარმოადგინოს დოკუმენტი, რომელშიც ნაჩვენებია სისხლის სამართლის ჩანაწერი მოქალაქეობის ან კანონიერი ბინადრობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ. ნასამართლეობის ცნობა  თავისი ქვეყნის ორგანოებიდან, ან თუ პირი ბოლო ხუთი წლის განმავლობაშ თურქეთში ცხოვრობს, აღნიშნული დოკუმენტი შეუძლია აიღოს თურქეთის ორგანოებიდამაც.თუ აღებულია თურქეთის ორგანოებიდან (ასევე შეგიძლიათ აიღოთ პროვინციის/რაიონის მოსახლეობის დირექტორატისგან) უნდა იყოს ელექტრონულად ხელმოწერილი/ხელმოწერილი და ბეჭედდასმული/დალუქული, თუ დოკუმენტი აღებულია უცხოეთიდან, უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული, თურქულად ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული.  თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები.

  1. დაბადების მოწმობა

ბავშვებისთის საჭიროა პასპორტი ან მისი შემცვლელი დოკუმენტი, თუ პირადობის მოქმობიდან ვერ მოხერხდა დედისა და მამის ამოცნობა, მოითხოვება დაბადების მოწმობა.  თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. მშობლების სიკვდილი ან განქორწინება

დედის ან მამის არყოფნის შემთხვევაში (გარდაცვალების შემთხვევაში, სხვა მეუღლემ უნდა წარმოადგინოს გარდაცვალების მოწმობა), მოითხოვება დამტკიცებული თანხმობის დოკუმენტი.

განქორწინების შემთხვევაში მოითხოვება ბავშვის მეურვეობის დამოწმებული დოკუმენტი.

თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. თანხმობის წერილი და ვალდებულება

თუ პიროვნება თვრამეტ წელზე პატარაა უცხოეთში მყოფი დედის/მამის მიერ გაცემული მინდობილობა, თურქეთში მყოფ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გაცემული.

თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. საოჯახო ბინადრობის ნებართვიდან მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე გადასვლა

ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც საჭიროებს მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე გადასასვლელად:

  • სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ

(განქორწინება თურქეთის მოქალაქესთან 3 ან მეტი წლის ქორწინების კავშირის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების შემთხვევაში; თუ იგი არის ოჯახში ძალადობის მსხვეპლი, სასამართლო არ მოითხოვს 3 წლის პირობას)

  • სპონსორის გარდაცვალების მოწმობა

თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. ქორწინების მოწმობა

ქორწინების მოწმობა ან დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი დაქორწინებულები არიან.თუ ეს დოკუმენტები მიიღეს თურქეთის ხელისუფლებისგან, უნდა გააჩნდეს ელექტრონული ხელმოწერა / ხელმოწერა და ბეჭედი / დალუქული, თუ ისინი უცხოეთიდან არის მიღებული, მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. მოსახლეობის რეგისტაციის ჩანაწერი

დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ რეგისტრირებული ხართ თურქეთის რესპუბლიკაში.

მისი მიღება შესაძლებელია პროვინციის / რაიონის მოსახლეობის დირექტორატებიდან. თუ აღნიშNული დოკუმენტი არ აიღეს თურქეთის ორგანოებიდან,  მათ უნდა ჰქონდეთ აპოსტილი და  თარგმანი თურქულ ენაზე. თუ ქვეყანა წარმოადგენს აპოსტილის შეთანხმების არა მხარე ქვეყანას, ამ შემთხვევაში მოცემული დოკუმენტები დამტკიცებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის ორგანოების მიერ (საკონსულოს მიერ დამტკიცება და საგარაეო საქმეთა სამონისტროსი ან ამ მხრივ უდლებამოსისლი თურქეთის ორგანოები )

  1. მკურნალობის მსურველთა დოკუმენტაცია

უცხოელებმა, რომლებიც ორმხრივი სოციალური დაცვის ხელშეკრულებების ფარგლებში სამკურნალოდ მოდიან  ქვეყანაში, უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მათი მდგომარეობა.

მკურნალობის ხანგრძლივობის აღმნიშვნელ დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს მთავარმა ექიმმა, ერთმა ექიმმა და უნდა იყოს ბეჭედდასმული და დალუქული.

მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევის პირობა არ არის საჭირო უცხოელებისთვის, რომელთა ხარჯებს მკურნალობის პერიოდში ანაზღაურებენ შესაბამისი საჯარო დაწესებულებები და ორგანიზაციები.

  1. მკურნალობის თანმხლები პირები

ალბანეთთან (100), აზერბაიჯანთან (20), ავღანეთთან (250), TRNC (150), სუდანი (100), კოსოვო  (100), გამბია (25), იემნი (25), ყირგიზეთი (100) და ნიგერია (50)  აღნიშნულ ქვეყნებსა და თურქეთს  შორის არსებული "ჯანმრთელობის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებების" ფარგლებში, უცხოელები, რომლებიც მკურნალობის მიზნით ჩამოდიან   ქვეყანაში თანმხლები პირების ბინადრობის ნებართვის პროცედურები (თუ ხელშეკრულებაში თანმხლებ პირებთან დაკავშირებით ცალკე დებულება არ არის მითითებული) ხორციელდება ზოგადი დებულებების შესაბამისად.

ჯანმრთელობის სერვისების ფუნდამენტალური კანონის No3359 მე -14 დამატებითი მუხლის თანახმად, მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა არ არის საჭირო ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული უცხოელების თანამგზავრების ბინადრობის ნებართვის განაცხადებისათვის, არა უმეტეს ორი ადამიანისა.

  1. დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ სოციალური დახმარება არ არის მიღებული

მისი მიღება შესაძლებელია სოციალური დახმარებისა და სოლიდარობის ფონდებიდან, რომლებიც ექვემდებარებიან გუბერნატორებს / რაიონის გამგებლებს.

  1. გახანგრძლივების განცხადებაში საყურადღებო ადგილები

გაფართოების პროგრამებისთვის მხოლოდ პასპორტის ან შემცვლელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი ჩადეთ.  არ გაგზავნოთ პასპორტის ორიგინალი.

გახანგრძლივების განცხადებები უნდა გაგზავნოთ  ფოსტის დაბრუნებითი გზით ან კურიერით. ჩვეულებრივი ფოსტით გაგზავნილი განაცხადება არ მიიღება!

გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ საკრედითო ბარათით POS-ის გამოყენებით სისტემაში, საგადასახადო სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს კონონტრაქატოს ბანკებში, განაცხადის ნომრის წარდგენით.

განაცხადის დოკუმენტებს უნდა დაამატოთ ქვითრები იმის თაობაზე რომ ბინადრობის ნებართვის საფასური და დოკუმენტების საფასური გადახდილია.მოითხოვეთ თქვენი გადახდის ქვითრები ორ ეგზემპლარად. ამ ასლებიდან ერთი თქვენთან დარჩება, ხოლო მეორე თან ერთვის სააპლიკაციო დოკუმენტებს. ვირტუალური POS– ის სისტემის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, ცალკე ქვითარი არ არის საჭირო.

გახანგრძლივების განაცხადის დოსიას მხოლოდ ის ქვითარი დაურთეთ, რომელიც მიუთითებს რომ გადაიხადეთ გადასახადი. ვირტუალური POS– ის   სისტემის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, ცალკე ქვითარი არ არის საჭირო.

დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს სისტემის მეშვეობით განაცხადის შეტანიდან 5 დღის განმავლობაში. განაცხადები, რომლებიც არ მიიღება ფოსტით, არ განიხილება.

ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს საიმიგრაციო ადმინისტრაციის პროვინციის დირექტორატში, განცხადების გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში,  PTT ფოსტის დაბრუნების გზით  ან კურიერით, ქვითრებთან ერთად (ქვითრების ერთი ასლი დარჩება თქვენთან ერთად) დიდი ზომის A4 კონვერტში.

ყველა განცხადება ცალკე უნდა გაიგზავნოს   PTT ფოსტის დაბრუნებითი მომსახურეობით  ან კურიერით. იმავე კონვერტში ერთზე მეტი პირის საკუთრებაში არსებული სააპლიკაციო დოკუმენტები არ მიიღება.

თუ ფოსტით გაგზავნილი დოკუმენტები განსხვავდება ან ნაკლოვანია, განცხადებაში მითითებულ დოკუმენტებთან შედარებით, აღნიშნულ თემაზე პასუხს აგებს განმცხადებლი.  (გარდა საფოსტო / კურიერის  პრობლემებისა).

  1. ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია და დოკუმენტები

მიგრაციის მენეჯმენტის პროვინციის დირექტორის თანამდებობის პირს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს დამხმარე ინფორმაცია და დოკუმენტები დეკლარირებული საკითხების შესახებ, განაცხადების შეფასებისას პირთა სხვადასხვა სიტუაციის გათვალისწინებით.

  1. მოწვევის შესრულების ვალდებულება

უცხოელები, განმცხადებლები და საერთაშორისო დაცვის სტატუსის მქონე პირები კანონის 97-ე მუხლის შესაბამისად; თურქეთში შემოსვლის ან დარჩენის შესახებ გამოკვლევისთვის,  , დეპორტაციის  შესახებ გადაწყვეტილების გადამოწმების შესაძლებლობითვის, შეიძლება მოწვეულ იქნენ გუბერნატორში ან გენერალურ დირექციაში ამ აქტის განხორციელების შესახებ შესაბამისი  შეტყობინების შესახებ. თუ მოწვევა არ შესრულდება ან არსებობს სერიოზული ეჭვი რომ შეიძლება არ შესრულდეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია სამართალდამცავების ჩარევა. ეს პროცესი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციულ პატიმრობად, ხოლო ინფორმაციის მიღების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ოთხ საათს.

Yorumlar (0)
15
açık
Köşe Yazarlarımız Tümü