Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელები
Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელები
Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელები
Turkuaz (ფირუზის) ბარათი
საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის შესაბამისად, განათლების დონის, პროფესიული გამოცდილების, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, თურქეთში საქმიანობის ან ენვესტიციებით ქვეყნის ეკონომიკაში წვლილის შეტანის საფუძველზე, საერთაშორისო შრომითი პოლიტიკის საბჭოს რჩევითა და სამინისტროს მხრიდან განსაზღვრული პრინციპებისა და პროცესების დაკმაყოფილების შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა Turkuaz (ფირუზის) ბარათი.
Turkuaz (ფირუზის) ბარათი პირველი სამი წელი გარდამავალი პერიოდის პირობით გაიცემა. სამინისტრომ შეიძლება მოითხოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დამსაქმებლის ან უცხოელის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. გარდამავალი პერიოდისას მე-15 მუხლის მიხედვით თუ ბარათი არ გაუქმდა, უცხოელის განცხადების საფუძველზე გარდამავალი პერიოდი მოიხსნება და გაიცემა უვადო Turkuaz (ფირუზის) ბარათი. ეს განცხადება კეთება გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე ას ოთხმოცი დღით ადრე, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდამავალი პერიოდის ამოწურვამდე. ამ პერიოდის ამოწურვის შემდეგ, გარდამავალი პერიოდის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განცხადება უარყოფილად ჩაითვლება და ბარათი ძალადაკარგულად იქცევა.
კანონმდებლობის დებულებების თანახმად, Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელი უცხოელის მეუღლეს და მის შვილებს ეძლევათ დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ ისინი ბარათის მფლობელის ახლობები არიან და აღნიშნული ბარათი ბინადრობის ნებართვას ანაცვლებს.
Turkuaz (ფირუზის) ბარათის მფლობელები სარგებლობენ ამ კანონით დადგენილი განუსაზღვრელი სამუშაო ნებართვით გათვალისწინებული უფლებებით.
Turkuaz (ფირუზის) ბარათის მიღებისას მნიშვნელობა მიენიჭება პირებს, რომლებსაც აკადემიურ სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნამუშევრები აქვთ, ვინც გამოირჩევა დარგში, რომელიც სტრატეგიულად ითვლება ქვეყნისთვის, როგორიცაა მეცნიერება, მრეწველობა და ტექნოლოგიები, ან ის, ვინც ხელს უწყობს ან აპირებს წვლილი შეიტანოს ეროვნულ ეკონომიკაში, ეს იქნება ესქპორტი, დასაქმება თუ ინვესტიციები. აღნიშნული კვალიფიციური უცხოელების განცხადებები ჩაითვლება პრიორიტეტულად.
ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი უცხოელების მიმართ.