- პროვინციის საიმიგრაციო სამსახურის მისამართი და ტელეფონის ნომერი საიდან შემიძლია გავიგო?
81 რეგიონის საიმიგრაციო სამსახურის მისამართი და ტელეფონის ნომერი საიმიგრაციო სამსახურის გენერალური დირექტორატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.goc.gov.tr საკონტაქტო ინფორმაციის განყოფილებიდან შეგიძლიათ გაიგოთ.
- თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქესთან დაქორწინებულ პირებს, დარღვევის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვაზე განცხადების გაკეთება შეუძლიათ?
თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეზე დაქორწინებულ უცხოელ პირს 90 დღემდე ვიზის გამოყენება შეუძლიათ, განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის ნებართვის დარღვევის შემდეგ თუ შესაძლებელია გასვლის დაფიქსირება თუ ეს შესაძლებელი არ არის უნდა მიმართონ შესაბამისს საიმიგრაციო სამსახურს.
- 2 წელი X უნივერსიტეტში ვისწავლე. მოგვიანებით Y უნივერსიტეტში გადავედი. რა პროცედურები უნდა შევასრულო?
თუ იგივე სასწავლო დაწესებულებაში სხვა ფაკულტეტზე ან მიმართულებაზე გადახვედით, იგივე ბინადრობის ნებართვა შეგინარჩუნდებათ. ასეთმა უცხოელებმა 20 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამისი პროვინციის საიმიგრაციო სამსახურს ფაკულტეტის/მიმართულებს სასწავლო დაწესებულების ცვლილების შესახებ უნდა აცნობონ. თუ სხვა ქალაქში გადახვედით არსებული ბინადრობის ნებართვა შეჩერდება და იმ პროვინციაში საიმიგრაციო სამსახური ახალ, სასწავლო პერიოდის შესაბამისს ბინადრობის ნებართვას გასცემს.
- 90 დღიანი შეფასების პერიოდისას ქვეყნის გარეთ გასვლა შესაძლებელია?
ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთების შემდეგ, ბინადრობის ნებართვის დამზადებამდე თუ პირი აპირებს მოკლე პერიოდით თურქეთიდან გასვლას, უნდა წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტი და მოსაკრებლის ქვითრები და პიროვნებას შეუძლია 15 დღის პერიოდით დატოვოს ქვეყანა და უკან დაბრუნდეს.
- განცხადება უნდა გავაკეთო საოჯახო ბინადრობის ნებართვაზე, ნასამართლეობის ცნობა ოჯახის ყველა წევრისთვის აუცილებელია?
საოჯახო ბინადრობის ნებართვის განცხადებაში ნასამართლეობის ცნობა მოეთხოვება სპონსორ პირს. ადმინისტრაციას ყოველთვის აქვს უფლება დამხმარე დოკუმენტები მოითხოვოს.
- რა არის აპოსტილი?
აპოსტილი არის დოკუმენტის დამტკიცების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა დოკუმენტის მოქმედება კანონიერად ცნოს სხვა ქვეყანაში.
- აპოსტილის აღება საიდ შეიძლება?
თუ ხართ ქვეყნიდან, რომელიც არის აპოსტილის ხელშეკრულების მხარე ქვეყანა, უნდა მოითხოვოთ იმ ორგანოდან, საიდანაც აიღეთ დოკუმენტი. (აპოსტილის შეთანხმების მხარე ქვეყნების სია შეგიძლიათ ნახოთ იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.)
- აპოსტილის მქონე დოკუმენტის დამოწმება არის თუ არა საჭირო?
იმისათვის რომ დოკუმენტი წარადგინოთ თურქულ ორგანოებში, საჭიროა, დოკუმენტი ითარგმნოს თურქულად და დამოწმდეს თარჯიმნის მიერ.
- საცხოვრებლად მეგობართად უნდა დავრჩე. შეუძლია თუ არა მომცეს დოკუმენტი რომ მასთან ვაპირებ ცხოვრებას?
მესამე პირთან (ნათესავის გარდა) დარჩენის შემთხვევაში საჭიროა მასპინძლის ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულება (თუ მასპინძელი დაქორწინებულია აგრეთვე მეუღლის ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულება).
- ბავშვისთვის საოჯახო ბინადრობის ნებართვა უნდა ავიღო?
იმ შემთხვევაში თუ აკმაყოფილებს პირობებს სპონსორს შეუძლია თავისი ან მეუღლის ბავშისთვის ან 18 წლის შესრულების შემთხვევაშიც თავისი ან მეუღლის მეურვეობის ქვეშ მყოფი შვილისთვის განცხადება გააკეთოს საოჯახო ბინადრობის ნებართვისთვის. თუ არ აკმაყოფილებს საოჯახო ბინადრობის ნებართვის პირობებს, შეუძლია სხვა შესაფერისი ბინადრობის ნებართვისთვის გააკეთოს განაცხადი. აფასებს პროვინციის საიმიგრაციო სამსახური.
- შეფასების დროს, თუ ქვეყანას დავტოვებ და თხუთმეტ დღეზე დიდხანს დავრჩები ქვეყნის გარეთ, რაიმე სანქცია ამოქმედდება?
თხუთმეტი დღის გადაცილების შემთხვევაში, ვიზის ზოგადი დებულებების მიხედვით პროცედურები დაიწყება. მე-10 მუხლის მიხედვით ასოთხმოცი დღიდან ოთხმოცდაათი დღით დარჩენის უფლება დაცულია.
- e-devlet-იდან აღებული დოკუმენტები ბინადრობის ნებართვის განცხადებებისთვის შეიძლება გამოდგეს?
e-devlet-იდან აღებული დოკუმენტების ოფიციალურ ორგანოებში წარადგენა შესაძლებელია.
- e-ikamet-ის განცხადების ფორმაში იმისდამიუხედავად რომ 18 წლამდე და 65 წელს მაღლა პირებისთვის დაზღვევის აუცილებლობა არ არის მაინც მთხოვს ინფორმაციას. ეს ველები როგორ უნდა შევავსო?
მოკლევადიანი და სტუდენტური ბინადრობის ნებართვებისთვის e-ikamet-ის სისტემაში 18 წალამდე და 65 წელს მაღლა პირებისთვის ვარიანტის შერჩევა შესაძლებელია. საოჯახო ბინადრობის ნებართვისას სპონსორი ვალდებულია უზრუნველყოს მთელი ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევა. მეურვისგან დამოუკიდებლად 18 წლამდე პირებს არ აქვთ უფლება გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა მიიღონ. 65 წელს მაღლა პირებმა გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის აღებისას კი უნდა წარმოადგინონ დოკუმენტი, რომ ვერ გააკეთეს დაზღვევა.
- არასრული დოკუმენტაციისთვის რამდენ ხანია მოცემული?
არასრული დოკუმენტაციის შესავსებად ადმინისტრაცია აძლევს 30 დღის ვადას. თუ აღნიშნულ დროში არ მოხდა დოკუმენტების შევსება განაცხადი წაიშლება.
- დაქორწინებულ ორ უცხოელს შეუძლია თუ არა საოჯახო ბინადრობის ნებართვის აღება?
დაქორწინებული ორი უცხოელი, როდესაც განაცხადს აკეთებს საოჯახო ბინადრობის ნებართვისთვის (ქვეყანაში უნდა იმყოფებოდნენ მინიმუმ ერთი წელი და უნდა ჰქონდეთ სამუშაო ნებართვა) უცხოელიდან ერთ ერთი უნდა იყოს სპონსორი. ორივეს ერთად არ შეუძლია საოჯახო ბინადრობის ნებართვისთვის განაცხადის შემოტანა. სპონსორის პირობების მატარებელი უცხოელი შეიძლება იყოს სპონსორი.
- იმისათვის რომ გადავიდე სხვა ბინადრობის ნებართვაზე, შემიძლია თუ არა გახანგრძლივებაზე განცხადება გავაკეთო?
უცხოელებს შეუძლიათ მოითხოვონ ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში ყოფნის ახალი მიზნის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვის დასრულების ან სხვა მიზეზის შემთხვევაში. ეს უნდა გაკეთდეს როგორც გადასვლის განცხადება.
- თუ პასპორტს დაუმთავრდა მოქმედების ვადა შემიძლია თუ არა ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთება?
იმისათვის რომ უცხოელმა ბინადრობის ნებართვაზე შეიტანოს განცხადება მისი პასპორტი ს ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტის მოქმედების ვადა უნდა იყოს სამოც დღეზე მეტი. შესაბამისად მოქმედების ვადა ამოწურული პასპორტით განცხადება ვერ გაკეთდება. ( e-ikamet -ის სისტემაში შესაძლებელია რეგისტრაციის გავლა ვადაგასული პასპორტით. პასპორტის მოქმედების ვადის გრაფაში ახალი პასპორტის მოქმედების ვადები შეგიძლიათ ჩაწეროთ. თუმცა უცხოელის ბინადრობის ნებართვის შეფასებისას იმ პასპორტის ან მისი შემცვლელი დოკუმენტის მოქმედების ვადა სამოც დღეს უნდა აღემატებოდეს)
- იმისათვის რომ ავიღო ბინადრობის მოწმობა ბანკში ანგარიშზე რამდენი თანხა უნდა მქონდეს?
მოკლევადიანი და სტუდენტური ბინადრობის ნებართვებისთვის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმანტაციის წარდგენა და უცხოელის განცხადება საკმარისია. საოჯახო ბინადრობის ნებართვაში სპონსორის მთლიანი შემოსავალი არ უნდა იყოს მინიმალურ შემოსავალზე ნაკლები და თითოეული პირისთვის უნდა იყოს მინიმუმ ერთი მესამედი. გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვისთვის საჭიროა საკმარისი და მოწესრიგებული შემოსავალი.
- ბინადრობის ნებართვის განცხადებების შედეგები რამდენ ხანში არის?
ბინადრობის ნებართვის განცხადებები განცხადებების მიღების დღიდან არაუგვიანეს ოთხმოცდაათ დღეში სრულდება. ოთხმოცდაათდღიანი პერიოდი იწყება მაშინ, როდესაც დოკუმენტების ჩაბარება მოხდება კომპეტენტურ ორგანოებში. იმ შემთხვევაში თუ პერიოდი გახანგრძლივდება, უცხოელს ამის თაობაზე ეცნობება.
- ბინადრობის ნებართვის განცხადებებში ადმინისტრაციის მხრიდან მატერიალური შემოსავლის დამადასტურებელი რომელი საბუთები შეიძლება იყოს მოთხოვნილი?
საპენსიო საიდენტიფიკაციო ბარათი და პენსიის დოკუმენტი, საბანკო პასპორტი, საერთაშორისო საკრედიტო ბარათი, მოქმედი დამოწმებული შემოსავლის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ მასზე არ არსებობს ყადაღა, ბეჭედდასმული და ხელმოწერილი კომპანიის წერილი, საბანკო ანაბრის შემოსავლის დოკუმენტი, დოკუმენტი, რომელიც აღნიშნავს ბანკში დარჩენილ პერიოდს, გაქირავების შემოსავალი , უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და საიჯარო ხელშეკრულება არაუგვიანეს 2 წლისა, თვითდასაქმებული პირებისათვის, საგადასახადო ფურცლის ასლი, სავაჭრო რეესტრის ჟურნალი, ხელმოწერის ცირკულარი, ბალანსი და შემოსავლების განაცხადი, რომელიც დამტკიცებულია საგადასახადო სამსახურის ან ბუღალტრის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში, მიმდინარე წლის ბალანსი, რეგისტრაციის მოწმობა ვაჭართა და ხელოსანთა პალატაში. ასევე შეიძლება მოითხოვონ საქმიანობის სერთიფიკატი. შემოსავლის მაჩვენებელი დოკუმენტი თუ არის საზღვარგარეთიდან აღებული ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს თურქული თარგმანი და დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
- ბინადრობის ნებართვის განცხადებისთვის პასპორტის მოქმედების ვადა რამდენი ხანი უნდა იყოს?
ბინადრობის ნებართვის განცხადებისთვის პასპორტის მოქმედების ვადა 60 დღეზე მეტი უნდა იყოს.
- ბინადრობის ნებართვის განცხადებაზე უარყოფითი პასუხი მომივიდა, რა შეიძლება რომ გავაკეთო? შემიძლია თუ არა ხელახლა შევიტანო განცხადება?
ბინადრობის ნებართვის თაობაზე უარყოფითი პასუხი, გაუქმება ან არ გახანგრძლივების შესახებ პასუხი უცხოელს ან ოფიციალურ წარმომადგენელს ეცნობება. აღნიშნულ ცნობაში მითითებული იქნება თუ როგორ შეუძლია გაასაჩივროს პირმა და შემდეგი პროცედურები როგორი შეიძლება იყოს. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ ბინადრობის ნებართვაზე მიიღება უარყოფითი პასუხი, 6 თვის განმავლობაში იგივე დარჩენის მიზეზით განცხადება ვერ გაკეთდება. თუ კანონიერად დარჩენის დრო გაქვთ შეგიძლიათ სხვა დარჩენის მიზეზით განცხადება გააკეთოთ.
- ბინადრობის ნებართვისთვის განცხადება გავაკეთე, გასაუბრებისთვის რაიმეს გადახდა არის აუცილებელი?
არა, განცხადება კეთდება ვებ-გვერდზე და იღება გასაუბრების დღე. გასაუბრების დღის აღებისთვის არაფრის გადახდა არ გიწევთ.
- ბინადრობის ნებართვის განცხადებასთან დაკავშირებული გადასახადი სად უნდა გადავიხადო?
გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ საკრედითო ბარათით POS-ის გამოყენებით სისტემაში, საგადასახადო სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს კონონტრაქატოს ბანკებში (ზირაათ ბანკი, ვაქიფ ბანკი, ჰალქ ბანკი) , განაცხადის ნომრის წარდგენით. ბანკში გადახდისთვის კოდები შემდეგნაირადაა: ბარათის საფასური: 9207, ვიზის საფასური:9234, ბინადრობის საფასური:9233.
- მათ ვინც განცხადება გააკეთეს მაგრამ ბინადრობის ნებართვის ბარათი არ მოსვლიათ შეუძლიათ თუ არა ქვეყნის გარეთ გასვლა?
ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთების შემდეგ, ბინადრობის ნებართვის დამზადებამდე თუ პირი აპირებს მოკლე პერიოდით თურქეთიდან გასვლას, უნდა წარადგინოს აღნიშნული დოკუმენტი და მოსაკრებლის ქვითრები და პიროვნებას შეუძლია 15 დღის პერიოდით დატოვოს ქვეყანა და უკან დაბრუნდეს.
- ბინადრობის ნებართვის განცხადების შემდეგ საჭირო დოკუმენტები საიდან შემიძლია გავიგო?
უცხოელებს, განცხადების დასრულების შემდეგ საჭირო დოკუმენტების ნახვა შეეძლებათ განცხადების ფორმაზე. ამასთან e-ikamet -ის სისტემაში მიტითებულია საჭირო დოკუმენტები. ასევე შესაძლებელია YİMER157 -ზე დარეკვა და ინფორმაციის მიღება.
- შევავსე ბინადრობის ნებართვის განცხადება, პერიოდი რომელი თარიღიდან იწყება?
ბინადრობის ნებართვა ვიზის ან ვიზისგან გათავისუფლების დამთავრების თარიღიდან, განცხადების თარიღიდან იწყება. ის ბინადრობის ნებართვა რომელიც ხანგრძლივდება, იწყება იქიდან, როდესაც წინა ბინადრობის ნებართვა მთავრდება.
- შემიძლია თუ არა ბინადრობის ნებართვაზე განცხადება გავაკეთო პიროვნების ან კომპანიის შუამდგომლობით?
გენერალური დირექტორატი უცხოელებთან დაკავშირებულ პროცედურებისთვის მესამე პირებთან ან კომპანიებთან არ მუშაობს. გთხოვთ, ბინადრობის ნებართვისთვის განცხადება გააკეთოთ თავად და არ მიმართოთ მესამე პირებს.
- ბინადრობის ნებართვის განცხადება უცხოელის სახელით სხვა პირს შეუძლია გააკეთოს?
მნიშვნელოვანია რომ ბინადრობის ნებართვის განცხადება პირმა გააკეთოს თავად. ასევე განცხადება შეიძლება გააკეთოს უცხოელის კანონიერმა წარმომადგენელმა ან მინდობილმა ადვოკატმა.
- ბინადრობის ნებართვის გადასახადის გადასახდელად კოდები რა არის?
გადასახადი შეგიძლიათ გადაიხადოთ საკრედითო ბარათით POS-ის გამოყენებით სისტემაში, საგადასახადო სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს კონონტრაქატოს ბანკებში (ზირაათ ბანკი, ვაქიფ ბანკი, ჰალქ ბანკი) , განაცხადის ნომრის წარდგენით. ბანკში გადახდისთვის კოდები შემდეგნაირადაა: ბარათის საფასური: 9207, ვიზის საფასური:9234, ბინადრობის საფასური:9233.
- ბინადრობის ნებართვის დოკუმენტში უნდა იყოს თუ არა ფოტოსურათი?
ბინადრობის ნებართვის დოკუმენტებში არსებული ფოტოსურათი უნდა იყოს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაღებული, თეთრი ფონით და ბიომეტრიული. ამასთან 4 ცალი მოითხოვება გასაუბრების დღეს.
- ბინადრობის ნებართვის გადასახდელი თანხა საიდან უნდა გავიგო?
უცხოელს, e-ikamet სისტემაზე განცხადების დასრულების შემდეგ უანგარიშდება გადასახდელი თანხა. ამასთან შეგიძლიათ შეამოწმოთ განაცხადის ფორმაზეც.
- ბინადრობის ნებართვისა და ბარათის საფასური როდის უნდა გადავიხადო?
ბინადრობის ნებართვის პირველ განცხადებისას, გადასასვლელი განცხადებისას და გახანგრძლივების განცხადებისას ნებართვისა და ბარათის საფასური გასაუბრებამდე უნდა გადაიხადოთ.
- ბინადრობის ნებართვისთვის გავაკეთე განცხადება, თუმცა ფორმას ხელახლა ვერ ვიღებ
მანამდე სისტემაში შესვლისას პასპორტის ნომერი როგორც ჩაწერეთ იგივენაირად უნდა შეიყვანოთ. განცხადების ნომერი, კომუნიკაციის არჩევანი და პასპორტის ნომერი (ან უცხოური პირადი ნომერი) სცადეთ უშეცდომოდ.
- ბინადრობის ნებართვის ბარათის დაკარგვის/მოპარვის შემთხვევაში რა უნდა გაკეთდეს?
იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის ბარათი დაიკარგება, მოიპარება, შეცდომით იქნება ან გაიცვითება მზადდება ახალი ბარათი. იმ შემთხვევაში თუ ბარათი დაიკარგება, მოიპარება ან გაიცვითება გადასახდელია საფასურის მთლიანი თანხა, ამ მიზეზის გარდა სხვა მიზეზების შემთხვევაში კი ნახევარი. დაკარგვის შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაში უნდა შედგეს ოქმი. შემდეგ ეს ოქმი, ბიომეტრიული ფოტო და სისტამაში დაფიქსირებული მისამართის ამონაწერით უნდა მიხვიდეთ საიმიგრაიო სამსახურში.
- ბინადრობის ნებართვის აღება როგორ ხდება?
e-ikamet.goc.gov.tr საიტზე ონლან რეგისტრაციის შემდეგ, მითითებულ გასაუბრების დღეზე საჭირო დოკუმენტებით საჭიროა საიმიგრაციოში მისვლა. მას შემდეგ რაც რაიონული საიმიგრაციო სამსახური პროცედურას დადებითად შეაფასებს მითითებულ მისამართზე გაიგზავნება ბარათი.
- იმ შემთხვევაში თუ ბინადრობის ნებართვის პერიოდში საცხოვრებელ, კვებისა და დაზღვევის ხარჯებს საჯარო დაწესებულება მინაზღაურებს, ბინადრობის ნებართვის განაცხადის გაკეთებისას როგორ უნდა მოვიქცე?
იმ შემთხვევაში, თუ ბინადრობის ნებართვის პერიოდში საცხოვრებელ, კვებისა და დაზღვევის ხარჯებს ორგანიზაციები ფარავს, უცხოელებს არ მოეთხოვებათ მატერიალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჯანმრთელობის დაზღვევის პირობა. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საავადმყოფოდანორგანიზაციიდან და დაწესებულებიდან უცხოელთან კავშირის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტი შეიძლება იყოს მოთხოვნილი.
- ბინადრობის ნებართვის ქონის პერიოდში საზღვარგარეთ წავედი, შემიძლია თუ არა უცხოეთიდან შევავსო ბინადრობის ნებართვისთვის განცხადება?
ბინადრობის ნებართვის განცხადებები ჯერ-ჯერობით უცხოეთიდან არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი ქვეყნის გარეთაა და ბინადრობის ნებართვის ვადა ამოიწურა, ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეგულაციით ქვაყანაში დაბრუნდება და ელექტრონულად შეუძლია განცხადების გაკეთება. ამასთან ერთად, შესაძლებელია კანონიერი წარმომადგენლისა და მინდობილი ადვოკატის საშუალებით განცხადების გაკეთებაც. თუმცა, ამ შემთხვევაშიც 6458 კანონს 97-ე მუხლის მიხედვითაც შეიძლება უცხოელის გამოცხადება მოითხოვონ.
- როგორ შემიძლია ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთება?
ადამიანთან დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად სხვა ნებართვის მსგავსი პირობები არ მოითხოვება. სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში, მაქსიმუმ ერთი წლის ვადით ნებართვას გასცემს გუბერნია. აუცილებელია, რომ განცხადება გაკეთდეს პირადად საიმიგრაციო სამსახურში.
- ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ბინადრობს ნებართვა რამდენი ხნით გაიცემა?
უცხოელების და საერთაშორისო დაცვის კანონის No 6458 31-ე მუხლის მიხედვით ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვა ხუთი წლის ვადით გაიცემა.
- მსურს მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება, შემიძლია მოვითხოვო 2 წლიანი ნებართვა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევა ერთ წლიანია, ამ შემთხვევაში რა შემიძლია გავაკეთო?
კომპანიას, სადაც გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეგიძლიათ გააკეთებინოთ 1+1 წლიანი დაზღვევა ამ შემთხვევაში შეგეძლებათ 2 წლიანი ნებართვის მოთხოვნა ან შეგიძლიათ გააკეთოთ 2 წლიანი ზოგადი ჯანმრთელობის დაზღვევა.
- პირს, რომელსაც აქვს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, უცხოეთში დარჩენის რამდენი ხნის შემდეგ ნებართვა გაუუქმდება?
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის უცხოეთში დარჩენის პერიოდის შეზღუდვა 13.08.2016 წლის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული No:6735 საერთაშორისო შრომის კანონის მიხედვით გაუქმდა. თუ ბინადრობის ნებართვა ამ თარიღამდეა აღებული არსებული პერიოდები გაუქმდება.
- მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა რამდენი ხნით გაიცემა?
მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა მაქსიმუმ ორი წლის ვადით გაიცემა. ნებართვის გაცემისას დროს განსაზღვრავს ადმინისტრაცია. თუმცა, სამინისტროს მხრიდან პირობებისა და ინვესტიციის რაოდენობის მიხედვით თურქეთში არამომუშავე მაგრამ ინვესტიციის განმხორციელებელი უცხოელის მეუღლეზე, მის ან მისი მეუღლის არასრულწლოვან ბავშვზე ან მეურვეობის მქონე ბავშვზე ასევე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუვლიკის მოქალაქეებისთვის შესაძლებელია მაქსიმუმ ხუთ წლიანი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
- არსებულ ბინადრობის ნებართვაში მისამართის ცვლილება მოხდა, რა უნდა გავაკეთო? თუ მისამართი სხვა ქალაქშია ბინადრობის ნებართვა უქმდება?
ბინადრობის ნებართვის მიხედვით არსებული მისამართის ცვილების შემთხვევაში, იქ სადაც მოხდება გადასვლა ახალი ნებართვის ასაღებად უცხოელმა მაქსიმუმ ოცი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიმართოს საიმიგრაციო სამსახურს. თუ ბინადრობის ნებართვის სახეობა არ იცვლება, გაიცემა ახალი ნებართვა მაგრამ ვადა არ ჩამოიჭრება. იმ შემთხვევაში თუ იმავე ქალაქში გამოიცვალეთ მისამართი, საკმარისია საიმიგრაციოს შეატყობინოთ ოცი სამუშაო დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ახალი ბინადრობის ნებართვა არ არის საჭირო. ასეთ დროს იგივე ბინადრობის ნებართვით შეგიძლიათ ქვეყანაში დარჩენა.
- იმისათვის რომ არსებული ბინადრობის ნებართვა გავახანგრძლივო, როდის უნდა გავაკეთო განცხადება?
განახგრძლივების განცხადება არსებული ბინადრობის ნებართვის დასრულებამდე სამიცი დღით ადრე უნდა გაკეთდეს და ყველა შემთხვევაში ნებართვის ვადის ამოწურვამდე.
- ონლაინ გადავიხადე, საიდან უნდა ავიღო ქვითარი?
ონლაინ გადახდის დროს დააჭირეთ „ჩამოტვირთე ქვითარს“ (PDF). თუ ვერ მოახერხეთ ჩამოტვირთვა https://spos.gib.gov.tr/Spos/Sorgu გვერდიდან დარიცხვის ნომრის საშუალებით შეგიძლიათ ქვითრის მიღება.
- სტუდენტური ბინადრობის ნებართვისას გადასახადი არის?
თურქეთის სკოლების ან ფაკულტეტების სტუდენტებისთვის ბინადრობა გადასახადის გარეშე კეთდება. ამ სკოლების გარდა საკონსულოების, საელჩოების სკოლებსა და საერთაშორისო სკოლებისთვის და არათურქული სკოლების მოსწავლებიისგან ბინადრობის ნებართვისთვის გადასახადი იხდება.
- მაქვს სტუდენტური ბინადრობის ნებართვა. დავქორწინდი თურქეთის მოქალაქეზე. საჭიროა თუ არა ბინადრობის ნებართვის გამოცვლა? თუ პირობებს ვაკმაყოფილებ შემიძლია თუ არა საოჯახო ბინადრობის ნებართვის აღება?
თუ სტუდენტური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი აკმაყოფილებს საოჯახო ბინადრობის ნებართვის პირობებს მასზე შეიძლება გაიცეს აღნიშნული ნებართვა. ამასთან თუ იგი აკმაყოფილებს სტუდენტური ბინადრობის ნებართვის პირობებს, შეუძლია ისარგებლოს ამ პირობებით. თუ უცხოელს სურს შეუძლია გააგრძელოს იგივე ბინადრობის ნებართვა კანონის ფარგლებში.
- სტუდენტური ბინადრობის ნებართვის დასრულებამდე დავასრულე სწავლა. სტუდენტური ბინადრობის ნებართვა გაგრძელდება? როგორ შეიძლება მოვიქცე?
მას შემდეგ რაც სტუდენტი დაამთავრებს სასწავლებეს, დასრულების თარიღიდან მას უწყდება სტუდენტური ბინადრობის ნებართვა და ათი დღის განმავლობაში ახალი, მიზნის შესაბამისი ბინადრობის ნებართვსთვის უნდა გააკეთოს განცხადება. იმ სტუდენტს, რომელიც სტანდარტული სასწავლო პერიოდის ვადებში ვერ დაამთავრებს სასწავლებელს ყველა ჯერზე ერთი წლით გაუხანგრძლივდება ნებართვა და არ გადააჭარბებს სასწავლო პერიოდს.
- უცხოელს, რომელსაც სურს განაცხადი შეიტანოს როგორც კერძო სტუდენტმა, ღია სწავლებისთვის ან დისტანციური სწავლებისთვის, რომელი ბინადრობის ნებართვის სახეობით შეუძლია განცხადების გაკეთება?
კერძო სტუდენტის, ღია სწავლებისა და დისტანციური სწავლებისთვის სტუდენტური ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა. საჭიროა სხვა, იმ ბინადრობის ნებართვით განცხადების გაკეთება რომლის პირობებსაც აკმაყოფილებს პირი.
- პასპორტის გამოცვლის შემთხვევაში განცხადება უნდა გავაკეთო?
პასპორტის გამოცლის შემთხვევაში 20 სამუშაო დღის განმავლობაში საიმიგრაციო სამსახურს უნდა შეატყობინოთ.
- პასპორტის შეუსაბამობის პრობლემას ვაწყდები, როგორ შემიძლია მოვიქცე?
თურქეთში შემოსბლისას საჭიროა წარმოადგინოთ პასპორტების სასებობებიდან (განსაკუთრებული, საჯარო, დიპლომატიური ) ერთ-ერთი. თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის საჭიროა რომ მონიშნოთ საჯარო პასპორტი. საჭიროა შეიყვანოთ პასპორტის/სამოგზაურო დოკუმენტის ინფორმაცია. თუ ის პასპორტი, რომლითაც თურქეთში შემოხვედით დაკარგეთ ან გავიდა მოქმედების ვადა და გასვლისთვის აიღეთ ახალი პასპორტი, სისტემაში უნდა შეიყვანოთ თურქეთში ბოლოს შემოსვლისას გამოყენებული პასპორტის მონაცემები. პასპორტის მოქმედების ვადაში კი შეგიძლიათ ჩაწეროთ ახალ პასპორტში მითითებულლი თარიღი. თუ ორმაგი მოქალაქე ბრძანდებით, სისტემაში უნდა შეიყვანოთ იმ პასპორტის მონაცემები, რომლითაც თურქეთში შემოხვედით. უცხოელი ბავშვების პასპორტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ქვეყნიდან გასვლის შემოვლის ისტორია, უნდა მიაკითხოთ საიმიგრაციო სამსახურს. e-ikamet სისტემაში პასპორტის მონაცემების შყვანისას თუ შეუსაბამობის პრობლემა გაქვთ უნდა მოსინჯოთ ყველა ვარიანტი, ასოთი/ასოს გარეშე, გამოტოვების/გამოტოვების გარეშე და ა.შ. ნომერი როგორცაა პასპორტში ჩაწერილი იგივენაირად უნდა ჩაწეროთ სისტემაშიც. ის უცხოელი, რომელიც 2007 წლამდე შემოვიდა თურქეთში და ამ წლის მერე გასვლა-შემოსვლის ისტორია არ აქვს უნდა მიაკითხოს საიმიგრაციო სამსახურს. მათ ვინც ქვეყანაში შემოვიდა პირადობის მოწმობით და აქვთ პასპორტი, უნდა მიაკითხონ საიმიგრაციო სამსახურს. უცხოელები რომლებიც შემოვდნენ “HYM“ ან “Haymatlos” „უსამშობლო“ ან ლტოლვილის სტატუსით სამოგზაურო დოკუმენტით უნდა გამოცხადნენ საიმიგრაციო სამსახურში. სამხრეთ სუდანი, კონგოს რესპუბლიკის მსგავსი GöçNet-ის სისტემაში არ მყოფი ან სხვა სახელით არსებული ქვეყნების მოქალაქეებმა სისტემაში შეუსაბამობის დროს უნდა მიაკითხოთ საიმიგრაციო სამსახურს.
- გასაუბრების დღეს თუ საიმიგრაციო სამსახურში ვერ მივედი, რაიმე სანქცია არის?
თქვენი განცხადება არ განიხილება. თუ კანონიერად დრო გაქვთ შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი განცხადება და აიღოთ ახალი გასაუბრების თარიღი. თუ კანონიერო პერიოდი ამოწურულია და განცხადებას პირველად აკეთებთ აღნიშნული დრო ჩაითვლება ვიზით გათვალისწინებულ დროში, ხოლო თუ გახანგრძლივების განცხადებას აკეთებთ ეს დრო ჩაითვლება ბინადრობის ნებართვის პერიოდში.
- გასაუბრების თარიღამდე ვიზა-ბინადრობის ნებართვა მიმთავრდება, პრობლემა შემექმნება?
გასაუბრების თარიღამდე იმ უცხოელებს, რომლებსაც ამოეწურად ვიზის და ბინადრობის ნებართვის ვადა, განაცხადის ფორმით გასაუბრების დღემდე შუძლიათ ქვეყანაში დარჩენა.
- დაზღვევის შეუსაბამოს პრობლემას ვაწყდები, რა შემიძლია გავაკეთო?
ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა დაუკავშირდეთ დაზღვევის კომპანიას და პოლისის ნომერი/დაზღვევის სახელი/განახლების ნომერი/დაწყების-დასრულების თარიღის ინფორმაცია მიიღოთ და ამის მიხედვით შეავსოთ. ამასთან, დაზღვევის პოლისის განახლების ნომერის არ შევსების დროს თუ უცხოელი პირველად აკეთებს დაზღვევას უნდა ჩაწეროს 0, თუ მეორედ აკეთებს უნდა ჩეწეროს 1, თუ მესამედ 2. ამასთან პოლისში მითითებული ასოების გარეშე მხოლოდ ცოფრებით სცადეთ შესვლა. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეთ სადაზღვეო კომპანიას.
- უცხოელი, რომელიც თურქეთში შემოდის პირობითი შემოსვლით, ბინადრობის ნებართვისთვის განცხადება რამდენ ხანში უნდა გააკეთოს?
პირობითი შემოსვლის შემთხვევაში 10 დღის განმავლობაში www.goc.gov.tr საიტზე e-ikamet სისტემაში განცხადება უნდა გაკეთდეს.
- უძრავი ქონების მიხედვით ოჯახთან ერთად შემიძლია თუ არა ბინადრობის ნებართვის აღება?
უძრავი ქონებით ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ რომ უძრავი ქონება უნდა იყოს საცხოვრებელი ადგილი. ქონებიდან ოჯახის წევრებს თუ გააჩნიათ წილი, მათაც შეუძლიათ ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთება.
- ძირითადი განათლების და საშუალო განათლების მოსწავლეების ბინადრობის ნებართვის აღების პროცედურა როგორია?
იმ ბავშვებს, რომლებსაც თურქეთში საოჯახო ბინადრობის ნებართვა აქვთ, სარგებლობენ სწავლის უფლებით. ასეთი უცხოელებისთვის სხვა განსაკუთრებული ბინადრობის ნებართვის აღება საჭირო არ არის. იმ ბავშვებისგან რომლის მშობლები აქ არ არიან და 18 წელზე ნაკლები ასაკის არიან მოითხოვება თანხმობის დოკუმენტი,დაბადების მოწმობა და მინდობილობის დოკუმენტი. ამასთან ერთად მიზნისთვის შესაბამისი ვიზა მოითხოვება. ამასთან, ასეთ დროს ნებართვა გაიცემა ყოვილწლიურად სასწავლო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე. (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შუამოვლობით ჩამოსული უცხოელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პერიოდის მიხედვით შეიძლება გაიცეს ბინადრობის ნებართვა).
- დავრეგისტრირდი თურქული ენის კურსებზე. ბინადრობის ნებართვის პროცედურები როგორია?
პირდაპირ თურქული ენის კურსებზე რეგისტრაციის შემთხვევაში საჭიროა ჩამოხვიდეთ თურქული ენის კურსების ვიზით ან სასწავლო ვიზით და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ აიღოთ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა. ამასთან ერთად, აღნიშნული ნებართვა მხოლოდ ორჯერ გაიცემა. თუ რეგისტრავია გაიარეთ უნივერსიტეტში და უნივერსიტეტმა გაგგზავნათ TÖMER-ში, მომავალი წლის სასწავლო პერიოდის დაწყებამდე შეგიძლიათ აიღოთ სტუდენტური ბინადრობის ნებართვა. თუ უცხოელი სასწავლო მიზნით ჩამოვიდა თურქეთში, თუმცა თურქული ენის დონის გამო ვერ მოახერხა რეგისტრაციის გავლა უნივერსიტეტში და მოხდა მისი გადამისამართება ენის კურსებზე, ასეთ უცხოელზე შეიძლება გაიცეს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა.
- თურქეთში დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბავშვისთვის რა პროცესები არსებობს?
ბავშვს, საავადმყოფოდან აღებული დაბადების მოწმობით მშობლების კანონიერი პერიოდის მიხედვით, თურქეთში შეუძლია დარჩეს 6 თვე. ამ პერიოდში უნდა მოხდეს პასპორტის აღება და დაბადების თარიღის დაწყებიდან ბინადრობის ნებართვისთვის განცხადების გაკეთება. თუ ბავშვი დაიბადება საავადმყოფოს გარეთ საჭიროა დოკუმენტის აღება მუჰთარისგან.