ბინადრობის ნებართვის ტიპები
ბინადრობის ნებართვის ტიპები
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის 31-33-ე მუხლებით გაიცემა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ასევე უცხოელებისა და საერთაშორისო დაცვის კანონის დებულებების მიხედვით 28-ე და 29-ე მუხლების მიხედვით გაიცემა მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.
ვინ არიან ის უცხოელები, ვისზეც შეუძლება გაიცეს მოკლევადიანი ბინადრობის უფლება?
- უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები არიან სამეცნიერო კვლევისთვის;
იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ჩამოდის სამეცნიერო კვლევისთვის, მან უნდა აიღოს დაწესებულებისგან ან ორგანიზაციისგან (კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, უნივერსიტეტები და ა.შ.) ნებართვის დოკუმენტი; მას შემდეგ რაც იგი აიღებს ნებართვის დოკუმენტს, მას მოეთხოვება საბუთი, თუ რა თემასთან დაკავშირებით აპირებს კვლევის ჩატარებას. ამ მიზნით ჩამოსულ უცხოელებს მოეთხოვებათ, რომ საზღვარგარეთის წარმომადგენლობისგან აიღონ „სამეცნიერო კვლევის“ ვიზა.
- უცხოელები, რომლებსაც თურქეთში უძრავი ქონება აქვთ
იმისათვის, რომ უცხოელმა ამგვარი ბინადრობის ნებართვა მიიღოს, მას უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება თურქეთში, რომელიც არის საცხოვრებელი ადგილი. იმ შემთხვევაში თუ ამ ქონებიდან ოჯახის წარმომადგნელიც იქნება მეწილე, მასაც შეუძლია განაცხადი გააკეთოს მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე. ოჯახის წევრებში იგულისხმება განცხადის მფლობელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები და კავშირში მყოფი სრულწლოვანი შვილი.
- უცხოელები რომლებიც აპირებენ რომ კავშირები ან საქმიანობა დაიწყონ:
უცხოელი, რომელიც აპირებს ბიზნეს კავშირი დაამყაროს ან ბიზნესი წამოიწყოს, მას შეუძლია სამთვიანი ბინადრობის ნებართვაზე შეიტანოს განაცხადი და იმ პირისგან ვისთან ერთადაც იწყებს საქმიანობას შეიძლება მოეთხოვოს რეკომენდაციის წერილი, მოპატიჟების წერილი ან მსგავსი დოკუმენტის წარდგენა.
- უცხოელები, რომლებიც მონაწილეობენ სამსახურეობლივ საგანმანათლებლო პროგრამებში
ამ მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვები გაიცემა იმის მიხედვით, თუ რა დაწესბულებაში ან ორგანიზაციაში გაივლის პროგრამას უცხოელი, რა არის პროგრამის შინაარსი, რა იქნება ხანგრძლივობა და ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
- თურქეთის რესპულიკის შეთანხმებების ან სტუდენტური გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ან მსგავსი მიზნებით ჩამოსული უცხოელები:
უცხოელი, რომელიც ამ მიზნით აპირებს ქვეყანაში შემოსვლას, მას მოეთხოვება შესაბამისი დაწესებულებიდან აღებული დოკუმენტაციის წარდგენა. ბინადრობის ხანგრძლივობა არ გადააჭარბებს საგანმანათლებლო ან მსგავსი მიზნით ყოფნის ხანგრძლივობას.
(Erasmus, Mevlana, Farab,…) მსგავსი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩამოსული უცხოელებს პირველი რეგისტრაციიდან სამი თვის განმავლობაში აღებული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, სხვა დაზღვევა არ მოეთხოვებათ. თუმცა, მათ ვინც პირველი სამი თვის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციას და არ მიიღებს დაზღვევას, მათ მოეთხოვებათ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა.
- უცხოელი, რომელიც აპირებს დარჩენას ტურისტული მიზნებისთვის;
უცხოელი, რომელიც ამ მიზნით ითხოვს ბინადრობის ნებართვას, მას მოეთხოვება წარადგინოს დოკუმენტი, თუ ქვეყანაში სად აპირებს მოგზაურბას, რა პერიოდში და რამდენი ხნით აპირებს დარჩენას. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მოეთხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
- უცხოელი, რომელიც ჩამოდის სამკურნალოდ,
ამ მიზნით ჩამოსულმა უცხოელმა უნდა წარადგინოს საავადმყოფოსგან მიღების დასტურის დოკუმენტი. არ მოეთხოვება ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მთლიან ხარჯებს აუნაზღაურებს. ბინადრობის ნებართვები გაიცემა იმის მიხედვით, რამდენი ხანი სჭირდება მკურნალობისთვის.
არ მოეთხოვება ჯანმრთელობის დაზღვევის წარდგენა, რომელიც აუნაზღაურებს მკურნალობის პერიოდში ქვეყანაში დარჩენისა და ცხოვრების ხარჯებს.
საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საავადმყფოდან შეიძლება მოეთხოვოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენა.
არსებული ჯანდაცვის შეთანხმებების მიხედვით სამკურნალოდ ჩამოსული უცხოელების ბინადრობის ნებართვის პროცედურები (თუ შეთანხმებაში განსაკუთრებული დებულება არ არსებობს) ზოგადი დებულებების მიხედვით წარიმართება.
ამასთან ერთად No: 3359 ჯანდაცვის მომსახურეობის ძირითადი კანონის დანართის მე-14 მუხლის მიხედვით ქვეყანაში ჩამოსული უცხოელებიდან მაქსიმუმ ორი ადამიანის დაზღვევა არ მოითხოვება.
- სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილების მიხედვით, უცხოელები რომლებიც უნდა იყვნენ თურქეთში;
ამ მიზნით მიღებული ბინადრობის ნებართვები გაიცემა იმის მიხედვით, გადაწყვეტილებაში რა პერიოდია მითითებული
- საოჯახო ბინადრობის ნებართვის დაკარგვის შემთხვევაში, უცხოელები რომლებიც იღებენ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვას;
უცხოელებს, რომლებიც მინიმუმ სამი წელი იყვნენ ოჯახის ბინადრობის ნებართვის ქვეშ, ცხოვრობდნენ თურქეთში და არიან თვრამეტ წელს მაღლა, მათ ვინც მინიმუმ სამი წელი იყო საქორწინო კავშირში თურქეთის მოქალაქესთან ( ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის მსხვერპლებისთვის დამტკიცების შემთხვევაში სამ წლიანი პირობა არ არის სავალდებულო) და შემდეგ გაშორდა მას, ასეთ უცხოელებს შეუძიათ შეავსონ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვისთვის.
- უცხოელები, რომლებიც თურქული ენის კურსების მიზნით ჩამოდიან
ამ მიზნით ბინადრობის ნებართვა გაიცემა მაქსიმუმ ორჯერ და თურქულის კურსების დაწესებულება განათლების სამინისტროს მხრიდან დამტკიცებული უნდა იყოს. კურსის ხანგრძლივობა თუ ერთ წელზე ნაკლებია, ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს კურსის ხანგრძლივობას. სასწავლო დაწესებულება ვალდებულია პროვინციის დირექტორატს გაუგზავნოს ინფორმაცია კურსის დაწყებისა და გაგრძლებეის თაობაზე.
- საჯარო დაწესებულების მხრიდან თურქეთში სასწვლო,კვლევის, სტაჟისა და კურსებისთვის ჩამოსული უცხოელები;
ამ მიზნით გაცემული ბინადრობის უფლება არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. საცხოვრებლის, ჯანმრთელობის ან სხვა დანახარჯებისთვის არ მოეთხოვება დაზღვევის წარდგენა. უცხოელს დაწესებულებიდან აღებული დოკუმენტაციის წარდგენა მოეთხოვება.
- თურქეთში განათლების დასრულების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში ბინადრობის ნებართვისთვის განმცხადებელი უცხოელები;
განათლების დასრულების შემდეგ ექვსი თვის განმავლობაში თუ უცხოელი შეავსებს განაცხადს ბინადრობის ნებართვაზე, ერთჯერდად მასზე შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ ერთი წლის ვადით ბინადრობის ნებართვა.
- უცხოელი, რომელიც არ მუშაობს თურქეთში თუმცა სამინისტროს მხრიდან აქვს ნებართვა და აპირებს ინვესტიის განხორციელებას მისი მეუღლის, მისი ან მეუღლის არასრულწლოვანი შვილებისთვის ბინადრობის უფლება;
უცხოელი, რომელიც ამ მიზნით შეიტანს განაცხადს შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ ხუთ წლიანი ბინადრობის უფლება. ეს ემსახურება ქვეყანაში ინვესტიციის შემოტანას და უცხოელებისთვის ბინადრობის ნებართვის აღების გამარტივების ნომერი 6735 საერთაშორისო შრომის კანონისა და ნომერი 6458 კანონებს.
- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე უცხოელები;
უცხოელი,რომელიც ამ მიზნით შეიტანს განაცხადს ბინადრობის ნებართვის თაობაზე, შეუძლება მიიღოს მაქსიმუმ ხუთ წლიანი ბინადრობის ნებართვა.
მოკლევადინი ბინადრობის ნებართვა რამდენი წლით შეიძლება გაიცეს?
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ზემოთ მოცემული მე-13 და მე-14 პუნქტის გარდა მაქსიმუმ ორი წლის ვადით შეიძლება გაიცეს.
იმისათვის რომ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცეს უცხოელი კანონის 32-ე მუხლში მითითებულ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს.
- წარადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია, თუ რა მიზნით აპირებს თურქეთში დარჩენას,
- არ შედიოდეს აღნიშნული კანონის მე7 მუხლში
- ზოგადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს სტანდარტებს
- საჭიროების შემთხვევაში წარადგინოს ნასამართლეობის ცნობა იმ ქვეყნიდან რომლის მოქალაქეცაა ან სადაც კანონიერად ცხოვრების უფლება გააჩია
- გასცეს თურქეთში საცხოვრებელი ადგილის ინფორმაცია
რა არის მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის უარყოფის, გაუქმების ან არ გაგრძლების მიზეზები?
- არ აკმაყოფილებს მოკლევადიანი ბინადრობის ნებარვისთვის მითითებულ პირობებიდან ერთერთს ან რამდენიმეს
- აღმოჩნდეს რომ ბინადრობის ნებართვას იყენებს სხვა მიზეზით
- დაეკისროს ქვეყნიდან დეპორტაცია ან აეკრაძალოს ქვეყანაში შემოსვლა
- გადააჭარბოს ქვეყნის გარეთ დარჩენის პერიოდს
- საოჯახო ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის 34- 37-ე მუხლების გათვალისწინებით გაიცემა საოჯახო ბინადრობის ნებართვა. ამასთან საოჯახო ბინადრობის ნებართვა გაიცემა უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის დებულებების 30-34-ე მუხლების მიხედვითაც.
ვინ არიან უცხოელები, რომლებზეც გაიცემა საოჯახო ბინადრობის ნებართვა?
ა) უცხოელის მეუღლე
ბ) მისი ან მეუღლის არასრულწლოვანი ბავშვი
გ) მისი ან უცხოელის კავშირში მყოფი ბავშვი
აღნიშნულ პირებზე გაიცემა საოჯახო ბინადრობის ნებართვა.
უცხოელს, რომელიც აკეთებს განაცხადს საოჯახო ბინადრობის ნებართვაზე და ერთზე მეტი მეუღლე ჰყავს, ნებართვა გაიცემა მხოლოდ მის ერთ მეუღლეზე. თუმცა ნებართვა შეიძლება გაიცეს მის ყველა შვილზე.
თუ განაცხადის დროს ბავშვი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის მეურვეობა უნდა ჰქონდეს საერთო დედას ან მამას.
საოჯახო ბინადრობის ნებართვა სასწავლო ბინადრობის ნებართვის აღების გარეშე თვრამეტ წლამდე ბავშვებს სწავლის უფლებას ანიჭებს.
საოჯახო ბინადრობის ნებართვა რამდენი წლით გაიცემა?
- საოჯახო ბინადრობის ნებართვა, თოთოეულ ჯერზე მაქსიმუმ სამი წლით გაიცემა.
- საოჯახო ბინადრობის ნებარვა არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებს სპონსორის ბინადრობის ნებართვას.
რა არის საოჯახო ბინადრობის ნებართვის პირობები?
იმისათვის რომ გაიცეს საოჯარო ბინადრობის ნებართვა, უცხოელი უნდა აკმაყოფილებდეს კანონის 35-ე მუხლში მითითებულ პირობებს.
- სპონსორი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ პირობებს
სპონსორს უნდა გააჩნდეს მთლიანი ოჯახისთვის ჯანმრთელობის დაზღვევა, თითოეულ პირისთვის მინიმალური ანაზღაურების მინიმუმ ერთ მესამედზე ნაკლები ყოველთვიური შემოსავალი არ უნდა გააჩნდეს, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს რაიმე დანაშაული ჩადენილი და უნდა ჰქონდეს ამის დამამტკიცებელი ნასამართლეობის ცნობა, უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთ წლიანი ბინადრობის უფლება თურქეთში და მისამართი მითითებუოი უნდა ჰქონდეს სისტემაში.
- უნდა რჩებოდეს სპონსორთან ერთად და საოჯახო ბინადრობის ნებართვისთვის მოთხოვნილ პირობებს აკმაყოფილებდეს;
სპონსორმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია, იმის თაობაზე რომ მასთან ერთად იცხოვრებენ, მეუღლე უნდა აღემატებოს თვრამეტ წელს, არ უნდა შედიოდეს კანონის მე-7 მუხლში და ქორწინება არ უნდა იყოს საოჯახო ბინადრობის მისაღებად
რა არის საოჯახო ბინადრობის ნებართვაზე უარის, გაუქმებისა და არ გახანგრძლივების მიზეზები?
- არ აკმაყოფილებს საოჯახო ბინადრობის ნებარვისთვის მითითებულ პირობებიდან ერთერთს ან რამდენიმეს
- აღმოჩნდეს რომ ბინადრობის ნებართვას იყენებს სხვა მიზეზით
- დაეკისროს ქვეყნიდან დეპორტაცია ან აეკრაძალოს ქვეყანაში შემოსვლა
აღნიშნულ შემთხვევებში საოჯახო ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა, გაცემის შემთხვევაში გაუქმდება, არ გახანგრძლივდება.
- სტუდენტური ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის 38-41-ე მუხლების მიხედვით შეიძლება გაიცეს სტუდენტური ბინადრობის ნებართვა. ამასთან უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის დებულებების მიხედვით 35-39-ე მუხლებით გაიცემა სტუდენტური ბინადრობის ნებართვა.
ვინ არიან ის უცხოელები ვისზეც გაიცემა სტუდენტური ბინადრობის ნებართვა?
- საოჯახო ბინადრობის არ მქონდე დაწყებითი და საშუალო ხარისხის განათლების მიღების მსურველი უცხოელები (მას ვისაც გააჩნია საოჯახო ბინადრობის ნებართვა და არ შესრულებია 18 წელი სტუდენტური ბინადრობის ნებართვის გარეშე შეუძლია სწავლა, ხოლო 18 წლის შესრულების შემდეგ საჭიროა, რომ აიღოს სტუდენტური ბინადრობის ნებართვა)
- უცხოელები რომლებიც აპირებენ სწავლას ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, სამედიცინო სპეციალობის (TUS), სტომატოლოგიის სპეციალობის (DUS) მიმართულებების განხრით.
სტუდენტური ბინადრობის ნებართვის მქონე პირს მხოლოდ მეუღლისთვის და შვილებისთვის შეუძლია აიღოს საოჯახო ბინადრობის ნებართვა. სხვა ახლობლებისთვის ვერანაირ ბინადრობის უფლებას ვერ აიღებს.
სტუდენტური ბინადრობის ნებართვა რამდენი წლით გაიცემა?
თუ სტუდენტის სასწავლო პერიოდი ერთ წელზე ნაკლებია, სტუდენტური ბინადრობის ნებართვა სწავლის პერიოდს არ გადააჭარბებს.
საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მეშვეობით ჩამოსულ სტუდენზე, სასწავლო პერიოდის შესაბამისი ბინადრობის ნებართვა გაიცემა.
თუ ხარჯებს რეალური ან იურიდიული პირი ანაზღაურებს პირვალ ჯერზე მასზე გაიცემა ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა რომლის შემდეგ გახანგრძლივება შესაძლებელია.
რა არის სტუდენტური ბინადრობის ნებართვის პირობები?
იმისათვის, რომ უცხოელმა აიღოს სტუდენტური ბინადრობის ნებართვა, საჭიროა რომ კანონის 29-ე მუხლში მითითებულ პირობებს აკმაყოფილებდეს.
- წარადგინოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია თურქეთში დარჩენის მიზნის შესახებ ( კანონის 38ე მუხლი)
- არ შედიოდეს აღნიშნული კანონის მე7 მუხლში
- გასცეს ინფორმაცია თურქეთში დასარჩენი ადგილის თაობაზე
სტუდენტურ ბინადრობის ნებართვაში ჯანმრთელობის დაზღვევა
სოციალური დაზღვევისა და ზოგადი ჯანმრთელობის დაზღვევის კანონის დებულებების მიხედვით, ის უცხოელი რომელიც ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში რეგისტრაციას გაივლის და მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას სხვა დაზღვევა აღარ მოეთხოვება, თუმცა, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩამოსვლიდან სამი თვის განმავლობაში არ გაივლის უცხოელი რეგისტრაციას, მას მოეთხოვება კერძო ჯამრთელობის დაზღვევა.
უმაღლესი განათლების მიღების დროს უცხოელი, რომელიც შეიცვლის უნივერსიტეტს, ფაკულტეტს ან მიმართულებას
ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტი დარჩება იმავე დაწესებულებაში და მხოლოდ ფაკულტეტს ან მიმართულებას შეიცვლის ან დარჩება იგივე ქალაქში, არ მოუწევს სწავლის შეჩერება და განაცხადის შემთხვევაში აღნიშნული ბინადრობის ნებართვა ძალაში იქნება, თუ ბინადრობის ნებართვა სასწავლო პერიოდზე ნაკლებია, ნებართვის თარიღის დასრულებიდან მას შეუძლია სასწავლო პერიოდამდე გაახანგრძლივოს.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლას აგრძელებს სხვა ქალაქში, პროვინციის გუბერნია არსებულ ბინადრობის ნებართვას შეუწყვეტს და მას შეეძლება ახალი ნებართვის აღება სასწავლო პერიოდის მიხედვით.
სტუდენტების სამუშაო უფლებები
თურქეთში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, სამუშაო ნებართვის აღების შემდეგ აქვთ მუშაობის უფლება. თუმცა, ბაკალავრიატების სამუშაო უფლება იწყება ერთი წლის შემდეგ. სამუშაო ნებართვისთვის განაცხადი კეთდება შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
რა არის სტუდენტური ბინადრობის ნებართვაზე უარის, გაუქმებისა და არ გახანგრძლივების მიზეზები?
- არ აკმაყოფილებს სტუდენტური ბინადრობის ნებარვისთვის მითითებულ პირობებიდან ერთერთს ან რამდენიმეს
- დამტკიცდეს რომ სწავლას ვერ გააგრძელებს
- აღმოჩნდეს რომ ბინადრობის ნებართვას იყენებს სხვა მიზეზით
- დაეკისროს ქვეყნიდან დეპორტაცია ან აეკრაძალოს ქვეყანაში შემოსვლა
აღნიშნულ შემთხვევებში სტუდენტური ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა, გაცემის შემთხვევაში გაუქმდება, არ გახანგრძლივდება.
- გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის 42- 45-ე მუხლების მიხედვით გაიცემა გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა. ამასთან, უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის დებულებების თანახმად 40- 43-ე მუხლების გათვალისწინებით ასევე გაიცემა გრძელვადიანი ბინადრობის უფლება.
ვინ არიან ის უცხოელები, რომლებმაც შეიძლება აიღონ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა?
- სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, უცხოელი, რომელიც უწყვეტად მინიმუმ რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა თურქეთში და აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ მოთხოვნილ პირობებს, შეუძლია აიღოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა.
- ლტოლვილები და მეორე ხარისხის დაცვის ქვეშ მყოფი უცხოელები, რომლებსაც აქვთ ბინადრობის უფლება შეუძლია მიიღონ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა.
გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა რამდენი წლით გაიცემა?
გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა განუსაზღვრელი ვადით გაიცემა.
რა არის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის პირობები?
იმისათვის, რომ უცხოელმა მიიღოს გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონის 43-ე მუხლში მითითებულ პირობებს.
- იგი უნდა ცხოვრობდეს თურქეთში უწყვეტად მინიუმ რვა წლის განმავლობაში. ( უწყვეტად თურქეთში რვა წლის პერიოდის დაანგარიშებისას კანონის 38ე მუხლით გათვალისწინებული სტუდენტური ბინადრობის ნებართვის პერიოდის ნახევარი და სხვა ნებართვის მთლიანი პერიოდი ითვლება)
- ბოლო სამი წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს აღებული სოციალური დახმარება
- უნდა ჰქონდეს საკმარისი შემოსავალი თავისთვის ან არსებობის შემთხვევაში ოჯახისთვის
- ჰქონდეს მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა
- არ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიმართულებით (გარდა საიმიგრაციო პოლიტიკის საბჭოს მიერ რეკომენდირებული უცხოელებისა)
გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვით მოპოვებული უფლებები
გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელს არ აქვს უფლება იმოღვაწეოს ჯარში, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და დასაქმდეს საჯარო დაწესებულებაში, ამის გარდა იგი სარგებლობს თურქეთის მოქალაქის სხვა ყველა უფლებით.
რა არის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვაზე უარის, გაუქმებისა და არ გახანგრძლივების მიზეზები?
- უცხოელი წარმოადგენს რეალურ საფრთხეს საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ,
- ჯანმრთელობის, სწავლისა და ქვეყანაში სავალდებულო საჯარო სამსახურის გარდა თუ უცხოელი თურქეთის გარეთ უწყვეტად იმყოფება ერთ წელზე მეტი ხნით, გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა გაუქმდება.
გრძელვადიან ბინადრობის უფლებას აუქმებს გამგებლობა.
გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის გაუქმების შემდეგ განცხადებები
იმ შემთხვევაში, როდესაც უცხოელს გააუქმდება გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, ხელახალი განცხადებები ქვეყნის გარეთ საკონსულოებში, ქვეყნის შიგნით კი უცხოელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გუბერნიაში ან გენერალური დირექტორატის მიერ მითითებულ დაწესებულებაში კეთდება.
ხელახალ განცხადებაში უწყვეტად მინიმუმ რვა წლიანი ცხოვრების პირობა აღარ მოითხოვება, განცხადება პრიორიტეტულად ფასდება და მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში შეფასდება.
ჯანმრთელობის, სწავლის და ქვეყანაში საჯარო სამსახურის შესასრულებლად წასულ უცხოელებს, რომლებიც უწყვეტად ერთ წელზე მეტი დროით დარჩნენ თურქეთის გარეთ და გაუუქმდათ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, იმისათვის რომ ხელახლა მიპოვონ ნებართვა შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ.
- ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის 46-ე და 47-ე მუხლების მიხედვით გაიცემა ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა. ამასთან, უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის დებულებების 44-ე მუხლის მიხედვით გაიცემა ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა.
ვინ არიან ის უცხოელები, რომლებზეც გაიცემა ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა?
- როდესაც ბავშვი წარმოადგენს მაღალ ინტერესს,
- დეპორტაციის შემთხვევაში ან თურქეთში შემოსვლის აკრძალვის მიღების შემთხვევაში ვერ მოხერხდა უცხოელის თურქეთიდან გაყვანა ან არ არის მიზანშეწოლილი თურქეთიდან გაყვანა,
- კანონის 55ე მუხლის მიხედვით ვერ მოხერხდა უცხოელის დეპორტაცია,
- კანონის 53ე, 72-ე და 77-ე მუხლების გათვალისწინებით საქმის საწინააღმდეგოდ იქნა სასამართლოში განაცხადის შეტანა,
- განაცხადის მქოდე პირზე გრძელდება პროცედურები თავშესაფარ ქვეყნაში ან სანდო მესამე ქვეყანაში დასაბრუნებლად,
- გადაუდებელ შემთვევებში ქვეყნიდან თავის დაცვისთვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით საჭიროა თურქეთში შემოსვლა და თურქეთში დარჩენის ნებართვის გაცემა მაგრამ უცხოელი არ აკმაყოფილებს სხვა ბინადრობის ნებართვებისთვის მოთხოვნილ პირობებს
- გამონაკლისი შემთხვევები
აღნიშნულ შემთხვევებში გაიცემა ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა.
ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა რამდენი წლით გაიცემა?
სამინისტროს მხრიდან შეზღუდული პერიოდის მიხედვით და გენერალური დირექტორატის თანხმობის შემთხვევაში გუბერნიის მხრიდან გაიცემა ნებართვა და ეს ნებართვა შეიძლება გახანგრძლივდეს.
რა არის ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობს ნებართვის პირობები?
ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის გაცემისას სხვა ნებართვებისთვის არსებული პირობები არ მოითხოვება.
რა არის ადამიანთან დაკავშირებუი ბინადრობის ნებართვაზე უარის, გაუქმებისა და არ გახანგრძლივების მიზეზები?
ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართა სამინისტროს ბრძანებს მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტრო ნებას დართავ და პირობები აღარ იქნება გუბერნია აუქმებს ბინადრობის ნებართვას და ნებართვა არ გახანგრძლივდება.
ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის სხვა საკითხები
მას შემდეგ რაც უცხოელზე გაიცემა ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვა, გაცემიდან ოცი სამუშაო დღის გამავლობაში იგი ვალდებულია სისტემაში დააფიქსიროს მისი საცხოვრებელი ადგილი.
აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მქონე პირს, ამ პერიოდში, გარდა გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვისა შეუძლია სხვა ნებართვისთვის განაცხადის შეტანა.
ის პერიოდი, რა დროსაც ის იმყოფება ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის მოქმედების დროს, კანონში მითითებული ბინადრობის ნებართვის პერიოდის დაანგარიშებისას არ ითვლება.
- ტრეფიკინგის მხვერპლთათვის ბინადრობის ნებართვა
No:6458 უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის 48-ე და 49-ე მუხლების მიხედვით ტრეფიკინგის მსხვერპლებისთვის გაიცემა ბინადრობის ნებართვა. ამასთან, უცხოელებისა და საერთაშორისო კანონის განხორცილეების დებულებების 45-ე და 46-ე მუხლების მიხედვით გაიცემა ტრეფიკინგს მსხვერპლთათვის ბინადრობის ნებართვა.
ვინ არიან ის უცხოელები, ვისზეც გაიცემა ტრეფიკინკის მსხვერპლი ბინადრობის ნებართვა?
ისინი, ვინც არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი ან არის ვარაუდი რომ შეიძლება გახდნენ, ასეთ უცხოელებზე გაიცემა აღნიშნული ბინადრობის ნებართვა.
რა არის ტრეფიკინგის მსხვეპლთათვის გაცემული ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობა?
აღნიშნულ ნებართვას გუბერნია გასცემს ოცდაათი დღის ვადით. აღნიშნული ნებართვა უცხოელმა შეიძლება გაახანგრძლივოს მაქსიმუმ ექვს თვემდე, თუმცა ჯამში ეს პერიოდი არ უნდა აჭარბებდეს სამ წელს.
ტრეფიკინგის მსხვერპლთა ბინადრობის ნებართვის პირობები რა არის?
აღნიშნული ნებართვისთვის სხვა ბინადრობის ნებართვების მსგავსად პირობები არ არსებობს.
რა არის ტრეფიკინგის მსხვერპლთა ბინადრობის ნებართვაზე უარის, გაუქმებისა და არ გახანგრძლივების მიზეზები?
- დადგინდა რომ უცხოელის ნებართვით, დამნაშავესთან კვლავ კავშირი დაამყარა
- არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები
- დადგინდა რომ უცხოელი არ არის მსხვერპი
აღნიშნულ შემთხვევებში ბინადრობის ნებართვა უქმდება. თუმცა, თუ ჩამოთვლილი პირობებიდან საქმე ეხებოდა დაძალებას, დაშინებას ან ძალადობას და ეს დადგინდა ბინადრობის ნებართვა არ გაუქმდება.