ბინადრობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია

ბინადრობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია

ბინადრობის ნებართვა 30.03.2021, 18:56 05.04.2021, 12:18
ბინადრობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია

ეროვნული სამართლისა და საერთაშორისო სამართლის წესების გამოყენებისას პარალელიზმის დაცვა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციისა და ღირსეული სისტემის შექმნისათვის. ამ კონტექსტით ქვეყანაში უცხოელებს აქვთ სხვადასხვა უფლებები და მოვალეობები. ბინადრობის ნებართვები კი ამ უფლებებისა და მოვალეობებს ფარგლებში უცხოელის ქვეყანაში ყოფნას კანონიერად აქცევს.

No: 6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის მიხედვით ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც გაიცემა იმისთვის, რომ უცხოელი დარჩეს თურქეთში. კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ეს ნებართვა უზრუნველყოფს ქვეყანაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში და კონკრეტულ ადგილზე ცხოვრების უფლებას. ბინადრობის ნებართვა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი წესრიგის დამყარებისა და დაცვისათვის. იმისათვის რომ გაიცეს ბინადრობის ნებართვა საჭიროა უცხოელმა გააკეთოს განაცხადი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ პირობებს.

ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელებზე, რომელთაც სურთ დარჩნენ თურქეთში. მას შემდეგ რაც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ვიზას გაუვა ვადა, ან ვიზისგან გათავისუფლებულ პერიოდს ან უცხოელი აპირებს რომ 90 დღეზე მეტი ხნით გაჩერდეს ქვეყანაში, მან, e-ikamet სისტემის მეშვეობით, უნდა გააკეთოს ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი, იმის მიხედვით, თუ რა არის მისი ქვეყანაში ყოფნის მიზანი. მას შემდეგ რაც მორჩება განაცხადის ფორმას, სისტემის მიერ მიცემულ გასაუბრების თარიღზე, უნდა გამოცხადდეს იმ საიმიგრაციო სამსახურში, სადაც ცხოვრებას აპირებს. თუ უცხოელს არ გააჩნია საპატიო მიზეზი და იგი არ გამოცხადდა საიმიგრაციო სამსახურში, ჩაითვლება, რომ მას განცხადება არ გაუკეთებია. საპატიო მიზეზის დასადგენად ადმინისტრაციამ შეიძლება მოითხოვოს გარკვეული ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ბინადრობის ნებართვის გახანგრძლივების განცხადებაც იგივე წესით კეთდება.

უცხოელთა კომუნიკაციის ცენტრი (YIMER):

უცხოელებს ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული შეკითხვებისა და პრობლემების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მიღება შეუიძლიათ 24 საათის განმავლობაში უცხოელთა კომუნიკაციის ცენტრში (YIMER) ქვეყნის შიგნით ნომერზე - 157 შიგნით და +90 312 157 11 22 საზღვარგარეთიდან.

Yorumlar (0)
15
açık
Köşe Yazarlarımız Tümü