სამუშაო ნებართვის ტიპები, განაცხადის ტიპები

სამუშაო ნებართვის ტიპები, განაცხადის ტიპები

სამუშაო ნებართვა 30.03.2021, 23:08 21.04.2021, 14:29
სამუშაო ნებართვის ტიპები, განაცხადის ტიპები

ნებართვის სახეობები

დროებითი სამუშაო ნებართვა

13/8/2016 თარიღით  N29800  ოფიციალური გაზეთის 6735 საერთაშორისო სამუშაო კანონის მიხედვით სამუშაო ნებართვისთვის განცხადების დადებითად ჩათვლის შემთხვევაში, სამუშაო ან მომსახურების ხელშეკრულების ვადის არ გადაცილების პირობით, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საჯარო დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში მუშაობის შემთხვევაში მაქსიმუმ ერთ წლიანი სამუშაო ნებართვა გაიცემა.

გრძელვადიანი  სამუშაო ნებართვა

თურქეთში გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის მქონე ან მინიმუმ რვა წლიანი ოფიციალური სამუშაო ნებართვის მქონე უცხოელებს შეუძლიათ შეავსონ გრძელვადიანი სამუშაო ნებართვის თაობაზე. თუმცა, განცხადების ყველა პირობის დაკმაყოფილება  აბსოლუტურ უფლებას არ ნიშნავს. 

დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა

პროფესიონალი პროფესიის მქონე უცხოელებს, სხვადასხვა  კანონებში აღნიშნული სპეციალური პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეძლევათ დამოუკიდებელი სამუშაო ნებართვა.

თურქუაზის ბარათი

საერთაშორისო შრომის პოლიტიკის შესაბამისად, განათლების დონით, პროფესიული გამოცდილებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური წვლილისთვის, თურქეთში მოღვაწეობისათვის ან ქვეყნის ეკომომიკისთვის ინვესტიციების განხორციელებისთვის, საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციითა  და სამინისტროს მიერ დადგენილი პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად შესაფერის განმცხადებელზე გაიცემა თურქუაზის ბარათი.

განაცხადის სახეობები

ქვეყნის შიგნით განაცხადი

ქვეყანაში მყოფი და მინიმუმ ექვსი (6) თვით ბინადრობის ნებართვის მქონე  უცხოელებისთვის. ასეთ შემთხვევაში უცხოელი 99-ით დაწყებულ თურქეთის რესპუბლიკის უცხოური პირადობის ნომრის მფლობელია.

ქვეყნის გარეთ განაცხადი

იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს არ გააჩნია ბინადრობის ნებართვა, იმ ქვეყანაში რომლის მოქალაქეობაც გააჩნია უნდა მიმართოს თურქეთის რესპუბლიკის უცხოურ  წარმომადგენლობას და შეავსოს სამუშაო ვიზისთვის. იქ მასზე გაიცემა 16 ციფრიანი სარეკომენდაციო ნომერი.

განაცხადი გახანგრძლივების თაობაზე

სამინისტრპს მიერ გაცემული სამუშაო ნებართვის გახანგრძლივობის გაგრძელების მიზნით, განცხადება გაგრძელების თაობაზე უნდა გაკეთდეს ნებართვის დასრულებამდე არა უგვიანეს ორი თვით ადრე. სამუშაო ნებართვის ვადის ამოწურვის შემთხვევაში გაკათებული გახანგრძლივების განაცხადი განიხილება პირველადი განაცხადის პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად.

ერთ წლიანი ოფიციალური სამუშაო პერიოდის შემდეგ, 6735 კანონის მე-7 მუხლის მიხედვით გახანგრძლივების განცხადების დადებითად დაკმაყოფილების  დაიმავე დამსაქმლების შემთხვევაში პირველი განახგრძლივებით მაქსიმუმ ორი წელი, შემდეგი გახანგრძლივებით კი მაქსიმუმ სამ წლიანი სამუშაო ნებართვა გაიცემა.

სხვა დამსაქმლებლის არსებობის შემთხვევაში გახანგრძლივების განაცხადი განიხილება პირველადი განაცხადის პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად.

სამუშაო ნებართვის გახანგრძლივების მოთხოვნა პირველი განაცხადის მსგავსადe-devlet-ზე ელექტრონულად ხდება.

Yorumlar (0)
15
açık
Köşe Yazarlarımız Tümü