შავი ზღვის რეგიონში სეზონურად სოფლის მეურნეობაში მომუშავე უცხოელები

შავი ზღვის რეგიონში სეზონურად სოფლის მეურნეობაში მომუშავე უცხოელები

სამუშაო ნებართვა 30.03.2021, 22:48 21.04.2021, 14:29
შავი ზღვის რეგიონში სეზონურად სოფლის მეურნეობაში მომუშავე უცხოელები
  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იმუშავებენ სეზონურ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში სამსუნის, ორდუს, გირესუნის, ტრაპიზონის, რიზესა და ართვინის პროვინციებში, საჭიროა მიიღონ სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების დოკუმენტი.
  • განაცხადები კეთდება  შესაბამის რაიონის გამგებლობაში.
  • სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ სეზონურ სოფლის მეურნეობაში (ჩაი და თხილი) კალენდარული წლის განმავლობაში მაქსიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) დღის განმავლობაში; თუმცა უცხოელთა კანონიერი ყოფნა თურქეთში (ვიზის / ვიზისგან გათავისუფლების პერიოდი, ბინადრობის დრო) იქნება შეზღუდული.

სამუშაო ნებართვისგან გათავისუფლების განაცხადი მზადდება ორ ეტაპად.

პირველი ეტაპზე მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება ვიზის / ვიზისგან გათავისუფლებით, საჭირო ინფორმაცია (პასპორტი / პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი ან ეროვნული პირადობის მოწმობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უცხო საიდენტიფიკაციო ნომრები შესვლის თარიღი, ბინადრობის ნებართვის დაწყების დასრულების თარიღი მათთვის, ვინც ქვეყანაში ცხოვრობს ბინადრობის ნებართვით), განაცხადის ფორმა უნდა იყოს შევსებული, დამტკიცებული და უნდა იყოს ამობეჭდილი.

მეორე ეტაპზე სისტემის მიერ მათთვის გადაცემული სააპლიკაციო ფორმით და საჭირო დოკუმენტაციით (პასპორტი ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი მათთვის, ვინც  ქვეყანაში იმყოფება ვიზის / ვიზისგან გათავისუფლებით, თუ ისინი შემოდიან  ქვეყანაში  პირადობის მოწმობით , უნდა წარადინონ პირადობის მოწმობა,  გაცემული შესასვლელი და გასასვლელი დოკუმენტი. უცხოელებისთვის, რომლებსაც აქვთ პასპორტი ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი,  ამ შემთხვევაში უნდა წარადგინონ პასპორტი ან პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი), მათ უნდა მიმართონ რაიონის გამგებლობას იმ რაიონებში, რომელთანაც იმუშავებენ და მიიღონ დოკუმენტი, რომლითაც ისინი გათავისუფლდნენ რაიონის გამგებლობისგან.

Yorumlar (0)
15
açık
Köşe Yazarlarımız Tümü